რუსული სერიალები

ჩართვა
ქალი - ზამთარი / Женщина-зима (2009)
ქალი - ზამთარი / Женщина-зима (2009)
ნაყურებია 2 084
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2009
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: სერგეი კომაროვი
როლებში: სერგეი მახოვიკოვი, მარია კულიკოვა, ანა არდოვა, მაკსიმ კონოვალოვი, იური ნაზაროვი, სერგეი კარლენკოვი, ალეკსანდრ მიაკუშკო, სავა გუსევი, ანდრეი ფროლოვი...

მოკლე აღწერა: პოლინა მოროზი თავის სოფელ "ზავიდოვოში", ყველაზე ავტორიტეტული ადამიანია. ის ღვთისგან მოვლენილი ექიმია და დაკარგა რა სამუშაო, შეეძლო ქალაქში წასულიყო და იქ დასაქმებულიყო. მაგრამ, ქალი საყვარელ სოფელში დარჩა და კვლავ ძველებურად განაგრძო ადამიანებზე სამედიცინო დახმარების გაწევა. სოფელში მომხდარი უსიამოვნო და ზოგჯერ სიცოცხლისთვის მეტად სახიფათო ამბები, ქალაქისგან იმით განსხვავდება, რომ აქ ყველაფერი ერთმანეთის თვალწინ ხდება. ექიმი თითქმის მოძღვარია, ამბობს პოლინა და მზად არის საკუთარ თავზე აიღოს თანასოფლელთა პრობლემები. მაგრამ სხვათათვის ასე მზრუნველი ქალბატონის პირადი ცხოვრება კითხვითი ნიშნის ქვეშაა. ის ქვრივი და მარტოხელა დედაა. პოლინა, ყველა კუდში მდევარი მამაკაცების მიმართ გულგრილია. მაგრამ ერთხელ, მას ბედი ბორის დუბროვს შეახვედრებს. იგი ქალაქელი ბიზნესმენია, რომელსაც უბედურება შეემთხვა, ბიზნესიც გაუნადგურეს და საქმეც დაკარგა. როგორ წარიმართება ამ ორი ადამიანის ბედისწერა, მაშინ, როცა არ იცი სად მოიმტვრევ ფეხს და სად გაგიმართლებს?..
ჩართვა
ასკილის არომატი / Аромат шиповника (2014)
ასკილის არომატი / Аромат шиповника (2014)
ნაყურებია 2 607
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: იგორ შერემეტი, ტატიანა მიროშნიკი, ვადიმ დერბენიოვი
როლებში: მარია ილინა, ირინა ფროლოვა, ვიკტორია სერგეევა, ვიკტორ მურავსკი, ეფიმ კლინოვსკი...

მოკლე აღწერა: არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ რუსეთის სოფლებსა და პროვინციულ ქალაქებში, დიდი ხანია ხალხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ტექსტილის ქარხანასთან, რომელიც მათი შემოსავლისა და არსებობის ძირითად წყაროს წარმოადგენს. საშუალო სკოლის დამთავრებულები, რომლებიც მშობლიური სოფლიდან, ან ქალაქიდან სხვაგან წასვლას არ აპირებენ, თავიანთ მომავალს ასეთ ქარხნებს უკავშირებენ. აქვე იწყებენ მუშაობას ისინიც, ვისაც უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების ჩაბარებაში არ გაუმართლა. სერიალში მოთხრობილია დიდი რუსეთის უკიდეგანო სივრცეში ჩაკარგული პატარა დასახლების გმირების ვნებანი და განცდები. აქ ერთი შეხედვით, ცხოვრება დუნედ, უფერულად და უპერსპექტივოდ მიედინება. მაგრამ სინამდვილეში, ეს ასე არ არის...
ჩართვა
ჰოკაიდოს პოლიცია. რუსული განყოფილება / Полиция Хоккайдо. Русский отдел (2010)
ჰოკაიდოს პოლიცია. რუსული განყოფილება / Полиция Хоккайдо. Русский отдел (2010)
ნაყურებია 2 138
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2010
ჟანრი: დეტექტივი, კრიმინალი
რეჟისორი: ვსევოლოდ შილოვსკი
როლებში: მარატ ამირაევი, იგორ არტაშონოვი, ალეკსანდრა აფანასიევა-შევჩუკი, ირინა არხიპოვა, ალექსანდრ ვასილევსკი, ვლადიმირ ერემინი, ალეკსანდრა ზახაროვა, იანის პოლიტოვი...

მოკლე აღწერა: რუსი წარმომავლობის ქალბატონი, ალეკსანდრა შევჩუკი, იაპონელ მეწყვილესთან, ტაკუია მინამოტოსთან ერთად მუშაობს სახალინის პროკურეტურაში. მათი ერთობლივი სამსახურის მიზეზე ბანალურია, რადგანაც რუსეთის და იაპონიის მაფიოზური სტრუქტურები პირველები გავიდნენ ურთიერთთანამშრომლობაზე. იაპონელებმა არ იციან როგორ გაუმკლავდნენ ჩამოსულ მაფიოზებს და აქ აუცილებელია საქმეში რუსი ოფიცრები ჩაერივნონ. საშა და მინამოტო ჩაერთო ამ ბრძოლაში. მათ შორის გრძნობებიც წარმოიშვა, რაც ხშირად წარმატებულს ხდის სამსახურს, ხშირად კი - ხელის შემშლელ ფაქტორადაც გვევლინება...
ჩართვა
ბუნებრივი შერჩევა / Естественный отбор (2010)
ბუნებრივი შერჩევა / Естественный отбор (2010)
ნაყურებია 1 959
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2010
ჟანრი: ბოევიკი, დრამა, დეტექტივი
რეჟისორი: ოლეგ ფომინი
როლებში: სერგეი იურსკი, მიხაილ ლუკაშოვი, იური ბაიკოვი, ანგელინა კორშუნოვა, დიანა მოროზოვა, ოლეგ ფომინი, ტატიანა პოლეჟაიკინა, ალეკსანდრ ბერდა, ოლესია სუძილოვსკაია, ევგენი მენშოვი...

მოკლე აღწერა: სამი მეგობარი - ყოფილი ავღანელი იგორი, სემიონი და ალეკსანდრე, სერბიაში ხანგრძლივი სამსაურის შემდეგ, სადაც მოხალისეებად წავიდნენ, სახლში ბრუნდება. მეგობრები გაოცებულნი არიან ნათესავებისა და მეგობრების ცივი შეხვედრით. მათ დევნას დაუწყებს სპეცსამსახური. ერთ-ერთ მათგანს, ქალიშვილს მოსტაცებენ, მის საყვარელ მეუღლეს კი - ვიღაც ემუქრება. ბოლოს და ბოლოს, რა უნდა ბიჭებისგან სპეცსამსახურს?..
ჩართვა
ერმოლოვები / Ермоловы (2008)
ერმოლოვები / Ермоловы (2008)
ნაყურებია 3 215
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2008
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: ვალერი ყსკოვი, ვლადიმირ კრასნოპოლსკი, სერგეი ვინოგრადოვი
როლებში: ანა ბოლშოვა, ევგენია ბორძილოვსკაია, ელენა ზახაროვა, ალეკსანდრ ლაზარევი უმცროსი, ადა როგოვცევა,, ალეკსანდრ სიგუევი, ნატალია უნგარდი, დმიტრი შჩერბინა, ნატალია იუნიკოვა...

მოკლე აღწერა: წარმატებული მეწარმე, სერგეი ერმოლოვი მანქანით მოსკოვში მიიჩქარის ცოლ-შვილის სანახავად. მაგრამ, ლამაზ მხატვარ ქალბატონ ამალიასთან და მის რვა წლის გოგონა მარუსიასთან შეხვედრა, კაცის ცხოვრებაში საერთოდ ცვლის ყველაფერს. სერგეიმ კარგად იცის, რომ ვნებით არის შეპყრობილი, მაგრამ მისგან თავდაღწევა უჭირს, რადგანაც ამალიას ჯადო უძლეველია... სერგეის მეუღლეს, ანას არ სურს ოჯახის დანგრევა და ქმართან გაყრა. მათი ოჯახი რვა წლის მანძილზე სიყვარულით ცხოვრობდა. სერგეის დედა რძლის მხარეზეა. რძალ-დედამთილი ცდილობს გაერკვეს ოჯახის ისტორიაში, რადგანაც კარგად ესმით, რომ მომხდარის საფუძველი წარსულში იმალება. კვალი ანას იტალიაში ჩაიყვანს, სადაც ის ასიას დღიურს იპოვნის. ასია სერგეის ბიძის პირველი ცოლი იყო... წარსულში მომხდარი მოვლენები რეალობაში იწყებს გაცხადებას...
ჩართვა
თუ ჩვენ ბედი / Если нам судьба (2009)
თუ ჩვენ ბედი / Если нам судьба (2009)
ნაყურებია 2 054
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2009
ჟანრი: მელოდრამა, დეტექტივი
რეჟისორი: ალექსანდრარავინი
როლებში: ალეკსანდრ დომოგაროვი, სერგეი მახოვიკოვი, ელენა რუფანოვა, ელენა ველიკანოვა, ალეკსეი პანინი, ტატიანა ლიუტაევა, ალბერტ ფილოზოვი, ანასტასია არავინა...

მოკლე აღწერა: ალეკსანდრ ვლასოვი ცნობილი მსახიობია. მას ქალიშვილი ავტო კატასტროფაში დაეღუპა, რის გამოც იგი სიმშვიდეს ვერსად და ვერაფერში ვერ პოულობს. მალე მას წერილი მიუვა ვიღაც უცნობისგან, რომელიც ატყობინებს, რომ ალეკსანდრს კიდევ მოზრდილი ტყუპი ბავშვები ჰყავს. ამ საკითხის გარკვევაში ვლასოვს, მისი ქალიშვილის მეგობარი, დეტექტივი, ლენა ლუკოვა ეხმარება. გაირკვევა, რომ ამ საქმეში გარეულია -მილიონერი პაველ მატვეევი და მსახიობის ცოლი - ეკატერინა დობრინინა...
ჩართვა
ერთადერთი კაცი / Единственный мужчина (2010)
ერთადერთი კაცი / Единственный мужчина (2010)
ნაყურებია 2 111
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2010
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: ელენა ნიკოლაევა
როლებში: ანდრეი მერზლიკინი, ეკატერინა ვულიჩენკო, ბორის ნევზოროვი, ტატიანა დოგილევა, ივან რუდაკოვი, ირინა აპეკსიმოვა, მალიკა რაზაკოვა, ლაურა კეოსაიანი, ალეკსეი გრიშინი, საიდ დაშუკ-ნიგმატულინი...

მოკლე აღწერა: სერიალი ორ მეგობარ თანაკურსელზეა, რომლებიც ერთმანეთს ყოველთვის ჯიბრში უდგანან. ანდრეი ვოლოშინი ყოველთვის გამარჯვებული რჩება ოლეგ ვეტროვთან, რადგან ძალიან ნიჭიერია და ადამიანების დაფასება იცის. ვეტროვს კი ეს არ მოსწონს. მეგობრები ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მაშინვე პროფესორ გრომოვის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში მოხვდნენ. ისინი ვიეტნამში მიემგზავრებიან, საიდუმლო ხიდის მშენებლობაში მონაწილეობისათვის. მათ იქ შეუყვარდებათ თარჯიმანი გოგონა ტუანი...
ჩართვა
საქმე ორისთვის / Дело для двоих (2014)
საქმე ორისთვის / Дело для двоих (2014)
ნაყურებია 2 323
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: დეტექტივი
რეჟისორი: ანტონ აზაროვი, კარიმ შიხარი
როლებში: ანა პესკოვა, მიხაილ ხიმიჩევი, ევგენი ბურგელა, ალეკსანდრ კობზარი, ალეკსანრ ტროშინი, სერგეი რომანიუკი, იანინა სოკოლოვა...

მოკლე აღწერა: ისინი შინაგან საქმეთა განყოფილებაში მუშაობენ და ყოველთვის რთულ და სისხლიან საქმეებს იღებენ გამოსაძიებლად. ორი ახალგაზრდა და მიმზიდველი მტკიცე ხასიათის მქონე ქალბატონი. მათ მხრებზე დამნაშავეებთან მუშაობის უდიდესი გამოცდილებაა: ქილერები, მანიაკები, რეციდივისტები...რომელთაგან უნდა დაიცვან საზოგადოება და არა მხოლოდ საზოგადოება...
ჩართვა
ყველა შეზღუდვის მოხსნა / Отмена всех ограничений (2014)
ყველა შეზღუდვის მოხსნა / Отмена всех ограничений (2014)
ნაყურებია 2 447
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: სტანისლავ ნაზიროვი
როლებში: იგორ პეტრენკო, ეკატერინა კლიმოვა, იან ცაპნიკი, დარია ეგოროვა, ანასტასია პანინა, ვალენტინა იაკოვლევა...

მოკლე აღწერა: სიუჟეტის ცენტრში ჩვეულებრივი ოჯახია. მასაც, როგორც სხვას, თავისი შავ-ბნელი პერიოდები აქვს და როცა ცოლქმართაგან ერთ-ერთი ცდილობს ხელში ჩაიგდოს მართვის სადავეები, მეორეს ეს არ მოსწონს. ცოლქმარს შორის ატეხილი ჩხუბი მალე ხანგრძლივ მტრობაში გადაიზრდება. ისინი უკვე არჩევანის წინაშე დგანან: შეინარჩუნონ ოჯახი, თუ დაანგრიონ...
ჩართვა
მწველავი ხაცაპეტოვკიდან. სეზონი 2 / Доярка из Хацапетовки. сезон 2 (2008)
მწველავი ხაცაპეტოვკიდან. სეზონი 2 / Доярка из Хацапетовки. сезон 2 (2008)
ნაყურებია 3 160
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2008
ჟანრი: მელოდრამა, კომედია
რეჟისორი: ანა გრესი
როლებში: კირილ ჟანდაროვი, ნატალია გუდკოვა, ვლადიმირ ჟერებცოვი, ალეკსეი კაშნიკოვი, ტატიანა ნაზაროვა, დმიტრი პერსინი, ნატალია კალატაი...

მოკლე აღწერა: სერიალი მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონა კატიაზე, რომელიც ხაცაპეტოვკიდან მოსკოვში ჩავიდა გემო-კვების ინსტიტუტში მოსაწყობად. მაგრამ მას არაფერი არ გამოსდის და თავის პრობლემებთან მარტო რჩება მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს დიმა ბულიჩევს არ შეხვდება. ბაბუისგან მემკვიდრეობა რომ მიიღოს, დიმა მასზე დაქორწინდება. მაგრამ მათი უბრალო დამოკიდებულება, მალე ნამდვილ გრძნობაში გადაიზრდება...
ქართულად
ჩართვა
მარუსია. სეზონი 2 / Маруся. сезон 2 (2010)
მარუსია. სეზონი 2 / Маруся. сезон 2 (2010)
ნაყურებია 4 892
სერიალი
ქვეყანა:  უკრაინა
წელი:  2010
ჟანრი:  მელოდრამა
რეჟისორი: კაზბეკ მერეტუკოვი, პიოტრ კროტენკო, კონსტანტინ სმირნოვი...
როლებში: პოლინა დოლინსკაია, ალეკსანდრ დავიდოვ, რომან პოლიანსკი, ანა ტამბოვა, მარია დობრიჟინსკაია, იური მოსეიჩუკი, ელენა მერკულოვა, რომან ფომინი, ლარისა ლუჟინა...

მოკლე აღწერა: მშვენიერი მარუსია ვენახში მუშაობს, რომელიც "ღვინის მეფეს" ტიმოფე ბერეგოვს ეკუთვნის. მალე ის უეცრად გარდაიცვლება და მემკვიდრეობის მისაღებად მთელი საგვარეულო გამოცხადდება. ასევე ჩამოდის გარდაცვლილის ორი შვილიშვილი: ფელიქსი და ვლადიმირი. ფელიქსი ცდილობს სასწრაფოდ საცოლე იპოვოს. ვლადიმირს კი მარუსია შეუყვარდება. მათ წინ დიდი სირთულეები ელით...
ჩართვა
მოსკოვი. სამი რკინიგზის სადგური / Москва. Три вокзала (2010)
მოსკოვი. სამი რკინიგზის სადგური / Москва. Три вокзала (2010)
ნაყურებია 2 310
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2010
ჟანრი: კრიმინალი, დეტექტივი
რეჟისორი: კონსტანტინ სტატსკი, ევგენი ნევსკი, იური პავლოვი
როლებში: ანდრეი ფროლოვი, ალეკსანდრ ცურკანი, ვლადიმირ სტეკლოვი, ალეკსეი ბულდაკოვი, ოლეგ სოკოლოვსკი, ვიკტორ სუპრუნი, მიხაილ ბაგდასაროვი, მარინა ერისოვა, კსენია რომენკოვა, ოლეგ მოროზოვი...

მოკლე აღწერა: ეს სერიალი ოპერმუშაკების: კაპიტან ვალერი დრობოტის, ლეიტენანტ მიხაილ გოლოვინისა და მაიპრ სან სანიჩის შესახებ მოგვითხრობს. ისინი მოსკოვის პოლოციის მთავარი სამმართველოს პოლიციაში მუშაობენ და რკინიგზის სადგურებზე მომხდარ დანაშაულებს იძიებენ. რუსეთის სიმბოლური და სისხლხორცეული საზოგადოება: ლოთები, მაწანწალები, მათხოვრები, ყველა სახის ავაზაკი, ბოშები, ბოზები, ჯიბის ქურდები ყველა ამათგანს სიცოცხლე და ცხოვრება სურს... სერიალის გმირები ცდილობენ წესრიგის დამყარებას. რამდენად შეძლებენ ისინი ამას სერიალში იხილავთ...
ჩართვა
მწველავი ხაცაპეტოვკიდან / Доярка из Хацапетовки (2006)
მწველავი ხაცაპეტოვკიდან / Доярка из Хацапетовки (2006)
ნაყურებია 3 157
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2006
ჟანრი: მელოდრამა, კომედია
რეჟისორი: ანა გრესი
როლებში: კირილ ჟანდაროვი, ნატალია გუდკოვა, ვლადიმირ ჟერებცოვი, ალეკსეი კაშნიკოვი, ტატიანა ნაზაროვა, დმიტრი პერსინი, ნატალია კალატაი...

მოკლე აღწერა: სერიალი მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონა კატიაზე, რომელიც ხაცაპეტოვკიდან მოსკოვში ჩავიდა გემო-კვების ინსტიტუტში მოსაწყობად. მაგრამ მას არაფერი არ გამოსდის და თავის პრობლემებთან მარტო რჩება მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს დიმა ბულიჩევს არ შეხვდება. ბაბუისგან მემკვიდრეობა რომ მიიღოს, დიმა მასზე დაქორწინდება. მაგრამ მათი უბრალო დამოკიდებულება, მალე ნამდვილ გრძნობაში გადაიზრდება...
ჩართვა
მართლმსაჯულების ათეული / Дюжина правосудия (2007)
მართლმსაჯულების ათეული / Дюжина правосудия (2007)
ნაყურებია 2 033
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2007
ჟანრი: დრამა, დეტექტივი
რეჟისორი: პაველ მალკოვი
როლებში: გენადი ცმირნოვი, ვლადისლავ რეზნიკი, ოლგა პონიზოვა, სერგეი მარდარი, სერგეი კუზნეცოვი, ვლადიმირ ბარანოვი, რომან გრიბკოვი, ტატიანა ბონდარენკო, მარინა ადაშევსკაია...

მოკლე აღწერა: საიდუმლო ვითარებაში, საკუთარ ბინაში მოკლულია ახალგაზრდა ქალი. ადგილზე მისული მილიცია, დანაშაულის ადგილზე მოკლულის ქმარს - დიმიტრი ტარანოვს აღმოაჩენს. კაცი შოკშია და ალიბის ფორმულირება არ შეუძლია. გამომძიებელმა მოკვლეული საქმე შეაფასა, როგორც ოჯახში ჩხუბის ნიადაგზე განვითარებული მოვლენა და მაშინვე დაუფიქრებლად სასამართლოს გადასცა. მაგრამ, მოპასუხე მხარე ითხოვს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. დანაშაულში ეჭვმიტანილს ჰგონია, რომ მართლმსაჯულების მხოლოდ ეს ათეული გამოიტანს სწორ ვერდიქტს...
ჩართვა
კერძო დეტექტივი ტატიანა ივანოვნა / Частный детектив Татьяна Иванова (2014)
კერძო დეტექტივი ტატიანა ივანოვნა / Частный детектив Татьяна Иванова (2014)
ნაყურებია 2 697
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: დეტექტივი
რეჟისორი: ოლეგ შტრომი
როლებში: ალექსანდრე პაშკოვი, მაქსიმ ემელიანოვი, ანა ტარატორკინა, ტატიანა ლიანიკი, ანდრეი ბილანოვი, დიმიტრი მაზუროვი, რუსლან იაგუდინი, ირინა ტემიჩევა, ევგენია ბორძილოვსკაია...

მოკლე აღწერა: ტატიანა ივანოვნა ყოფილი ოპერმუშაკია. პოლიციის უფროსი ლეიტენანტი შტატების შემცირების გამო, ორგანოდან დაითხოვეს. ამიტომ, ის ქალაქ ტარასოვოში კერძო დეტექტივად დაიწყებს მუშაობას. მას მოქალაქეები იმ შემთხვევაში მიმართავენ, როცა ამა თუ იმ მიზეზთა გამო, არ შეუძლიათ პოლიციას მიმართონ. საქმეების ძიებაში ტანიას ყოფილი კოლეგები უწევენ დახმარებას. ერთ-ერთი მათგანია კაპიტანი ანდრეი მელნიკოვი, რომელსაც დიდი ხანია უყვარს ტანიუშა...
ჩართვა
იფიქრე ქალივით / Думай как женщина (2013)
იფიქრე ქალივით / Думай как женщина (2013)
ნაყურებია 1 925
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2013
ჟანრი: დრამა, კომედია
რეჟისორი: ანდრეი სილკინი
როლებში: მარატ ბაშაროვი, ანა პოპოვა, ალეკსანდრ არსენტევი, ვლადიმირ ზაიცევი, ტატიანა ორლოვა, სერგეი გაბრიელიანი, ვლადიმირ სტერჟაკოვი, ეკატერინა დუბაკინა, ელიზავეტა ლოტოვა...

მოკლე აღწერა: ევგენი ნოვიკოვი გურუ და ქალთა გულთამპყრობელია. მის წინაშე ყველა ქალი ფარხმალ დაყრილია. ის ძალიან ადვილად იცვლის ქალებს და საერთოდ არ ფიქრობს "იმ ერთადერთზე." ქორწინდებიან მისი მეგობრები, იცვლებიან კოლეგები, ჟენია კი, ისევ ისეთივე მექალთანედ და ლოვალესად რჩება. მას ადვილად შეუძლია მისი მეგობარი საქმრო, პატარძალს ქორწილის დღეს მოსტაცოს და კვიპროსზე წვეულება გაუმართოს, თავად კი - ვნებიანად გაატაროს ღამე მშვენიერ გოგონასთან... მაგრამ, ერთხელაც მის ცხოვრებაში დაშა გამოჩნდა...
ჩართვა
ბელკა და სტრელკა: სპორტული გუნდი / Белка и Стрелка: Спортивная команда (2014)
ბელკა და სტრელკა: სპორტული გუნდი / Белка и Стрелка: Спортивная команда (2014)
ნაყურებია 2 184
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: მულტფილმი, საბავშვო
რეჟისორი: ანდრეი რუბეცკი, ეკატერინა შაბანოვა
როლებში: ლარისა ბროხმანი, ოლგა შოროხოვა, დიომიდ ვინოგრადოვი...

მოკლე აღწერა: ბელკასა და სტრელკას მეგობრული გუნდი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას გადაწყვეტს. ისინი საკუთარი მაგალითით დაგვისაბუთებენ, რომ სპორტში მთავარი მხოლოდ ის კი არ არის, რომ კარგად მომზადებული სპორტსმენი იყო, არამედ, აგრეთვე, მთავარია - შეგეძლოს მეგობრების დახმარება და მოწინააღმდეგის დაფასება...
ჩართვა
ძვირფასო / Дорогая (2013)
ძვირფასო / Дорогая (2013)
ნაყურებია 2 177
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2013
ჟანრი: დეტექტივი
რეჟისორი: ვიკტორ ტატარსკი
როლებში: იგორ პეტრენკო, არტურ ვახა, ევგენია იგუმოვნა, ანდრეი ტერენტევი, მიხაილ მოროზოვი, ინა კორნიშევა...

მოკლე აღწერა: კაპიტან იგორ სოკოლოვთან მეტსახელად "შევარდენი", რომელიც რაიონული პოლიციის განყოფილებაში მუშაობს, საიუველირო მაღაზიის ძატცვის საქმესთან დაკავშირებით, მაიორი კუპრიანოვი და კაპიტანი რუსტამ პალაშკინი ჩამოდის. ორივე მალე სოკოლოვის მტერი გახდა, რომელსაც ამათ გარეშეც უამრავი პრობლემები აქვს: ბიჭი სახლიდან გამოაგდო საყვარელმა ქალმა, სამსახურს პრაქტიკულად ლოთობისთვის ჩამოაშორეს და ყველაფერი ეს იმ დროს მოხდა, როცა რაიონში ბანდიტის, მეტსახელად "ჩაუს"-ის თაოსნობით დანაშაულზე დანაშაული ხდება...
ჩართვა
მე მაპატიე, დედა / ბანდიტი / Прости меня, мама / Бандит (2014)
მე მაპატიე, დედა / ბანდიტი / Прости меня, мама / Бандит (2014)
ნაყურებია 2 754
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: კრიმინალო
რეჟისორი: ეგორ გრამატიკოვი
როლებში: ვლადიმირ იაგლიჩი, ევგენია ტურკოვა, ალეკსანდრა მარეევა, სერგეი სელინი, ალეკსეი ილინი, ელენა ლოტოვა, ნატალია რიჩკოვა, ოლეგ სოკოლდინსკი...

მოკლე აღწერა: გასული საუკუნის რუსეთი, 90-იან წლებში ყელამდე ჩაეფლო ბანდიტურ გარჩევებში. ქვეყანაში ძალადობა და უკანონობაა გამეფებული. როგორც ყოველთვის, ასეთ ვითარებაში უდანაშაულო ადამიანები ზარალდებიან. ასე დაემართა მთავარ გმირ კარტინსაც. ის უდანაშაულოდ ჩასვეს ციხეში. მაგრამ სიმართლის დასაბუთება შეუძლებელია, როცა საქმეებს და სასამართლოს მაფია მართავს. შემდეგ, სერიალში მოვლენები ჩვენს დროში გადმოდის. ბიჭი ციხიდან გამოდის და მისი ერთადერთი მიზანია, თავი გაიმართლოს და დაამტკიცოს, რომ უდანაშაულოდ ჩასვეს. ამისთვის კი - მან ნამდვილი დამნაშავე უნდა იპოვოს...
ჩართვა
თეთრი ქალღმერთის ბავშვები / Дети белой богини (2009)
თეთრი ქალღმერთის ბავშვები / Дети белой богини (2009)
ნაყურებია 2 029
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2009
ჟანრი: დეტექტივი
რეჟისორი: ალეკსანდრ პავლოვსკი
როლებში: ევგენია ბორძილობსკაია, ოლგა უვოლგინა, ალეკსანდრ ვორობიევი, ალეკსანდრ დავიდოვი, რუსლან სპოიალო, იგორ კოროვინი, კირილ გრებეშნიკოვი, ალეკსეი კანტური...

მოკლე აღწერა: სამი ბავშვობის მეგობარი: გამომძიებელი ზავიალოვი, პროკურატურის პერსპექტიული თანამშრომელი გორანინი და "ხელმოცარილი" ზაბელინი, რომელიც ახლახან განთავისუფლდა ციხიდან, პროვინციულ პატარა ქალაქში ცხოვრობს. აქ თითქოს, სადაც ყველა ყველას იცნობს, დაუჯერებელი სასტიკი მკვლელობები და დანაშაულობები ხდება. ეჭვის ქვეშ დააყენეს თითქმის ყველა. ცხადია, ერთი რამ: დანაშაულობები ერთმანეთთან კავშირშია და მკვლელი, სადღაც აქვეა ახლოს...
ჩართვა
ჯოკერი / Джокер (2010)
ჯოკერი / Джокер (2010)
ნაყურებია 5 674
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2010
ჟანრი: ბოევიკი
რეჟისორი: დმიტრი ლავროვი
როლებში: ევგენი ბერეზოვსკი, ალეკსანდრ ვორობევი, ნატალია გრომუშკინა, ოლეგ ზინოვიევი, დმიტრი კლეპავკი, ვიაჩესლავ კულაკოვი, რომან ლადნევი, ვიტალი მაკსიმოვი, ანა ნევსკაია...

მოკლე აღწერა: ის სამშობლოსთვის იბრძოდა და ხალხს იცავდა! ის არ იქცეოდა პრინციპების მიხედვით და ერთგული მეგობარი იყო! მას უბრალოდ ცხოვრება და მისით ტკბობა სურდა! მაგრამ ბედმა იგი მკაცრად გასწირა! მამისა და ახლობლების სიკვდილმა, ასევე მეგობრის ღალატმა, არტური ციხემდე მიიყვანა, სადაც მისი სიცოცხლე გროშადაც კი არ უღირთ. ამერიკელი მზვერავი და "სპეცლიკვიდატორი" არტური - კრიმინალური სამყაროსთან უშეღავათო ბრძოლის ჯოკერად გადაიქცევა...
ჩართვა
სახლი ტბაზე / Дом на Озерной (2009)
სახლი ტბაზე / Дом на Озерной (2009)
ნაყურებია 2 405
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2009
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: სერიკ აპრიმოვი
როლებში: მარინა ბოგომოლოვა, ნიკიტა ვისოცკი, ნატალია გუდკოვა, ირინა კუპჩენკო, ვასილი ლანოვოი, ვასილი ლიკშინი, ილია ნოსკოვი, ელენა პანოვა, ლევ პრიგუნოვი, ალეკსანდრ რობაკი...

მოკლე აღწერა: სერიალში მოთხრობილია თანამედროვე ისტორია ერთ ოჯახზე, რომლის გამოზომილი ცხოვრებაც სავსეა ყოველდღიური საზრუნავით: მშფოთვარებით, პატარა გასაჭირითა და სიხარულით...
ჩართვა
სახლი დიდ მდინარესთან / Дом у большой реки (2010)
სახლი დიდ მდინარესთან / Дом у большой реки (2010)
ნაყურებია 1 945
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2010
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: იგორ შტერნბერგი
როლებში: ალეკსანდრ ბალუევი, ოლგა კაბო, იგორ კლიუჩნიკოვი, რეგინა მიანიკი, ევგენია ბერეჟნაია, ალეკსანდრ გლებოვი, ვადიმ რომანოვი, ელენა რუჩკინა...

მოკლე აღწერა: ფილმი მოფვითხრობს საბავშვო ბაღის ტიპის სახლზე. ოჯახმა, რომელსაც თავისი შვილები ჰყავს, საბავშვო სახლიდან რამდენიმე ბავშვი იშვილა კიდევ. ადმინისტრაცია მათ დიდ მდინარესთან სახლს გამოუყოფს. ოჯახის დედა გარდაიცვლება და კაცს მარტოს მოუწევს ბავშვებზე ზრუნვა...
ჩართვა
მიწოდება ნებისმიერ ფასად / Доставить любой ценой (2011)
მიწოდება ნებისმიერ ფასად / Доставить любой ценой (2011)
ნაყურებია 2 340
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2011
ჟანრი: საომარი
რეჟისორი: ალეკსანდრ ბერეზანი
როლებში: ევგენია ხირივსკაია, დმიტრი ორლოვი, ალეკსანდრ კობზარი, ვიკტორია მალეკტოროვიჩი, სერგეი კალანტაი, დირკ მარტენსი, ევგენი ერმაკოვი, მიხაილ ჟონინი...

მოკლე აღწერა: 1941 წლის ოქტომბერი... ომის დასაწყისი.... ხალხი ღრმადაა დარწმუნებული, რომ გერმანელებთან ომი სულ მალე დაიწყება. ზემდგომმა ხელმძღვანელობამ ყველა ისტორიული ფასეულობების გადატანის ბრძანება გასცა. დაიწყება მუზეუმის ევაკუაცია, რომელზეც პასუხისმგებელი ახალგაზრდა გოგონა ასი, მამამისი და მისი თანაშემწე ფედიაა. სხვა უამრავ ექსპონატებს შორის არის ყველაზე ღირებული, რომელიც სტალინის ხელმძღვანელობით მოქყობილი გამოფენისთვის ძირითადი მასალაა. ამ ექსპონატით გერმანელებიც არიან დაინტერესებულები. მთელი გზა სავსეა თავგადასავლებით, ასის გამცილებელი კი - ვიღაც უცხო ადამიანი ხდება. შეიძლება მას ნდობა გამოუცხადო?..
ჩართვა
ჯენტლმენი გამომძიებელი ივან პოდუშკინი / Джентльмен сыска Иван Подушкин (2006)
ჯენტლმენი გამომძიებელი ივან პოდუშკინი / Джентльмен сыска Иван Подушкин (2006)
ნაყურებია 2 241
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2006
ჟანრი: კომედია,კრიმინალი, დეტექტივი, სათავგადასავლო
რეჟისორი: ანდრეი მარმონტოვი
როლებში: ტატიანა ვასილიევა, დმიტრი ხარატიანი, ტატიანა აბრამოვა, ლიუდმილა არტემეევა, სერგეი ასტახოვი, ოკსანა ბურლაი-პიტეროვა, ოლეგ ვასილკოვი, ვალერი გარკალინი, აგნია დიტკოვსკიტე, ინა მიროშნიჩენკო...

მოკლე აღწერა: გაიცანით: ივან პოდუშკინი, უკანასკნელი მოსკოველი ჯენტლმენი და მოხუცი მილიონერი ქალბატონის პირადი მდივანი. ყველაფერი კი ასე დაიწყო... ერთხელ, პოდუშკინის თვალწინ მანქანა მისი ქალბატონის შვილიშვილს დაეტაკა. ამ ამბის უნებლიე მოწმეები შეიქნენ ტელეშოუს "დაუჯერებელი სიტუაცია" მონაწილეები. შესაძლოა ისტორია ამით დასრულებულიყო, რამდენადაც ივანი, სხვებისგან განსხვავებით, კერძო გამომძიებელი რომ არ ყოფილიყო...
ჩართვა
მერწყულის ბავშვები / Дети Водолея (2013)
მერწყულის ბავშვები / Дети Водолея (2013)
ნაყურებია 2 111
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2013
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: ედუარდ რეჯეპოვი
როლებში: ანდრეი მერზლიკინი, აიროსლავ ჟალნინი, მარინა კონიაშკინა, ირინა ჩერიჩენკო, ანასტასია ბაკალანოვა., საშა ლაპაშინი, მარია კომპანეცი...

მოკლე აღწერა: საყვარელი ქალისთვის მძიმე ბრძოლა, მთავარი გმირისთვის მამობისთვის ბრძოლადაც გადაიქცევა. შეძლებს კი ის ამ ბრძოლის მოგებას?..
ჩართვა
სოფლის კომედია / Деревенская комедия (2009)
სოფლის კომედია / Деревенская комедия (2009)
ნაყურებია 2 450
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2009
ჟანრი: მელოდრამა, კომედია
რეჟისორი: ალეკსეი კირიუშჩენკო, სერგეი ალდონინი, ივან კიტაევი
როლებში: მარატ ბაშაროვი, მარია გოლუბკინა...

მოკლე აღწერა: რუსეთის სიღრმეში ჩაკარგულა პატარა სოფელი პიშკინო. აქ ცხოვრობს ლამაზი, მაგრამ უიღბლო კოსტია პიშკინი, რომელიც დროდადრო სხვადასხვა ისტორიებში იხლართება ხოლმე. მისი ცოლი, გალია სტიჩესკი ყველანაირ გასაჭირს ითმენს, მაგრამ დიდხანს გაძლებს ასე? მას შემდეგ, რაც სოფელში შეძლებული ოლიგარქი ჩამოვიდა და ქალს თვალი დაადგა? ვის აირჩევს გალია - მის გაღლეტილ ქმარს, თუ უნაკლო მამაკაცს?..
ჩართვა
სოფლის რომანსი / Деревенский романс (2009)
სოფლის რომანსი / Деревенский романс (2009)
ნაყურებია 2 070
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2009
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: ანა გრესი
როლებში: ელენა კუტირევა, ალეკსანდრ დრობიტკო, ტიმოფეი ტრიბინცევი, მიხაილ ევლანოვი, კირილ ჟანდაროვი, დმიტრი პერსინი, ოლესია ჟურაკოვსკაია, ირინა კალაშნიკოვა...

მოკლე აღწერა: ფილმში მოქმედებები პატარა რაიონული ცენტრსა და მიყრუებულ სოფელ ვესელოვოში ვითარდება ჩვენს დროში. სოფლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი კატია დანიშნულია რაიონული საბჭოს დეპუტატ ანდეიზე.. გოგონას სურს ქორწილში მიიწვიოს თავისი ღვიძლი და, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს. მაგრამ ის გაიგებს, რომ და გარდაცვლილა და 7 წლის შვილი ალიოშა ობლად დარჩა. მეზობელი გოგონას ეტყვის, რომ ალიოშას მამა ვასია, ფულის საშოვნელად არის წასული, მაგრამ მგონი დაჭერილი უნდა იყოს...
ჩართვა
ორნი პისტოლეტებით / Двое с пистолетами (2014)
ორნი პისტოლეტებით / Двое с пистолетами (2014)
ნაყურებია 2 317
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: დეტექტივი
რეჟისორი: ალეკსეი გუსევი
როლებში: ცერგეი ვეკსლერი, რომან პოლიანსკი, კსენია რომენკოვა, არტურ ვახა, ალეკსეი მოროზოვი, იულია დენისოვა, იგორ კლიუჩნიკოვი, ანტონ იურიევი, მარგარიტა ბიჩკოვა, ალიონა აზაროვა, ოკსანა სკაკუნი, დიანა დეზმარი...

მოკლე აღწერა: ორივენი ერთმანეთს დაჯახებულ სამყაროებს ჰგვანან. ორი სხვადსხვა თაობის, ორი დიამეტრალურად საპირისპირო ხასიათი. მაგრამ როგორც ჩანს ისინი ავსებენ კიდეც ერთმანეთს. მათ მუშაობის განსხვავებული მეთოდები აქვთ, საქმესთან მიდგომის განსხვავებული ხასიათი და შესწევთ უნარი ყველაზე ჩახლართული საქმეები გახსნან...
ჩართვა
როგორ გავეყაროთ მილიონერს / Как развести миллионера (2014)
როგორ გავეყაროთ მილიონერს / Как развести миллионера (2014)
ნაყურებია 2 070
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ვასილი მიშჩენკო
როლებში: მიხაილ შკლოვსკი, ვერა ბახანკოვა, ალეკსანდრ სიბირცევი...

მოკლე აღწერა: კირილ ტოროპოვს ბედი ძალიან მაგრა ანებივრებდა, რის გამოც მან, არც ტანჯვა იცოდა რა იყო და არც გაჭირვება. ის მდიდარ ოჯხში იზრდებოდა და ამიტომაც გაფუჭებულ ბავშვად გაიზარდა. მშობლები მას ნებისმიერ სურვილს უსრულებდნენ. ერთხელ, კირილი მეგობრებთან სანეძლაოს დადებს დიდ თანხაზე, რომ ის შეაბამს ხუთ გოგონას, შეაყვარებს თავს, გააგიჟებს მათ და მიიყვანს საკურთხეველთან. მაგრამ, გოგონებს როგორც კი გამოუტყდება იმაში, რომ გროში ფული არა აქვს, ისინი მაშინვე მიატოვებენ მას და გაიქცევიან. ყველაფერი კირილის გეგმის მიხედვით წარიმართა. მისი ოთხი საცოლე თავპირისმტვრევით გამოიქცა სარეგისტრაციო სახლიდან. მაგრამ, მოულოდნელად მეხუთე გოგონა კირილს სიგიჟემდე შეუყვარდა. მოხდა ისე, რომ ამ გოგონამ სანეძლაოს შესახებ სინამდვილე შეიტყო და არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდება...
ჩართვა
დემონები / Демоны (2010)
დემონები / Демоны (2010)
ნაყურებია 2 199
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2010
ჟანრი: ბოევიკი, დრამა, კრიმინალი
რეჟისორი: ალეკსანდრ ბუდიონი
როლებში: ალეკსანდრ დიაჩენკო, სემიონ სტრუგაჩევი, ალეკსანდრ რაპოპორტი, ალეკსანდრ ბაშიროვი, მიხაილ ხმუროვი, იგორ სავოჩკინი, ალიონა ივჩენკო, ანდრეი მეჟულისი, სერგეი სტრელნიკოვი...

მოკლე აღწერა: ეს მძაფრსიუჟეტიანი სერიალი გასული საუკუნის 90-იან წლებში დიმიტრი ნაზაროვის მიერ ჩამოყალიბებულ ბანდაზე მოგვითხრობს. ახლა, იგი მსხვილი გასართობი ცენტრის მფლობელია. მასთან ერთად არის - მისი ნახევარ ძმა ლეონიდ ჩერნობელსკი და ყოფილი თანამოსაქმე - იგორ ჩესნოკოვი, რომელიც ცენტრის საქმეებს განაგებს. ძველი ნაცნობი ბანდიტის აცამაზ ტაგუროვის გამოჩენა მათ ბევრ უსიამოვნებას მოუტანს. აცამაზი ძველი ვალის დაბრუნებას ითხოვს...
ჩართვა
ღირსების საქმე / Дело чести (2007)
ღირსების საქმე / Дело чести (2007)
ნაყურებია 2 686
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2007
ჟანრი: დრამა, კრიმინალი
რეჟისორი: ანდრეი ჩერნიხი
როლებში: სერგეი პარშინი, ბორის ხიმიჩევი, ალეკსანდრ ტარანჟინი, მუხტარ გუსენგაჟიევი, ალეკსეი ფედოტივი, ვლადიმირ შუმკოვი, ფედორ ჩერნიხი, სტანისლავ კონცევიჩი, მიხაილ სიდაში...

მოკლე აღწერა: მოქმედებები ვითარდება 1996 წელს, ჩეჩნეთის პირველი ომის დროს. დედაქალაქელი ჟურნალისტი რამდენიმე საქმეს იძიებს. მან სერიალის გმირის კომპრომეტაციის დავალება მიიღო, რათა ხელი შეეშალა უმსხვილესი ფინანსური მაქინაციისთვის, რაც დაკავშირებული იყო ჩეჩნეთის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ დიდ ფულთან...
ჩართვა
ეს იყო ყუბანში / Дело было на Кубани (2011)
ეს იყო ყუბანში / Дело было на Кубани (2011)
ნაყურებია 1 840
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2011
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: სერგეი შჩერბინი
როლებში: დმიტრი დიუჟევი, კარინა ანდოლენკო, ეკატერინა ვულიჩენკო, სერგეი სტრელნიკოვი, ნინა კასტორფი, ალეკსანდრ დანილიჩენკო, ევგენია ლიუტაია, ივან კრასკო ოლეგ მასლინეკოვი...

მოკლე აღწერა: სიუჟეტის ცენტრშია კაზაკთა ორი, კრუტოვების და ლიუტების ძველი ოჯახების მძაფრი ურთიერთობა: ინტრიგები, ღალატი, სიყვარული და მეგობრობა, მტრობა და სიძულვილი. მკვლელობაში უსამართლოდ დადანაშაულებული გრიგორი ლიუტა, რამდენიმე წლის შემდერ, ციხიდან გამოდის. ის ყველანაირად ცდილობს სამართლიანობის აღდგენას...
ჩართვა
ეს იყო გავრილოვკაში. სეზონი 2 / Дело было в Гавриловке. сезон 2 (2008)
ეს იყო გავრილოვკაში. სეზონი 2 / Дело было в Гавриловке. сезон 2 (2008)
ნაყურებია 1 980
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2008
ჟანრი: კომედია, დეტექტივი
რეჟისორი: დმიტრი ასტრახანი
როლებში: ბორის შჩერბაკოვი, ალისა გრებენშჩიკოვა, ალეკსეი ჟარკოვი, მარია კულიკოვა, ვლადიმირ კაბალინი, ვიაჩესლავ კირილიჩევი, ვლადიმირ კაბალინი, ანდრეი ფედერცოვი, ანასტასია ბონდარენკო, მარია შასტინა...

მოკლე აღწერა: გავრილოვკა ცენტრალური რუსეთის პატარა დაბაა. აქ დაბალ სართულიანი სახლები და ძველი ქოხებია. ირგვლივ მდინარეები და ტბებია. საოცარი ადგილებია: სანადიროდ, სათევზაოდ, სოკოებისა და კენკროვანის მოსაგროვებლად. აქ ხალხის ცხოვრება ნელა მიედინება, ყველა ერთმანეთს იცნობს. მაგრამ, აქ სერიოზული ვნებათა ღელვაც არის. სერიალში მოვლენები ადგილობრივი მილიციის განყოფილების ირგვლივ ვითარდება. ყოველი სერია ადგილობრივი რადიოს "გავრილოვკის ექო"-ს, მისალმებითა და ინფორმაციით იწყება...
ჩართვა
ეს იყო გავრილოვკაში / Дело было в Гавриловке (2007)
ეს იყო გავრილოვკაში / Дело было в Гавриловке (2007)
ნაყურებია 1 995
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2007
ჟანრი: კომედია, დეტექტივი
რეჟისორი: დმიტრი ასტრახანი
როლებში: ბორის შჩერბაკოვი, ალისა გრებენშჩიკოვა, ალეკსეი ჟარკოვი, მარია კულიკოვა, ვლადიმირ კაბალინი, ვიაჩესლავ კირილიჩევი, ვლადიმირ კაბალინი, ანდრეი ფედერცოვი, ანასტასია ბონდარენკო, მარია შასტინა...

მოკლე აღწერა: გავრილოვკა ცენტრალური რუსეთის პატარა დაბაა. აქ დაბალ სართულიანი სახლები და ძველი ქოხებია. ირგვლივ მდინარეები და ტბებია. საოცარი ადგილებია: სანადიროდ, სათევზაოდ, სოკოებისა და კენკროვანის მოსაგროვებლად. აქ ხალხის ცხოვრება ნელა მიედინება, ყველა ერთმანეთს იცნობს. მაგრამ, აქ სერიოზული ვნებათა ღელვაც არის. სერიალში მოვლენები ადგილობრივი მილიციის განყოფილების ირგვლივ ვითარდება. ყოველი სერია ადგილობრივი რადიოს "გავრილოვკის ექო"-ს, მისალმებითა და ინფორმაციით იწყება...
ჩართვა
ნესტორ მახნოს ცხრა სიცოცხლე / Девять жизней Нестора Махно (2006)
ნესტორ მახნოს ცხრა სიცოცხლე / Девять жизней Нестора Махно (2006)
ნაყურებია 2 700
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2006
ჟანრი: დრამა, სამამულო
რეჟისორი: ნიკოლაი კაპტანი
როლებში: დანილ ბელიხი, პაველ დერევიანკო, ადა როგოვცევა, კირილ პლეტნიოვი, ანა სლიუ, ოლეგ პრიმოგენოვი, ვიკტორ სარაიკინი, ლიდია ობოლენსკაია, ნიკოლაი კაპტანი ვლადიმირ ანდრეევი...
IMDB: 7.6

მოკლე აღწერა: მკვლელობებსა და ძარცვებში მონაწილეობისათვის 17 წლის ნესტორ მახნოს 20 წლით ციხე მიუსაჯეს. 1917 წელს ის ციხიდან გამოუშვეს. მახნოს ყურადღება რევოლუციამ მიიპყრო. ანარქისტი მახნო, საბრძოლო და ციხის გამოცდილებამ, იმ ბობოქარ დროს, პოპულარული გახადა...
ჩართვა
მორიგე ანგელოზი / Дежурный ангел (2010)
მორიგე ანგელოზი / Дежурный ангел (2010)
ნაყურებია 2 055
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2010
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: პაველ იგნატოვი
როლებში: ალეკსეი კორტნევი, ოლგა ლომონოსოვა, პროხორ დუბრავინი, ალეკსანდრ რაპოპორტი, მიხაილ რემიზოვი, ივან აგაპოვი, ანდრეი ანდრეევი, ელენა როდაკი...

მოკლე აღწერა: ევგენია ნიჭიერი ქირურგია და მოსკოვის პრესტიჟულ კლინიკაში მუშაობს. ელექტროშიკის შედეგად ის კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომლიდან გამოსვლის შემდეგაც, უცნაური შესაძლებლობების უნარის მქონე შეიქნა. ამიერიდან, ევგენიას მიცვალებულთა სულებთან კავშირი შეუძლია. მისი შემთხვევითი შეხვედრა უცნაურ უცნობთან, რომელსაც პავლე ჰქვია და რომელიც მას ანგელოზად წარუდგა, აბსოლუტურად ცვლის ქალის ცხოვრებას...
ჩართვა
ქალიშვილობის ნადირობა / Девичья охота (2011)
ქალიშვილობის ნადირობა / Девичья охота (2011)
ნაყურებია 2 311
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2011
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: სერგეი მეზენცევი, დენის კარო, იგორ ლარინი
როლებში: ნატალია რომანიჩევა, ოლეგ მასლენიკოვ-ვოიტოვი, მაკსიმ შჩეგოლევი, დმიტრი კალისტრატოვი, დმიტრი ნაუმოვი, ანდრეი ბელოზეროვი, ალეკსანდრ ჟურმანი, ევგენია კავერაუ, კონსტანტინ სტოლიაროვი...

მოკლე აღწერა: სერიალი მოგვითხრობს გოგონაზე, რომელმაც ყველაზე ვერაგული შურისძიების გეგმა მოიფიქრა იმათ წინააღმდეგ, ვინც მას სიცოცხლე გაუმწარა. მაგრამ გამარჯვების მოლოდინში, მან ვერც კი შეამჩნია, თუ როგორ გაება სასიყვარულო ხლართებში. ის 28 წლის არის, დედაქალაქელია, ინსტიტუტდამთავრებული. შურისძიების გრძნობა და კაცებისადმი ზიზღი მას აღუძრა ცნობილმა ბიზნესმენმა, რომელიც ძალიან მზაკვარი და დახვეწილია...
ჩართვა
გოგონა ჩრდილოეთიდან / Девочка с севера (2006)
გოგონა ჩრდილოეთიდან / Девочка с севера (2006)
ნაყურებია 2 105
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2006
ჟანრი: კრიმინალი
რეჟისორი: დმიტრი მედნოვი
როლებში: რენატა პიოტროვსკი, დმიტრი შევჩენკო, მიხაილ მამაევი, ვიაჩესლავ რაზბეგაევი, დარია პოვერენოვა, ოლგა პოგოდინა, ვლადიმირ დოლინსკი, ალეკსანდრ პაშუტინი, სერგეი გორობჩენკო, ტატიანა კრავჩენკო...

მოკლე აღწერა: მაშა ივანოვა პოლარული ინტიდან მოსკოვის დასაპყრობად ჩამოვიდა. თავის ქალაქში ის ვარსკვლავი იყო. მოსკოვში კი, შოუ-ბიზნესზე ფიქრებმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მაშა უცნაური მოვლენების გარემოცვაში აღმოჩნდა. მკვლელობები, სოლიდური ბიზნესმენები, კრიმინალური ავტორიტეტები ერთმანეთში ისე აირია, რომ მშობლიური თეთრი დათვები, დედაქალაქის ზნეობასთან შედარებით, მას კაცთმოყვარეობის სიმბოლოდ წარმოუდგა...
ჩართვა
კომუნალური დეტექტივი / Коммунальный детектив (2014)
კომუნალური დეტექტივი / Коммунальный детектив (2014)
ნაყურებია 1 890
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: დეტექტივი
რეჟისორი: ოლგა მუზალევა
როლებში: ნონა გრიშაევა, ალეკსანდრ ნაზაროვი, ნატალია რიჟიხი...

მოკლე აღწერა: ოდესმე მოხვედრილხართ ჩვეულებრივ რუსულ კომუნალურ ბინაში? ალბათ ისინი კი, ვინც ბოლშევიკებისა და კომუნისტების დროს ჟიმაობდა ტანია, ვალი, გალიასთან... ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ ასეთ ბინაში, არსებითად განსხვავებული ატმოსფეროა შექმნილი. მოგეჩვენებათ, თითქოს, ყველა თავისთვის ცხოვრობს და ამავდროულად ერთადაც. ერთ დიდ ოჯახად! როგორც იოსება სტალინი იტყოდა...(ისე საოცარი ხალხია ეს რუსები! პირველ კომუნარებს ქვაბიც საერთო ჰქონდათ და ქალიც და ბავშვიც საერთო ჰყავდათ! ) მეზობლებს ისე, ხშირად უწევთ კამათი და ჩხუბი არა იმზე, რაც ახლახან ფრჩხილებში მოვიტანე, არამედ: საერთო დერეფანზე, სამზარეულოზე, აბაზანაზე და მსგავს მოწყობილობებზე...საინტერესო ის არის, რომ რაც ამ დედააფეთქებულებს მოვშორდით, ასეთი ტიპის რუსულ სახლებში, ცხოვრება ისევ ისეთივე დარჩა...
თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთ ასეთ კომუნალურ სახლსა და მის მაცხოვრებლებზეა საუბარი მოცემულ სერიალში. აქ ხალხი, თითქოს ერთ დიდ მეგობრულ ოჯახად ცხოვრობს. მათი მეგობრობის მთელი საიდუმლო კი იმაშია, რომ ყველა მათგანს ერთი და იგივე გასართობი საშუალება და თემატიკა აქვს... ჩვენი ქვეყნისა არ იყოს, ამ საცხოვრებლის ხალხი, სულ რაღაც სამართლიანობასა და მის აღდგენა თუ დამკვიდრებაზე საუბრობს და მისი სახელით დეტექტიურ სააგენტოს მაგვარ რაღაცასაც კი მოიგონებენ...
ჩართვა
ორნი ლარციდან / Двое из ларца (2006)
ორნი ლარციდან / Двое из ларца (2006)
ნაყურებია 2 102
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2006
ჟანრი: დეტექტივი, სათავგადასავლო
რეჟისორი: იგორ მუჟუხინი, ანა ხოდულინა, ეგორ ანაშკინი
როლებში: ანდრეი ზიბოროვი, ვლადიმირ ეპიფანცევი, სერგეი სელინი, ევგენი მერკურევი, სვეტლანა ბაკულინა, გეორგი მარიშინი, სერგეი ზამორევი, ნატალია იოხვიდოვა, ტატიანა სმოლიანიცკაია, ტატიანა აპტიკეევა...

მოკლე აღწერა: ფილმის მთავარი გმირებია დამოუკიდებელი ჟურნალისტი და კერძო დეტექტივი. ერთი არისტოკრატი და ნატიფია, მეორე ენერგიული და მოუქნელი. ჟურნალისტი წარმოშობით სამეფო საგვარეულოდანაა, დეტექტივი, ვოლოდია ლენინის დროინდელი უნიფხვო გლეხუჭის მოდგმისაა, მაგრამ ეს კლიენტები ერთმანეთს შეეწყვნენ და მეგობრობენ. მათი ურთიერთობა მრავალ სასიკვდილო გამოცდას გაივლის...
ჩართვა
ორი ზამთარი და სამი ზაფხული / Две зимы и три лета (2014)
ორი ზამთარი და სამი ზაფხული / Две зимы и три лета (2014)
ნაყურებია 1 812
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: თეიმურაზ ესაძე
როლებში: სერგეი მაკოვეცკი, ალეკსანდრ ბაულევი, ნატალია ვდოვინა...

მოკლე აღწერა: პრიასლინებს დიდი ოჯახი ჰყავთ: დედა ანა და მისი 6 ბავშვი - მიხაილი, ლიზა, ტყუპები პეტრე და გრიგირი, ფედორი და ტანია. ასევე კოლმეურნეობის თავმჯდომარე ანფისა მინინა, ვეტერანი ივან ლუკაშინი და მკაცრი რაიკომის მდივანი - ევდოკი პოდრეზოვი.
1942 წლის გაზაფხლია. უმძიმესი მარცხების კვალდაკვალ საბჭოთა არმია უკან დახევას განაგრძობს და პურის მწარმოებელ რაიონებს ყოველდღიურად კარგავს. არმიის მომარაგებისა და პურით უზრუნველყოფის უმძიმესი შრომა ფრონტის რაიონებს მოწყვეტილ ქალების, მოხუცებისა და მოზარდების მხრებზეა. საზოგადო უბედურების ფონზე, ადამიანებმა შეძლეს მოეკრიბათ არნახული - მოთმინების, თანაგრძნობის, თვითმმართველობისა და თავგანწირვის სულიერი ძალები. 30 წლის მანძილზე, სერიალის გმირები ომისა და ომის შემდგომი პერიოდის მძიმე ტვირთს იზიარებს თავის თანასოფლელებთან ერთად...
ჩართვა
ორი ფერის ვნება / Два цвета страсти (2007)
ორი ფერის ვნება / Два цвета страсти (2007)
ნაყურებია 2 629
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2007
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: კარინე ფოლიანცი
როლებში: ანტონ ფეოკტისტოვი, ევგენია ლოზა, ელვირა ბოლგოვა, იური ბელიაევი, იგორ ლიფანოვი, რომანმადიანოვი, ალბერტ ფილოზოვი, ვლადიმირ კორენევი, ნატალია ნოზდრინა, სერგეი ბატალოვი...

მოკლე აღწერა: სერიალში ასახულია ამბიციური პროვინციელის ამბავი. ის აღმზრდელად მუშაობს მდიდარ სახლში და რომანი აქვს სახლის მეპატრონე ქალბატონთან. შემდეგ, აქედან აითესება და მოსკოვს გააჭრის. მოსკოვში ვიღაც ოლიგარქის ახურუშებულ ქალიშვილს დაითრევს და გათანგვამდე ჟიმავს, რის წყალობითაც ბრწყინვალე კარიერას გაიკეთებს...
ჩართვა
ორი და სეზონი 2 / Две сестры сезон 2 (2009)
ორი და სეზონი 2 / Две сестры сезон 2 (2009)
ნაყურებია 2 048
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2009
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: ოლეგ მასარიგინი
როლებში: ანა სლინკო, იულია ტელპუხოვა, ალეკსანდრ დიაჩენკო, ეგორ ბარინოვი, ვიუბოვ გერმანოვა, რაისა რიაზანოვა, ოლეგ შკლოვსკი, იულია გალკინა, ალეკსეი ფრანდეტი, მიხაილ შკლოვსკი...

მოკლე აღწერა: ურალის ქალაქში ტალანტების აღმოსაჩენად, ფიგურულ სრიალში ცნობილი მწვრთნელი - ვლადიმირ ლოშაკი ჩამოდის საერთაშორისო შეჯიბრებში წარმატების მქონე მონაწილეებთან ერთად. სვერდლოვსკელ უმცროს ფიგურისტთა შორის გამოირჩევა 11 წლის წითური გოგონა, ვარია დემიდოვა. ლოშაკი მასში მომავალი ვარსკვლავის ყველა მონაცემს ხედავს და გოგონას მშობლებს ეუბნება, რომ ვარია მოსკოვში გაუშვან სასწავლებლად...
ჩართვა
ორი და / Две сестры (2008)
ორი და / Две сестры (2008)
ნაყურებია 3 071
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2008
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: ოლეგ მასარიგინი
როლებში: ანა სლინკო, იულია ტელპუხოვა, ალეკსანდრ დიაჩენკო, ეგორ ბარინოვი, ვიუბოვ გერმანოვა, რაისა რიაზანოვა, ოლეგ შკლოვსკი, იულია გალკინა, ალეკსეი ფრანდეტი, მიხაილ შკლოვსკი...

მოკლე აღწერა: ურალის ქალაქში ტალანტების აღმოსაჩენად, ფიგურულ სრიალში ცნობილი მწვრთნელი - ვლადიმირ ლოშაკი ჩამოდის საერთაშორისო შეჯიბრებში წარმატების მქონე მონაწილეებთან ერთად. სვერდლოვსკელ უმცროს ფიგურისტთა შორის გამოირჩევა 11 წლის წითური გოგონა, ვარია დემიდოვა. ლოშაკი მასში მომავალი ვარსკვლავის ყველა მონაცემს ხედავს და გოგონას მშობლებს ეუბნება, რომ ვარია მოსკოვში გაუშვან სასწავლებლად...
ჩართვა
ანას ორი მხარე / Две стороны одной Анны (2009)
ანას ორი მხარე / Две стороны одной Анны (2009)
ნაყურებია 2 194
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2009
ჟანრი: მელოდრამა, კრიმინალი
რეჟისორი: ოლეგ მასლენიკოვი, ვიაჩესლავ ალეშეჩკინი
როლებში: ოლგა პავლოვეცი, ემანუილ ვიტორგანი, ანტონ ფეოტიკსტოვი, ანატოლი სმირანინი, ალეკსანდრ პოპოვი, ლიუდმილა ჩურსინა, ვლადიმირ გორიანსკი, სერგეი რომანიუკი, სოფიაპისმაბი, კონსტანტინ სოლოვიევი...

მოკლე აღწერა: ახალგაზრდა გოგონა ანა შელიაგინა, სამხრეთ საპორტო ქალაქში ცხოვრობს თავის დედასთან და ძმა სერგეისთან ერთად. ის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს და ეკონომისტი უნდა გამოვიდეს, მაგრამ ჩუმად დიდი სურვილი აქვს, რომ მსახიობი გახდეს. გოგონა ნახევარ განაკვეთზე მომვლელად მუშაობს გარდაცვლილი ბანკირის გავლენიან ქვრივთან - ვალენტინა ივანოვნა პოგრებინსკაიასთან...
ჩართვა
დაშა ვასილიევა. კერძო გამოძიების მოყვარული / Даша Васильева. Любительница частного (სეზონი 4) (2005)
დაშა ვასილიევა. კერძო გამოძიების მოყვარული / Даша Васильева. Любительница частного (სეზონი 4) (2005)
ნაყურებია 3 022
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2003
ჟანრი: დეტექტივი
რეჟისორი: ანატოლი მატეშკო
როლებში: ლარისა უდოვიჩენკო, ვლადიმირ სტერჟაკოვი, ვერა სოტნიკოვა, ანა დვორჟეცკაია, მარია გუზეევა, სატანისლავ სადალსკი, სერგეი ჟარკოვი, ირინა როზანოვა, ოლგა აროსევა, მაკსიმ რადუგინი, ირინა შებეკო, ნატალია ჟიტკოვა, მარია ზორინა, ევდოკია გერმანოვა...

მოკლე აღწერა: მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლის მოკრძალებული მასწავლებელი დაშა ვასილიევა დიდ მემკვიდრეობას ღებულობს და თავის საყოფაცხოვრებო ნივთებითა და კატებით საცხოვრებლად პარიზში კეთილმოწყობილ გარეუბანში გადადის საცხოვრებლად. მაგრამ ბედთან ჭიდილში გამოწრთობილი რუსი ქალბატონისთვის მშვიდად ცხოვრება არ არსებობს. ახლადგამომცხვარი მილიონერი ქალბატონი, სიმშვიდეს მოყვარული-მაძებრის კერძო სამსახურში ჰპოვებს. ის ერთი საქმის გამოძიებით არ კმაყოფილდება და წინსვლას აგრძელებს. ეს გატაცება მას უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებს, რითაც თავსატკივარი გაუჩინა საფრანგეთის პოლიციასა და რუსეთის მილიციას...
ჩართვა
ორი ივანი / Два Ивана (2013)
ორი ივანი / Два Ивана (2013)
ნაყურებია 2 365
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2013
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: ალეკსანდრ იტიგილოვ უმცროსი
როლებში: გლაფირა ტარხანოვა, მიხაილ ხიმიჩევი, ანატოლი რუდენკო, ფედორ გურინეცი, დენის ტოლიარენკო, ვალერია გულიაევა, ანდრეი კრონგლევსკი, არტემ ალეკსეევი, მიხაილ პშენიჩნი...

მოკლე აღწერა: არმიიდან დაბრუნებული ივან ზახაროვი მასზე შეყვარებულ ტანიასთან გაატარებს ღამეს. ტანიას მამა უბნის მილიციელია და დილით მის გაჟიმულ ქალიშვილსა და ვანიას ერთად რომ შეუსწრებს საწოლში, ბიჭს აიძულებს ტანიაზე იქორწინოს. სხვა რა გზა ჰქონდა ივანს, პირობას დაეთანხმა. ეს არაფერი, უბედურება ისაა, რომ ამ მექალთანეს სხვა ქალაქშიც ჰყავს ვიღაც გოგო დაორსულებული. მგონი საცოლე უნდა იყოს . იმას ოლია ჰქვია. ტანიასა და ივანის ქორწილის დღეს, სოფელში დაფეხმძიმებული ოლია ჩამოდის და რა დაინახა? ის, რომ მისმა შეყვარებულმა ის მოატყუა და უღალატა. საცოდავ ოლიას ნაადრევი მშობიარობა დაეწყება. მას შემდეგ 19 წელი გავიდა. ოლია ფედორზეა დაქორწინებული. ის დიდსულოვანი კაცია, მან სხვისი ნახმარი ქალი მოიყვანა ცოლად და არც ბავშვზე უთქვამს უარი. ისინი ორ ბავშვს ზრდიან. უფროსს ივანი ჰქვია, რომელიც ყოფილი ივანის შვილია და უმცროს გოგონას, საერთო შვილს - რიტას... აქ რაღაც საინტერესო ამბები ხდება მგონი... ნახეთ სერიალი და გაიგებთ...