2 080

ქალი - ზამთარი / Женщина-зима (2009)

2 080
გახმოვანება:
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2009
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: სერგეი კომაროვი
როლებში: სერგეი მახოვიკოვი, მარია კულიკოვა, ანა არდოვა, მაკსიმ კონოვალოვი, იური ნაზაროვი, სერგეი კარლენკოვი, ალეკსანდრ მიაკუშკო, სავა გუსევი, ანდრეი ფროლოვი...

მოკლე აღწერა: პოლინა მოროზი თავის სოფელ "ზავიდოვოში", ყველაზე ავტორიტეტული ადამიანია. ის ღვთისგან მოვლენილი ექიმია და დაკარგა რა სამუშაო, შეეძლო ქალაქში წასულიყო და იქ დასაქმებულიყო. მაგრამ, ქალი საყვარელ სოფელში დარჩა და კვლავ ძველებურად განაგრძო ადამიანებზე სამედიცინო დახმარების გაწევა. სოფელში მომხდარი უსიამოვნო და ზოგჯერ სიცოცხლისთვის მეტად სახიფათო ამბები, ქალაქისგან იმით განსხვავდება, რომ აქ ყველაფერი ერთმანეთის თვალწინ ხდება. ექიმი თითქმის მოძღვარია, ამბობს პოლინა და მზად არის საკუთარ თავზე აიღოს თანასოფლელთა პრობლემები. მაგრამ სხვათათვის ასე მზრუნველი ქალბატონის პირადი ცხოვრება კითხვითი ნიშნის ქვეშაა. ის ქვრივი და მარტოხელა დედაა. პოლინა, ყველა კუდში მდევარი მამაკაცების მიმართ გულგრილია. მაგრამ ერთხელ, მას ბედი ბორის დუბროვს შეახვედრებს. იგი ქალაქელი ბიზნესმენია, რომელსაც უბედურება შეემთხვა, ბიზნესიც გაუნადგურეს და საქმეც დაკარგა. როგორ წარიმართება ამ ორი ადამიანის ბედისწერა, მაშინ, როცა არ იცი სად მოიმტვრევ ფეხს და სად გაგიმართლებს?..