1 891

კომუნალური დეტექტივი / Коммунальный детектив (2014)

1 891
გახმოვანება:
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: დეტექტივი
რეჟისორი: ოლგა მუზალევა
როლებში: ნონა გრიშაევა, ალეკსანდრ ნაზაროვი, ნატალია რიჟიხი, სერგეი დრუზიაკი, ვლადიმირ კაპუსტინი, ელენა ამინოვა, იულია ტაკშინა, ალეკსანდრ პაცევიჩი, ანა გალინოვა, იური ჩერკასოვი...

მოკლე აღწერა: ოდესმე მოხვედრილხართ ჩვეულებრივ რუსულ კომუნალურ ბინაში? ალბათ ისინი კი, ვინც ბოლშევიკებისა და კომუნისტების დროს ჟიმაობდა ტანია, ვალი, გალიასთან... ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ ასეთ ბინაში, არსებითად განსხვავებული ატმოსფეროა შექმნილი. მოგეჩვენებათ, თითქოს, ყველა თავისთვის ცხოვრობს და ამავდროულად ერთადაც. ერთ დიდ ოჯახად! როგორც იოსება სტალინი იტყოდა...(ისე საოცარი ხალხია ეს რუსები! პირველ კომუნარებს ქვაბიც საერთო ჰქონდათ და ქალიც და ბავშვიც საერთო ჰყავდათ! ) მეზობლებს ისე, ხშირად უწევთ კამათი და ჩხუბი არა იმზე, რაც ახლახან ფრჩხილებში მოვიტანე, არამედ: საერთო დერეფანზე, სამზარეულოზე, აბაზანაზე და მსგავს მოწყობილობებზე...საინტერესო ის არის, რომ რაც ამ დედააფეთქებულებს მოვშორდით, ასეთი ტიპის რუსულ სახლებში, ცხოვრება ისევ ისეთივე დარჩა...
თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთ ასეთ კომუნალურ სახლსა და მის მაცხოვრებლებზეა საუბარი მოცემულ სერიალში. აქ ხალხი, თითქოს ერთ დიდ მეგობრულ ოჯახად ცხოვრობს. მათი მეგობრობის მთელი საიდუმლო კი იმაშია, რომ ყველა მათგანს ერთი და იგივე გასართობი საშუალება და თემატიკა აქვს... ჩვენი ქვეყნისა არ იყოს, ამ საცხოვრებლის ხალხი, სულ რაღაც სამართლიანობასა და მის აღდგენა თუ დამკვიდრებაზე საუბრობს და მისი სახელით დეტექტიურ სააგენტოს მაგვარ რაღაცასაც კი მოიგონებენ...