ფლეიერი 2
2 055

ვაიმე დედა, გარდაცვლილს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული :(

2 055
გახმოვანება:
9 წლის ბავშვის ცხედარი, რომელიც გორის რაიონული სასამართლოს ეზოში მოკლული იპოვეს, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შემთხვევა დღეს მოხდა. მოკლული გოგონას ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ გარდაცვლილს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული. ოჯახი ვარაუდობს, რომ გოგონა სწორედ ამ ცელოფნის ტომრით გაგუდეს, შემდეგ კი ცხედარი სასამართლოს ეზოში დატოვეს.

გორის რაიონულ სასამართლოსთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილზე მოკლული ბავშვის ოჯახის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა იყო შეკრებილი. მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

9 წლის ბავშვს ოჯახი დილიდან ეძებდა. გორში მცხოვრები ნანა ბერიაშვილი სახლიდან დღის პირველ ნახევარში, ცეკვაზე წავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა.
close