ფლეიერი 2
2 143

(მძიმე კადრები ) 9 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებული ბრალდებული პირის ვინაობა ცნობილია ის... :O

2 143
გახმოვანება:
9 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებული ბრალდებული პირის ვინაობა ცნობილია მოკლულის ოჯახისა და ახლობლებისთვის, თუმცა სასტიკი მკვლელობის მოტივზე ისინი მაინც ვერ საუბრობენ.

სავარაუდოდ, მკვლელობა გოგონას საცხოვრებელი ქუჩის პარალელურ ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში მოხდა, მკვლელობაში ბრალდებული პირი კი არის მუშა, რომელიც სახლში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა.

მიმდინარე გამოძიების დროს, როგორც ცნობილია, ცხედრის პოვნის შემდეგ, ძაღლებმა კვალი სწორედ ამ სახლისკენ აიღეს, სახლში კი სამართადამცველებმა სისხლის კვალი აღმოაჩინეს.

ოჯახის ახლობლებისთვის გაუგებარია, რატომ ჩაიდინა ამ პირმა მკვლელობა, მათ უჭირთ იმის გახსენება, თუ ვინ იყო ეს მუშა და რა კავშირი ჰქონდა მოკლულის ოჯახთან.

ოჯახის ახლობლები ასევე ამბობენ, რომ გოგონას სხეულზე აღენიშნება ძალადობის კვალი, ის არის სასტიკად ნაცემი, მათ შორის ბლაგვი საგნითაც, ბლაგვი საგანი აქვს ჩარტყმული თავის არეში, შემდეგ არის გაკოჭილი, აქვს ცელოფნის ტომარა ჩამოცმული თავზე და ცხედარი მიტანილია მდინარე ლიახვის პირას, სადაც მოხდა მისი აღმოჩენა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს დაბადებული გოგონა, რომელიც სახლიდან გუშინ საღამოს გავიდა, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მოკლული იპოვეს. ცხედარს ფეხები შეკრული ჰქონდა, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.