1 863

დიდი საიდუმლო / Greatest Mysteries (2013)

1 863
გახმოვანება:
რუსულად
სერიალი
ქვეყანა: აშშ
წელი: 2013
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ვირჯინია სომა
როლებში: დონ ვაილდმანი
IMDB:

მოკლე აღწერა: თქვენ გჯერათ მკითხავთა და მჩხიბავთა წინასწარმეტყველებისა და სიბრძნისა? რას ფიქრობთ და როგორ აღიქვამთ მოჩვენებებსა და სულთა წყევლაზე მონათხრობებს? მე არ ვიცი, თქვენ სკეპტიკოსი ხართ, თუ განუხრელი მისტიკოსი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ეს მოვლენები უკვე 21- ს-ის ადამიანის თანამდევი პროცესი გახლავთ. მისით ძლიერ არიან დაინტერესებულნი საქართველოს მოსახლეობის არა მხოლოდ პლებეური ფენები, არამედ მაღალი არისტოკრატიაც და მისი "უდიდებულესობა პოლიტიკოს-ჟურნალისტებიც"... ცხარე დებატები იმართება სიზმრის ფენომენის ირგვლივაც. საუკუნეთა სიღრმიდან ჩვენამდე მოღწეული ლეგენდები და თქმულებები, გასაოცარ ისტორიებს მოგვითხრობენ წინასწარმეტყველურ სიზმრებზე. როგორც ცნობილია, ფატალურ კატაკლიზმებში დარწმუნებული მეფე სოლომონი და ბუდა, იულიუს ცეზარი და ალექსანდრე მაკედონელი, ნახულობდნენ წინასწარმეტყველურ სიზმრებს.
1307 წლის 13 ოქტომბერის, პარასკევის მოვლენების წინა დღით, (რის გამოც, მას შემდეგ 13 რიცხვის პარასკევი ყველაზე საშინელ და უბედურ დღედ არის მიჩნეული), ტამპლიერთა ორდენის დიდმა მაგისტრმა, ჟაკ მოლემ, სიზმარი ნახა, რომელიც სინამდვილეს სრულად შეეფერებოდა. მაგისტრმა სისხლის მდინარეები და მკვდარი მეგობრები იხილა. ზუსტად, აღნიშნული თარიღი გახლდათ ორდენის სრულად განადგურების ათვლის წერტილი. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ ვიყბედო და გავახურო , ნახეთ დოკუმენტური ფილმი აღნიშნულ თემაზე და დანარჩენს იქ შეიტყობთ...