თურქული სერიალები

ჩართვა
მზიანი დღეები (ქართულად) / Beni Affet / mziani dgeebi (qartulad)
მზიანი დღეები (ქართულად) / Beni Affet / mziani dgeebi (qartulad)
ნაყურებია 6 599
ქართულად
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2011
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: გურსელ ეითსი, ბერგუზარ დემიროღლუ
როლებში:სეიმა ქორქმაზი, მერთ ალთინისიქი, ჯერენიალაზოღლუ, მურათ დანაჯი, ილქაი ქაიქუ, ნუსრეთ სენი ...
IMDB:9,5

მოკლე აღწერა:ოსმან ქოზაქი, რამდენიმე წლის წინ ქაიზერიდან ანკარაში გადავიდა საცხოვრებლად. იგი ბიზნესმენია და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი. მას მაღაზიების ქსელი აქვს. მისი კომპანია ახლო აღმოსავლეთში მსხვილი ჰოლდინგის ექსპორტს ეწევა. ოსმანი მტკიცე ხასიათების ადამიანია. მისთვის დისციპლინა უმთავრესია. ის წარმატებულად მართავს თავის კომპანიას. თუმცა, მისი "რკინის მუშტის" მეთოდი, არც ისე კარგად სჭრის საკუთარ ოჯახში ...
ჩართვა
მფარველი ანგელოზი (ქართულად) / Genco / turquli seriali mfarveli angelozi
მფარველი ანგელოზი (ქართულად) / Genco / turquli seriali mfarveli angelozi
ნაყურებია 5 819
ქართულად
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2007
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: ქემალ უზუნი
როლებში:ქანსინ ოზოისუნი, ალპაი ქემალ ათალანი, სელენ სეივენი, ფაიქ ერგინი, ერდალ ჯინდორუქი ...
IMDB:6.7

მოკლე აღწერა:გენჯო მიწისძვრის დროს დაკარგულ საკუთარ დას დაეძებს. მას თავისი დის მეგობარი, პინარი შეუყვარდა და წყვილი სიძნელეების დროსაც უფრთხილდება მოპოვებულ სიყვარულს. ისინი სხვადასხვა სიციალურ ფენას მიეკუთვნებიან. ერთი მათგანი ღარიბია, მეორე - მდიდარი და შეძლებული ოჯახიდანაა. გენჯო პროფესიონალი პიანისტია, რომელიც ბავშვობიდანვე დაეუფლა მუსიკალურ ინსტრუმენტებს. პინარიც უკრავს ფორტეპიანოზე და ძალიან სიამოვნებს გენჯოსთან ერთად მელოდიების შესრულება. ამ წყვილს, მუსიკა აძლიერებს და აახლოვებს ერთმანეთთან ...
ქართულად
ჩართვა
შენი ზოდიაქოს ფერი (ქართულად) / Kara Sevda / sheni zodiaqos feri
შენი ზოდიაქოს ფერი (ქართულად) / Kara Sevda / sheni zodiaqos feri
ნაყურებია 5 511
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2015
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: ჰილალ სარალი
როლებში:ბურაქ ოზჩივითი, ნესლიჰან ათაგული, ქაან ურგანჯიოღლუ, ზერინ თექინდორი, ბურაქ სერგენი, ნეშე ბაიქენთი
IMDB:7.4

მოკლე აღწერა:ქემალს პირველი სიყვარული მოულოდნელად ეწვია, როგორც ზღაპარში ხდება ხოლმე. პირველად გოგონას ტრანსპორტში შეხვდა, შემდეგ -გამოფენაზე და ბოლოს, მან ის დახრჩობას გადაარჩინა. გოგონა, რომელსაც ნიჰანი ჰქვია, მდიდარი ბიზნესმენის ქალიშვილია. ქემალი - ღარიბი დალაქის. ისინი რადიკალურად განსხვავებულ სამყაროებს ეკუთვნიან. აქვს კი რაიმე მომავალი მათ სიყვარულს, როცა ირგვლივ საშინელი ინტრიგები იხლართება?..
ქართულად რუსულად
ჩართვა
ცხოვრების გზები (ქართულად) / Asla Vazgeçmem / turquli seriali cxovrebis gzebi
ცხოვრების გზები (ქართულად) / Asla Vazgeçmem / turquli seriali cxovrebis gzebi
ნაყურებია 9 249
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2015
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: ნიჰათ დურაქი
როლებში: ტოლგაჰან საიშმანი, ემინე გიულშე, შაფაკ პეკდემირი, იიშეგიულ გიუნაი, ტუგაი მერჯანი, ენჯა დჟევჰერი ...
IMDB:6.0

მოკლე აღწერა:
იგიტ კოზანი - კაცი რომელმაც ზუსტად იცის რა სურს ცხოვრებაში. იგი არის შეყვარებული ორ ქალზე ერთდროულად, პირველი არის მისი შვილის დედა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კომაშია. მეორე კი, შეუყვარდა ერთი შეხედვით. ეს არის მთავარი გმირების სიყვარულის სამკუთხედი ...
ქართულად რუსულად
ჩართვა
დედოფლის სევდა (ქართულად) / Gecenin Kraliçesi / dedoflis sevda
დედოფლის სევდა (ქართულად) / Gecenin Kraliçesi / dedoflis sevda
ნაყურებია 15 276
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2016
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: იაგმურ თაილანი, დურულ თაილანი
როლებში:მურატ ილდირიმი, მერიემ უზერლი, უგურ პოლატი, ფუნდა ერიგითი, სელიმ ბაირაქთარი, დენიზ ჯელილოღლუ ...
IMDB:6.4

მოკლე აღწერა:სელინს ორი მამაკაცი შეუყვარდეა. მას მამა - თურქი ჰყავს, დედა კი - ფრანგი. სელინს ნიცაში პარფიუმერიის პატარა მაღაზია აქვს გახსნილი. აზიზი, თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ცნობილი ბიზნესმენია და მას ორი ბავშვი ჰყავს. როცა მის მოგობარს მოკჰლავენ, იგი გარდაცვლილის სამი წლის ვაჟს იშვილებს. აზიზს, მეუღლე მშობიარობისას გარდაეცვლა. კაცის ცხოვრებაში ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც სელინი გაიცნო და შეუყვარდა. მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ: სელინი აზიზის აყვანილ შვილსაც შეუყვარდა, რომელიც ბიზნესმენმა გაზარდა და რომელსაც თავისი ქალიშვილი მიათხოვა ...
ქართულად
ჩართვა
ღირსების სახელით (ქართულად) / Seref Meselesi / girsebis saxelit
ღირსების სახელით (ქართულად) / Seref Meselesi / girsebis saxelit
ნაყურებია 5 321
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2014
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: ალთან დონმეზი
როლებში:ქერემ ბურსინი, შუქრუ ოზილდიზი, შუქრან ოვალი, ბურჩუ ბირიჩიქი, იასემინ ალენი, ალიმა თერზიჩი ...
IMDB:6.9

მოკლე აღწერა:ერთ ძმას იგითი ჰქვია. მეორეს - ემირი. ორთავე ერთმანეთისგან განსხვავებულია: იგითი საკუთარ თავში დარწმუნებული და გაბედულია. ემირს არ სურს სხვებისთვის შესამჩნევი იყოს. ის შრომისმოყვარე და ჭკვიანია. ბაბუის და მა-მის გარდაცვალებამ, ბიჭების ცხოვრება შეცვალა. ისინი მდიდრულ სახლში გადავ-ლენ საცხოვრებლად, სადაც მომხიბვლელ მეზობელ გოგონას გაიცნობენ, რომელსაც სიბელი ჰქვია. ძმები ურთულესი საკითხის წინაშე დადგნენ ..
ჩართვა
წითელი და შავი (ქართულად) / Eve Dusen Yildirim / witeli da shavi
წითელი და შავი (ქართულად) / Eve Dusen Yildirim / witeli da shavi
ნაყურებია 2 563
ქართულად
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2012
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: მეჰმეტ ბაჰადირ ერი
როლებში:გიზემ კარაჯა, სედა აკმანი, მურატ ანი, მეჰმეტჯან მინჯინოზლუ, სიუზენ აკსოი ...
IMDB:4.6

მოკლე აღწერა:მუაზესი ძალიან ლამაზი გოგონაა, რომელსაც მამაკაცები უყურადღებოდ არ ტოვებენ. ერთდღესაც მას თავს დაატყდება უბედურება მამის სიკვდილი და მოუწევს მარტოდ დარჩენა ...
ქართულად
ჩართვა
ოქროს გალია (ქართულად) / Acı hayat / oqros galia
ოქროს გალია (ქართულად) / Acı hayat / oqros galia
ნაყურებია 3 811
ქართულად
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2005
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: ოსმან სინავი
როლებში:ქენან იმირზალიოღლუ, სელინ დემირატარი, ოგუზ გალელი, ებრუ კოკააგა, ახმეტ ენილმეზი ...
IMDB:6.2

მოკლე აღწერა:მეჰმეტსადა ნერმინს შორის დიდი სიყვარულია, ყოველდღე ისინი უფრო და უფრო მეტს მუშაობენ რათა გაუმკლავდნენ სიღარიბეს, ისინი ოცნებობენ დაქორწილდნენ და იცხოვრონ კარგ სახლში ...
ჩართვა
ცრემლების გვირგვინი (ქართულად) / Benim Hala Umudum Var / cremlebis gvirgvini
ცრემლების გვირგვინი (ქართულად) / Benim Hala Umudum Var / cremlebis gvirgvini
ნაყურებია 3 401
ქართულად
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2013
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: ნისან აქმანი, ადნან გიულერი
როლებში:ბერქ ოქთაი, გიზემ ქარაცა, შუქრუ ოზილდი, სერმინ ჰიურმერიჩი ...
IMDB:7.4

მოკლე აღწერა:ახალგაზრდა გოგონა უმუთი, მამისეულ ოჯახში ცხოვრობს ძმებთან ერთად და იქ სადაც ბევრი ადამიანია თავმოყრილი ბუნებრივია, კონფლიქტებიც ხშირია. გოგონა საკუთარი ოჯახის შექმნაზე ფიქრობს და ღირსეულ მამაკაცზე ოცნებობს. ასეთი კი ორი ჩანს. მათ სერიოზული ბრძოლა მოუწევთ ლამაზმანის გულის დასაპ-ყრობად. ამ გზაზე კი - მუხთალი ბედი ბევრ განსაცდელს ამზადებს
ჩართვა
გონული (ქართულად) / Hatirla Gönül / gonuli
გონული (ქართულად) / Hatirla Gönül / gonuli
ნაყურებია 2 537
ქართულად
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2015
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: გულ ოღუზი
როლებში:ოქჩე ბაჰადირი, ენგინ ოზთურქი, ონურ საილაქი, სელენ ოზთურქი, თურგაი ქანთურქი, ჯაჰით გოქი ...
IMDB:5.6

მოკლე აღწერა:სერიალის მთავარი გმირი, გონული ობლობაში გაიზარდა. მისი მშობლები მაშინ დაიღუპნენ, როცა გოგონა პატარა იყო. იგი ინტერნატში გაგზავნეს, სადაც ზრდასრულობამდე იზრდებოდა. გონულს ბავშვობიდანვე უწევდა თავის დაცვა, რადგან გარემომცველ სამყაროში, ყოველთვის დაცინვას, აბუჩად აგდებასა და შევიწროვებას განიცდიდა. როცა გოგონა წამოიზარდა, სამედიცინო საქმე შეისწავლა და მეედად დაიწყო მუშაობა საკმაოდ კარგ ადგილზე. სამსახურში იგი უყვართ და აფასებენ, ხოლო, ატეხილი კაცები მის ადგილსამყოფელს დაეძებენ. გონულს საბოლოოდ ვერ გადაუწყვეტია ვის მიუძღვნას თავისი გული ...
ქართულად
ჩართვა
ელიფი (ქართულად) / Elif / elifi
ელიფი (ქართულად) / Elif / elifi
ნაყურებია 6 787
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2008
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: ბუქერემსემი,
როლებში:იასემინ ალენი, ფერდი აქარნურა, სებნემ დოქურელი, სერდან გეოკჰანი ...ლენთ ისბილენი
IMDB:5.6

მოკლე აღწერა:
ერიალში პატარა, ლამაზი და კეთილი გოგონას, ელიფ შიმშექის ამბავია ასახული, რომელიც თავის ავადმყოფ დედას უნდა მოსწყვიტონ. ბოროტ მამინაცვალს მისი გაყიდვა სურს, რადგან ბანქოში დიდძალი თანხა წააგო. ავადმყოფი დედა, გოგონას თავის მეგობართან, აიშე დოღანთან წაიყვანს, რომელიც მდიდარ ოჯახში მოსამსახურედ მუშაობს. სინმდვილეში, ამ ოჯახის მემკვიდრე პრინცი ქენან ემიროღლუა, რომელსაც ოდესღაც, ძილერ უყვარდა ელიფის დედიკო, მაგრამ ბედისწერამ ისინი გაჰყარა, რადგან სხვადასხვა სოციალურ ფენას ეკუთვნოდნენ. პატარა ელიფი კი, მათი სიყვარულის ნაყოფია. ამ დროს, ქენანი დაქორწინებულია არზუ ემიროღლუზე და მასთან ქალიშვილი თუქჩე ჰყავს, რომელიც ძალიან განებივრებული და ცუდი ხასიათებისაა. აიშე ცდილობს ქენანისგან ნებართვა აიღოს, რომ ელიფმა იცხოვროს სახლში, სადაც ფუფუნება და სიმდიდრეა ისე, რომ ბავშვის ნამდვილი მამისთვის, საიდუმლოს გამხელას არ აპირებს. ელიფიც იძულებულია იყოს უცხო სახლში თავისი საყვარელი დედიკოს გარეშე.

ჩართვა
ნომერი: 309 (ქართულად) / No: 309 / nomeri: 309
ნომერი: 309 (ქართულად) / No: 309 / nomeri: 309
ნაყურებია 6 076
ქართულად
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2016
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: ჰასან თოლგა პულათი
როლებში:დემეთ ოზდემირი, ფურქან პალალი, სუმრუ იავრუჯიქი, გოქჩე ოზიოლი, ჯიჰან ერჯანი, ოზლემ თოქასლანი ...
IMDB:2.0

მოკლე აღწერა:რაღაც სასწაულებრივი დამთხვევით ონური და ლელე ერთი და იმავე ადგილას აღმოჩნდნენ ბრმა პაემანზე, რომელიც მათმა დედდებმა მოაწყვეს.შემდეგ დილით მათ საკუთარი თავი ერთსა და იმავე საწოლში აღმოაჩინეს ...



მეორე პლეერში არის რუსულად ქართულს ასწრებს სერიებით
ჩართვა
შიგნით (ქართულად) / Icerde / shignit
შიგნით (ქართულად) / Icerde / shignit
ნაყურებია 2 524
ქართულად
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2016
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: ულუჩ ბაირაქთარი
როლებში:ჩაგათაი ულუსოი, არას ბულუთ ინემლი, ჩეთინ თექინდორი, მუსტაფა უღურლუ, ნიჰალ ქოლდაში, რიზა ქოჯაოღლუ ...
IMDB:6.8

მოკლე აღწერა:დასაწყისში ნაჩვენებია პოლიციის აკადემიის გამოსაშვები, სადაც სამართლიან, პატიოსან , ძლიერი სულის მქონე პოლიციელებს ამზადებენ. სარპს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მისი ძმა, რომელიც დიდი ხნის წინ გაიტაცეს, მასთან ერთად სწავლობდა აკადემიაში. გატაცებისას მას უმუტი ერქვა, შემდეგ კი მეტე. ბავშვობაში ის ძალით გააწევრიანეს დაჯგუფებაში, რომელიც არალეგალური ვაჭრობით იყო დაკავებული. ყველას უნდა ჰყავდეს მფარველი ანგელოზი, გოგონა მელეკი გახდება უმუტ-მეტესთვის ასეთი ანგელოზი. გოგონა მას სწორ გზაზე დააყენებს და აკადემიაში ჩაბარებაში დაეხმარება. ძმები საერთო ენას ვერ პოულობენ მათ შორის სულ კონფლიქტია. როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა აკადემიის დასრულების შემდეგ?..
ქართულად
ჩართვა
მამაცი და ლამაზი (ქართულად) / Cesur Ve Güzel / mamaci da lamazi
მამაცი და ლამაზი (ქართულად) / Cesur Ve Güzel / mamaci da lamazi
ნაყურებია 8 931
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2016
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: ალი ბილგინი
როლებში:ქივანჩ თათლითუღი, ტუბა ბუიუკუსტუნი, ალი პინარი, თემერ ლევენთი, დევრიმ იაქუთი ...
IMDB:6.4

მოკლე აღწერა:პატარა მშვიდ ქალაქში, სადაც ყველაფერს კორლუდაგების უმდიდრესი ოჯახი განაგებს, მალე ყველაფერი შეიცვლება. შურისძიების წყურვილით აღვსილი ჯისური ქალაქში მამამისის გამო შურის საძიებლად ჩადის. კორლუდაგების ოჯახი - მისი ნომერი პირველი მტერია. თუმცა მისი შურისძიების წყურვილს უეცარი გრძნობა - სიყვარული დაემატება, როდესაც მას თავისი მტრის ქალიშვილი სუჰან კორლუდაგი შეუყვარდება. რაზე უნდა თქვას მან უარი შურისძიებაზე თუ სიყვარულზე?..
ჩართვა
საშიში სიყვარული / Samanyolu / sashishi siyvaruli
საშიში სიყვარული / Samanyolu / sashishi siyvaruli
ნაყურებია 5 674
ქართულად
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2009
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: ანდას ხაზნედაროღლუ
როლებში:ნესრინ დჯავადზადე,ოზჯან დენიზი, ვილდან ატასუვერი, ხულია დარდჯანი, ხატიჯე ასლან, აიჩა ბინგიოლი...
IMDB:6.7

მოკლე აღწერა:ახალგაზრდა ნეჯატი იტანჯება თავისი დეიდაშვილის ზიულიალის სიყვარულით, მაგრამ ამაყი და თავმოყვარე გოგონა მას დამცირებითა და შეურაცხყოფით პასუხობს.
ერთხელაც ნეჯატი გამოუტყდება მას სიყვარულში, მაგრამ გოგონამ დამცინავად უარყო ის და მის ჯიბრზე ნეჯატის საუკეთესო მეგობარს გაჰყვა ცოლად. უარყოფილი შეყვარებული ტოვებს ქალაქს და თავმოყვარე ზიულიალის დავიწყებას ცდილობს.
წლების შემდეგ ზიულიალის ქორწინება დაინგრა. ის მიხვდა, თუ ვინ დაკარგა ნეჯატის სახით. მალე მშობლიურ ქალაქში ნეხატიც გამოჩნდება, რომელიც გარდაცვლილი მამის დაკრძავლაზე ჩამოვიდა. ისინი ერთმანეთს დაკრძალვაზე შეხვდნენ და ნეჯატი მიხვდა, რომ ქალი ისევ ძველებურად უყვარს...
ჩართვა
დაკარგული წლები (ქართულად) / Kaybolan yillar / turquli seriali dakarguli wlebi
დაკარგული წლები (ქართულად) / Kaybolan yillar / turquli seriali dakarguli wlebi
ნაყურებია 4 514
ქართულად
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2006
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: სერგინ აქიაზი, ზეინეფ გუნაი
როლებში:იესიმ ბუბერი, სარუჰან ჰიუნელი, ბურაქ ჰაქი, ფიქრეთ ჰაკანი, ბილალ ილმაზი, სემრა დინქერი ...
IMDB:7.2

მოკლე აღწერა:ესმერი, ალი და ეზელი ყველაზე საუკეთესო მეგობრები იყვნენ ბავშვთა სახლში. მაგრამ მათი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც ეზელს ახალ ოჯახში დამკვიდრების შანსი მიეცა. მას შემდეგ 23 წელი გავიდა. ალი პოლიციის ოფიცერი გახდა. ეზელი - წარმატებული ექიმი, ესმერი კი - ბანდიტი. ერთხელაც, მათი გზები გადაიკვეთა. მაგრამ, ახლა ისინი მეგობრები კი არა, ერთმანეთის მტრები არიან...
ქართულად
ჩართვა
აღთქმა სეზონი 1 (ქართულად) / Yemin / turquli seriali agtqma sezoni 1
აღთქმა სეზონი 1 (ქართულად) / Yemin / turquli seriali agtqma sezoni 1
ნაყურებია 3 238
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2007
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: სადულაჰ სელენი
როლებში:თუბა უნსალი, სერჰან უავასი, ბუსრა ალჯინი, აჰმეთ ბილგინი, ზეინეფ ირგათი ...
IMDB:4.0

მოკლე აღწერა:ეს დრამა მთავარი გმირის მენდერესის, მისი ძმის ქემალისა და რძლის ასუმანის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. ქემალის სიკვდილის შემდეგ, მენდერესი აღთქმას დებს, რომ ასუმანზე დაქორწინდება ...
ჩართვა
უდანაშაულო მსხვერპლი (ქართულად) / Farkli Desenler / turquli seriali udanashaulo msxverpli
უდანაშაულო მსხვერპლი (ქართულად) / Farkli Desenler / turquli seriali udanashaulo msxverpli
ნაყურებია 3 451
ქართულად
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2011
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: .........................
როლებში:............................................
IMDB:5.6

მოკლე აღწერა:ყველაზე საინტერესო და დაძაბული თურქული დრამა ...
ჩართვა
ქარადაი ახალგაზრდობა (ქართულად) / Deli Yürek / turquli seriali qaradai axalgazrdoba
ქარადაი ახალგაზრდობა (ქართულად) / Deli Yürek / turquli seriali qaradai axalgazrdoba
ნაყურებია 3 233
ქართულად
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 1999
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: ოსმან სინავი, მუსტაფა სევკი დოღანი
როლებში:ქენან იმირზალიოღლუ, ბაჰარ აქჩა, ქურსათ ალნიაჩიქი, ნეჯმი აიაქარი, მუსტაფა ბასბუგი, მეჰთაფ ბაირი ...
IMDB:7.6

მოკლე აღწერა:იუსუფი სამხედროდან დაბრუნდა. სამეზობლომ დედამ და დამ სიხარულით მიიღეს. მან სამუშაო ადგილობრივ სახელოსნოში დაიწყო. ერთ დღეს კი ერთმა მდიდარმა გოგონამ სახელოსნოში შესაკეთებლად მანქანას ტოვებს ...
ქართულად
ჩართვა
ელიფი (ქართულად) / Elif: Kaderimin Yazildigi Gün / elifi
ელიფი (ქართულად) / Elif: Kaderimin Yazildigi Gün / elifi
ნაყურებია 5 709
ქართულად
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2008
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: ბულენთ ისბილენი
როლებში:ქერემსემი, იასემინ ალენი, ფერდი აქარნურა, სებნემ დექურელი, ონურ რუზგარ ერქოჩლარი, სერდარ გოქჰანი...
IMDB:5.6

მოკლე აღწერა:ელიფი მამის მკვლელობაში დაადანაშაულეს, რომელიც უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. 20 წლის ასაკში, გოგონამ მამის სიკვდილთან ერთად, ციხის რთული ცხოვრება გადაიტანა. ამასთან, ნათესავთა წყევლა-კრულვაც მიიღო, რომლებსაც არ სჯერათ მისი უდანაშაულობის. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, გოგონას სულიერად გატეხვა ვერაფერმა შეძლო და ის ისეთივე ღირსეული, კეთილი და დიდსულოვანი დარჩა, როგორიც აქამდე იყო ..
ჩართვა
ტყუილი (ქართულად) / Adini sen koy
ტყუილი (ქართულად) / Adini sen koy
ნაყურებია 9 946
ქართულად
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2016
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: ატილა ჩენგიზი, ირმაკ ჩენგელი
როლებში:ერკან მერიჩი, ჰაზალ სუბაში, ეგი ბარანი, იაპრაკ დურმაზი, აიკუტ იგდელი ...
IMDB:5.7

მოკლე აღწერა:შეყვარებული სული ცხოვრობს ბნელ და ცივ ამინდშიც კი, როცა ორს ერთმანეთი ძალიან უყვარს მათ ვერაფერი დააშორებთ ...
ქართულად
ჩართვა
სიყვარული და სასჯელი (ქართულად) / Ask Ve Ceza / siyvaruli da sasjeli
სიყვარული და სასჯელი (ქართულად) / Ask Ve Ceza / siyvaruli da sasjeli
ნაყურებია 14 673
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2010
ჟანრი: თურქული სერიალი
რეჟისორი: კუდრეტ საბანჩი
როლებში:მურატ იილდირიმი, ნურგიულ ეშილჩაი, ტომრის ინსერი, ფერიდე გეტინი, ნაზან კირილმი, კერემ ატაბეიოგლი...
IMDB:8.0

მოკლე აღწერა:ახალგაზრდა გოგონას აღარ სჯერა სიყვარულის და ერთგულების, მას შემდეგ რაც მისმა საყვარელმა ადამიანმა იგი მოატყუა, რომელიც ქორწინებამდე რამოდენიმე დღით ადრე უცნობ ქალთან ნახა. მას სურს რომ განთავისუფლდეს ამ ადამიანისგან, ერთხელაც ის ამ მიზნით წავა ბარში და გააბავს ფლირტს უცნობ მამაკაცთან. ისინი ერთად ვნებიან ღამეს გაატარებენ, გათენებისას როცა მათ გამოეღვიძებათ თითოეულ მათგანს გაუჩნდება ორი სრულიად საწინააღმდეგო გრძნობა სიყვარული და სიძულვილი. გავა დრო და აღმოჩნდება, რომ მამაკაცი ბარიდან, არის მდიდარი და გავლენიანი პიროვნება. ეს კაცი დაკავებულია ოჯახური ბიზნესით, თუმცა ქონების უმეტესი ნაწილი უკანონოდ აქვს მოპოვებული, იგი გადაწყვეტს რომ თავისი ბიზნესი გახადოს ლეგალური. ტრადიციის გამო ის ქორწინდება, გარდაცვლილი ძმის მეუღლეზე. ამავდროულად იგი ეძებს ქალს რომელსაც ბარში შეხვდა, რადგან დაუბრუნოს ყელსაბამი, რომელიც შემთხვევით დარჩა იმ საოცარ ღამეს რომელიც ერთად გაატარეს. გავიდა დრო და ცხოვრებამ ისინი ერთმანეთს კვლავ შეახვედრა, თუმცა მათ ბევრი წინააღმდეგობა და სირთულე შეხვდათ. ბედმა ისინი არჩევანის წინაშე დააყენა, რომელი გაიმარჯვებს, ტრადიცია თუ მგზნებარე სიყვარული?..
ჩართვა
დესპოტი ქმარი (ქართულად) / Yeter
დესპოტი ქმარი (ქართულად) / Yeter
ნაყურებია 3 034
ქართულად
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2015
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ჯემალ შანი
როლებში:ვილმა ელესი, პელინ კარახანი, იურდაერ ოკური და სხვები ...
IMDB:5.9

მოკლე აღწერა:სერიალი მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონას აილინის ისტორიას, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ცოლად გაჰყვა ქირურგს სახელად იეკტას. ის პრინციპური კაცია და მისი პირველი წესია ყველაფერი უნდა იყოს იდეალურად ...
ჩართვა
ოჯახური პორტრეტი (ქართულად) / Babam ve Ailesi
ოჯახური პორტრეტი (ქართულად) / Babam ve Ailesi
ნაყურებია 2 502
ქართულად
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2016
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ნიჰატ დურანი
როლებში:აიჩა ბინგეოლი, უმიტ ინალი, ჯეიდა დუვენჯი, სერჯან ბადური, ერდემ აკაკჩე, ევა დედოვა ...
IMDB:7.1

მოკლე აღწერა:ცნობილი ბიზნესმენი ქემალი ცხოვრობს სტამბულში თავის ცოლთან და შვილებთან ერთად. მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ქემალს სხვა ოჯახიც ჰყავს ადანაში ...
ჩართვა
ზუჰრა (ქართულად) / Çoban Yıldızı / zuhra (qartulad)
ზუჰრა (ქართულად) / Çoban Yıldızı / zuhra (qartulad)
ნაყურებია 4 245
ქართულად
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2017
ჟანრი: სერიალი
რეჟისორი: გიულ ოღუზი
როლებში:შუქრუ ოზილდიზი, სელიმ ბაირაქთარი, მენდერეს სამანჯილარი, არიფ ერქინ გუზელბეიოღლუ, სერჰათ სუჰაოზჯანი, აისუნ მეთინერი, ფეიზა იშიქი, საჰრა შაში, თაიგუნ სუნგარი
IMDB:7.9

მოკლე აღწერა:ზუჰრა, ლამაზი, თავნება და ძალიან თავისუფლებისმოყვარე კაბადოკიელი გოგონაა. ერთხელაც, ის თვალში მოხვდა ფიქრეთ ქარაქაიას, საშუალო ასაკის ძალაუფლების მოყვარე კაცს, მდიდარსა და გავლენიან მიწების მესაკუთრეს... და გადაწყვიტა ფიქრეთმა - უთუოდ ჩემი უნდა გახდესო ეს ლამაზმანი... არც არაფერი დაკითხვია გოგონას, ისე იგდო ხელთ. ზუჰრა ქორწინების პირველსავე ღამეს გაექცა მოძალადე ქმარს. ავარდა ფიქრეთი - აქაოდა, როგორ შეურაცხჰყო ჩემი ღირსება ჭკუასუსტმა ქალმა!.. ზუჰრას კარგად ესმის, რომ მაინც იპოვნიან და დააბრუნებენ არასასურველ კაცთან. ძალიან შეშინებულია, მაგრამ საკუთარ პრინციპს არ ღალატობს. მოულოდნელად მას სეითი ეხმარება, ადგილობრივი ქვისმთლელი. იგი შეიფარებს გოგონას, შემდეგ კი - შეუყვარდება. წყვილი გადაწყვეტს გაეცალოს იქაურობას, რადგან დიდი საფრთხე მოელით. მალე სერიალში ახალი პერსონაჟი გამოჩნდება, ზექარი. ეს ყმაწვილი ფიქრეთის ვაჟი გახლავთ, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა იმაზე, თუ მამამისი დაისაკუთრებდა გოგონას, რომელზეც თავადაც ყოფილა თურმე შეყვარებული... სეითსა და ზუჰრას მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდათ და არავინ იცის რით დამთავდება ეს ისტორია..
ჩართვა
საიდუმლო / Seriali: Saidumlo Qartulad
საიდუმლო / Seriali: Saidumlo Qartulad
ნაყურებია 11 352
სერიალი
ქართულად
წელი: 2013
ჟანრი: მელოდრამა, დრამა, დეტექტივი
რეჟისორი: ზეინეპ გიუნაი
როლებში: მეთე ჰოზოროღლუ, ასლი ენვერი, ილქერ ქალელი, დოლუნაი სოისერთი, ფერით ქაია, ქაან თაშანერი..
IMDB: 7.6

მოკლე აღწერა: ქემალი და ლეილა მსხვილი კომპანიას «Şarman» ფლობენ. ცოლ-ქმარი ქალ-ვაჟთან ერთად, სასახლეში ბედნიერად და უზრუნველად ცხოვრობს. მაგრამ მათი ბედნიერება დიდხანს არ გასტანს. ერთ დღეს, ოჯახში პოლიციის ფორაში გადაცმულე-ბი გამოცხადდებიან და მათ შვილს ქემალს წაიყვანენ. მშობლები უშედეგოდ ეძებენ მას. როგორც სჩანს, ქემალი გაიტაცეს. ვის შეეძლო ამის გაკეთება? როგორც იკვეთება, გატაცება შურისძიების მოტივითაა ჩადენილი და ამ ამბავში კიდევ ოჯახის გარემოცვიდან, ვიღაც არის ჩართული. ოჯახი, დიდი იდუმალებითაა მოცული და თანდათანობით, ყველა პერსონაჟის საიდუმლო გამჟღავნდება.
ქართულად
ჩართვა
სერიალი: ნამსხვრევები / Seriali Namsxvrevebi
სერიალი: ნამსხვრევები / Seriali Namsxvrevebi
ნაყურებია 63 709
სერიალი
წელი: 2014
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ჯევდეთ მერჯანი
როლებში: ნურგიულ იეშილჩაი, ერქან პეთექაია, ებრუ ოზქანი, ნიურსელ ქიოსე, ალინა ბოზი, ლეილა თანლარი
IMDB: 6.8

მოკლე აღწერა: სერიალის სიუჟეტი მომხიბვლელი ქალბატონის, გიულსერენის რომანტიული სიყვარულის ფონზე ვითარდება. მან უკვე მოასწრო ცხოვრებისგან მწარე გაკვეთილების მიღება და ყოფილ მეუღლესთან განქორწინება. ქალი სტამბულის ღარიბებით დასახლებულ კვარტალში ცხოვრობს. იგი დილიდან დაღამე-ბამდე შრომობს და მისი ყოფის მდგომარეობას, ამაყი და ამბიციური ქალიშვილი ჰაზალი კიდევ უფრო ამძიმებს...
ჩართვა
სერიალი: ლამაზი სიზმარი / Lamazi sizmari / ცაცხვების ქვეშ / Под сенью лип
სერიალი: ლამაზი სიზმარი / Lamazi sizmari / ცაცხვების ქვეშ / Под сенью лип
ნაყურებია 22 263
სერიალი
ქართულად
წელი: 2005
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: აიდინ ბულუთი
როლებში: ბიულენთ ინალი, თუბა ბუიუქუსთუნი, დერია დურმაზი, ოზგე ბორაქი, ეცრიმ ალასია, ნურ სიურერი, ფირათ თანიში
IMDB: 6.6

მოკლე აღწერა: ამ მხარეში, ელიფი ყველაზე ლამაზ გოგონად ითვლება. მას შეყვარებული ჰყავს და მისი გული მხოლოდ ამ ვაჟს ეკუთვნის, სხვა დანარჩენისთვის ის დაკეტილია. ილმაზს ისე ძლიერ უყვარს თავისი ელიფი, რომ ირგვლივ მის გარდა ვერავის ამჩნევს. ახალგაზრდების ყველაზე დიდ ოცნებას, მათი სწრაფად დაქორწი-ნება და ლამაზი ოჯახის შექმნაა. წყვილი ერთმანეთს მარადიულ სიყვარულს აღუთ-ქვამს და პირობას დებენ, რომ არასოდეს დაშორდებიან...
ჩართვა
გზაჯვარედინი (ქართულად) / Medcezir / gzajvaredini (qartulad)
გზაჯვარედინი (ქართულად) / Medcezir / gzajvaredini (qartulad)
ნაყურებია 43 540
სერიალი
ქართულად
წელი: 2013
ჟანრი: მელოდრამა, კომედია, დრამა
რეჟისორი: ალი ბილგინი
როლებში: ჩაგატაი ულუსოი, სერენაი სარიკაია, მეთინ აქდიულგერი, მირაი დანერი, ბარიშ ფალაი...
IMDB: 7.4

მოკლე აღწერა: იამანს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ის სტამბულის მივარდნილ კვარტალში სიღარიბეში გაიზარდა. მისი ცხოვრება დრამატიზმითა და სულიერი ტრავმებითაა აღსავსე. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მამამ მიატოვა. მისთვის ერთადერთი ავტორიტეტი ქენან ბეია. ქენანი ცდილობს იამანს თავი კარგ კაცად მოაჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში არამზადა და ნაძირალაა. ერთხელ მის გამო, შრომისა და სწავლის მოყვარე ბიჭი - ციხეში მოხვედრის საფრთხის წინაშე დადგა. თუმცა, მას ბედმა გაუმართლა და დამცველად წარმატებული ადვოკატი, სელიმ სერაზა შეახვედრა, რომელმაც დაასაბუთა იამანის უდანაშაულობა, გაამართლა ის და თავის ოჯახში წაიყვანა. აქ, იამანი პირველად გაეცნო იმ სამყაროს, სადაც ყველაფერს ფული, ძალაუფლება, ბინძური თამაში და უკანონობა განაგებს...
ჩართვა
სერიალი: ნდობა / Ndoba (2014)
სერიალი: ნდობა / Ndoba (2014)
ნაყურებია 27 251
სერიალი
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2014
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: ნისან აკმანი
როლებში: ოზლემ ილმაზი, მეჰმეთ აკიფ ალაკურტი, ენგინ შენკანი, სემრა დინჩერი, ფერით კაია, აითაჩ ოზთუნა, იპექ ელბანი, ნერგის ჩორაქჩი, ბეგიუმ ფილი, ოზგე სეზინჯე...

მოკლე აღწერა: სერიალის სცენარი დაიწერა 1974 წელს რეალურად განვითარებული მოვლენების მიხედვით. გადაღებები წარმოებდა თურქეთის ტერიტორიაზე, კაპადოკიაში. ფილმი მოგვითხრობს ერთი კაპიტანის ნაღვლიან სიყვარულზე. განხორციელებული ოპერაციის შედეგად, უდანაშაულო ჟანდარმი სახელად ევფრატი, დაიღუპება. პასუხისმგებლობას ამ საქმის გამოძიებაზე, უსაფრთხოების კაპიტანს ფირატს დააკისრებენ. გამოძიების პროცესში, სადაც უნდა დადგინდეს მტყუან-მართალი, ფირატი შემთხვევით გაიცნობს საინტერესო ქალბატონს ზელალს. მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობები გაიბმება...
ჩართვა
შავი პური / Savi puri / Kara Ekmek (2015)
შავი პური / Savi puri / Kara Ekmek (2015)
ნაყურებია 20 562
სერიალი
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2015
ჟანრი: დრამა,მელოდრამა
რეჟისორი: ჰაირი ასლანი
როლებში: ოზლემ ილმაზი, ანილ ილთერი, ელიგჯან ონგულლარი, გიულჩინ სანთირჯიოღლუ, ალთან ერქექლი, ჰალე აქინლი, უშან ჰეპილერი, აჰმეთ ლევენდოღლუ, ბაშაქ დაშმანი...

მოკლე აღწერა: სერიალში აღწერილი ისტორია, ორი დის ასიეს და მინას ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ისინი სტამბულის გარეუბანში ცხოვრობენ. უსიყვარულო, უფულო და არავის მოიმედე დებს, ძნელად წარმოუდგენიათ, თუ ოდესმე ბედნიერ ცხოვრებას ეღირსებიან. რთულმა ცხოვრებამ დები მჭიდროდ დააკავშირა. ასიე უფროსი დაა. ის საკმაოდ ამბიციური და საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნებაა. უმცროსი და მინა კი - მშვიდი და მორჩილი გოგონაა. დები, ამ მკაცრსა და დაუნდობელ სინამდვილეში, ცდილობენ განაგრძონ ცხოვრება და სიყვარული, მაგრამ ერთ-ერთ მათგანს...
ჩართვა
სერიალი: ქალის ხვედრი / qalis xvedri yvela seria / itmeyen sarki (2010)
სერიალი: ქალის ხვედრი / qalis xvedri yvela seria / itmeyen sarki (2010)
ნაყურებია 33 954
სერიალი
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2010-2011
ჟანრი: დრამა, მელოდრამა, კომედია, მუსიკალური
რეჟისორი: იასემინ თურქმენლი
როლებში: ბერგიუზარ ქორელი, ბიულენთ ინალი, სერჰათ თეომანი, თუნჩერ სალმანი, აიჩა თურანი, ნურსიმ დემირი, ბეთულ ჩობანოღლუ, ალპაი საიჰანი, ბეუზა სეკერჩი, რაჰმი დილიგილი...
IMDB: 5.4

მოკლე აღწერა: სერიალის გმირი გოგონა ბავშვობიდანვე მძიმე პირობებში იზრდებოდა.მან ცხოვრების ყველა სირთულე გამოიარა. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაორსულდა, მშობიარობის შემდეგ კი ,მისმა მამამ, ბავშვი მდიდარ ოჯახს მიჰყიდა, შვილი კი-სახლიდან გააგდო. შეურაცხყოფილი და დამცირებული ადგილობრივ კლუბში იწყებს მუშაობას მომღერლად. დღეიდან ის შვილს დაეძებს მრავალი რისკის ფასად, მაგრამ უშედეგოდ... ეთხელაც იგი უბედური შემთხვევის...
ქართულად
ჩართვა
სერიალი: ღალატი / turquli seriali galati yvela seria / Yanik Koza
სერიალი: ღალატი / turquli seriali galati yvela seria / Yanik Koza
ნაყურებია 62 423
სერიალი
ქვეყანა:  თურქეთი
წელი:  2005
ჟანრი:  მელოდრამა
რეჟისორი: მესუდე ერარსლანი, მურატ სარაჩოღლუ
როლებში: იავუზ ბინგოლი, სედეფ ავჯი, ბილურ ალი, მუსტაფა ალაბორა, ბარიშ ერდი, ჯეილან გიულჩეკი, ოზლემ გიური, სერდარ ოზერი, ბემირ ჩიჩეკი, ბასაქ ქიოქლუქაია, ბილურ ალი, კამილა ათლიმანი, სედეფ ავჯი, ბასაქ დასმანი, ბარიშ ერდი, თურან გიუნაი...
IMDB: 5.2

მოკლე აღწერა: სერიალი იპექ ასქოის ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული. ჩელიბების ოჯახი, ქალაქში ერთ-ერთი ცნობილი, გავლენიანი და პატივცემულია. მაგრამ, მთავარ გმირს სამყარო თავზე ემხობა, როცა გაიგებს, რომ ვაჟი, რომელსაც ის „შვილს“ უწოდებს, მისი არ არის. მეორე ძლიერი დარტყმას ის წარმოადგენს, რომ ამ დიდი ტყუილისა და ღალატის ნაწილი - მისი ცოლია...
ჩართვა
"დაკარგული" , seriali dakarguli yvela seria, სერიალი: დაკარგული (ქართულად) /სად არის ჩემი ქალიშვილი?
"დაკარგული" , seriali dakarguli yvela seria, სერიალი: დაკარგული (ქართულად) /სად არის ჩემი ქალიშვილი?
ნაყურებია 9 506
სერიალი
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2010
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ერსოი გიულერი
როლებში: ეჯე უსლუ, ჰუსეინ ავნი დანიალი, ბურაკ ჰაკი, ოზგე გიურელი, ერდი ბოლატი, ნიჰან ბალიალი,იონჯა ჯევჰერ ენელი, თოლგა სავაჯი, ქიამილ გიულერი, სოიდან სოიდაში

მოკლე აღწერა: სერიალი: "დაკარგული" ზაფერი წარმატებული მეწარმეა, რომელის კომფორტულად ცსოვრობს თავის ოჯახთან ერთად. ერთ მშვენიერ დღეს, ოჯახში ტრაგედია დატრიალდება. ბარში, ღამის რიგით წვეულებაზე, ბიძაშვილ ზეინეპთან ერთად წასული ზაფერის ქალიშვილი, უგზოუკვლოდ გაუჩინარდება. გამოძიება მალე გაარკვევს სიმართლეს ამ ოჯახის ყველა წევრზე და მათ სახეებიდან ნიღბებს ჩამოხსნის...
ჩართვა
სერიალი: დაკარგული (ქართულად) / Seriali Dakarguli qartulad / Kizim Nerede? (2010)
სერიალი: დაკარგული (ქართულად) / Seriali Dakarguli qartulad / Kizim Nerede? (2010)
ნაყურებია 51 796
სერიალი
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2010
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ერსოი გიულერი
როლებში: ეჯე უსლუ, ჰუსეინ ავნი დანიალი, ბურაკ ჰაკი, ოზგე გიურელი, ერდი ბოლატი, ნიჰან ბალიალი,იონჯა ჯევჰერ ენელი, თოლგა სავაჯი, ქიამილ გიულერი, სოიდან სოიდაში

მოკლე აღწერა: ზაფერი წარმატებული მეწარმეა, რომელიც კომფორტულად ცსოვრობს თავის ოჯახთან ერთად. ერთ მშვენიერ დღეს, ოჯახში ტრაგედია დატრიალდება. ბარში, ღამის რიგით წვეულებაზე, ბიძაშვილ ზეინეპთან ერთად წასული ზაფერის ქალიშვილი, უგზოუკვლოდ გაუჩინარდება. გამოძიება მალე გაარკვევს სიმართლეს ამ ოჯახის ყველა წევრზე და მათ სახეებიდან ნიღბებს ჩამოხსნის...
ჩართვა
რეისი / Reis (2011)
რეისი / Reis (2011)
ნაყურებია 7 787
სერიალი
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2011
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: სადულაჰ ჯელენი
როლებში: მეჰმეთ აქიფ ალაქურთი, მელისა სიოზენი, შიუქრან ოვალი, შებნემ დოგრუ, მერაი იულგენი, თოლგა თექინი, ლურან აჰმეთი, ელიე სონმეზი, შებნემ დილიგილი, მერთალი მერაი...

მოკლე აღწერა: ოდესღაც ძმებმა საყვარელი საოჯახო საქმე წამოიწყო. ისინი თავისი ნავით ყოველდღიურად გადიოდნენ ზღვაზე და თევზს იჭერდნენ, შემოსავლით კი - ორივე ოჯახი ახერხებდა თავის გატანას. მაგრამ, მოცემული დროისთვის, მათ უკვე მიტოვებული ჰქონდათ ეს საქმიანობა, თევჭერით კი იუნუსი, ერთ-ერთი ძმის შვილი იყო დაკავებული. მურათი კი, მეორე ძმის შვილი, ყოველთვის ავიაპილოტობაზე ოცნებობდა. იუნუსს ბიზნესი ვერ წაუვიდა და მის დასახმარებლად მურათი მოემართება, რომელმაც პილოტის კარიერა შესწირა მამისა და ძმის ბიზნესის გადარჩენას...
ამ მომენტისთვის იზმირში მშვენიერი აიშე ცხოვრობს, რომელიც სტამბულში ვოიაჟისას საშინელ ავარიაში მოჰყვა და მარტოდმარტო აღმოჩნდა შეუბრალებელი ზღვის სტიქიის წინაშე. გოგონა არ დაიბნა და დახმარების სიგნალის გაგზავნა მოახერხა, რომელიც ბოსფორის ყურეში მოცურავე ძმების თევზსაჭერმა გემმა მიიღო და აიშე სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს...
ჩართვა
აბდინის სასახლე / Saraya Abdeen
აბდინის სასახლე / Saraya Abdeen
ნაყურებია 2 853
სერიალი
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2014
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: ამრუ არაფა
როლებში: საფა ალთუქი, ალა მურსი, ომარ მუსტაფა მეთუალი, აიმან ალშუი, აჰმად ჰაფში, გადა ადელი, სალაჰ აბდალა...
IMDB: 6.8

მოკლე აღწერა: სერიალის მთავარი გმირი - ისტორიული პიროვნება - ეგვიპტის ქჰედივია. ის გახლდათ იბრაჰიმ-ფაშას შვილი და ცნობილი მეჰმეთ-ალის შვილიშვილი. ისმაილმა ეს ტიტილი სულთნისგან მემკვიდრეობით მიიღო ოსმალეთის იმპერიაში, რათა სხვა მმართველებზე მაღლა წარმოჩენილიყო. მან ეგვიპტის ფინანსურ დამოუკიდებლობას მიაღწია და სასამართლო რეფორმა ჩაატარა. მალე საფინანსო რეფორმამ კრახი განიცადა და სახელმწიფო გააბანკროტა... სიუჟეტი სამეფო ოჯახის ცხოვრების ფონზე იშლება. ისმაილ-ფაშას ირგვლივ მრავალი შეთქმულება და ინტრიგა ვითარდება. მან უნდა მოაწესრიგოს: აქეთ - ცოლებსა და დედამისს შორის ურთიერთობები, იქით - კონკურენტებსა და იმ მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულებანი, რომელთაც ხელი მიუწვდებათ ქჰედივის საიდუმლო დოკუმენტებზე...
ჩართვა
პატარა ქალბატონი / Kucuk Hanımefendi
პატარა ქალბატონი / Kucuk Hanımefendi
ნაყურებია 11 023
სერიალი
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2006
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: ოზერ ქიზილთანი
როლებში: ჯანსუ თოსუნი, ბარიშ ბაგჯი, არსენ გიურზალი, დერია ალაბორა, ბაიაზით გიულერჯანი, ქაზიმ აქშარი...
IMDB: 4.5

მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ნერიმანმა, საუბედუროდ ადრეულ ასაკში იგემა დანაკარგით გამოწვეული ტკივილი, მაგრამ გოგონა სიცოცხლით ტკბობას განაგრძობს და არაფრით არ ნებდება მწუხარებას. როცა წამოიზარდა, ის მშვენიერ ლამაზმანად გადაიქცა და მამრთა ყურადღების ობიექტიც გახდა. ნერიმანს ძალიან მოსწონს სიმპათიური ომერი და გოგონა მასზე ბავშვობიდანვე ოცნებობს...
მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ვაჟი საკმაოდ უფროსია მასზე და ერთხელ დაქორწინება უკვე მოასწრო კიდეც. ამ ქორწინებიდან მას მომხიბვლელი ქალიშვილები დარჩა. ნერიმანს მემკვიდრეობით საგრძნობი ქონება უნდა ერგოს, ომერს კი - ბიზნესი ხელიდან ეცლება... გაკოტრებას რომ გადაურჩეს, ომერი არ არის წინააღმდეგი ცოლად შეირთოს ნერიმანი, თუმცა, კაცის გულს კვლავ ყოფილი მეუღლე იკავებს...
ჩართვა
მაჰმუთი და მერიემი / Mahmut ile Meryem
მაჰმუთი და მერიემი / Mahmut ile Meryem
ნაყურებია 5 469
სერიალი
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2013
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: მეჰმეთ ადა ოზთექინი
როლებში: არას ბულუთ იინემლი, ევა დედოვა, მელაჰეთ აბბასოვა, პოლათ ბილგინი, მეჰმეთ სევიქი, შამილ სულეიმანოვი, საფაქ ბასქაია...
IMDB: 5.6

მოკლე აღწერა: სერიალში წარმოდგენილია XVI საუკუნის აზერბაიჯანული სეფიანთა სამეფოს შექმნისა და ფორმირების მოვლენები. სეფიანები ირანის შაჰთა დინასტია იყო, რომლებიც XIV ს-ის დასაწყისში არდებილს, აზერბაიჯანის ირანიულ პროვინციას განაგებდნენ და იგი, 1502 წლიდან 1722 წლის ჩათვლით, აქ-ქოიუნლუს სახელმწიფოს ერთიანი ირანის შემადგენლობაში შედიოდა. ამ ისტორიული მოვლენების ფონზე, ვითარდება აზერბაიჯანელი ხანის ვაჟის მაჰმუთისა და ქრისტიანი მღვდლის ქალიშვილის მერიემის ტრაგიკული სიყვარულის ამბავი და მათ შორის ჩამოვარდნილი რთული ურთიერთობები, რომლებიც ასობით შეკითხვას სვამს, რაც პასუხგაუცემელი რჩება...
ქართულად
ჩართვა
დაფლეთილი / Dafletili / Paramparça (2014)
დაფლეთილი / Dafletili / Paramparça (2014)
ნაყურებია 24 083
სერიალი
ქვეყანა:  თურქეთი
წელი:  2014
ჟანრი:  დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: ჯევდეთ მერჯანი
როლებში: ნურგიულ ეშილჩაი, ერქან პეთეკაია, ჯემალ ჰიუნალი, ნურსელ ქიოზე, თოლგა თექინი, გიუნეშ ემირი, ბურაქ თოზქოფარანი, ალინა ბოზი, ლეილა თანლარი, ასლიჰან ქაფანშაჰინი...

მოკლე აღწერა: ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც გიულსერენი ჰქვია, სტამბოლში გაიზარდა. მას კარგი სახლი და საყვარელი სამსახური აქვს. ერთხელ გოგონა ლამაზ ახალგაზრდა მამაკაცს შეხვდება. მას ჯიჰანი ჰქვია. იგი ძალიან მდიდარი კაცია და რამდენიმე ელიტური რესტორნის მფლობელი. წყვილს დანახვისთანავე მოეწონათ ერთმანეთი. მაგრამ, ერთობლივი ბედნიერების მოპოვების გზაზე, მათ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავთ: მტრები და შურიანები, მუხანათი მეგობრები და ბევრი სხვადასხვა ჯურის ნაგავი ადამიანები...
ჩართვა
Menekshe da halili / მენეკშე და ჰალილი (ყველა სერია)
Menekshe da halili / მენეკშე და ჰალილი (ყველა სერია)
ნაყურებია 20 568
სერიალი
რუსულად
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2007
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: Atilla Cengiz, Uluç Bayraktar
როლებში: კივანჩ ტატლიტუგი, Sedef Avci,მურატ დალტაბანი, Küçükçetin,ბილალ ილმაზი, Caner Candarli,მეხმეტ სევიკი, Nergis Çorakçi, Yildiz Kültür, Ekin Türkme
IMDB: 5.9

მოკლე აღწერა: სერიალის გადაღებები მიმდინარეობდა თურქეთსა და გერმანიაში. სერიალის გმირი 20 წლის მენეკშე, თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს თურქეთში და გულანთებულია ახალგაზრდა მამაკაცის, ჰალილის სიყვარულით. წყვილი ბედნიერად გრძნობდა თავს მანამ, სანამ საქმეში არ ჩაერია მენეკშეს მამა. მას სურს ქალიშვილი გოგონასთვის უცნობ მუსტაფას მიათხოვოს. ქორწილი შედგა, რასაც შემდეგ მოვლენების დრამატულად განვითარება მოჰყვა...
ჩართვა
ალუბლის სეზონი / Kiraz Mevsimi (2014)
ალუბლის სეზონი / Kiraz Mevsimi (2014)
ნაყურებია 11 451
სერიალი
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2014
ჟანრი: მელოდრამა, კომედია
რეჟისორი: ედა თექსოზი, ფილიზ გულმეზ რაქმანი
როლებში: ოზგე გიურელი, სერქან ჩაიოღლუ, ნილფერი საჰინქაია, დაგჰან ქულგეჩი, ნიჰალ ისიქასაჩანი, მეჰთი არას აიდინი, ფატმა თოლთაქი, სერქან ბორექუმეზი, ჰაკან ჩიმენსერი...
IMDB: 6.8

მოკლე აღწერა: სერიალის მთავარი გმირი ახალგაზრდა, მშვენიერი გოგონაა, რომელსაც ოიქიუ ჰქვია. ჯერ კიდევ ბავშვობაში, მას ჩუმად მეთე უყვარდა. იმდენად ძლიერი იყო ეს სიყვარული, რომ გოგონას ვაჟის დანახვაზე გული საგულედან უვარდებოდა და ელეთმელეთი მოსდიოდა. ეს პროცესი უფრო ძლიერდებოდა იმის გამო, რომ ბიჭი მას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. ბიჭი ურო მეტად მისი მეგობარი გოგონათი, შეიმეთი იყო გატაცებული. არავინ იცის ამ სამკუთხედი სიყვარულის ისტორია რა შედეგებით დასრულდებოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ბედისწერას ოიქიუ აიაზთან რომ არ შეეხვედრებინა.
ეს ახალგაზრდა კაცი მეთეს სამსახურის კოლეგა იყო და ერთხელ, ოიქიუ და აიაზი ერთმანეთს შეხვდნენ. ეს შეხვედრა მათ ცხოვრებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან გოგონა უკვე დანამდვილებით მიხვდა, თუ რა იყო ნამდვილი სიყვარული...
ქართულად
ჩართვა
ბოშა ქალი / Bosha Qali Yvela seria (2010)
ბოშა ქალი / Bosha Qali Yvela seria (2010)
ნაყურებია 83 006
სერიალი
ქვეყანა:  თურქეთი
წელი:  2010
ჟანრი:  დრამა, კომედია, მუსიკალური
რეჟისორი: ჯევდეტ მერჯანი
როლებში: ტუბა ბუიუკუსტუნი, ჯანსუ ელჯინი, ანურ საილაკი, აიდა აკსეი, ილჰან სესენი, უმუტ ქურთი, იასემინ კონკა, გიუნაი კარაკაოღლუ, იუნალ სილვერი, ევრი ალასია.

მოკლე აღწერა: წარმატებული მუსიკოსი მურატი 30 წლისაა. ის მუსიკის მასწავლებლად მუშაობს. სტამბულში მცხოვრები მურატის ნათესავები მდიდარი და ცნობილი ადამიანები არიან. მურატი წლების მანძილზე იმყოფებოდა საზღვარგარეთ სამუშაოდ, ბოლოს კი, სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. ერთხელ მგობართან სეირნობისას იგი შეხვდება ლამაზ, მომხიბვლელ გოგონას, რომელიც ძალიან მოეწონება. გოგონას კარგი მუსიკალური ხმა აღმოაჩნდება, მურატი ცდილობს იგი ვარსკვლავად გადააქციოს...
რუსულად
ჩართვა
არასოდეს დაგივიწყებ / Arasodes Dagiviwyeb (2013-2014)
არასოდეს დაგივიწყებ / Arasodes Dagiviwyeb (2013-2014)
ნაყურებია 27 481
სერიალი
ქვეყანა:  თურქეთი
წელი:  2013-2014
ჟანრი:  დრამა, მელოდრამა, კრიმინალი, თურქული სერიალი
რეჟისორი: მეთინ ბალექოღლუ
როლებში: შერჰან იავაში, ირექ ქარაპინარი, ტოლგა გიულეჩი, მელთემ მირალოღლუ, ემელ გიოქსუ, ერქან აიდარი, იოზგე კორკმაზი ...
IMDB: 3.3

მოკლე აღწერა: ომერი ბოზბეილერების ოჯახის უფროსი ვაჟია. ის მარდინში დაიბადა, მაგრამ აღიზარდა და განათლება მიიღო სტამბულში. აქვე განაგრძო მან თავისი კარიერა. ერთხელ მან სტამბულში ლეილა გაიცნო, რომელიც მაშინვე სიგიჟემდე შეუყვარდა. წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ ომერის მშობლებს ამ საკითხთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები აქვთ... ომერის დედ-მამას თავისი ვაჟი მრავალწლიანი მტრის შემოსარიგებლად, მათ ქალიშვილ დიჩლეზე სურთ დააქორწინონ...
ჩართვა
დღე, როცა დაიწერა ჩემი ბედისწერა / Кaderimin Yazildigi Gun (2014)
დღე, როცა დაიწერა ჩემი ბედისწერა / Кaderimin Yazildigi Gun (2014)
ნაყურებია 23 616
სერიალი
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2014
ჟანრი: მელოდრამა, რომანტიული
რეჟისორი: ატილ ინაჩი, ულაშ ინაჩი
როლებში: ოზჯან დენიზი, ჰატიჯე შენდილი, ბელომ კიუტუკი, დილან ჩიჩეკ დენიზი, გიურბეი ილერი, მეთინ ჩექმეზი, გიულ ონათი, ჰაკან მერიჩლილერი...

მოკლე აღწერა: ანტაკაში იორიუკჰანების ჩვეულებრივი ოჯახი ცხოვრობს. სერიალის მთავარი გმირი გოგონა ამ ოჯახიდან არის. ის გაიცნობს ყმაწვილს, რომელთანაც ერთად მრავალი განსაცდელის გადატანა და ცხოვრების სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. რაცშეეხება ბიჭს, მიუხედავად წარმატებებისა, მისი ყოფა ერთფეროვანი და მოსაწყენი იყო. გოგონას გაცნობის შემდეგ, რადგანაც ვაჟს მასზე ზრუნვა ხშირად უწევს, ცხოვრება უფრო დინამიური და საინტერესო შეიქნა... მათ სიყვარულს წინ დიდი სიძნელეები ელოდება!..
ჩართვა
ჩემი სამყარო / Benim Dünyam (2013)
ჩემი სამყარო / Benim Dünyam (2013)
ნაყურებია 7 274
რუსულად
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2013
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: უურ იუჯელი
როლებში: ბერენ საატი, უურ იუჯელი, აიჩა ბინგიოლი, ტურგაი კანტიურკი, ხაზარ ერგიუჩლუ, იასემინ კონკა
IMDB: 7,4

მოკლე აღწერა: გოგონა სახელად ელა ადრეულ ასაკში გადაიტადა მძიმე ავადმყოფობის და შედეგად დაკარგა მხედველობა და სმენადა. სამყაროს აღქმა ადამიანის მიერ, რომელიც არა მხოლოდ ყრუ და ბრმაა, არამედ არანაირ წარმოედგენა არ აქვს ამ ქვეყნიერებაზე…
ჩართვა
ნარჩიტა / seriali narchita yvela seria
ნარჩიტა / seriali narchita yvela seria
ნაყურებია 13 843
სერიალი
ქვეყანა:  თურქეთი
წელი:  2013
ჟანრი:  დრამა, მელოდრამა, ისტორია
რეჟისორი: ჩაგან ირმაკი, დოგან იუმიტ კარაჯა
როლებში: ფახრიე ევჯენი, ბუკარ ოზჩივიტი, პინარ ქაგლარ გენთურქი, დენიზ ქელილოღლუ, გიუნეს ხაიატი, ებრუ ჰელვაჩიოღლუ
IMDB: 6.8

მოკლე აღწერა: 5 წლის ფერიდეს დედა გარდაეცვალა. მამა სწრაფად გაიწვიეს სავალდებულო სამსახურში, რის გამოც ის იძულებული შეიქნა პატარა გოგონა პანსიონისთვის მიებარებინა. ამის შემდეგ მას მამა არ უნახავს, რადგანაც ისიც გარდაიცვალა. არდადეგებზე ფერიდე დეიდას და დეიდაშვილებს სტუმრობდა.
გავიდა დრო. ობოლი გოგონა წამოიზარდა და ყველას ანცვიფრებდა ტავისი სილამაზითა და მომხიბვლელობით. ყმაწვილები მას ყურადღებით ექცეოდნენ, მაგრამ ფერიდე რაღაცნაირი შიშით იყო შებყრობილი...
ჩართვა
ეს ჩემი ცხოვრებაა / O Hayat Benim (2014)
ეს ჩემი ცხოვრებაა / O Hayat Benim (2014)
ნაყურებია 16 593
სერიალი
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2014
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: მერვე გირგინი
როლებში: ეზგი ასაროღლუ, ქერემ სემი, სინან ალბაირაკი, იოსიმ ჯერენ ბოზოღლუ, თურგაი აიდინი, ალთან გიუნბაი, დიდემ ინსელელი, შან ბინგიოლი, გიულსენ ტუნჯერი...

მოკლე აღწერა: ორ ახალგაზრდას ერთმანეთი უყვართ და ქორწილისთვის ემზადებიან. გოგონას მამა კი, ამის წინააღმდეგია. მალე გოგონა გაიგებს, რომ შეყვარებულისგან დაორსულებულია და საშინელ მდგომარეობაში ჩავარდება. ის გამოწვევაზე მიდის და ბავშვს შობს. ბიჭს ბაჰარი დაარქვეს. დაბადებისთანავე ბაჰარი პროვინციაში გაგზავნეს, სადაც ის გაიზარდა კიდეც. როცა ბიჭუნას 12 წელი შეუსრულდა, მან გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, თავისი მშობლები ეპოვნა. მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ უზარმაზარი სიმდიდრის ერთადერთი მემკვიდრეა, რაც მალე მის ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის...