რუსული სერიალები

ჩართვა
ფერფლი / Пепел (2013)
ფერფლი / Пепел (2013)
ნაყურებია 6 831
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2013
ჟანრი: საომარი, ისტორიული
რეჟისორი: ვადიმ პერელმანი
როლებში: ვლადიმირ მაშკოვი, ევგენი მირონოვი, ელენა ლიადოვა, სერგეი გარმაში, ჩულპან ხამატოვა, ანდრეი სმოლიაკოვი, პიოტრ მამონოვი, ვლადიმირ გოსტიუხინი, ირინა რაზანოვა, სერგეი ჭონიშვილი...
IMDB: 7.5

მოკლე აღწერა: სერიალის სცენარს საფუძვლად დაედო, რეალური პიროვნების ისტორია, რომელსაც არსენი ერქვა. ის რა დროსაც ერთი ღერი სიგარეტის მოწევას ანდომებდა, იმ დროში, ნებისმიერი სირთულის სეიფი გახსნას ახერხებდა. დანაშაულის ადგილზე არსენი მხოლოდ მოწეული სიგარეტის ფერფლს ტოვებდა, რაც მისი სავიზიტო ბარათი იყო...
ჩართვა
მოღალატე / Предатель (2012)
მოღალატე / Предатель (2012)
ნაყურებია 3 034
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2012
ჟანრი: კრიმინალური
რეჟისორი: სტანისლავ ტიტარენკო
როლებში: რომან პოლიანსკი, ელენა რადევიჩი, დენის სინიავსკი, ანდრეი რებროვი, დმიტრი სუტირინი, სერგეი კოლოსი, ანატოლი ჟურავინი, ანა არეფიევა, იაკოვ შამშინი, ოლეგ კულიკოვიჩი...

მოკლე აღწერა: ოპერმუშაკ იგორს სთხოვენ დახმარებას კრიმინალური ავტორიტეტის ციხიდან განთავისუფლებაში, რისთვისაც ის ამ საქმის მოსაგვარებლად საგამოძიებო ბრიგადაში მონაწილეობას დათანხმდა. მთავარი გამომძიებელი ძალიან პრინციპული და უშიშარი ახალგაზრდა გოგონა ოლგა ბარანცევა აღმოჩნდა. მას ვერაფერზე მოელაპარაკები. მისი ნდობის მოსაპოვებლად იგორს ძალიან ფრთხილად და მსუბუქად მოუწევს მუშაობა. რაღაც მომენტში ის მიხვდება, რომ ეს გოგონა მისთვის ბევრს ნიშნავს და არა მარტო სამსახურისთვის. ბედი მას არჩევანის წინაშე დააყენებს...
ჩართვა
სიყვარულის ერთი ღამე / Одна ночь любви (2008)
სიყვარულის ერთი ღამე / Одна ночь любви (2008)
ნაყურებია 2 402
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2008
ჟანრი: მელოდრამა, ისტორიული
რეჟისორი: მიხაილ მოკეევი, ბორის რაბეი, მარიანა ავთანდილოვა
როლებში: სვეტლანა ივანოვა, ალექსანდრ კონსტანტინოვი, ელენა კუტირევა, ელენა ბონდარჩუკი, დმიტრი ვოლკოვი, ანა ზდორი, ტატიანა კაზიუჩიცი...

მოკლე აღწერა: სერიალი მოგვითხრობს გოგონა საშა ზაბელინაზე, რომელიც გაღატაკებული კეთილშობილთა ოჯახიდანაა. 18 წლის საშა მამასთან ერთად ქალაქის გარეუბანში მამულს ტოვებს და სანკტ-პეტერბურგში გადადის საცხოვრებლად... აქ მას სიყვარული და განშორება, საიდუმლოებები და ღალატი, დაკარგული შესაძლებლობები და ცხოვრებისეული თავგადასავლები ელოდება...
ჩართვა
პანდორა / Пандора (2011)
პანდორა / Пандора (2011)
ნაყურებია 2 326
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2011
ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი
რეჟისორი: დმიტრი პეტრუნი
როლებში: ანატოლი ბელი, დმიტრი კომოვი, ანტონ პამპუშნი, ანდრეი კოზლოვი, ეკატერინა ვოლკოვა, ოლგა არნტგოლცი...

მოკლე აღწერა: საშინელი შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცს მთლიანად თავისი სახის შეცვლა მოუწია. აქ მთავარი არა მარტო პლასტიკური ოპერაცია იყო, არამედ სხვა გარემოებებიც. ამ დღიდა,ნ მან წარსული ცხოვრების შესახებ ყველაფერი უნდა დაივიწყოს. უნდა დაეუფლოს ახალ უნარ-ჩვევებსა და ჟესტებს... მაგრამ, მან დაარღვია მთავარი პირობა: ახალგაზრდა საკუთარ წარსულს დაუბრუნდა და გადაწყვიტა დაესრულებინა ის, რაც დაიწყო...
ჩართვა
პანტერა / Пантера (2007)
პანტერა / Пантера (2007)
ნაყურებია 2 382
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2007
ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი
რეჟისორი: მიხაილ შევჩუკი
როლებში: ეკატერინა ვილკოვა, იური სისოევი, ვლადისლავ დემინი, სერგეი ჟურაველი, პროხორ ზიკორა, იულია კადუშკევიჩი, ჯულიეტა გერინგი, ანდრეი კარაკო, ოლგა ფადეევა...

მოკლე აღწერა: მარია ის გოგონაა, რომელიც მრავალ ღირსებას ატარებს. იგი ლამაზია, მომხიბლავია და სრულფასოვნად ფლობს აღმოსავლური ორთაბრძოლის ხელოვნებას. მას როგორც გარეულ კატას, ისე შეუძლია თავდასხმაცა და თავდაცვაც. თუკი მისთვის ახლობელი ადამიანი გასაჭირშია, ის სადაც არ უნდა იყოს, იპოვის მას და გადაარჩენს. ამის გამო, მას „ავაზა“ შეარქვეს...
ჩართვა
ბიკი და შპინდელი / Бык и Шпиндель (2015)
ბიკი და შპინდელი / Бык и Шпиндель (2015)
ნაყურებია 2 082
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2015
ჟანრი: დეტექტივი, კომედია
რეჟისორი: ანატოლი არტამონოვი
როლებში: იგორ ლიფანოვი, ვლადიმირ ზაიცევი, ნატალია გუდკოვა, ალეკსანდრ მელნიკი, ოლეგ შევჩუკი, ვლადიმირ პიტეროვი...

მოკლე აღწერა: სასჯელის მოხდის შემდეგ, წარუმატებელი ქურდი, მეტსახელად შპინდელი მშიბლიურ პრიმორსკში ბრუნდება. აქის ის შეხვდება თავის დაუძინებელ მტერს გამომძიებელ ბიკს. ბიკმა შპინდელი რამდენიმე წლის უკან გაგზავნა გისოსებს მიღმა. მართალია, თავად ბიკი ორგანოდან დიდი ხანია გამოაგდეს და ახლა ის განცალკევებულად ცხოვრობს ძველ აგარაკზე. აგარაკის მახლობლად შპინდელი დასახლდა. ეს არ მოეწონა ბიკს, მაგრამ ნასიამოვნები დარჩა ჭკუამხიარული ვასილი, რომელიც, როგორც კი ამის საშუალება მიეცემა, სულ დასცინის მეზობლებს. ამასთან, ორთავეს მოსწონს გამყიდველი ზოია...
ჩართვა
ადვილია იყო ახალგაზრდა? / Легко ли быть молодым? (2015)
ადვილია იყო ახალგაზრდა? / Легко ли быть молодым? (2015)
ნაყურებია 1 968
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2015
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ალეკსანდრ ნაუმოვი, ალეკსეი სურკოვი
როლებში: მიშელ მოსტიანი, იანა ენჟაევა, ვლადისლავ გუტოვი, ელიზავეტა კონონოვა, ანდრეი კრიჟნი,დარია სკლიაროვა, არტიომ ბოტოვი, ვალრია ტერეხინა, ალეკსანდრ ბოსტანიდი, ვალენტინ იუნინი...

მოკლე აღწერა: ადვილია იყო ახალგაზრდა? ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის კითხვაა, რომელსაც ყოველი ადამიანი უნდა ჩაუფიქრდეს. განა დიდები არ ფიქრობენ ასე - რომ თანამედროვე ახალგაზრდობას უმნიშვნელო პრობლემები აწუხებს, რომლებიც ფიქრად და მსჯელობადაც არ ღირს. საქმე იმაშია, რომ უფროსკლასელები იმდენ ცოდნასა და გამოცდილებას ვერ ფლობენ, როგორც მათი მშობლები. ამიტომაც ახალგაზრდებს თავიანთი პრობლემები გადაუჭრელად მიაჩნიათ. აქედან წარმოიშვება ხოლმე მათი იმპულსური ქმედებებიც. მათგან ვიღაც ნებისმიერ ვითარებაში მოქმედებს და აგვარებს საკითხებს, ვიღაც კი - მხრებს ჩამოჰყრის და დეპრესიას ნებდება...
ჩართვა
მამები / Папаши (2012)
მამები / Папаши (2012)
ნაყურებია 2 179
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2012
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ლეონიდ მაზორი
როლებში: რომან მადიანოვი, სერგეი გაზაროვი, ნატალია ნიძრინა, ტატიანა დოგილევა, ირინა ბიაკოვა, დმიტრი მუხამედოვი, ვალერი აფანასევი...

მოკლე აღწერა: ინიკენტი ბოჩკინი ციხიდან გამოდის. მას 20 წელი უსამართლოდ მიუსაჯეს. კაცი ცდილობს უკვე გაზრდილ თავის გოგონას დაუახლოვდეს, რომელსაც ნასტია ჰქვია. ნასტიას მილიციის ვიცე პოლკოვნიკი ვასილი ტუჩკოვი ზრდიდა. ის იძულებული შეიქნა თადარიგში გასულიყო იმის გამო, რომ მაქინაციებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მოხერხებული ბოჩკინი, თავისი ბრწყინვალე ავანტიურის წყალობით, არა მარტო ჩაუსახლდა ტუჩკოვს, არამედ მისი დაც შეაბა და მასთან სასიყვარულო ურთიერთობები გააჩაღა...
ჩართვა
მამა სოფიასთვის / Папа для Софии (2014)
მამა სოფიასთვის / Папа для Софии (2014)
ნაყურებია 1 991
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: სერგეი ლიალინი
როლებში: ალეკსანდრ ხვაშჩინსკი, კარინა ანდოლენკო, გლაფირა ტარხანოვა, ოლგა ოსტოუმოვა, ალეკსანდრ დიაჩენკო, ალიონა ივჩენკო, ალა მუზალიოვა, ლიუბავა გრეშნოვა...

მოკლე აღწერა: ვარიას ცხოვრებაში სიხარულს მცირეოდენი ადგილი უკავია. სამუშაო დღეები ერთმანეთს ჰგავს, არ არსებობს სიყვარული და ახალგაზრდობაც გადის... გოგონა უკვე არც კი ელოდება ცვლილებებს. მაგრამ, ერთხელაც ვარიას ბედი იგორს შეყრის...
ჩართვა
პენელოპა / Пенелопа (2013)
პენელოპა / Пенелопа (2013)
ნაყურებია 2 476
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2013
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: ოლგა პერუნოვსკაია
როლებში: ლიუბა ბახანკოვა, ილია ალეკსეევი, ალეკსეი იანინი, სერგეი მუხინი, ლიუდმილა ნილსკაია, ლევან მსხილაძე, პაველ ნოვიკოვი, ტიმოფეი სმირნოვი, ვალენტინ სამოხინი, ლეილა კირილოვა...

მოკლე აღწერა: ალიონკა კეთილი და ლამაზი გოგონაა. ის აეროპორტში მუშაობს დამხარისხებელად. გოგონა მარტოხელაა. ეს იმის გამოა, რომ ყურადღებას არ აქცევს ადგილობრივ ბიჭებს და დიდი სიყვარულის მოლოდინშია... და აი, ივანიც გამოჩნდა. ის ხომალდით მოცურდა... მშვენიერია, როგორც პრინცი. ივანი ხომალდის კაპიტნის თანაშემწეა. მის დანახვაზე „პენელოპე“ - ალიონა, თავს ჰკარგავს. გოგონამ დაიჯერა ზღაპარი, რომ სახელდობრ ივანი იყო მისი ცხოვრების თანამგზავრი...
ჩართვა
ორსულობის ტესტი (ქართულად) / Тест на беременность / rusuli seriali orsulobis testi (qartulad)
ორსულობის ტესტი (ქართულად) / Тест на беременность / rusuli seriali orsulobis testi (qartulad)
ნაყურებია 7 912
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2015
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: მიხაილ ვაინბერგი
როლებში: სვეტლანა ივანოვა, კირილ გრებენშჩიკოვი, დანილა დუნაევი, ანსა კამენკოვა, ტატიანა რასსკაზოვა, ალეკსანდრ იაცკო, ლიანკა გრიუ, ოლგა ბელინსკაია...

მოკლე აღწერა: ნატალია გინეკოლოგიური საექსპერიმენტო ცენტრის ხელმძღვანელად დანიშნეს. ახალი კოლექტივის გაცნობა არც მთლად თბილად მიმდინარეობს, რადგან ის არ მოეწონათ. ყველას კარგად ესმის, რომ ის ღვთისგან მოვლენილი ექიმია, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, მაგრამ ნატალია ძალაუფლების მოყვარე, ძალიან რთული, მომთხოვნი და მძიმე ხასიათების უფროსია... იგი მაინცდამაინც არ აქცევს ყურადღებას იმას, რომ მას ახლა, კლინიკაში თაყვანისმცემლებთან ერთად მტრებიც გამოუჩნდა, რადგან კარგა ხანია რთულ ცხოვრებას ეწევა და ასეთი წვრილმნები ქალზე გავლენას ვერ ახდენს...
ჩართვა
გადამფრენი ფრინველები / Перелетные пташки (2015)
გადამფრენი ფრინველები / Перелетные пташки (2015)
ნაყურებია 2 525
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2015
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: იგორ ნურისლამოვი
როლებში: ინგა სტრელკოვა-ობოლდინა, ნატალია ვარფოლომევა, ელიზავეტა ვასილევა, იან ცაპნიკი, ალეკსანდრ ბოლშაკოვი, ტატიანა პოლონსკაია, ნატალია შჩერბაკოვა, იგორ ვლასოვი...

მოკლე აღწერა: ვერონიკა სტილისტად მუშაობს. ის დღევანდელი დღით ცხოვრობს და სიხარულით ეგებება ცვლილებებს. როცა პირად ცხოვრებაში რაიმე პრობლემა ექმნება, ის საცხოვრებელ ადგილს იცვლის. ქალი ჩემოდანზე ცხოვრებას მიეჩვია. მაგრამ, მის გოგონებს ისე სურთ ოჯახური სიმშვიდე და სიმყუდროვე... ამასთან, მამაც სჭირდებათ...
ჩართვა
კუნძულები / Острова (2015)
კუნძულები / Острова (2015)
ნაყურებია 2 102
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2015
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: იგორ ნურისლამოვი
როლებში: ელენა ნიკოლაევა, იულია შუბარევა, როსტისლავ ბერშაუერი, რუსლან ბარაბანოვი, ანა დონჩენკო, ნატალია ტკაჩენკო, იგორ ვუკოლოვი...

მოკლე აღწერა: ტანია უბრალო, მოკრძალებული გოგონაა. ის მკერავად მუშაობს და სურს შორეულ ტროპიკულ კუნძულებზედაისვენოს, მაგრამ მას პატარა ხელფასი აქვს, რომელიც თავის გასატანად ძლივს ჰყოფნის. საიდან უნდა იშოვოს გოგონამ ფული, რომელიც მას ოცნების შესრულებაში დაეხმარება? ალბათ ყველაფრის ეკონომიის საფუძველზე?..
ჩართვა
ჯიქი და გორგალი / Барс и Лялька (2015)
ჯიქი და გორგალი / Барс и Лялька (2015)
ნაყურებია 2 337
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2015
ჟანრი: დეტექტივი
რეჟისორი: ნიკოლაი შჩერბაკოვი
როლებში: ვლადიმირ ეპიფანცევი, დმიტრი შევჩენკო, ტატიანა კაზიუჩიცი, ევგენი ბერეზოვსკი, ივან შიბანოვი, მიხაილ პავლიკი, დანილა იაკუშევი, ელენა ბირიუკოვა, ალეკსანდრ ლევინ...

მოკლე აღწერა: არინა შემოქმედებით კრიზისშია. ის მწერალია, მაგრამ ბოლო დროს მისი ისტორიული რომანი პოპულარობით არ სარგებლობს. არინა შეყვარებულმა მიატოვა და ის უსახლკაროდ დარჩა. გოგონა იძულებული გახდა გამომცემლის წინაშე თავი დაემცირებინა და სამუშაი ეთხოვნა. მაგრამ, თემა რომელიც მან შესთავაზა მწერლისთვის საჩოთიროა. არინამ წიგნი უნდა დაწეროს ყოფილ სპეცრაზმელზე, რომლის ფსევდონიმია „ჯიქი “...
ჩართვა
ბოცმანი თოლია / Боцман Чайка (2015)
ბოცმანი თოლია / Боцман Чайка (2015)
ნაყურებია 1 850
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2015
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ვიაჩესლაც ზლატოპოლსკი
როლებში: დმიტრი ხარატიანი, არმენ ჯიგარხანიანი, ადა როგოვცევა, ნონა გრიშაევა, ირინა ალეკციმოვა, ტატიანა დოგილევა, მარია პოროშინა, კსენია რაპოპრტი, კრისტინა ბაბყშკინა...

მოკლე აღწერა: ბოცმან „თოლიას“ ზღვის გარეშე ვერ წარმოუდგენია თავისი ცხოვრება. ოჯახი მას არ შეუქმნია - ნაპირზე არც მეუღლე ელოდება და არც ბავშვები. მაგრამ, თვითდარწმუნებულ ბერბიჭასა და ქალთა სქესის დიდად მოყვარულს, ასეთი ტვირთი ნამდვილად არ სჭირდება. და აი, მორიგი რეისის შემდეგ, იგი მშობლიურ ჰავანაში - პატარა ზღვისპირა ქალაქში ბრუნდება, სადაც დაიბადა და აღიზარდა. აქ ის გარკვეულ დროს გაატარებს მორიგი რეისის მოლოდინში...
ჩართვა
შემოდგომის სიყვარულის მელოდია / Осенняя мелодия любви (2013)
შემოდგომის სიყვარულის მელოდია / Осенняя мелодия любви (2013)
ნაყურებია 2 248
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2013
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: ალეკსანდრ კოპეიკინი
როლებში: სერგეი იუშკევიჩი, ეკატერინა მოლოხოვსკაია, ირინა სანოტოვა, პოლინა ფილონენკო, ალეკსანდრ ჩევიჩელოვი, გალინა საზონოვა, ვადიმ ანდრეევი, ანდრეი ეგოროვი...

მოკლე აღწერა: ნინა 45 წლის ქალბატონია. მას ჰყავს საყვარელი მეუღლე, გათხოვილი ქალიშვილი ნატაშა და მშვენიერი 5 წლის შვილიშვილი. ქალი ყოველთვის კარგ განწყობაზეა, ამაში გასაკვირი არაფერია - ის ხომ ბედნიერად გრძნობს თავს. მაგრამ, ხშირად უბედურებაც ამაშია - ერთ წამში დაიმსხვრა ნინას ბედნიერება: ერთხელ, ქმარი საღამოთი გვიან დაბრუნდა სხლში და ცოლს განმაცვიფრებელი განცხადება გაუკეთა: რომ მას კიდევ სხვა ქალი უყვარდა და მალე შვილი შეეძინებოდათ...
ჩართვა
შუქურას ნათელი და ჩრდილი / Свет и тень маяка (2015)
შუქურას ნათელი და ჩრდილი / Свет и тень маяка (2015)
ნაყურებია 2 792
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2015
ჟანრი: დრამა, კრიმინალი
რეჟისორი: ნატალია მიკრიუკოვა, სერგეი ტერეშჩუკი
როლებში: ვლადიმირ სტეკლოვი, მარინა ვოლკოვა, ტატიანა დოგილევა, მიხაილ გორევოი, ვალერი ბარინოვი, ანდრეი სტოიანოვი, ტატიანახრამოვა, ალეკსეი იანინი, ვლადიმირ სტავიცკი...

მოკლე აღწერა: ერთ წყნარ ზღვისპირა ქალაქში განთავსებულია შუქურა, რომელიც გზას უჩვენებს დაკარგულ გემებს. ალეკსანდრ ნიკოფოროვიჩი უკვე რამდენიმე წელია შუქურას ზედამხედველია. ერთი შეხედვით, იგი არაფრით გამორჩეული, უბრალო კაცია, მაგრამ საქმეში - კონტრაბანდისტების ბელადია. ნიკოფოროვიჩს 20 წლის ქალიშვილი ჰყავს, მას ტანია ჰქვია. გოგონამ არაფერი იცის მამის შავბნელ საქმეებზე...
ჩართვა
დათბობა / Оттепель (2013)
დათბობა / Оттепель (2013)
ნაყურებია 2 109
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2013
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ვალერი ტოდოროვსკი
როლებში: მიხაილ ეფრემოვი, ალეკსანდრ იაცენკო, ვლადიმირ მენშოვი, პაველ დერევიანკო, კონსტანტინ ჩუპრინი, ანა ნაუმენკო, ევგენი ციგანოვი, ნინა დვორჟეცკაია, ანა ჩიპოვსკაია...
IMDB: 8.0

მოკლე აღწერა: სერიალში მოქმედებები 1961 წლიდან იწყება. ახალგზრდა კაცს, ვიტიას ხანდახან დალევა უყვარს. ერთხელ ის საერთო საცხოვრებელში მიდის თავის მეგობარ კოსტიასთან, რომ ერთად დალიონ... მაგრამ, როგორც შემდეგში აღმოჩნდება, მათი შეხვედრა უკანასკნელი იქნება. კოსტია ტრაგიკულად იღუპება. ის ფანჯრიდან გადავარდება...
ჩართვა
ერთხელ როსტოვში / Однажды в Ростове (2012)
ერთხელ როსტოვში / Однажды в Ростове (2012)
ნაყურებია 3 170
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2012
ჟანრი: დრამა, კრიმინალი
რეჟისორი: კონსტანტინ ხუდიაკოვი
როლებში: ვლადიმირ ვდოვიჩენკოვი, სერგეი ჟიგუნოვი, ალიონა ბაბენკო, ვიკტორ რაკოვი, იური ბელიაევი, ანდრეი ილინი, ეკატერინა კლიმოვა...

მოკლე აღწერა: სერიალში ნაჩვენებია ლეგენდარული ბანდის „ფანტომასები“-ს ისტორია, რომლებსაც გასული საუკუნის 60-იან წლებში ხელში ეკავათ ქალაქი როსტოვი და შიშის ზარს სცემდნენ მის მაცხოვრებლებსა და კომპარტიის გამოთაყვანებულ ბოსებს, თავიანთ კორუმპირებულ მილიციასთან ერთად...
ჩართვა
შეიკარით ღვედები / Отстегните ремни (2012)
შეიკარით ღვედები / Отстегните ремни (2012)
ნაყურებია 1 869
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2012
ჟანრი: მელოდრამა, კრიმინალი
რეჟისორი: ოლგა პერუნოვსკაია
როლებში: ეკატერინა რედნიკოვა, მარატ ბაშაროვი, ვიკტორ ვერჟბიცკი, გუნდარს აბოლინში, იურის ჟაგარსი, ალეკსანდრა მეტალნიკოვა...

მოკლე აღწერა: კსიუშა ნიდერლანდებში რამდენიმე წელი ცხოვრობდა, შემდეგ კი -სამშობლოში დაბრუნდა. აქ მან ახალგაზრდა ვაჟი გაიცნო, სახელად მაკსიმი. საყვარელ მაკსიმთან დროს გატარების მიზნით, გოგონამ გადაწყვიტა ხლებოდა მას ქალაქგარეთ მდებარე სახლში. მაგრამ შექმნილი სიტუაციის გამო ვაჟს სასწრაფოდ სამსახურში გამოიძახებენ. კოტეჯში მარტო დარჩენილი გოგონას მოულოდნელად ბანდიტები დაესხმიან თავს...
ჩართვა
ბარბი და დათვი / Барби и медведь (2015)
ბარბი და დათვი / Барби и медведь (2015)
ნაყურებია 1 991
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2015
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: რამილ საბიტოვი
როლებში: ალეკსანდრა აფანასევა-შევჩუკი, დანილა იაკუშევი, ალეკსანდრ პავლოვი, რამილსაბიტოვი, ირინა შევჩუკი, ლარისა მარშალოვა, ანდრეი ოლეფირენკო

მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ბარბარა თავის მამასთან და ბებიასთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. ბებიას თავისუფლად შეგიძლიათ უწოდოთ რუსი. საბჭოეთის ეპოქაში მან რუსეთიდან გამოქცევა და შტატებში დამკვიდრება შეძლო. ბებიამ შვილიშვილი სამშობლოს სიყვარულით აღზარდა. ერთხელ მან გოგონას თავის მიტოვებულ მამულზე მოუთხრო, სადაც საოჯახო განძეულობა იყო გადამალული და სიჩქარეში მისი წამოღება ვერ შეძლეს. ბარბარამ გადაწყვიტა საოჯახო განძეულობის მოძიება თავის ისტორიულ სამშობლოში გამგზავრება, რამაც მამამისი შეაშფოთა...
ჩართვა
ოპერაცია მემარიონეტე / Операция Кукловод (2013)
ოპერაცია მემარიონეტე / Операция Кукловод (2013)
ნაყურებია 1 872
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2013
ჟანრი: დეტექტივი
რეჟისორი: კარენ ზახაროვი
როლებში: ანასტასია პანინა, ვლადიმირ იაგლიჩი, დენის ვარენოვი, ევგენია ჩირკოვა, ანდრეი მოსკვიჩევი, ირინა ბარინოვა, ანდრეი მურავიოვი, ტატიანა კოსაჩ-ბრინდინა...

მოკლე აღწერა: ივან კოროლიოვი სპეცდავალების შესრულებისას ჩასაფრებაში მოჰყვება. ის მძიმედ დაიჭრება და უფრო მსუბუქ სამსახურში გადაჰყავთ - სპეცგანყოფილებაში ანალიტიკურ თანამშრომლად. მაგრამ არც აქ ელის მას მშვიდი სამსახური...
ჩართვა
ერთხელ ბაბენ-ბაბენში / Однажды в Бабен-Бабене (2010)
ერთხელ ბაბენ-ბაბენში / Однажды в Бабен-Бабене (2010)
ნაყურებია 1 798
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2010
ჟანრი: მელოდრამა, კომედია
რეჟისორი: მიხაილ კრუპინი, ელენა როგაჩკო
როლებში: ევგენი გერასიმოვი, ივან გრომოვი, ალეკსეი მაკლაკოვი, ლიუბოვ რუდენკო, ალევტინა დობრინინა, ანდრეი კუზმინი, ელენა კნიაზევა, ელენა ნიკიშინა...

მოკლე აღწერა: სერიალში მოთხრობილია ერთ მატარებელში მეზობლად მყოფი სამი მამაკაცი თავგადასავალზე, რომლებიც შემთხვევით ერთერთ სადგურზე გაჩერებისას შემადგენლობას ჩამორჩნენ. ქალაქი, რომელშიც ისინი ჩარჩნენ მხოლოდ ქალებითაა დასახლებული და მას სახელად „Каблучок“ – „ქუსლები“ ჰქვია. მამაკაცები აქ არ უყვართ და უპირატესობას მათ რეზერვაციას ანიჭებენ უპირატესობას. ამ პატარძლების ქალაქში ჩამოდის ამერიკელი ბიზნესმენი სერ პოლი...
ჩართვა
ერთი ოჯახი / Одна семья (2009)
ერთი ოჯახი / Одна семья (2009)
ნაყურებია 2 083
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2009
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: სერგეი ლიალინი
როლებში: მიხაილ ოკუნევი, მარია ამანოვა, ალექსანდრ ანდრიეკო, ელენა ანტიპოვა, ირინა აპექსიმოვა, დიმიტრი ბლოხინი,, გენადი ვენგეროვი, ანა გულიარენკო...

მოკლე აღწერა: სერიალში ნაჩვენებია ჩვეულებრივი რუსული ოჯახის ისტორია. სმირნოვი ქარხანაში მძღოლად მუშაობს. მისი ცოლი კი ბავშვთა ექიმია. მათი ქალიშვილი კატია სკოლას ამთავრებს. პავლე სადაცაა არმიიდან უნდა დაბრუნდეს. წვეყანაში ფაქტობრივად შეიცვალა ხელისუფლება და ათასობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო., გამონაკლისი არც სმირნოვების იჯახი ყოფილა...
ჩართვა
გამიღეთ, ეს მე ვარ / Откройте, это я (2011)
გამიღეთ, ეს მე ვარ / Откройте, это я (2011)
ნაყურებია 1 962
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2011
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: კარენ ოგანესიანი
როლებში: ლენა საფონოვა, სერგეი ჟიგუნოვი, ოლგა კრასკო, ვლადიმირ იაგლიჩი, მარინა გოლუბი, კსენია ბურავსკაია, რამილ საბიტოვი...

მოკლე აღწერა: მაშა და მისი დედა ნელი ნეგრადოვა - ყოფილი მომღერალი და ეკრანის ვარსკვლავია. ისინი უცხოეთში მიემგზავრებიან მაშას საქმრო გარიკთან. გარიკს აქ პატარა სასტუმროს ბიზნესი აქვს, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო. გარიკის მამინაცვლის დაბადების დღეზე, სადაც ნელი მიწვეული იყო როგორც პროგრამის ვარსკვლავი, ქალი მოულოდნელად შეეჩეხა ადგილობრივ ბომჟს, რომელსაც ოსკარი ჰქვია...
ჩართვა
უკანასკნელი იანიჩარი / Последний янычар (2015)
უკანასკნელი იანიჩარი / Последний янычар (2015)
ნაყურებია 2 867
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2015
ჟანრი: კრიმინალი, დრამა
რეჟისორი: ალექსანდრ მოხოვი
როლებში: იგორ პატრენკო, არმენ ჯიგარხანიანი, ტეონა დოლნიკოვა, ზორიანა მარჩენკო, ალეკსანდრ სუვოროვი, იური გრებელნიკი, იური ბელიაევი...

მოკლე აღწერა: თურქეთის ელჩის ვაჟს გიულხანს, კაზაკთა სასაზღვრო რაზმელი გოგონა მოეწონა და თავის იანიჩარ ალთანს უბრძანა, რომ ის მოეტაცებინა და მასთან მიეყვანა. მაგრამ, ალთანსა და მარისიას ერთმანეთი შეუყვარდებათ და გაქცევას გადაწყვეტენ. მათ დაიჭერენ. გიულხანის ხალხი ალთანს მთიდან გადააგდებს, მარისიას კი -დაატყვევებენ. კაზაკები გატაცებულ მარისიას დაეძებენ, განსაკუთრებით კი ერმოლაი, რომელსაც გოგონა უყვარს...
გიულხანი მარისიას სიყვარულით ჭკუაზე აღარ არის და მზადაა თავის ცოლი, ზულეიკა თავიდან მოიშოროს, რომელიც მისგან ბავშვს ელოდება. ვარსკვლავთ მრიცხველს, რომელსაც სურს ზულეიკას გადარჩენა მოჰკლავენ, თავად ზულეიკა კი - სადღაც გაქრა. მთიდან გადაგდებული ალთანი გადარჩება. კაზაკები მარისიას ტყვეობიდან გამოისყიდიან, მაგრამ გოგონას აზრით, მისი უბედურების მიზეზი ალთანია და ერმოლაის სთხოვს, რომ იგი მოკლას...
ჩართვა
ტატიანას ღამე / Татьянина ночь (2015)
ტატიანას ღამე / Татьянина ночь (2015)
ნაყურებია 1 976
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2015
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: ვიკტორ ბუტურლინი
როლებში: კრისტინა ბორდსკაია, დმიტრი ვარშავსკი, მაკსიმ იანვარევი, კსენია რადჩენკო, კრისტინა პოლი, ელენა მახოვა, ალეკსეი ფატეევი, ალეკსანდრ ფეკლისტოვი, ოკსანა მასინა, ალიონა კუზნეცოვა...

მოკლე აღწერა: სსრკ, 80-იანიწლების დასაწყისი. მოსკოვში გოლუბევების ინტელიგენტური ოჯახი ცხოვრობს: მამა, ალეკსანდრ გოლუბევი - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია; დედა, ლარისა ალეკსეევნა - მხატვრული ტანვარჯიშის მწვრთნელია; მათი მშვენიერი ქალიშვილი ტანია გოლუბევა - მსუ-ს ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტია. ოჯახს ყველაფერი კარგად მისდის. ტანია თავის თანაკურსელ კირილზე გასათხოვრად ემზადება და ამ მნიშვნელოვან მოვლენაში მისი მშობლებიც არიან ჩართულნი. მაგრამ, მალე ტანიას, როგორც კურსის ერთ-ერთ საუკეთესო სტუდენტს, უშიშროებაში იბარებენ გასაუბრებაზე. ტანია მათთან თანამშრიმლობაზე უარს ამბობს. გოგონამ არ იცის, რომ ის გულში ჩაუვარდა კგბ-ს მაიორ იური როგოვს...
ჩართვა
სიყვარულიდან სიყვარულამდე / От любви до кохання (2008)
სიყვარულიდან სიყვარულამდე / От любви до кохання (2008)
ნაყურებია 1 930
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი, უკრაინა
წელი: 2008
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: ნიკოლაი გეიკო
როლებში: პაველ ვორიჟცოვი, სვეტლანა ივანოვნა, სერგეი ბატალოვი, მიხაილ ვასკოვი, სტანისლავ დუჟნიკოვი, ნინა რუსლანოვა, ლეს სერდიუკი, ევგენია ლოზა...

მოკლე აღწერა: ისტორია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე იწყება, რომელიც ერთი დიდი სოფლის ცენტრალურ ქუჩაზე გადის და მას ორად ჰყოფს: „ჩუბოვოდ“, რომელიც რუსეთის მხარეზე იმყოფება და „ოსელედცად“, რომელიც უკრაინის მხარეზეა. მაგრამ ეს, როგორც ოფიციალური საზღვარი, მხოლოდ რუკაზეა აღნიშნული. ამ სოფლებში ცხოვრობენ სერიალის გმირები: დასახლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვაჟი და ნასტია, მილიციის კაპიტნის ქალიშვილი. კაპიტანი ორთავე სოფელშიწესრიგის დაცვას ადევნებს თვალყურს. ახალგაზრდებს წინ ქორწილი ელოდებათ და ორივე სოფლის მაცხოვრებლები, ამ ღონისძიებას ძალიან ინტერესით შესცქერის...
ჩართვა
მაძებარი გუროვის ოდისეა / Одиссея сыщика Гурова (2013)
მაძებარი გუროვის ოდისეა / Одиссея сыщика Гурова (2013)
ნაყურებია 2 174
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2013
ჟანრი: კრიმინალი, დეტექტივი
რეჟისორი: ფედორ პეტრუხინი
როლებში: სერგეი მახოვიკოვი, ბორის პოკროვსკი, ალისა პრიზნიაკოვა, ევგენია ჩირკოვა, ვლადიმირ სტერჟაკოვი, ალეკსანდრ ნეხოროშიხი, ანდრეი ზაიცევი, აკატერინა ახაროვა, ოლგა როდინა...

მოკლე აღწერა: სერიალის მთავარი გმირია მოსკოვის სისხლის სამართლის ყოფილი ინსპექტორი პოლკოვნიკი ლევ გუროვი, რომელსაც ერთნაირად პატივს სცემს როგორც მაღალი ხელმძღვანელობა, ისე კრიმინალური ავტორიტეტები. მიუხედავად ამისა, ის იძულებული შეიქნა სამთავრობო სამსახურიდან წამოსულიყო კერძო სამსახურში, სადაც...
ჩართვა
ერთი სიყვარული ჩემი სულისა / Одна любовь души моей (2007)
ერთი სიყვარული ჩემი სულისა / Одна любовь души моей (2007)
ნაყურებია 1 694
სერიალი
ქვეყანა: რუსული
წელი: 2007
ჟანრი: დრამა, ისტორიული
რეჟისორი: ნატალია ბონდარჩუკი
როლებში: ნატალია ბონდარჩუკი, სერგეი ბეზრუკოვი, იგორ დნესტრიანსკი, ანა სნატკინა, ივან ვიკულოვი, გრიგორი დუნაევი...

მოკლე აღწერა: სერიალი მოგვითხრობს ცნობილი პოეტის ალ. პუშკინისა და ახალგაზრდა მარია რაევსკაიას სასიყვარულო ურთიერთობებზე. მომავალ დეკაბრისტ გოგონაში პოეტმა თავისი იდეალი და შემოქმედების მუზა დაინახა. გაიზიარა რა თავისი ქმრის, სერგეი ვოლკონსკის ბედი, რომელიც სენატის მოედანზე აჯანყების მონაწილე იყო, მარია ნიკოლაევნა ვოლკონსკაია, (ქალიშვილობაში რაევსკაია), თავის მეუღლეს გაჰყვა ციმბირში. 1837 წელს ვოლკონსკებს უფლება მისცეს ციხე დაეტოვებინათ და თავისუფალ დასახლებაში გადასულიყვნენ ირკურტსკის სიახლოვეს...
ჩართვა
მარტოხელა მგელი / Одинокий волк (2013)
მარტოხელა მგელი / Одинокий волк (2013)
ნაყურებია 6 967
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2013
ჟანრი: კრიმინალი, დეტექტივი
რეჟისორი: გიორგი ლიუბომიროვი, ალეკსანდრ კულიამინი
როლებში: გენადი შნიპტევი, დმიტრი მიტიურიჩი, ვლადიმირ ლისენკო, ინოკენტი ტარაბარა, ელენა ოლკინა, კარინა რეუკა, იულია გალინა...

მოკლე აღწერა: რთულია ისეთ ადამიანთან ცხოვრება, რომელსაც უკიდურესად რთული ხასიათი აქვს, არავის არ ეპუება და ელემენტარულ დათმობაზეც კი არ შეუძლია წავიდეს. მსგავს ადამიანებს ხალხი მგლებს ეძახის. თუმცა, როგორც ხშირად ხდება, მათთან ურთიერთობა არავის სურს, რამდენადაც ისინი მგელივით მარტოხელებიარიან...
ჩართვა
მარტოხელა გულები / Одинокие сердца (2013)
მარტოხელა გულები / Одинокие сердца (2013)
ნაყურებია 2 180
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2013
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: სერგეი კომაროვი
როლებში: ირინა პეგოვა, ანდრეი ჩერნიშოვი, იულია ტაკშინა...

მოკლე აღწერა: ლიზა უნიკალურ უნარს ფლობს: მას ფოტოსურათებით შეუძლია დაადგინოს შეეფერება, თუ არ შეყვარებული წყვილი ერთმანეთს. მაგრამ, მის უნარს ყოველთვის არ შეუძლია წარმატების მოტანა. 40 წლის მამაკაცი აღშფოთებულია იმის გამო, რომ ლიზამ მისი სავარაუდო მეუღლე, შესაფერ წყვილად არ ჩათვალა და ცდილობს მთელი ბოროტება გადაანთხიოს გოგონას. მაგრამ, თავს იკავებს. მეორე დღეს, აღმოჩნდა, რომ ეს გამხეცებული კაცი არტიომ სიჩევი - ოსტატად მოეწყო იმ სამკერვალო ცეხში, სადაც ლიზა მუშაობს. იმავე საღამოს, იგი ბოდიშს მოუხდის გოგონას...
ჩართვა
ერთი ყველასათვის / Один на всех (2012)
ერთი ყველასათვის / Один на всех (2012)
ნაყურებია 1 959
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2012
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: ალეკსეი პრაზდნიკოვი
როლებში: ალეკსანდრ დიაჩენკო, კარინა რაზუმოვსკაია, ლორა კორობსკიხი,ტატიანა პოლონსკაია, ოლგა სუხორუკოვა, ნასტია ივანენკო, სვეტლანა კირეევა, ირინა ბალაი, ვალენტინა ნეიმოროვეცი...

მოკლე აღწერა: გადამდგარი პოდპოლკოვნიკი გენადი ალეკსანდროვი ცოლს გაეყრება და მთელ ქონებას მას დაუტოვებს. 40 წლის კაცი არაფრის ანაბარა ქუჩაში დარჩა. ის თავისი ბავშვობისდროინდელ ქალაქში ბრუნდება. აქ დედის სიკვდილის შემდეგ დატოვებულ ძველი სახლის მხოლოდ ერთი ოთახიდარჩა. ალექსანდრემ ნახა, რომ ამ სახლში ცხოვრობენ მხოლოდ მოხუცები, ხანში შესული ქალები გოგონებთან ერთად, ახალგაზრდა მარტოხელა დედები ბავშვებთან ერთად... ალექსანდრე იგრძნობს, რომ ის მათთვის საჭიროა, რადგან ყველა მათგანი მასში ხედავს იმ მამაკაცს, რომელიც მას ყველაზე მეტად აკლია, იქნება ეს: ქმარი, მამა, შვილი თუ მეგობარი...
ჩართვა
მარტო ერთადერთი სამუდამოდ / Один единственный и навсегда (2011)
მარტო ერთადერთი სამუდამოდ / Один единственный и навсегда (2011)
ნაყურებია 1 993
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2011
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: ალეკსანდრ კასატკინი
როლებში: იულია კადუშკევიჩი, პოლინა სირკინა, ანდრეი ფროლოვი, მიხაილ ევლანოვი...

მოკლე აღწერა: ნატაშამ ტელევიზორი ჩართო და ახალგაზრდა ექიმი დაინახა, რომელიც მაშინვე შეუყვარდა. გოგონამ მისი პოვნა გადაწყვიტა. ამიტომ, თავის მეგობარ ოლგასთან ერთად, მოსკოვში გაემგზავრა. ადამიანი, რომელსაც ის ეძებდა დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა. დედაქალაქში ჩასვლისას გოგონას უბედურება შეემთხვა. ის ავტომობილის ქვეშ მოჰყვა. ავადმყოფი იმ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ახალგაზრდა ექიმი ალექსეი მუშაობდა. მაგრამ, ექიმი უფრო მეტ ყურადღებას ოლგას უთმობს. ოლგამაც მეგობარი ფეხებზე დაიკიდა და ექიმთან რომანი გააბა. აქ იგორი გამოჩნდა, რომლის გამოც ნატალია საავადმყოფოში აღმოჩნდა. მას გოგონა შეუყვარდა... რა ელოდებათ გმირებს შემდეგში?..
ჩართვა
ოდესელი / Одессит (2013)
ოდესელი / Одессит (2013)
ნაყურებია 1 924
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2013
ჟანრი: კრიმინალი
რეჟისორი: იგორ კრილოვი
როლებში: ანტონ მაკარსკი,მარია გორბანი, იგორ გოლოვინი, ალეკსეი მოროზოვი, ალეკსეი ვასილიევი, ევგენი ვისოცკი...

მოკლე აღწერა: ოდესელმა ოპერმუშაკმა არკადი რეზნიკმა ძველი მეგობრის მონახულება გადაწყვიტა, რომელიც პეტერბურგში ცხოვრობს და კერძო დეტექტივია. მათი შეხვედრა ლამის ტრაგიკულად დასრულდა: მეგობარი რეზნიკის თვალწინ მძიმედ დაჭრეს თავის არეში. ის ახლა თავს ვალდებულად თვლის გაარკვიოს, თუ ვის უნდოდა მისი მეგობრის მოკვლა...
ჩართვა
საახალწლო მორიგეობა / Новогоднее дежурство (2014)
საახალწლო მორიგეობა / Новогоднее дежурство (2014)
ნაყურებია 1 989
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: ფლიუზა ფარხშატოვა
როლებში: ევგენია დობროვოლსკაია, პიოტრ ვინსი, ნატალია სელეზნიოვა, იგორ იასულოვიჩი, სერგეი მარუხინი, ზახარ კაბანოვი, ალეკსეი ონეჟენი, ალიონა კუზნეცოვა...

მოკლე აღწერა: ახალწლამდე, დოლგაჩევმა ციხეში 6 წელი მოიხადა და ახლა განთავისუფლდა... მან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ამიერიდან პატიოსნად ეცხოვრა, მაგრამ საქმე ასე არ აეწყო. 31 დეკემბერს მას უკანასკნელად მოუწია დანაშაულის ჩადენა. ირინა ამ ახალწელს საქმროსთან ერთად აპირებს შეხვდეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, კაცი სხვა ქალთან აპირებდა დღესასწაულის გატარებას. ბედმა დოლგაჩევი და ირინა, ეს ორი განსხვავებული ადამიანი, ერთმანეთს ყოფილი მუსკომედიის მსახიობის სახლში შეახვედრა...
ჩართვა
ალიოშკას სიყვარული / Алешкина любовь (2014)
ალიოშკას სიყვარული / Алешкина любовь (2014)
ნაყურებია 2 087
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: მელოდრამა, კომედია
რეჟისორი: ელენა ნიკოლაევა
როლებში: ალეკსეი გორბუნოვი, ივან რუდაკოვი, რომან პოლიანსკი, არტემ ტკაჩენკო, სერგეი ჩირკოვი, ელენა ნიკოლაევა, ევგენია დმიტრევა...

მოკლე აღწერა: 80-იან წლებში პოპულარული ვოკალურ ინსტრუმენტალური ანსამბლი «Летчики», ისევ ცდილობს შეკრებას 90-იან წლებში. ქვეყანა შეიცვალა და ცხადია, ჩვენი გმირებიც შეიცვალნენ. ახალ დროში, ყოველ მათგანს თავისი პრობლემა, კომპლექსები და ორმხრივი პრეტენზიები გაუჩნდა. შეძლებენ კი ისინი ძველი ურთიერთობების, სიყვარულისა და მუსიკალური დიდების აღდგენას?..
ჩართვა
ალიონა პოჩიტანკადან / Алена из Почитанки (2014)
ალიონა პოჩიტანკადან / Алена из Почитанки (2014)
ნაყურებია 1 833
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: სერგეი რუსაკოვი
როლებში: ვიკტორია მასლოვა, ალინა მულინა, ნიკოლაი დობრინინი, ოლეგ აკულიჩი, ივან ორანსკი, მაკსიმ საპრიკინი, იგნატ აკრაჩკოვი, ვიკტორ სუპრუნი...

მოკლე აღწერა: ამ ოჯახში ცხოვრების შეცვლას ვერაფერი შეძლებდა მანამ, სანამ მოსკოვიდან ალიონას მიწვევა არ ჩამოუვიდა, რომ მონაწილეობა მიეღო თავისი საყვარელი პროექტის საახალწლო გამოშვებაში. გასაგებია, რომ ასეთ შანსზე ვინმე ჭკუათმყოფელს უარი ეთქვა. ამიტომ, ალიონამაც ნივთები შეაგროვა და დედაქალაქისკენ გაემგზავრა, სადაც მას არამარტო შოუში გართობა ელის, არამედ კარდინალური და თავბრუდამხვევი ცვლილებებიც...
ჩართვა
ციგურები ჩემპიონი გოგონასთვის / Коньки для чемпионки (2014)
ციგურები ჩემპიონი გოგონასთვის / Коньки для чемпионки (2014)
ნაყურებია 3 342
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: მელოდრამა, კომედია
რეჟისორი: მაკსიმ პაპერნიკი
როლებში: ვალერია ხოდოსი, მარია არონოვა, მიხაილ პოლიცეიმაკო, იური დიაკი, ოლგა ლუკიანენკო...

მოკლე აღწერა: წელიწადზე მეტია, ამ პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზ ქალაქში ზამთრის სპორტის სახეობებში, სხვადასხვა კონკურსები ტარდება. ამჯერად, აქ ფიგურული სრიალის პოპულარული სპორტსმენები ჩამოვიდნენ, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ტალანტის დემონსტრირება მოახდინონ და სხვადასხვა ტიტულები მოიპოვონ. აქვე ჩამოვიდა ბიზნესმენი ვალერი ვოლკოვი, რომელმაც შეჯიბრების სპონსორობა გადაწყვიტა. ეს მისი მორიგი პიარ-აქციაა, რათა რეკლამირება გაუწიოს თავის ციგურების სპორტულ მაღაზიას. ყველა მონაწილე მისი მაღაზიის ციგურებით გამოდის, გარდა ერთისა - ეს გახლავთ ახალგაზრდა ამბიციური მოციგურავე სპორტსმენი, ანა ზარუბინა, რომელიც ყინულის მოედანზე იაფფასიანი ციგურებით გამოვიდა...
ჩართვა
შეპყრობილი / Одержимый (2010)
შეპყრობილი / Одержимый (2010)
ნაყურებია 2 059
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2010
ჟანრი: დეტექტივი
რეჟისორი: ევგენი ზვეზდაკოვი
როლებში: დიმიტრი მარიანოვი, მარია მაშკოვა, დანილ სლივაკოვსკი, დიმიტრი ისაევი, ანდრეი ურგანტი, სვეტლანა კრიუჩკოვა, ანა პესკოვა, სერგეი ლოსევი...

მოკლე აღწერა: ნიკალაი ტროიცკი მეძავების მკვლელობის საქმეების შესწავლისას იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს ერთი და იმავე ადამიანმა ჩაიდინა. მაგრამ. მილიციის რაიონული განყოფილებისთვის მთავარია საქმე სწრაფად დახუროს, რის გამოც კეთილსინდისიერ ოპერმუშაკს, საკუთარი გამოძიების წარმოება მოუწევს. ასევე ამ საქმით დაინტერესებულია ჟურნალისტი ჟანაც, რომელიც ამ მკვლელობების უცნაურ მსგავსებას პოულობს იმ მკვლელობებთან, რომლების 120 წლის წინათ ლონდონის მოვლენებთან დაკავშირებით მოხდა. ოპერი და ჟურნალისტი გაერთიანებული ძალებით, მანიაკის კვალამდე მიდიან...
ჩართვა
კიტრივით სიყვარული / Огуречная любовь (2012)
კიტრივით სიყვარული / Огуречная любовь (2012)
ნაყურებია 2 059
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2012
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ევგენი სეროვი
როლებში: კონსტანტინ კრიუკოვი, ლიუდმილა სვიტოვა, ნინა უსატოვა, ვლადიმირ ილინი, იულია პივენი, ალიონა იაკოვლევა, ალეკსანდრ ილინი, ნინა რუსლანოვა...

მოკლე აღწერა: სერიალი ვითარდება წყნარ პროვინციულ სოფელში, რომელსაც „გორელკოვო“ ჰქვია. სოფელში იმავე სახელწოდების ტელეარხი „გორელკოვო-tv“ მუშაობს. მთავარი გმირი ზინა ჟურავლიოვა, ამ ტელეარხის რეპორტიორი და მისი მთავარი „ვარსკვლავია.“ ყველაფერი ჩვეულებრივად მიედინება მანამ, სანამ არ მოხდება ის, რაც აბსოლუტურად დაარღვევს სოფლის ზომიერ ცხოვრებას: მთავარი გმირის მიერ გადაღებული რეპორტაჟი უცნაურ ძროხაზე, რომელსაც მუსა ჰქვია, გაიმარჯვებს რეგიონალურ ტელეკონკურსში, სიუჟეტს კი ფედერალური ტელეარხით გადასცემენ...
ჩართვა
სიყვარულის ცეცხლი / Огонь любви (2007)
სიყვარულის ცეცხლი / Огонь любви (2007)
ნაყურებია 1 897
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2007
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: ანდრეი კომკოვი, კონსტანტინ სეროვი, რადუ კრიხანი
როლებში: ელენა ლევკოვიჩი, მიხაილ ხიმიჩევი, ეკატერინა სოლომატინა, ილია სოკოლოვსკი, სტეპან სტარჩიკოვი, ანა ისაიკინა, ეველინა ბლიოდანსი...

მოკლე აღწერა: მთავარი გმირი სვეტლანა უსამართლოდ დაადანაშაულეს ავტოფარეხისთვის ცეცხლის შეგნებულად წაკიდებისთვის, სადაც ხანძრის დროს მისი მამა დაიღუპა. ამისთვის გოგონა ციხეში მოხვდა, საიდანაც სამი წლის შემდეგ გამოდის...
ჩართვა
სამზარეულო სეზონი 3 (ქართულად) / Samzareulo Sezoni 3 Qartulad
სამზარეულო სეზონი 3 (ქართულად) / Samzareulo Sezoni 3 Qartulad
ნაყურებია 7 229
სერიალი
ქართულად
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2013
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: დიმიტრი დიაჩენკო
როლებში: დიმიტრი ნაზაროვი, მარკ ბოგატირევი, დიმიტრი ნაგიევი, იულია ტაკშინა, ელენა პოდკამინსკაია, მარინა მოგილევსკაია, ბიქტორ ხორინიაკი, ნიკიტა ტარასოვი, სერგეი ეპიშევი, ოლგა კუზმინა.
IMDB: 8.3

მოკლე აღწერა: შეფ-მზარეულ ვიქტორს, მაქსიმი, ოსტატობისა და წარმატებების განსახიერებად მიაჩნდა. აღმოჩნდა, რომ იგი მძიმე ხასიათების ალკოჰოლიკია, ამასთან ერთად, აზარტული მოთამაშეც. და, არის კიდევ ერთი კოლორიტული პიროვნება, არტ-დირექტორი ვიქტორია გონჩაროვა. ის ცივსისხლიანი და დაუძლეველი კარიერისტია, მაგრამ მაქსმა, სანამ რესტორანში მოეწყობოდა, მისი გაჟიმვა მოასწრო. რესტორნის მთელი შემადგენლობა მოუთმენლად ელის, თუ როდის შეუდგებიან ახლები მუშაობას, რომ შემდეგ მათზე იოინბაზონ...
ჩართვა
ულმობელთადრო / Время жестоких (2004)
ულმობელთადრო / Время жестоких (2004)
ნაყურებია 1 921
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2004
ჟანრი: ბოევიკი, კრიმინალი
რეჟისორი: ვსევოლოდ პლოტკინი, ალეკსანდრ სტეფანოვიჩი
როლებში: ვლადიმირ კონკინი, ვლადიმირ მენშოვი, იგორ ვერნიკი, ოლგა კაბო, სერგეი მახოვიკოვი, ვლადიმირ იუმატოვი, იგნატ აკრაჩკოვი ვიტალი ბაევი...
IMDB: 5.4

მოკლე აღწერა: საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, ორგანოების მრავალი გამოცდილი თანამშრომელი არჩევანის წინაშე დადგა. მწირი ხელფასით გაეგრძელებინათ სამსახური, თუ კომერციულ შემოთავზებებზე გადასულიყვნენ. ბევრმა მიცემული ფიცი დაივიწყა და იარაღით არალეგალურ ვაჭრობაში ჩაება. მხოლოდ ფედერალური სამსახურის ვიცე პოლკოვნიკი ოლეგ კოლცოვი და მილიციის მაიორი იგორ როდიონოვი აღმოჩნდა...
ჩართვა
ძმები გაცვლით (სეზონი 2) / Братья по обмену (2014)
ძმები გაცვლით (სეზონი 2) / Братья по обмену (2014)
ნაყურებია 2 003
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ალექსანდრე ჟიგალკინი
როლებში: ფედორ დობრონრავოვი, მარია არონოვა, ბორნს კლივოევი, ელენე შევჩენკო, სერგეი ბელიაევი, მარია გორბანი, კარენ ბადალოვი, ოლეგ კასინი, გალინა პეტროვა.

მოკლე აღწერა: ორ ტყუპ ძმას კარგა ხანია ერთმანეთი არ უნახავთ, თუ არ ჩავთვლით მამის დაკრძალვას. ერთი შეხედვით ისინი ორი სხვადასხვა ადამიანია - პირველი ბიზნესმენია, მეორე კი - ლოთი და პატიმარი. მაგრამ ეს ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი, მათ ბევრი საერთო აქვთ,რის წყალობითაც შეუძლიათ აუსრულებელი ოცნებები აიხდინონ და საოცნებო სიყვარულიც იპოვონ...
ჩართვა
ქუსლებს ქვეშ / Под каблуком (2014)
ქუსლებს ქვეშ / Под каблуком (2014)
ნაყურებია 1 940
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: ალექსანდრ კირიენკო
როლებში: ილია ლიბიმოვი, ტატიანა ფედოროვსკაია, ოლგა ვოლკოვა, ვლადიმირ მენშოვი, ეკატერინა პრიმორსკაია, ანა ბანშჩიკოვა, რკატერინა ვულიჩენკო, სერგეი ბელიაევი...

მოკლე აღწერა: კონსტანტინზე თავისუფლად შეიძლება თქვა, რომ ცხოვრებაში შემდგარი და წარმატებული ადამიანია. იგი სარეკლმო ბიზნესითაა დაკავებული და ეს სამუშაო მისთვის არა მარტო მორალური კმაყოფილების მომგვრელია, არამედ სარფიანი შემოსავლის წყაროც. ცოტა ხნის წინ, კოსტიას ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო მომენტი დადგა - მისთვის დიდი ხნის სანუკვარმა ქალმა, ცოლად გაყოლაზე თანხმობა განაცახადა! მაგრამ როგორც ხშირად ხდება ცხოვრებაში, კოსტიას პირადულშიც უამრავი პრობლემა და სირთულე გაჩნდა! მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, მას მხრებზე დააწვა არა მარტო სოჯახო ბიზნესის მართვა, სადაც ქალის ფეხსაცმელებს ამზადებენ, არამედ ნათესავებზეც ზრუნვა, რომლებიც იმთავითვე ოჯახის უფროსის მფარველობის ქვეშ ცხოვრობდნენ...
კოსტია არასოდეს გააჩნდა ოჯახის მართვის და გაძღოლის უნარ-ჩვევები და უფრო მეტად შემსრულებელი იყო, ვიდრე წინამძღოლი. კოსტიას თავის პირველ ცოლ ვერასთან და ქალიშვილ ალისასთან პრაქტიკულად არა აქვს ურთიერთობა. არც თავისი დედა იზიარებს შვილის შეხედულებებს. ახლა მას, არც სონიასთვის და არც მისი ქალიშვილ მარუსიასთვის რჩება დრო. მაგრამ, მოვლენები და მდგომარეობები ჩვენდა დამოუკიდებლად იცვლება... და კოლიას მალე...
ჩართვა
ზედმეტი ადამიანების კუნძული / Остров ненужных людей (2011)
ზედმეტი ადამიანების კუნძული / Остров ненужных людей (2011)
ნაყურებია 2 145
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2011
ჟანრი: დრამა, სათავგადასავლო
რეჟისორი: ედუარდ პარი
როლებში: დიმიტრი ულიანოვი, ელვირა ბოლგოვა, ნელი პშენაია, ალეკსანდრპანკრატოვ-ჩერნი, იულია სილაევა, პაველ ტრუბინერი, გალინა ზვიანგიცევა...

მოკლე აღწერა: წარმატებული ბიზნესმენი ანდრეი უბედურად თვლის თავს. ის დიდი ხანია მიატოვებდა ცოლს, მაგრამ მთელი ქონება მასზე აქვს გაფორმებული. მორიგი სკანდალის შემდეგ მან ცოლს კრუიზში წასვლა შესთავაზა ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით... ტურისტების ჯგუფი 30 კაცის შემადგენლობით აზიურ ქვეყანაში ჩადის. მათ შორისაალიზა და ანდრეიც, მაგრამ ეგზოტიკური დასვენების ნაცვლად, მათ უმკაცრესი გამოცდა ელით...
ჩართვა
ვასწავლი გიტარაზე დაკვრას / Обучаю игре на гитаре (2012)
ვასწავლი გიტარაზე დაკვრას / Обучаю игре на гитаре (2012)
ნაყურებია 2 155
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2012
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: ვლადიმირ იანოშჩუკი
როლებში: ვალერი ნიკოლაევი, ალინა სერგეევა, ილია გლინკოვი, სტანისლავ ბოკლანი, მარია ზვონარევა, იანა სობოლევსკაია...

მოკლე აღწერა: 40 წლის ნიჭიერმა ქირურგმა, ოლეგ მარკოვმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა. სასოწარკვეთილი მდგომარეობიდან მას სამსახურის ზარი გამოიყვანს. სასწორზეა 10 წლის ბიჭუნას სიცოცხლე. ოლეგი ბავშვს გადაარჩენს. ბიჭუნა ექიმს თავის ახალგაზრდობას ახსენებს, იმ დროს, როცა ყველაფერს აზრი ჰქონდა. ის გიტარაზე უკრავდა, ვიღაც უყვარდა. გაიხსენა შორეული 1989 წელი - სტუდენტობის ხანა და პირველკურსელი გოგონა მართა. დიდი მახინჯი სათვალეთი, რომელსაც სულის შეძვრამდე უყვარდა ის - უფროსკლასელი მუსიკოსი. ვინ მიხვდებოდა მაშინ, რომ 10 წლის შემდეგ, ეს უბრალო გოგონა, მის სამყაროს თავდაყირა დააყენებდა და ახლა მას - ოლეგს, რომელიც მზად არის ფეხქვეშ გაუგოს მართას მთელი სამყარო, ოჯახზე უარს ეტყოდა. და აი, უბედური შემთხვევა საბოლოოდ დააშორებს მათ...