2 112

უჩინრები / Невидимки (2010)

2 112
გახმოვანება:
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2010
ჟანრი: დეტექტივი
რეჟისორი: ელენა ნემიხი, მიხაილ კალმიკოვი, სერგეი ტერეშჩუკი
როლებში: კონსტანტინ სპასკი, ირინა ჩირიჩენკო, ვალერი ნოვიკოვი, ქსენია დემენტიევა, დენის იუშეჩკინი, პაველ ფარტუკოვი, ივან სმელიკი, ტატიანა დერბენევა, სერგეი ბერდსკი..

მოკლე აღწერა: შეხედავ და ჩვეულებრივი ოჯახია: დედა, მამა, ორი ვაჟიშვილი. ერთი ინსტიტუტშია, მეორე პირად დაცვაში. ქალაქში გამვლელებს შორის შეხვდები ასეთებს და ყურადღებასაც არ აქცევთ - ისინი უჩინარებივით არიან. ცხადია, მათ ეს ხელს აძლევთ, რადგან სანამ თქვენ ვერ ამჩნევთ, ისინი თქვენ გიყურებენ და ყველაფერ იმას ხედავენ, რისი დანახვებაც თქვენ სხვისთვის გინდოდათ... ამ ოჯახის მშობლები, თავის დროზე, უშიშროების თანამშრომლები იყვნენ და მე-7 განყოფილებაში მუშაობდნენ. ამჟამად, ისინი პენსიონერები არიან. მაგრამ, როგორც წესი, უშიშროების ყოფილი მოსამსახურეები არ არსებობენ, რადგან ისინი ნებისმიერ ასაკში, კუბოს კარამდე და ალბათ, საიქიოშიც განგრძობენ საყვარელი პროფესიის განხრით სამსახურს. ოღონდ ამჯერად, კერძო მიმართულებითა და კერძო შეკვეთებით. ცოლ-ქმარს შვილები ეხმარება: უფროსი ვაჟი დიმა ცარიელი კუნთებია და თითქმის „დაჯავშნული ლოკომოტივის“ როლს ასრულებს გუნდში, უმცროსი ვაჟი საშა კი - ბილ გეითსის მსგავს ჭკუას ატარებს და ყველა ტექნიკურსა და კიბერნეტიკულ ამოცანას წყვეტს. ოჯახი სხვადასხვა სახის შეკვეთებს ღებულობს. ხან და ხან უბრალოდ ეხმარებიან მეგობრებს, ხან კი - ლამის სახელმწიფოებრივი დანიშნულების პრობლემებს წყვეტენ...