2 260

ტალიანკა / Тальянка (2014)

2 260
ჟანრი: სერიალი
გახმოვანება:
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: ევგენი ზვეზდაკოვი
როლებში: ანდრეი მერზლიკინი, იოანა მორო, ეკატერინა გუსევა, სერგეი გალიჩი, ანდრეი ზიბროვი, პიოტრ ჟურავლევი, ვლადისლავ რეზნიკი, ვლადიმირ შჩერბაკოვი, რომან პრიტულა...

მოკლე აღწერა: ეს სერიალი ნამდვილი დრამაა, ნამდვილი და ცხოვრებისეული. მსგავსი ისტორიები ომში მრავლად იყო. რამდენად მტკივნეულია აზრი იმის შესახებ, რომ არაფერი შეიცვლება და ყველაფერი დაკარგულია. მაგრამ, ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, წარსულის შეცდომები, როგორც შეგიძლია ისე უნდა გამოასწორო. გამოიარა რა საკონცენტრაციო ბანაკი და შეძლო ამ ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევა, მფრინავი სტეპან ვერგინი პირველად იტალიელთა წინააღმდეგობის ჯგუფში მოხვდება, შემდეგ კი - ახალ სიყვარულს შეხვდება - ლამაზმან ჯულიეტას. ის მას ძლიერ შეუყვარდება. მებრძოლს არც სამშობლოში დატოვებული ოჯახი დავიწყნია. მაგრამ, ოფიციალური ცნობებით მას შეატყობინეს, რომ მისი ცოლი და ვაჟი ოკუპაციის დროს დაიღუპნენ. როცა ომი დასრულდა, სტეპანი ჯულიეტას არწმუნებს, რომ თავის გოგონასთან ერთად, რუსეთში გაჰყვეს. იტალიელი ქალისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა იოლი საქმე არ ყოფილა. რუსეთი ხომ მისთვის უცხო ქვეყანა იყო, თანაც საბჭოთა. აქ სხვაგვარი წესებია, ცხოვრებაზე სხვაგვარი შეხედულებები... აქ კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდება ქალს: როგორც ჩანს, სტეპანის ცოლი ვაჟთან ერთად ცოცხალი გადარჩა და მთელი ამ ხნის მანძილზე, მას იმის იმედი არ დაუკარგავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქმარი სახლის კარებზე დააკაკუნებდა. დიახ! ქმარი გამოჩნდა! მაგრამ, სხვა ქალთან და ბავშვთან ერთად!..