2 566

სამეფო სასახლე / Goong (2006)

2 566
ჟანრი: სერიალი
გახმოვანება:
რუსულად
სერიალი
ქვეყანა: სამხრეთ კორეა
წელი: 2006
ჟანრი: მელოდრამა, კომედია
რეჟისორი: In-roe Hwang
როლებში: ვულ-ამ ჩოი, ჟი ხუნ ჩუ, ნამ-გილ კეჰგი, ხეი-იია კიმი, კიმ ჟონ ხონი, სენგ იუნგ კიმი, Yeon-woo Kwon, du Lee, ლი იუნ ჟი, ე- ჩჟინ ლიმი.
IMDB: 8.0

მოკლე აღწერა: როცა გეჩვენება, რომ ცხოვრებაში წარუმატებელი ხარ, და კარგის იმედიც არ გაქვს, არ აჩქარდე. იქნებ, მორიგი წარუმატებლობა, შენთვის მომავალი დიდი წარმატების საწინდარი გახდეს. ერთი შეხედვით, შესაძლოა, მოგეჩვენოს, რომ პრინც ლი სინზე უკეთესი ცხოვრება ქვეყნად არავის აქვს: სიმდიდრე, ერთგული მეგობრები, უამრავი თაყვანისცმცემელი, მაგრამ, ყოველივე ეს, ერთი შეხედვით... შეყვარებულისგან უარი, მშობლების გულცივობა, პაპარაცები შემაწუხებელი კამერებით, ცხადია, კარგ ხასიათზე არ დაგაყენებს. თანაც გაირკვა, რომ ის, იმ გოგონაზე უნდა დაქორწინდეს, რომელიც ბაბუამ თავის სიკვდილამდე შეურჩია.
სინ ჩხე გიონი ჩვეულებრივი კორეელი გოგონაა, რომელიც საშინლად მღერის, ფენო- მენალურად მოუქნელია და მუდამ შოკისმომგვრელ სიტუაციებში ვარდება. ამას გარდა, მან სასტიკად გაუმწარა სიცოცხლე ტახტის მემკვიდრე პრინცს, რომელიც მასთან ერთად სწავლობს სკოლაში. თავდაპირველად, გოგონამ ”შემთხვევით" დაასველა იგი ბინძური წყლით, შემდეგ ისევ "შემთხვევით", ჩუმად მიაყურადა პრინცისა და მისი შეყვარებულის საუბარს,( რომელიც ცდილობდა ცოლად გაყოლა შეეთავაზებინა გოგონასთვის)... ამას გარდა, ძველი მოლაპარაკების თანახმად, რომელიც მისმა ბრძენმა ბაბუამ კორეიის მეფესთან გააბა, ის ვალდებულია, ცოლად გაჰყვეს ამ პრინცს... ეს ხუმრობაა? თუ ბედისწერა?..