ფლეიერი 2
2 342

ყვითელი ჩიტები (ქართულად) / The Yellow Birds / yviteli chitebi (qartulad)

2 342
გახმოვანება:
ქართულად
ქვეყანა:აშშ
წელი: 2017
ჟანრი: დრამა სამხედრო
რეჟისორი: ალექსანდრ მუსი
როლებში:ოლდენ ერენრაიკი, ჯენიფერ ენისტონი, ტაი შერიდანი...
IMDB:7.0

მოკლე აღწერა:ანტისაომარი დრამა, რომელიც ერაყის საომარ კომპანიას და მშვიდობიან ცხოვრებაში ომის ვეტერანთა ადაპტაციის პრობლემებს ეძღვნება. კევინ პაუერსის ბესტსელერის ეკრანიზაცია, რომელიც ნიუ-იორკ თაიმსის ვერსიით 100 ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნის სიაში შევიდა და 2012 წელს რამდენიმე ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი გახდა.

ფილმი მოგვითხრობს ორი ახალგაზრდა ჯარისკაცის შესახებ – ბრენდან ბარტლი და დემიენ მერფი, რომლებიც სამხედრო აკადემიაში სწავლის დროს გაიცნობენ ერთმანეთს და გამოცდილი სერჟანტი სტერლინგის მეთაურობით ერთად წავლენ მათ პირეველ ერაყის საშინელ ომში. ბრენდანი, დეიმონის დედას შეპირდება, რომ მის შვილზე იზრუნებს და არ დაუშვებს, რომ მას რამე უბედურება შეემთხვას. მაგრამ უბედურება მაინც მოხდება და სახლში ბრენდანი მარტო დაბრუნდება, ხოლო რიგითი დემიენ მერფი დაკარგულთა სიაში მოხვდება. კონკრეტულად რა დაემართა მას, დედას არ ატყობინებენ, ამიტომ სასოწარკვეთილი ქალი მისი შვილის საუკეთესო მეგობრისგან ცდილობს სიმართლე გაიგოს, მაგრამ ომში ყოფნის შემდეგ, ბრენდანი პოსტტრავმული სინდრომით და პერმანენტული დეპრესიით იტანჯება, და სულ უფრო და უფრო იძირება თავის ბნელ მოგონებებში. რა მოუვიდათ იქ, ომში, საუკეთესო მეგობრებს ბრენდანს და დეიმონს? გამოძიება მიმდინარეობს და მთელი სიმართლე სადაცაა ცნობილი გახდება