2 045

მერია / The City Hall (2009)

2 045
ჟანრი: სერიალი
გახმოვანება:
რუსულად
სერიალი
ქვეყანა: სამხრეთ კორეა
წელი: 2009
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი:
როლებში: ჩხა სინ ვონი, კიმ სონ ა, ლი ჩჟუნ ხიოკი, ლი ხიუნ ჩხოლი, ჩხუ სან მი...

მოკლე აღწერა: პატიოსანი და კეთილი შინ მი-რე, მუდმივად ეხვევა სხვადასხვა ისტორიებში იმ ჩვევის გამო, რასაც"სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა ჰქვია". ის უკვე 7 წელია, რაც პატარა ქალაქის მერიაში მუშაობს დაბალ თანამდებობაზე და წინსვლის არანაირი პერსპექტივა არ ესახება. შინი მდივნად ითვლება, მაგრამ ფაქტიურად მისი ძირითადი მოვალეობაა ყავის მოხარშვა. მას ნამდვილად სჯერა, რომ მის მომხიბვლელობას ვერც ერთი მამაკაცი ვერ უძლებს, რის გამოც, ხშირად ვარდება უხერხულ და კომიკურ სიტუაციაში.
ჩო-გუკმა, "ლამაზმა, მაღალმა, მდიდარმა - "რენესანსის კაცმა", როგორც მას ეძახიან ქალები, გადაწყვიტა, არც მეტი, არც ნაკლები, კორეის პრეზიდენტი გახდეს. ცხადია, იგი სულელი არ არის, პირიქით, ტალანტით დაჯილდოვებულია, რის გამოც, საკარიერო კიბეზე, სწრაფად მიიწევს წინ. ეს კი, მრავალი ჭორისა და ვარაუდის საფუძველს ქმნის. მისდა საუბედუროდ, ბედის ირონიის გამო, იგი ვიცე-მერად დაიწყებს იმ ქალაქში მუშაობას, სადაც შინი ცხოვრობს. მალე, მერსა და ვიცე-მერს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყება. და მერი გადაწყვეტს ვიცე-მერს მდივანი მიუჩინოს სამეთვალყუროდ კომპრომატის მოსაპოვებლად. ჩო-გუკს კი, გადაწყვეტილი აქვს, მი-რე თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს. თავად მი-რეს კი, თავისი გეგმები აქვს ჩო-გუკის მიმართ. რა გაიმარჯვებს ხელისუფლების წყურვილი, თუ სიყვარული? და ვინ იქნება კორეის მომდევნო პრეზიდენტი?..