1 927

ხმები / Голоса (2010)

1 927
ჟანრი: სერიალი
გახმოვანება:
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2010
ჟანრი: დეტექტივი
რეჟისორი: ნანა ჯორჯაძე
როლებში: დანიელა სტოანოვიჩი, ანდრეი კაზაკოვი, იგორ ლისოვი, ნიკოლაი მაჩუკსკი, ანა ბეგუნოვა, ელვირა ვოლოშინა, მაკსიმ ბრამატკინი, ანდრეი ფილიპაკი, არტემ კრეტოვი, ალეკსანდრა ლუპაშკო...

მოკლე აღწერა: ლიზა მოზარდი იყო, როცა თვალწინ დაეღუპა მშობლები. შოკის შედეგად გოგონამ ორი წლით მეტყველება დაკარგა და ადამიანთა ნააზრევის შეცნობა ისწავლა. ლიზა გაიზარდა და ფსიქოანალიტიკოსი გახდა. მის გოგონას დაშასაც, დედის უნარი გამოჰყვა და სკოლის დამთავრების შემდეგ ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე სურს სწავლის გაგრძელება. ის ურთიერთობას გააბავს ლიზას მეგობარ ალბერტ კლინგთან, რომელიც რთული ფსიქოლოგიური გამოკვლევებითაა დაკავებული. დაშა მასთან კლინიკაში დადის. ფსიქოლოგი გოგონას თვალწინ ატარებს ექსპერიმენტებს, რითაც ლიზა უკიდურესად უკმაყოფილოა. მოულოდნელად, დაშას თანაკლასელი ქსენია დაიკარგება, რომელიც ზარეცკისთან ფსიქოთერაპიული სეანსებისთვის დადიოდა. ლიზასა და დაშას მიმართავს მილიციის კაპიტანი მიხაილ ჟიხარევი, რომელიც უგზოუკვლოდ დაკარგულთა სამძებროს განყოფილების უფროსია. ქსენიას ეძებენ, დაშა და ლიზა აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. ძებნაში დაშას ბოიფრენდი მიტიაც ჩაერთვება, რომელიც პროფესორ კლინგის ასისტენტია. მიტია და დაშა შეხვედრაზე შეთანხმდება. ღამით ლიზას შეატყობინებენ, რომ მისი ქალიშვილი დაიკარგა...