2 373

გზა შინისაკენ / ჰერაკლე / Дорога домой / Геракл (2014)

2 373
ჟანრი: სერიალი
გახმოვანება:
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: დეტექტივი, მელოდრამა,
რეჟისორი: ვიტალი ბანენკო
როლებში: ანტონ მაკარსკი, სერგეი ასტახოვი, ლიანკა გრიუ, პეტრე კრასილოვი, ანატოლი რუდენკო, დმიტრი ისაევი, ბორის გალკინი, ეკატერინა პორუბელი, ეკატერინა პორუბელი, ეკატერინა ვოლკოვა , ივან ნეპომნიაში.

მოკლე აღწერა: მატვეი გერასიმოვი სერჟანტია და კონტრაქტით რუსეთის არმიაში მსახურობს. როგორც ადამიანი, შეხედულებით, დადებითად გამოიყურება, მას ახასიათებს: სამართლიანობა, გამბედაობა, სიკეთე და პირდაპირობა. ის აქამდე დაუოჯახებელია და ისეთ ასაკსაა უკვე მიღწეული, როცა ადამიანები რისკის წინაშე დგანან, საბოლოოდ დარჩნენ ქორწინების გარეშე, თუ ბარემ, მოიხადონ ეს „სახადი ბატონები“. მატვეის მამაც განიცდის შვილის ბერბიჭობას და სთხოვს მას, რომ ვინმე საცოლე გამონახოს. შვილი მამას პირდება, რომ მომავალში ცოლთან ერთად მივა მის მოსანახულებლად. და აი, მოხდება ტრაგედია. მამას სახლში ხანძარი გაუჩნდება, რის გამოც, მას გულის პრობლემები შეექმნება და მალე „გავა მარილზე“... ამას გარდა, არაადამიანური რამ მოხდა - საბრძოლო სწავლების გამო, მატვეი ეგორ ტიმოფევიჩის (მამამისის) დაკრძალვაზე ვერ ჩამოვიდა. ეს ტრაგიკული ამბავი შვილმა დაგვიანებით შეიტყო. ახლა შვილი მორალური პასუხისმგებლობის პირისპირ აღმოჩნდა - უნდა შეასრულოს, თუ არა დაპირება, რომელიც იმ ადამიანს მისცა, რომელიც ამჟამად ცოცხალი აღარ არის? გმირი ღებულობს გადაწყვეტილებას - თავი დაანებოს არმიაში სამსახურს და მამისთვის მიცემული დაპირება შეასრულოს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მატვეი, მამისეული სახლისკენ არ მიიჩქარის, საცოლის ძიებაში რუსეთის სხვადასხვა ადგილებში დაეხეტება. სურს, რომ სახლში ცოლიანი დაბრუნდეს. საბედნიეროდ, მატვეის რუსეთის ქალაქებში, ბევრი სანათესაო ჰყავს, ამასთან ,მეგობრებიცა და ნაცნობებიც. იგი ნელ-ნელა სწავლობს „სამოქალაქო“ ცხოვრებას, თორემ, ჯარის მონოტონური ცხოვრებისგან ისე იყო გამოთაყვანებულ-გამოსირებული, რომ პუტინის და საკუთარი სამხედრო ხელმძღვანელობის გარდა ვერავის ცნობდა. მატვეიმ ნაცნობ გოგონებსაც გადახედა, გაიფიქრა, ხელიდან ხომ არ გამიშვია ვინმე ნორმალურიო... გერასიმოვი, ისე კარგი მასტია, სხვებსაც ეხმარება, თუ ამის საშუალება აქვს და არც საკუთარი თავი ავიწყდება. მაგრამ, მისთვის ყველაზე მთავარია, მამისთვის მიცემული პირობა! შეძლებს კი იგი მის შესრულებას?..