რუსულად
სერიალი
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2007
ჟანრი: კომედიდ
რეჟისორი: ელიოტ ჰეგარტი
როლებში: მასაში ფუძიმოტო, მათეი ჰომე, მონსტერატ ლომბარდი, კარლა მენდოკა, ნიკოლას ბუმსი, Chris O'Dowd, სარა სოლემანი, მორიენა ბანკსი, ნაილ დუდგეონი, ჰოშ კანე, სკარლაიტ როზე პატერსონი...
მოკლე აღწერა: ლეო და ნიკი 15 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბოლო ხუთმა კვირამ შეცვალა ყველაფერი და იძულებული გახდნენ დაშორებულიყვნენ. საქმე იმაშია, რომ ნიკს მოულოდნელად ჩაუვარდა შანსი, მხატვრულ ფილმში მტაცებელ კალმარზე, ქალის მთავარი როლი ეთამაშა. შეყვარებულთან განშორებამ ლეოს გრძნობები უფრო გაუმძაფრა და როცა ნიკი ჩამოფრინდა, მან აეროპორტშივე შესთავაზა გოგონას, რომ ცოლად გაჰყოლოდა. ამაზე ნიკის რეაქცია მრავალმნიშვნელოვანი გახლდათ. ამასთან, მან მისდაუნებურად, სილა გააწნა ლეოს. აეროპორტში ლეოსთან ერთად ნიკის მშობლებიც იყვნენ. ნიკის მამა - რომან პრიტი, რომელიც მსხვილი კორპორაციის ხელმძღვანელია და დედა - მორვენა პრიტი, რომელიც ყოფილი ფოტომოდელია. ნიკიმ ხმამაღლა განაცხადა, რომ მას სხვა ბიჭი, სახელად სები ჰყავს და ლეო მიატოვა. ლეო ძლივს გამოვიდა შოკიდან. ის სამსახურში გაემართა. სამსახურს, რომლის ხელმძღვანელიც ნიკის მამაა, "რომანების იმპერია" ჰქვია. ლეო იქ მუშაობს. მივიდა რა სამსახურში, მან მაშინვე შეიტყო, რომ ნიკის ახალმა საყვარელმაც ამ კომპანიაში დაიწყო სამსახური...