სერიები ემატება ყოველდღე..

ფლეიერი 2
განრიგი
14 014

გაზაფხულის მოლოდინში / Bahari Beklerken

14 014
გახმოვანება:
ქართულად
რეჟისორი: აიჰან ოზდემირი, ქორალპ გიუმიუში
როლებში: იზაბელა დამლა გუვენლირი, ჰანდე არისოი, ფათიჰ აიჰანი, ფათიჰ ბათი, შერიფ ბოზქურთი, ესინ ჯივანგილი, ალი იაგიზ დურმუსი, ფურქან კარაჩა, აიჰან ქიზილსუ

აღწერა: 
ომერსა და იფექს ერთი დანახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. დიდი ხნის ნანატრი ქორწინების შემდეგ, ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ხანგრძლივი ბედნიერი ცხოვრება ექნებოდათ. გარკვეული დროის შემდეგ, წყვილი ნანატრ პირმშოსაც მოელოდა. მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა მას შემდეგ, როცა იფექის ძმა ჰალილი გამოჩნდა და დის მემკვიდრეობის ხელში ჩაგდებამოინდომა. მან დას ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაუქცია. ძლიერი სტრესის გამო, იფექს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. მან გოგონა გააჩინა, ხოლო, რძალმა მოატყუა, რომ ბავშვი მკვდარი დაიბადაო... ამის შემდეგ ომერმა იფექი მიატოვა. ქალი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა...