ქართულად რუსულად
ჩართვა
იქ, სადაც უყვართ / Caminho das Índias
იქ, სადაც უყვართ / Caminho das Índias
ნაყურებია 0
წელი: 2009
ქვეყანა: ბრაზილია
მსახიობები: კრისტიანე ტორლონი, ლაურა კარდოსო, დებორა ბლოკი, ტონი რამოსი, ბრუნო გალიასუ, ჯულიანა პაესი, ჰუმბერტო მარტინსი, ფლავიო მილიაჩო, ელიანე ჯარდინი, როდრიგო ლომბარდი

მოკლე აღწერა:
ძალიან ტრადიციული და მდიდარი ინდური ოჯახის ქალიშვილს შეუყვარდება დალიტი, "ხელშეუხებელი" მამაკაცი.
ქართულად
ჩართვა
ბუნკერი / Silo
ბუნკერი / Silo
ნაყურებია 120
წელი: 2023
რეჟისორი: დევიდ სემელი, მორტენ ტილდუმი
მსახიობები: რებეკა ფერგიუსონი, იენ გლენი, ტიმ რობინსი, უილ პეტონი, ფერდინანდ კინგსლი, კეიტლინ ზოზი

მოკლე აღწერა:
მოვლენები ვითარდება განადგურებულ და ტოქსიკურ, ანტიუტოპიურ მომავალში, სადაც გადარჩენილი ადამიანები, გიგანტურ მიწისქვეშა ბუნკერში ცხოვრობენ და მიჰყვებიან მკაცრ რეგულაციებს, რომლებიც მათ დასაცავად გონიათ შექმნილი. თუმცა, არავინ იცის როდის და რატომ აშენდა ბუნკერი და ვინც შეეცდება ამის გარკვევას, საბედისწერო პრობლემები შეექმნება. ახალგაზრდა ინჟინერი, სახელად ჯულიეტა ეძებს პასუხებს საყვარელი ადამიანის მკვლელობაზე და აწყდება საიდუმლოს, რომელიც ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე წარმოიდგენდა, რასაც მთავარი გმირი მიჰყავს იმის გააზრებამდე, რომ სიცრუე და სიმართლე ერთნაირად სასიკვდილოა.
რუსულად
ჩართვა
ციტადელი / Citadel
ციტადელი / Citadel
ნაყურებია 50
წელი: 2023
რეჟისორი: ნიუტონ ტომას სიგელი, ჯესიკა იუ, ენტონი რუსო
მსახიობები: რიჩარდ მედენი, პრიანკა ჩოპრა ჯონასი, ეშლი კამინგსი, სტენლი ტუჩი, მოირა კელი

მოკლე აღწერა:
დამოუკიდებელი ჯაშუშური სააგენტო “ციტადელი”, რომელსაც ევალებოდა ყველა ადამიანის უსაფრთხოება, რვა წლის წინ ძლიერი სინდიკატის მიერ იქნა განადგურებული, რომელიც ჩრდილიდან მართავს მსოფლიოს. ციტადელის დაცემის შემდეგ, ელიტარულ აგენტებს, მეისონ კეინს და ნადია სიჰს მოგონებებს წაუშლიან. მას შემდეგ ისინი შეუმჩნევლები არიან, აშენებენ ახალ ცხოვრებას ახალი იდენტობის ქვეშ და არ იციან არაფერი თავიანთი წარსულის შესახებ. სანამ ერთ ღამეს მეისონს არ შეხვდება მისი ყოფილი კოლეგა ბერნარდ ორლიკი, რომელსაც მისი დახმარება ჭირდება. მათ ხელი უნდა შეუშალონ ძლიერ სინდიკატს ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებაში. მეისონი მოძებნის თავის ყოფილ პარტნიორს, ნადიას, რომელთანაც გაცილებით მეტი რამ აკავშირებს, ვიდრე სამსახურია.
ქართულად
ჩართვა
მაფიის დედა (ნათლიდედა) / Mafia Mamma
მაფიის დედა (ნათლიდედა) / Mafia Mamma
ნაყურებია 123
წელი: 2023
რეჟისორი: კეტრინ ჰარდვიკი
მსახიობები:  მონიკა ბელუჩი, ალესანდრო ბრესანელო, ედუარდო სკარპეტა, ტონი კოლეტი, ტომი როჯერი, ტიმ დეიში, ჯეი ნატელი, იონვ ჯოზეფი, მიჩ სალმი

მოკლე აღწერა:
კრისტინი არაფრით გამორჩეული ამერიკელი დედაა, რომელსაც თინეიჯერი შვილი და მოღალატე ქმარი ჰყავს. მოულოდნელად ის ბაბუის გარდაცვალების ცნობას მიიღებს და ასევე წინადადებას, რომელზე უარის თქმაც არ შეუძლია: ბაბუის მრჩეველი მას მაფიის მიერ კონტროლირებადი ბიზნესის ხელმძღვანელობას სთავაზობს. მას შიში იპყრობს, როდესაც იტალიაში ჩასული აცნობიერებს რომ მაფიის ბოსია და მთელი ძალებით ცდილობს იმპერიის ღირსეულად მართვას. კრისტინი მოულოდნელი ქცევებით უნდობლობას იწვევს, თუმცა მალე აშკარა ხდება, რომ მისი მეთოდები ამართლებს.
ქართულად
ჩართვა
ფორსაჟი 10 / Fast X
ფორსაჟი 10 / Fast X
ნაყურებია 176
წელი: 2023
რეჟისორი: ლუი ლეტერიე
მსახიობები: ვინ დიზელი, ჯორდანა ბრიუსტერი, ტაირიზ გიბსონი, მიშელ როდრიგესი, ლუდაკრისი, ჯეისონ მომოა, ჯონ სინა, ჯეისონ სტეტჰემი, რიტა მორენო, ჰელენ მირენი 

მოკლე აღწერა:
2011 წელს დომინიკი და მისი გუნდი დაუპირისპირდა ბრაზილიელ ნარკობარონს, რომლებიც გაანადგურებენ მის იმპერიას, მაგრამ რაც მათ არ იცოდნენ ის იყო, რომ რეიესის ვაჟი, დანტე ამ ყველაფრის მოწმე გახდა და ბოლო 12 წელი გაატარა გეგმის შემუშავებაში, რათა აიძულოს ტორეტო გადაიხადოს ყველაზე მაღალი ფასი
ქართულად
ჩართვა
უკანმოუხედავად / No Looking Back
უკანმოუხედავად / No Looking Back
ნაყურებია 62
წელი: 1998
რეჟისორი: ედვარდ ბიორნსი
მსახიობები: ლორენ ჰოლი, ედვარდ ბიორნსი, ჯონ ბონ ჯოვი, კევინ ჰეფერნანი, მარკ შულტე

მოკლე აღწერა:
კლაუდიას ყოფილი სიყვარული ჩარლი ბრუნდება ქალაქში და ყველაფერი იცვლება, მას სურს ძველი სიყვარული დაიბრუნოს თუმცა ყველაფერი ისე აღარ არის როგორც ადრე იყო
ქართულად
ჩართვა
სისუ / Sisu
სისუ / Sisu
ნაყურებია 219
წელი: 2022
რეჟისორი: იალმარი ჰელანდერი
მსახიობები: იორმა ტომილა, აკსელ ჰენი, ჯეკ დულანი, მიმოსა ვილამო, ონი ტომილა

მოკლე აღწერა:
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, მარტოხელა ოქროს მაძიებელი ნაცისტების გზას კვეთს ჩრდილოეთ ფინეთში მდებარე თავის გადამწვარ მიწის სამალავში. როდესაც ნაცისტები იპარავენ მის ოქროს, ისინი სწრაფად აღმოაჩენენ, რომ ახლახან უჩვეულო მეშახტეს გადაეყარნენ. ლეგენდარული ყოფილი კომანდო წარმოუდგენელი სიმტკიცეს ავლენს და ერთი კაცი უპირისპირდება სიკვდილის რაზმს. მთავარი გმირი ყველაფერზე წავა ოქროს დასაბრუნებლად.
ქართულად
ჩართვა
ეარი / Air
ეარი / Air
ნაყურებია 48
წელი: 2023
რეჟისორი: ბენ აფლეკი
მსახიობები: ბენ აფლეკი, მეთ დეიმონი, ჯეისონ ბეიტმანი, კრის მესინა, ვიოლა დევისი, ჯულიუს ტენონი

მოკლე აღწერა:
მოვლენები ვითარდება 1980-იან წლებში და მოგვითხრობს ბილ ბოუერმანის და ფილ ნაიტის მიერ დაარსებული მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სპორტული ტანსაცმელის, ფეხსაცმელისა და სხვადასხვა ინვენტარის მწარმოებელი კომპანიის Nike-ის სპორტული მარკეტინგის მენეჯერის, სონი ვაკაროს შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მთელი ძალებით ცდილობდა ფილ ნაიტთან ერთად გაეფორმებინა ექსკლუზიური კონტრაქტი პერსპექტიულ კალათბურთის ვარსკვლავ მაიკლ ჯორდანთან. ეს შეუძლებლი ჩანდა იმ დროში, მაგრამ საბოლოოდ ჩამოყალიბდება ყველაზე მნიშვნელოვან თანამშრომლობად სპორტულ ბრენდსა და სპორტსმენს შორის და გახდება ფეხსაცმლის მრავალმილიარდ დოლარიანი გლობალური ინდუსტრიის დასაწყისი.

ჟანრი: 
დრამა
ქართულად
ჩართვა
არასწორი მამა / Today We Fix the World (Hoy se arregla el mundo)
არასწორი მამა / Today We Fix the World (Hoy se arregla el mundo)
ნაყურებია 117
წელი: 2022
რეჟისორი: არიელ ვინოგრადი
მსახიობები: ლეონარდო სბარალია, ნატალია ორიერო, ბენჯამინ ოტერო, ლუის ლუკე, ჩარო ლოპესი, მარტინ პიროიანსკი

მოკლე აღწერა:
დევიდ სამარასი, პოპულარული თოქ-შოუს სახელწოდებით “Hoy se arregla el mundo” გენერალური პროდიუსერია, რომელიც დახურვის პირას იმყოფება მცირე აუდიტორიის გამო. თუმცა, მთავარი გმირი ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, როდესაც მისი ყოფილი ცოლი სილვინა კამათის დროს გაამჟაღავნებს, რომ ის მისი 9 წლის შვილის ბენიტოს ნამდვილი მამა არ არის. ამის შემდეგ სილვინა მალევე შემთხვევით კვდება და საიდუმლოს საფლავშიც თან წაიღებს. შედეგად, დევიდი ბენიტოს თხოვნით, ბიოლოგიური მამის საძებნელად მიდის.

ჟანრი: 
დრამა / კომედია
ქართულად რუსულად
ჩართვა
გრძელი ღამე |  Gecenin Ucunda
გრძელი ღამე | Gecenin Ucunda
ნაყურებია 1 411
წელი: 2022
ქვეყანა: თურქეთი
მსახიობები: ნესლიჰან ათაგული, ბესტემსუ ოზდემირი, კადირ დოგულუ, სარფ ლევენდოღლუ, კაან ტაშანერი, ოზგე ოზდერი, ჰაზალ შენელი, ზუჰალ ოლჯაი, ტუბა უნსალი

მოკლე აღწერა:
ულამაზესი გოგონა, რომელიც უსამართლობას შეესწრო, იძულებული ხდება გამოსავალი თავადვე ეძებოს, მაგრამ ეს ყველაფერი მისთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდება.
ქართულად
ჩართვა
ორობოროსი: 1937 / oroborosi: 1937
ორობოროსი: 1937 / oroborosi: 1937
ნაყურებია 180
წელი: 2023
ქვეყანა: საქართველო
რეჟისორი: გიგიშა აბაშიძე, ლევან კვარაცხელია
მსახიობები: ივა ქიმერიძე, პაატა ინაური, ლილიასკურავა, სოფიო ზერაგია, გიორგი გრძელიძე, თაკი მუმლაძე

მოკლე აღწერა:
ერთი სახლი. ორი დრო. ორი ამბავი. არ გამოტოვო უახლესი ქართული სერიალი.

ქართულად
ჩართვა
თარჯიმანი, შეთანხმება / The Covenant (Interpreters Wanted, The Interpreter)
თარჯიმანი, შეთანხმება / The Covenant (Interpreters Wanted, The Interpreter)
ნაყურებია 191
წელი: 2023
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი
რეჟისორი: გაი რიჩი
მსახიობები: ჯეიკ ჯილენჰოლი, დალ სალიმი, შონ საგარი, ჯეისონ ვონგი, რის იეტესი, კრისტიან ოჩოა

მოკლე აღწერა:
ჯონ კინლი – აშშ-ს არმიის სერჟანტია, რომლის სამსახური ავღანეთში დასასრულს უახლოვდება, ადგილობრივ თარჯიმანთან, აჰმედთან ერთად იკვლევს რეგიონს. როდესაც მათი ქვედანაყოფი პატრულირებისას ჩასაფრებაში მოხვდება, მხოლოდ დაჭრილი კინლი და აჰმედი ახერხებენ გადარჩენას, ხოლო მტრის მებრძოლები იწყებენ აჰმედის დევნას, რომელიც ახლა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, რათა დაჭრილი კინლი დამღლელი რელიეფის გავლით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანოს. აშშ-ს მიწაზე დაბრუნებული კინლი გაიგებს, რომ აჰმედს და მის ოჯახს არ მიეცათ ამერიკაში შესვლის უფლება, როგორც დაპირდნენ. შედეგად, თავისი მეგობარის დაცვისა და მისი ვალის გადახდის გადაწყვეტილებით, მთავარი გმირი ბრუნდება ომის ზონაში, რათა თან წაიყვანოს აჰმედი და მისი ოჯახი, სანამ ადგილობრივი თალიბები მათთან მივლენ.

რუსულად
ჩართვა
ანგელოზის საიდუმლოებები / Secrets of an Angel (Yürek Çikmazi)
ანგელოზის საიდუმლოებები / Secrets of an Angel (Yürek Çikmazi)
ნაყურებია 494
წელი: 2022
ქვეყანა: თურქეთი
რეჟისორი: ბაჰადირ ინჯე, სერდარ გოზელექლი
მსახიობები: აიჩა ბინგოლი, ალპ ნავრუზი, მესუთ აქუსთა, ირემ ჰელვაჯიოღლუ, დილარა აქსიუიექი

მოკლე აღწერა:
სენეტი, რომელზეც ქმარი წლების განმავლობაში ძალადობდა, ზეინეპს, ადვოკატს ურეკავს, რომლის აბრასაც საავადმყოფოს ოთახის ფანჯრიდან ხედავს. ზეინეპი წერილს მისცემს, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ უნდა გაიხსნას. ეს წერილი ზეინეპის ანდერძია; ეს ფაქტიურად სისხლის სამართლის საჩივარია. ამ დღის შემდეგ ილმაზის, სენეტის მეუღლის, და მისი შვილების, ბირსენის, ჰალილის და ფერიდეს ცხოვრება სრულიად შეიცვლება.

ქართულად
ჩართვა
ყალბი ქალაქი / Fabricated City (Jojakdoen dosi)
ყალბი ქალაქი / Fabricated City (Jojakdoen dosi)
ნაყურებია 113
წელი: 2017
ქვეყანა: სამხრეთ კორეა
რეჟისორი: პაკ პე-ჯონი
მსახიობები: ჩი ჩჰან-უკი, შიმ ინ-გიონი, ო ჯონ-ოე, კიმ სან-ჰო, კიმ გი-ჩჰონი, ან ჯჰე-ჰონი

მოკლე აღწერა:
რეალურ ცხოვრებაში კვონ იუ უმუშევარია, მაგრამ ვირთუალურ თამაშში ის საუკეთესო ლიდერია. ერთხელ მან ტელეფონი იპოვა და მის მფლობელს დაუბრუნა. მეორე დღეს კი მას პოლიცია იჭერს. მობილურს პატრონი გაუპატიურებული და მოკლული იპოვეს. მკვლელობაში კვონი იუს ადანაშაულებენ.

ქართულად
ჩართვა
ამადორი / Amador
ამადორი / Amador
ნაყურებია 125
წელი: 2010
რეჟისორი: ფერნანდო ლეონ დე არანოა
მსახიობები: მაგალი სოლერი, სელსო ბუგალო, პეტრო სიბილიე, სონია ლამარჩა, ფანი დე კასტრო

მოკლე აღწერა:
დრამა გვიამბობს აქხალგაზრდა ქალის შესახებ რომელმაც სამსახური უხეშ მოხუც კაცთან დაიწყო. მაგრამ მალე ისინი თავიანთ საიდუმლოებებს გაუზიარებენ ერთმანეთს.
ჟანრი: 
დრამა
ქართულად
ჩართვა
ჯილდა / I'm Gilda (Gilda, no me arrepiento de este amor)
ჯილდა / I'm Gilda (Gilda, no me arrepiento de este amor)
ნაყურებია 81
წელი: 2016
რეჟისორი: ლორენა მუნოზი
მსახიობები: ნატალია ორიერო, ლაუტარო დელგადო, ხავიერ დროლასი, ანჯელა კაჩა ტორესი, დანიელ მელინგო

მოკლე აღწერა:
90-იანი წლების პოპულარული არგენტინელი მომღერალი ჯილდა ტრაგიკულად გარდაიცვალა 36 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში, კარიერის მწვერვალზე. ჯილდას ერქვა მირიამ ალეხანდრა ბიანჩი. 30 წლის ასაკში მან 6 წელიწადში მიაღწია იმას, რაც მუსიკოსების უმეტესობას მთელი ცხოვრება სჭირდება, მაგრამ იქამდე მისვლა ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე ყველას ჰგონია
ქართულად
ჩართვა
ბიძაშვილები / Cousinhood (Primos)
ბიძაშვილები / Cousinhood (Primos)
ნაყურებია 91
წელი: 2011
რეჟისორი: დანიელ სანჩეზ ალვარო
მსახიობები: ქუიმ გუტიერესი, ანტონიო დე ლა ტორე, რაულ არევალო, კლარა ლაგო, ინმა ქუესტა, ადრიან ლასტრა

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა დიეგოს ქორწილის წინ მიატოვებს საცოლე. ის მოიფიქრებს გეგმას, რომლითაც შეძლებს პატარძლის დაკარგვის ამბის დამალვას. ქორწილის დღეს მთვრალი დიეგო მივა ეკლესიაში, გამოვა სიტყვით, ისევ შეიყვარებს თავის პირველ მეგობარ ქალს და . დაიბრუნებს საცოლეს.
ქართულად
ჩართვა
ველური მდინარე / Savage River
ველური მდინარე / Savage River
ნაყურებია 110
წელი: 2022
რეჟისორი: ჯოსლინ მურჰაუსი
მსახიობები: კეტრინ ლენგფორდი, ჟაკლინ მაკენზი, კუპერ ვან გრუტელი, ნადინ გარნერი, მარკ კოულზ სმიტი, ბერნარდ კერი, ჯეიმს მაკეი, დენიელ ჰენშელი, ვირჯინია გეი, ლეა ვანდენბერგი

მოკლე აღწერა:
სერიალის მოვლენები იწყება იმ მომენტში, როდესაც მიკი ანდერსონი იღებს რთულ გადაწყვეტილებას, დაბრუნდეს მშობლიურ მიწაზე. ერთხელ მას კარგი ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ შემდეგ რაღაც აირია. მთელი რიგი სასტიკი გარემოებები აიძულა იგი აღმოჩენილიყო ბრალდებულის სკამზე, სადაც მას მიესაჯა ხანგრძლივი პატიმრობა…
ქართულად
ჩართვა
ასტერიქსი და ობელიქსი: შუა სამეფო / Asterix & Obelix: The Middle Kingdom (Astérix & Obélix: L'Empire du Milieu)
ასტერიქსი და ობელიქსი: შუა სამეფო / Asterix & Obelix: The Middle Kingdom (Astérix & Obélix: L'Empire du Milieu)
ნაყურებია 98
წელი: 2023
რეჟისორი: გიომ კანე
მსახიობები: გიომ კანე, ჟილ ლელუში, ვენსან კასელი, ჯონატან კოენი, მარიონ კოტიარი, ჯული ჩენი, ლეანა ჩია, ხოსე გარსია, ზლატან იბრაჰიმოვიჩი

მოკლე აღწერა:
მოვლენები ვითარდება ძვ. წ. 50 წელში, როდესაც მოღალატე პრინცის მიერ განხორციელებული გადატრიალების შემდეგ, ჩინეთის იმპერატორი აღმოჩნდება ციხეში. მაგრამ ფინიკიელი ვაჭრისა და მისი ერთგული მეომრის დახმარებით, იმპერატორის ერთადერთი ქალიშვილი გალიაში გარბის, რათა დახმარება სთხოვოს ორ მამაც მეომარს, ასტერიქს და ობელიქს, რომლებიც მათი მაგიის მეშვეობით დაჯილდოებულები არიან ზეადამიანური ძალით. ჩვენი ორი განუყოფელი გალი, რა თქმა უნდა, თანახმაა დაეხმარონ პრინცესას დედის გადარჩენაში და ქვეყნის განთავისუფლებაში. ასე რომ, ისინი მიდიან დიდ თავგადასავალში, ჩინეთში. თუმცა, კეისარი და მისი ძლევამოსილი არმია, ასევე ჩინეთის იმპერიის დაპყრობას აპირებენ.
ქართულად
ჩართვა
უკანასკნელი სამეფო: შვიდი მეფე უნდა მოკვდეს / The Last Kingdom: Seven Kings Must Die
უკანასკნელი სამეფო: შვიდი მეფე უნდა მოკვდეს / The Last Kingdom: Seven Kings Must Die
ნაყურებია 175
წელი: 2023
რეჟისორი: ედვარდ ბეზელგეტტი
მსახიობები: ლექსანდრ დოუჩი, ილეინ კესიდი, მარკ როული, არნას ფედარავიჩუსი, ინგრიდ გარსია ჯონსონი, ჰარი გილბი, როდ ჰალეტი, როს ანდერსონი

მოკლე აღწერა:
2015-2022 წლების ისტორიული სერიალის “უკანასკნელი სამეფო” სპინ-ოფი, რომელშიც მოვლენები ვითარდება ადრეული შუა საუკუნეების ინგლისში და მოგვითხრობს ნორვეგიელი იარლების მიერ გაზრდილი, კეთილშობილი საქსონის, უტრედ ბებანბურგელის შესახებ. მეფე ედუარდის გარდაცვალების შემდეგ, იწყება დაუნდობელი დაპირისპირება გვირგვინისთვის, რადგან მეტოქე მემკვიდრეები და დამპყრობლები მთელი ძალებით იბრძვიან ძალაუფლებისთვის. და როცა ჩნდება ალიანსი, მთავარი გმირი დგება რთული არჩევანის წინაშე მისთვის ყველაზე მეტად ძვირფასი ადამიანის და ერთიანი ინგლისის შექმნის ოცნებას შორის.
ქართულად
ჩართვა
დედოფალი შარლოტა: ბრიჯერტონის ამბავი / Queen Charlotte: A Bridgerton Story
დედოფალი შარლოტა: ბრიჯერტონის ამბავი / Queen Charlotte: A Bridgerton Story
ნაყურებია 301
წელი: 2023
რეჟისორი: ტომ ვერიკა
მსახიობები: მიშელ ფეირლი, რუთ გემელი, ადჯოა ანდო, ინდია ამარტეიფო, კეტი ბრეიბენი, თანჯი კასიმი

მოკლე აღწერა:
2020 წლის სერიალის “ბრიჯერტონი“ პრიკველი, ახალგაზრდა დედოფალის, შარლოტას დიდებისკენ და ძალაუფლებისკენ მიმავალ გზას ასახავს. სიუჟეტი შარლოტასა და მეფე ჯორჯ III-ის დიდ სასიყვარულო ისტორიაზე და იმაზე, თუ როგორ გამოიწვია მან სოციალური ცვლილება მაღალი საზოგადოების სამყაროს შექმნით, რომელიც ბრიჯერტონის გმირებმა მემკვიდრეობით მიიღეს…
ქართულად
ჩართვა
ვატიკანის ეგზორცისტი / The Pope's Exorcist
ვატიკანის ეგზორცისტი / The Pope's Exorcist
ნაყურებია 481
წელი: 2023
რეჟისორი: ჯულიუს ეივერი
მსახიობები: რასელ ქროუ, რალფ აინესონი, ფრანკო ნერო, ალექსანდრა ესოუ

მოკლე აღწერა:
რეალურ ისტორია იტალიელი მღვდელის, მამა გაბრიელ ამორსის შესახებ, რომელიც ვატიკანის მთავარი ეგზორცისტი იყო. მან სიცოცხლის განმავლობაში 100000-ზე მეტი ეგზორციზმი ჩაატარა. ( გარდაიცვალა 2016 წელს, 91 წლის ასაკში.) ამორსიმ დაწერა ორი მემუარი, სადაც დეტალურად აღწერს სატანასთან და დემონებთან ბრძოლის გამოცდილებას, რომლებმაც დაიპყრეს ადამიანები. ამიტომ ეგზორციზმის რიტუალს ჩვეულებრივი მღვდელი არ ატარებს. ეგზორცისტი საჭიროებს სპეციალურ მომზადებას და უნდა იყოს ხელშეუხებელი. ხოლო მისი ლოცვები ხშირად იწვევს ძალადობრივ რეაქციებს, როდესაც ის მთელი ძალებით ცდილობს სინათლის სხივით გაანათოს სიბნელე.
ქართულად
ჩართვა
უმოწყალო შტორმი / The Final Storm
უმოწყალო შტორმი / The Final Storm
ნაყურებია 178
წელი: 2010
რეჟისორი: უვე ბოლი
მსახიობები: სტივ ბაჩიჩი, ლორენ ჰოლი, ლიუკ პერი, კოულ ჰეპელი, ბლუ მანკუმა

მოკლე აღწერა:
ფილმში მოქმედება ხდება შტორმის დროს, როცა ტომისა და ჯილიანის ფერმაზე გამოჩნდება უცნობი სილასი და შეფარებას სთხოვს. სილასი ერთადერთი აღმოჩნდება, ვისაც შეუძლია გადაარჩინოს მათი ოჯახი შტორმის დროს, მაგრამ სანამ ოჯახი სტიქიის მასშტაბებს აფასებს, მათ უსაფრთხოებას იმაზე უფრო მეტად საშიში რამ ემუქრება, ვიდრე ბუნების ძალაა.
ქართულად
ჩართვა
რენფილდი / Renfield
რენფილდი / Renfield
ნაყურებია 189
წელი: 2023
რეჟისორი: კრის მაკეი
მსახიობები: ნიკოლას ჰოლტი, ნიკოლას ქეიჯი, აქვაფინა, ბენ შვარცი, შოჰრე აგდაშლუ, ბრენდონ სკოტ ჯონსი

მოკლე აღწერა:
ბრემ სტოკერის ცნობილ რომანზე “დრაკულა” დაფუძნებული ფენტეზური ჰორორ-კომედია, ისტორიაში ყველაზე ნარცისული ბოსის, გრაფ დრაკულას ერთგული, მაგრამ დატანჯული ლაქიის, რენფილდის შესახებ, რომელიც იძულებულია ინადიროს თავისი ბატონის მსხვერპლზე და შეასრულოს მისი ყველა დავალება, როგორი დამამცირებელიც არ უნდა იყოს ისინი. თუმცა, მრავალსაუკუნოვანი მონობის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება, როდესაც რენფილდს მოხერხებული საგზაო პოლიციელი რებეკა კუნისი შეუყვარდება და ახალი ცხოვრების დაწყებას გადაწყვეტს.
ქართულად
ჩართვა
თეთრი სახლის სანტექნიკოსები / White House Plumbers
თეთრი სახლის სანტექნიკოსები / White House Plumbers
ნაყურებია 61
წელი: 2023
რეჟისორი: დევიდ მენდელი
მსახიობები: ვუდი ჰარელსონი, ჯასტინ ტერუ, ლინა ჰიდი, კიმ კოუტსი, ტობი ჰასი

მოკლე აღწერა:
პოლიტიკური დრამა, რომელშიც მოვლენები 1971 წელს ვითარდება და ეგილ “ბადი” კროგის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის მთავარი რწმუნებული და მისი მენტორი ჯონ ერლიჰმანი გამოიძახებენ დახურულ შეხვედრაზე თეთრი სახლის დასავლეთით მდებარე განცალკევებულ ოფისში. კროგი ფიქრობდა, რომ მიდიოდა შეხვედრაზე, რათა განეხილათ ნარკოტიკების კონტროლის პროგრამა, რომელიც დაიწყო მისი ბოლო მოგზაურობის დროს სამხრეთ ვიეტნამში. მაგრამ ამის მაგივრად, მას გადაეცემა საქმე და პასუხისმგებლობა სპეციალურ საგამოძიებო განყოფილებაზე, SIU-ზე, რომელიც მოგვიანებით გახდა ცნობილი როგორც “სანტექნიკოსები”. განყოფილებას უნდა ეწარმოებინა გამოძიება ზესაიდუმლო სამთავრობო დოკუმენტების და მათი გაჟონვის გარშემო, რასაც პრეზიდენტი თვლიდა გადამწყვეტად ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
ქართულად
ჩართვა
მკერავის საიდუმლო / The Tailor (Terzi)
მკერავის საიდუმლო / The Tailor (Terzi)
ნაყურებია 910
წელი: 2023
რეჟისორი: ჯემ ქარჯი
მსახიობები: ჩაღათაი ულუსოი, სიფანურ გული, ოლგუნ სიმსექი, სალიჰ ბადემჯი, ბარაქ თუზუნათაჩი

მოკლე აღწერა:
პეიამი, ახალგაზრდა და ცნობილი მკერავია, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ნიჭი და წარმატებული ბიზნესი ბაბუისგან, რომლის გარდაცვალებასთან ერთად პეიამი თავისი ფსიქიკურად დაავადებული მამის უდიდეს საიდუმლოს იგებს და ახლა სიმართლის დამალვაზე უნდა იზრუნოს. ის თავისი საუკეთესო მეგობრის პატარძლის საქორწინო კაბის კერვას იწყებს, თუმცა სამივე მათგანს აქვს ბნელი საიდუმლოებები, რომლებიც მალე თავდაყირა დააყენებს მათ ცხოვრებას.
ქართულად
ჩართვა
დილეგები და დრაკონები: პატივი ქურდებს შორის / Dungeons & Dragons: Honor Among Thieves
დილეგები და დრაკონები: პატივი ქურდებს შორის / Dungeons & Dragons: Honor Among Thieves
ნაყურებია 241
წელი: 2023
რეჟისორი: ჯონ ფრენსის დეილი, ჯონათან მ. გოლდსთეინი
მსახიობები: მიშელ როდრიგესი, კრის პაინი, სოფია ლილისი, რეჟე-ჟან პეიჯი, ჯასტიქ სმიტი, ჰიუ გრანტი, ქლოე კოულმენი, დეიზი ჰედი, ჯეისონ ვონგი

მოკლე აღწერა:
ამავე სახელწოდების ლეგენდარული ფენტეზური სამაგიდო როლური თამაშის ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები გამოგონილ ზღაპრულ-სამყაროში ვითარდება, სადაც დრაკონები და ორკები, გნომები და ელფები, ჯადოქრები და რაინდები ერთად ცხოვრობენ. მათ ფანტასტიკური თავგადასავლები ელოდებათ, სადაც დაკარგული რელიქვიის საპოვნელად, მომხიბვლელი ქურდი და მისი ავანტიურისტთა ჯგუფი ეპიკურ ძარცვას გეგმავენ, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დგება, როდესაც ისინი ბოროტ ადამიანებს წააწყდებიან.
ქართულად
ჩართვა
მისის დევისი / Mrs. Davis
მისის დევისი / Mrs. Davis
ნაყურებია 113
წელი: 2023
რეჟისორი: ოუენ ჰარისი, ალეტეა ჯონსი, ფრედ ტუა
მსახიობები: ბეტი გილპინი, ჯეიკ მაკდორმანი, ენდი მაკუინი, კრის დიამანტოპოლოსი, ელი გენრი

მოკლე აღწერა:
რწმენა და ტექნოლოგია ერთმანეთს ეჯახება, როდესაც მონაზონი ხელოვნური ინტელექტის საშიშ ძალას უპირისპირდება. სიმონე – ჩვეულებრივი მონაზონია, რომელიც იწყებს უკომპრომისო ბრძოლას ყველაზე ძლიერ ულტრათანამედროვე ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ, სახელად მისის დევისი, რომელსაც კაცობრიობის დამონება სურს. ამ ომში მას ეხმარება მისი ყოფილი მეგობარი ბიჭი, რომელსაც აქვს საკუთარი მიზეზები, გაანადგუროს მისის დევისი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გმირები ღვთისმოსაწონ საქმეს ასრულებენ, საერთო წარსული მათ ყოფილ გრძნობებს აღვიძებს, რაც და სიმონეს ცოდვისკენ უბიძგებს.
ქართულად
ჩართვა
ტკბილი სახლი / Sweet Home
ტკბილი სახლი / Sweet Home
ნაყურებია 228
წელი: 2020
რეჟისორი: ლი ინ-ბოკი, ჩან იონ-უ, პაკ სო-ჰიონი
მსახიობები: სონ განი, ლი ჯინ-უკი, ლი ში-იონი, ლი დო-ჰიონი, კიმ მინ-ში, პაკ კიუ-იონი

მოკლე აღწერა:
როდესაც ადამიანები ველურ ურჩხულებად იქცევიან და ცდილობენ მთელი კაცობრიობის განადგურებას, პრობლემური მოზარდი ჰიუნი იბრძვის, რათა გადაარჩინოს ის, რაც დარჩა კაცობრიობისგან, სანამ გვიან არ არის.
ქართულად
ჩართვა
კივილი 6 / Scream VI
კივილი 6 / Scream VI
ნაყურებია 253
წელი: 2023
რეჟისორი: მეთიუ ბეტინელი, ტაილერ ჯილეტი
მსახიობები: მელისა ბარერა, კორტნი კოკსი, ჯენა ორტეგა, მეისონ გუდინგი, ჯასტინ სავოი ბრაუნი, როჯერ ლ. ჯეკსონი

მოკლე აღწერა:
განახლებული საკულტო საშინელებათა ფრენჩაიზის მეექვსე ნაწილი დაუნდობელი ნიღბიანი მკვლელი-მანიაკის შესახებ, რომელიც 2022 წლის ფილმში “კივილი 5“ ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი ახალგაზრდა გმირების, დები სამანტა და ტარა კარპენტერების და ტყუპები ჩადი და მინდი მიკსების ისტორიას აგრძელებს. ისინი ნიღბიანი მკვლელის სიკვდილის შემდეგ, მშობლიურ ქალაქ ვუდსბორს ტოვებენ და ნიუ-იორკში მიდიან, რათა ყველაფერი თავიდან დაიწყონ, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე?
ჟანრი: 
საშინელება
ქართულად
ჩართვა
ბოროტი მკვდრების აღზევება / Evil Dead Rise
ბოროტი მკვდრების აღზევება / Evil Dead Rise
ნაყურებია 232
წელი: 2023
რეჟისორი: ლი კრონინი
მსახიობები: მირაბაი პიზი, რიჩარდ კრაუჩლი, ანა-მარი ტომასი, ლილი სალივანი, ნოი პოლი

მოკლე აღწერა:
გზაზე გრძელი მოგზაურობის შემდეგ, ბეტი სტუმრობს თავის უფროს დას ელის, რომელიც ლოს-ანჯელესის პატარა ბინაში სამ შვილის მარტო ზრდის. ერთხელაც შენობის სიღრმეში დამალულ უცნაურ წიგნს იპოვიან, რომელიც საშინელ დემონებს ათავისუფლებს.
ჟანრი: 
საშინელება
ქართულად
ჩართვა
ფრთხილად იყავით გასვლისას / Attention au départ !
ფრთხილად იყავით გასვლისას / Attention au départ !
ნაყურებია 87
წელი: 2021
რეჟისორი: ბენჟამინ ევრარდი
მსახიობები: ანდრე დიუსოლიე, ჟერომ კომანდიორი, ჯონათან ლამბერი, ნილს ოტენენ-ჟერარი, ლეკლერ ფერდინანდი, მარი-ჟიული ბო, შარლი დე ვიტი, სელესტა ევაგორა, ემილი პარვილერი, ტომ დ’ორნანო

მოკლე აღწერა:
ბოლოს და ბოლოს, არდადეგები მოვიდა! ვლადი და მისი მეგობრები ძალიან აღელვებულები არიან! ჟერომი, ვლადის მამა, ორგანიზებას უკეთებს მგზავრობას. ანდრე, ჟანას და ბაზილის ბაბუა, ასევე მზად არის დასახმარებლად. ექვსი ბავშვი, ორი ზრდასრული და წინ რვა საათიანი მოგზაურობაა მატარებლით. ყველაფერი გაწერილია, თუმცა ჟერომს და ანდრეს მატარებელზე აგვიანდებათ და სწორედ აქ იწყება მათთვის გიჟური თავგადასავლებით სავსე რბოლა.
ჟანრი: 
კომედია
ქართულად
ჩართვა
თვალი თვალის წილ / Eye for an Eye
თვალი თვალის წილ / Eye for an Eye
ნაყურებია 181
წელი: 1996
რეჟისორი: ჯონ შლეზინგერი
მსახიობები: სალი ფილდი, ედ ჰარისი, ოლივია ბერნეტი, ალეკსანდრა კაილი, კიფერ საზერლენდი, ჯო მანტენია

მოკლე აღწერა:
კარენ მაკენს საშინელი ტრაგედია დაუტრიალდა ოჯახში: ნაძირალა დამნაშავე სახლში შეიჭრა და მოკლა მისი ჩვიდმეტი წლის ქალიშვილი ჯული. დამნაშავე დააკავეს, მაგრამ კარენი ახალ კოშმარს ელოდა...
ქართულად
ჩართვა
სნაიპერი: თეთრი ყორანი / Sniper: The White Raven
სნაიპერი: თეთრი ყორანი / Sniper: The White Raven
ნაყურებია 252
წელი: 2022
რეჟისორი: მარიან ბუშანი
მსახიობები: მერინა კოშკინა, ანდრეი მოსტრენკო, პაველ ალდოშინი, რომან სემისალი, ზახარ შადრინი

მოკლე აღწერა:
მიკოლა – ექსცენტრიული პაციფისტია, რომელსაც სურს კაცობრიობისთვის სასარგებლო იყოს. მაგრამ როდესაც დონბასში ომი იწყება, მიკოლას გულუბრყვილო სამყარო ინგრევა, რადგან მტრები მის ორსულ ცოლს კლავენ და სახლს უწვავენ. გამოჯანმრთელების შემდეგ ის იღებს კარდინალურ გადაწყვეტილებას და ირიცხება სნაიპერების დანაყოფში. როცა მთავარი გმირი ცოლის მკვლელებს შეხვდება ის ემოციურად ნადგურდება და მტერს “სნაიპერულ ტერორს” უწყობს. მიკოლას უაზრო სიკვდილისგან მისი სასიკვდილოდ დაჭრილი ინსტრუქტორი იხსნის. შედეგად, მეგობრის სიკვდილი მასში დიდ “შრამს ტოვებს და ახლა მზადაა სიცოცხლე გასწიროს.
ჟანრი: 
დრამა
ქართულად
ჩართვა
განცალკევება / Severance
განცალკევება / Severance
ნაყურებია 98
წელი: 2022
რეჟისორი: ბენ სთილერი, აოიფე მაკარდლი
მსახიობები: დიჩენ ლაკმენი, პატრიცია არკეტი, ადამ სკოტი, კრისტოფერ უოკენი, ჯონ ტურტურო, ბრიტ ლოუერი, ზაკ ჩერი, ჯენ ტულოკი, ტრამელ ტილმანი

მოკლე აღწერა:
სამეცნიერო-ფანტასტიკური დრამა, ბოროტი კორპორაციის Lumon Industries-ის ახალგაზრდა თანამშრომელის მარკ სკაუტის შესახებ. მარკი – ერთ-ერთია იმ რამდენიმე თანამშრომელიდან, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ მონაწილეობას კომპანიის მიერ თანამშრომლების მუშაობის გასაუმჯობესებლად მოფიქრებულ ახალ ინიციატივაში: პროცედურა, რომელიც ცნობილია როგორც “განცალკევება”, სადაც ქირურგიული გზით აცალკევებენ თქვენს სამუშაო მოგონებებს თქვენი პირადი ცხოვრებისგან. ახლა ისინი სამსახურში ვერაფერს გაიხსენებენ ოჯახურ ცხოვრებაზე, სახლში კი – სამსახურში მომხდარ ამბებს ვერ გაიხსენებენ. თუმცა სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის ეს გაბედული ექსპერიმენტი მალე ეჭვქვეშ დადეგბა...
ქართულად
ჩართვა
გარედან / From
გარედან / From
ნაყურებია 162
წელი: 2022
რეჟისორი: ჯეკ ბენდერი, ჯენიფერ ლიაო, ჯეფ რენფრო
მსახიობები: ხეროლდ პერინო, კატალინა სანდინო მორენო, ეიონ ბეილი, ჰანა ჩერამი, საიმონ ვებსტერი, რიკი ჰე, ქლოე ვან ლანდშუტი, შონ მაჯუმდერი, კორტეონ მური

მოკლე აღწერა:
გახსენით კოშმარული ქალაქის საიდუმლო შუა ამერიკაში, რომელიც აკავებს ყველას, ვინც შემოდის. როდესაც უნებლიე მაცხოვრებლები იბრძვიან ნორმალურობის შესანარჩუნებლად და გამოსავლის მოსაძებნად, ისინი ასევე უნდა გადაურჩნენ მიმდებარე ტყის საფრთხეებს - მათ შორის საშინელ არსებებს, რომლებიც მზის ჩასვლისას გამოდიან.
ქართულად
ჩართვა
მოსამსახურე / The Handmaiden
მოსამსახურე / The Handmaiden
ნაყურებია 99
წელი: 2016
რეჟისორი: ჩან–ვუკ პაკი
მსახიობები: ჯუნგ-ვოო ჰა, მინ-ჰიე კიმი, Jin-woong Jo, Tae Ri Kim

მოკლე აღწერა:
გასული საუკუნის 30-იანი წლები. კორეა ოკუპირებულია იაპონიიის მიერ. ისტორია მოგვითხრობს 4 ადამიანის შესახებ: კეთილშობილი ლედი, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო იღბალი, თაღლითი მოსამართლე, რომელმაც კეთილშობილი ლედის ბედი უნდა გადაწყვიტოს, ახალგაზრდა ბინის ქურდი, რომელიც თღლითი მოსამართლის დაქირავებულია და კეთილშობილი ქალბატონის ბიძა, რომელიც მისი მცველია
ქართულად
ჩართვა
მიტოვებული / Ghosted
მიტოვებული / Ghosted
ნაყურებია 243
წელი: 2023
რეჟისორი: დექსტერ ფლეჩერი
მსახიობები: ანა დე არმასი, ემი სედარისი, კრის ევანსი, ედრიან ბროუდი, თიმ ბლეიქ ნელსონი, ტეიტ დონოვანი, ჩიკო კენზარი, ლიზი ბროდვეი, მუსტაფა ჟაკირი

მოკლე აღწერა:
კოულს სეიდი ერთი ნახვით უყვარდება, თუმცა მალევე შოკში ვარდება, როდესაც იგებს რომ გოგონა საიდუმლო აგენტია. წყვილი მეორე პაემანზე წასვლის მაგივრად, მსოფლიოს გადასარჩენად საერთაშორისო თავგადასავალაში აღმოჩნდება.
რუსულად
ჩართვა
დიდი კარის ჯილდო / The Big Door Prize
დიდი კარის ჯილდო / The Big Door Prize
ნაყურებია 146
წელი: 2023
ქვეყანა: აშშ, სამხრეთ კორეა
რეჟისორი: დეკლან ლაუნი, ანუ ვალია, მოლი მაკგლინი
მსახიობები: კრის ო'დაუდი, გაბრიელ დენისი, დეიმონ გაპტონი, ჯოშ სეგარა, ჯულიეტ ამარა, სემი ფურლასი

მოკლე აღწერა:
მ.ო. უოლშის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული კომედიური სერიალი, რომელშიც მოვლენები ვითარდება პატარა ქალაქ დირფილდში და მოგვითხრობს ქალაქის მაცხოვრებლების შესახებ, რომელთა ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება, როდესაც ერთ დღეს იდუმალი მანქანა გამოჩნდება მათ სასუსართო მაღაზიაში. ის ქალაქის თითოეული მკვიდრის ცხოვრების ნამდვილ პოტენციალს ავლენს და მოულოდნელად იწყებს გმირების ბედის წინასწარმეტყველებას.

რუსულად
ჩართვა
ტენგი / Tang
ტენგი / Tang
ნაყურებია 55
წელი: 2022
ქვეყანა: იაპონია
რეჟისორი: ტაკაჰირო მიკი
მსახიობები: კაძუნარი ნინომია, ჰიკარი მიცუსიმა, მიკაკო იტიკავა, ნაო ჰონდა, სინია კოტე, ტაიგა კიომოტო
 
მოკლე აღწერა:
კენ კასუგაის ცოლი მიატოვებს, რადგან თამაშების მეტი არაფერი აინტერესებს. ერთ დღესაც, მის თვალწინ დაკარგული ბავშვი-რობოტი ტენგი გაჩნდება.

რუსულად
ჩართვა
იესოს რევოლუცია / Jesus Revolution
იესოს რევოლუცია / Jesus Revolution
ნაყურებია 67
წელი: 2023
ქვეყანა: აშშ
რეჟისორი: ჯონ ერვინი, ბრენტ მაკორკლი
მსახიობები: ჯოელ კორტნი, ჯონათან რუმი, კიმბერლი უილიამს-პეისლი, ანა გრეის ბარლოუ, კელსი გრემერი, ნიკ ბიშოპი
 
მოკლე აღწერა:
ნამდვილი ამბავი, რომელშიც მოვლენები 1070-იან წლებში ვითარდება და ახალგაზრდა გრეგ ლორის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც სხვა ახალგაზრდებთან ერთად მიდის მზიან სამხრეთ კალიფორნიაში, სადაც შემთხვევით გაიცნობს ქარიზმატულ ქუჩის მქადაგებელ-ჰიპის, ლონი ფრისბის და პასტორ ჩაკ სმიტს, რომლებმაც მაწანწალა ახალგაზრდობის ნიაღვარს გაუღეს სმიტის ტანჯული და მომაკვდავი ეკლესიის კარი. ის, რაც შემდგომ ვითარდება, ხდება უდიდესი სულიერი გამოღვიძება ამერიკის ისტორიაში, რასაც ჟურნალმა TIME-მა იესოს რევოლუცია უწოდა.

ჟანრი: 
დრამა
რუსულად
ჩართვა
სტაჟიორი - ლუსტის ზაფხული / The Intern - A Summer of Lust
სტაჟიორი - ლუსტის ზაფხული / The Intern - A Summer of Lust
ნაყურებია 3 400
წელი: 2019
ქვეყანა: ესპანეთი
რეჟისორი: ერიკა ლიუსტი
მსახიობები: ლენა ანდერსონი, კეისი კელვერტი, მაიკლ ვეგასი, კალი სუდჰრა, პაულიტა რაპელი

მოკლე აღწერა:
მედის ისტორია, რომელიც ტოვებს მშობლიურ ქალაქსდა გადადის შეერთებულ შტატებში ბარსელონას ქუჩებში, რათა გამოიყენოს შესაძლებლობა სტაჟირება გაიაროს ეროტიკული კინორეჟისორისთვის ერიკა ლიუსტისთვის და მოხვდეს მის ფილმებში

ჟანრი: 
ეროტიული
რუსულად
ჩართვა
ცდუნება / Obsession
ცდუნება / Obsession
ნაყურებია 1 981
წელი: 2023
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
რეჟისორი: ლიზა ბაროს დ'სა, გლენ ლეიბერნი
მსახიობები: რიჩარდ არმიტეჯი, ჩარლი მერფი, სონერა ენჯელი, ანილ გაუტამი, რიშ შახი

მოკლე აღწერა:
რომანტიკული დრამა, პატივცემული ლონდონელი ქირურგის, უილიამის სასოწარკვეთილი აკვიატებისა და მისი სკანდალური სიყვარულის შესახებ. უილიამი არის ადამიანი, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს: სიმდიდრე, ლამაზი ცოლ-შვილი და პრესტიჟული პოლიტიკური კარიერა პარლამენტში. მაგრამ მის ცხოვრებას აკლია ვნება, და მტანჯველი სიცარიელე უბიძგებს მას ყოვლისმომცველ, და საბოლოოდ დამღუპველ ურთიერთობისკენ მისი შვილის საცოლესთან…

რუსულად
ჩართვა
მე ვარ გრუტი / I Am Groot
მე ვარ გრუტი / I Am Groot
ნაყურებია 164
​წელი: 2022
ქვეყანა: აშშ
რეჟისორი: კირსტენ ლეპორე
მსახიობები: ვინ დიზელი, ბობ ბერგენი, ტერი დუგლასი, სკოტ მენვილი, კეიტლინ რობროკი, კერი უოლგრენი
 
მოკლე აღწერა:
Marvel Comics-ის ამავე სახელწოდების პერსონაჟზე დაფუძნებული მოკლემეტრაჟიანი ფანტასტიკური სერიალი, გალაქტიკის მცველების წევრის, ხის მსგავსი ჰუმანოიდისა და რაკეტას თანამზრახველი პატარა გრუტის შესახებ, რომელშიც თითოეული სერია მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ იზრდება პატარა გრუტი გალაქტიკაში, სადაც ის თავგადასავლებით სავსე მოგზაურობებში მიდის ახალ და უჩვეულო პერსონაჟებთან ერთად, რომლებიც მთავარ გმირს მუდმივად უსიამოვნებებში ხვევენ.

ჟანრი: 
ანიმაცია
რუსულად
ჩართვა
დაპირისპირება / Beef
დაპირისპირება / Beef
ნაყურებია 87
​წელი: 2023
ქვეყანა: აშშ
რეჟისორი: ჯეიკ შრეიერი, კიოკა მიაძაკი, ლი სონ-ჯინი
მსახიობები: სტივენ იანი, ალი ვონგი, ჯოზეფ ლი, იანგ მაზინო, რემი ჰოლტი, დევიდ ჩოუ

მოკლე აღწერა:
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ განვითარებული დაპირისპირება, ორი ახალგაზრდა გმირისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მათ ერთმანეთის გონებაში შეაღწიეს და ნელ-ნელა მათმა ყოველმა აზრმა ერთი მეორეს შთანთქმა დაიწყო. დენი ჩო, წარუმატებელი კონტრაქტორია, რომელიც პირისპირ ხვდება ფერადი ცხოვრებით მცხოვრებ, ახალგაზრდა ბიზნესმენს, ემი ლაუს. მათი მზარდი მტრობა თავდაყირა აყენებს ორივეს ცხოვრებას და ურთიერთობებს. ისინი თანდათან ერთმანეთით შეპყრობილები ხდებიან, რაც პირდაპირ აისახება გმირების ცხოვრებასა და გარშემომყოფებზე.

რუსულად
ჩართვა
ღამის ფრინველი / Nightbird
ღამის ფრინველი / Nightbird
ნაყურებია 1 170
წელი: 2023
ქვეყანა: ფილიპინები
რეჟისორი: ლოურენს ფახარდო
მსახიობები: კრისტინ ბერმანსი, სიდ ლუსერო, ფელიქს როკო, აარონ ვილიაფლორი, მარკ ენტონი ფერნანდესი

მოკლე აღწერა:
მეგობრების მიერ მოწყობილ წვეულებაზე რეიჩელი ხვდება ოთხ მამაკაცს. ალკოჰოლური სასმელებითა და ნარკოტიკებით სავსე ღამე ქაოტურ სახეს ირებს, როდესაც მამაკაცები რეიჩელსა და მის მეგობრებს სექსუალურ შეურაცხყოფას აყენებენ. რეიჩელი პირობას დებს, რომ ნებისმიერ ფასად იძიებს შურს.

ჟანრი: 
ეროტიული
ქართულად
ჩართვა
ეროსი / Eros
ეროსი / Eros
ნაყურებია 118
წელი: 2004
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ჰონკონგი, აშშ, ლუქსემბურგი
რეჟისორი: მიქელანჯელო ანტონიონი, სტივენ სოდებერგი, ვონგ კარ-ვაი
მსახიობები: რობერტ დაუნი უმცროსი, ალან არკინი, ჩენ ჩანგი, ლი გონი, ფენგ ტიენი, ლუიკ ონტიე, იანიუნ ზოუ, ვინგ ტონგ შეუნგი

მოკლე აღწერა:
მსოფლიო კინოკლასიკის წამყვანი რეჟისორების თვალით დანახული სამი დაუვიწყარი ისტორია ეროტიკასა და სურვილზე, სამყაროში სადაც სიყვარული განურჩევლად მართავს ადამიანებს.

ქართულად რუსულად
ჩართვა
მხუთავი ილეთი / Boga Boga (Chokehold)
მხუთავი ილეთი / Boga Boga (Chokehold)
ნაყურებია 167
წელი: 2023
ქვეყანა: თურქეთი
რეჟისორი: ონურ საილაქი
მსახიობები: ქივანჩ თათლითუღი, ფუნდა ერიგითი, გიურგენ ოზი, ონურ აქგიულგილი, ქერემ არსლანოღლუ, ნადი გიულერი

მოკლე აღწერა:
ფილმი მოგვითხრობს სტამბოლში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილის, იალნის და ბეიზის შესახებ, რომლებიც სკანდალის თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვეტენ ყველაფერი ახლიდან დაიწყონ და გადადიან ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ პატარა ქალაქში. მაგრამ ქალაქის მოსახლეობა პირველივე დღიდან მტრულად განწყობილი ხდება იალნის მიმართ. მალე ამ რეაქციების სიმძიმე სწრაფად იზრდება და ერთ დღეს ახალგაზრდა მამაკაცი თავს ესხმის ილინს. ამ თავდასხმით მთავარი გმირის ნამდვილი ვინაობა გახდება ცნობილი, და ფარული კონფლიქტი მასსა და ქალაქის მცხოვრებლებს შორის დაიწყება.

ჟანრი: 
დრამა / თრილერი