დოკუმენტური

ჩართვა
სულელური მეცნიერება / Science of stupid (2013)
სულელური მეცნიერება / Science of stupid (2013)
ნაყურებია 1 912
ქვეყანა: აშშ
წელი: 2013
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: National Geographic
როლებში: რიჩარდ ჰამონდი

მოკლე აღწერა: ამ დოკუმენტურ სერიალში მეცნიერები მოგვითხრობენ იმის შესახებ, თუ რატომ გადაიქცევა თავგადასავალი ბოროტქმედებად. აქ ობიექტური მეცნიერება, სცენაზე შეშლილთა სამოყვარულო ვიდეოკამერებთან ერთად გამოდის. რიჩარდ ჰამონდი გვთავაზობს ყველა იმ უბედურ, თუ სასაცილო შემთხვევას, რაც მსოფლიოს მამაც, გაბედულ ხალხს დამართნია. შემდეგ კი, მეცნიერული ფაქტებით ხსნის მათ ჩავარდნებსა დამამცირებელ ქმედებებს სპეციალური ანიმაციური და შენელებული კადრების დახმარებით. თქვენ არ შეეცადოთ ამის გაკეთებას!
ჩართვა
ვეფხვი: ჯუნგლების ჯაშუში / Tiger: Spy in the Jungle (2008)
ვეფხვი: ჯუნგლების ჯაშუში / Tiger: Spy in the Jungle (2008)
ნაყურებია 2 465
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2008
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ჯონ დაუნერი
როლებში: დევიდ ატენბორო

მოკლე აღწერა: დოკუმენტალისტები დახურული, შენიღბული კამერებისა და სატრანსპორტო სპილოების საშუალებით, ინდოეთში ვეფხვების ოჯახს აკვირდებიან. აქ გადაღებულია უნიკალური კადრები, რომლის წვდომაც ტრადიციული საშკუალებებით შეუძლებელია...
ჩართვა
ქალაქი შიგნიდან გარეთ / Strip The City (2012)
ქალაქი შიგნიდან გარეთ / Strip The City (2012)
ნაყურებია 2 195
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2012
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: რიოლანდ დაუსთი, გვინ უილიამსი
როლებში: თომ კიკოთი, ნიკ ეილსი, გრეგ ჰოლი, ქლეითონ ალარი, ვანესა კონელი, თარა ბრაუნი, ფილიპ ჰოლიდეი, ენდი მაქკეი

მოკლე აღწერა: გთავაზობთ ტელეკანალ Discovery - ის დოკუმენტური სერიების ციკლს სახელწოდებით Strip The City. აქ საუბარი იქნება მსოფლიოს ექვს უმსხვილეს მეგაპოლისზე. მათ შინაგან და გარეგან საიდუმლოებებზე, რომელიც დაკავშირებულია ღრმა საინჟინრო აზროვნებასთან. ყურადღების ცენტრში მოექცა ისეთი ქალაქები, როგორიცაა: დუბაი, სიდნეი, სან-ფრანცისკო, ტორონტო, ლონდონი და რომი. როგორც აღმოჩნდა, ხალხმა ძალიან ცოტა რამ იცის ამ მეგაპოლისების შესახებ... რამდენ ჩვენთვის უცნობ საიდუმლოს ინახავენ აღნიშნული ქალაქები? ამიტომაც სერიალის შექმნელებმა გადაწყვიტეს თანამედროვე კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით, გაგვარკვიონ ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ტექნოლოგიის წყალობით, მათ შეუძლიათ ფუნდამენტამდე, აგურ-აგურ დაშალონ ნებისმიერი ქალაქი და შემდეგ ააწყონ პირვანდელ მდგომარეობაში. და ყველაფერი ეს კეთდება იმისთვის, რომ გავერკვეთ, თუ რა პრინციპები ამოძრავებდათ ინჟინრებს ამ უდიდესი ქმნილებების შექმნისას...
ჩართვა
იარაღის საიდუმლო გამოვლინდა / Top Secret Weapons Revealed (2012)
იარაღის საიდუმლო გამოვლინდა / Top Secret Weapons Revealed (2012)
ნაყურებია 1 856
რუსულად
სერიალი
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2012
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: მაქს კალჰეინი
როლებში: ბრაიან ჯ.ფორდი, სთივენ ბედსი, პატრიკ დელაფორსი, დევიდ უილი, იენ ჰემერტონი.

მოკლე აღწერა: მსოფლიო ომების დროს დასავლეთმა ჯაშუშების სათვალთვალოდ და მტრების გასანადგურებლად წარმოუდგენელი მოწყობილობები გამოიგონეს. რეაქტიული ზურგჩანთა, გასაბერი რეზინის თვითმფრინავი, მტრედი მართვადი ჭურვებით და კიდევ კატა, რომელიც მტრებს უსმენდა. ეს მცირეოდენი ჩამონათვალია იმ იდეებისა, რამაც კონსტრუქტორების თავებში გამოიარა. ამ დროს, არც აღმოსავლეთში ეძინათ. საბჭოთა რუსებმა შექმნეს თვითვმფრინავი «Экраноплан», რომელიც წყლის ზემოთ რამდენიმე სანტიმეტრზე დაფრინავდა, "ნატოს" ხომალდების გასანადგურებელი ფრთოსანი რაკეტები და ა. შ. სერიალში ნაჩვენებია ყველაზე საიდუმლო იარაღები, რაც კი აქამდე იყო...
ჩართვა
ტორნადოს გზა / Road tornado (2010)
ტორნადოს გზა / Road tornado (2010)
ნაყურებია 3 155
რუსულად
სერიალი
ქვეყანა: აშშ
წელი: 2010
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: თომ ბირსი, ფილიპ სიგალი, გეილ ბერმანი
როლებში: -

მოკლე აღწერა: ამ სერიალის რეალობა ძალიან შეგაშინებთ და ძრწოლვას მოგგვრით. ტორნადოზე მონადირეები, საკუთარი სიცოცხლის ფასად, მთელ ამერიკაში დასდევენ მას, რომ გაიგონ მისი წარმოუდგენელი ძალა და დამანგრეველი შესაძლებლობები. რიდ თიმერი თავის გადამღებ გუნდთან ერთად, ყოველგვარი უსაფრთხოების ზღვარს გადასული, იღებს ტორნადოს პირდაპირ მის შუაგულში ტეხასის, ოკლაჰომას, ნებრასკასადა კანზასის შტატებში. სახელდობრ, აქ წარმოიშობა ყველაზე ძლიერი ტორნადო, რომელიც ყველაფერს ანადგურებს, რასაც კი წაეწევა. ყველაზე თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, რიდი და მისი ოპერატორი სასიკვდილო სანახაობას გვიჩვენებენ. ისინი ათეულობით კილომეტრებს გადიან ტორნადოს საპოვნელად, მაგრამ აღმოჩენის შედეგები როგორ დასრულდება არავინ იცის...
ჩართვა
პარანორმალური / Paranormal (2012)
პარანორმალური / Paranormal (2012)
ნაყურებია 2 388
ქვეყანა: აშშ
წელი: 2012
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: პატრიკ როჯერსი
როლებში:

მოკლე აღწერა: მთელ დედამიწაზე სხვადასხვა რასის, ეროვნებისა და ასაკის ადამიანი დაუჯერებელი მოვლენების მოწმე ხდება, რომლებსაც ჩვენს საზოგადოებაში პარანორმალურ მოვლენებს უწოდებენ და მსგავსი ისტორიები ყოველ საუკუნეში და ყველგან ხდებოდა. სწორედ, ასეთ ზებუნებრივ მოვლენებზე იქნება საუბარი ამ დოკუმენტური ფილმის სამეცნიერო-შემეცნებით ციკლში, რომელიც თქვენთვის კარგად ცნობილმა National Geographic-ის ჯგუფმა გდაიღო. თქვენ პირისპირ შეხვდებით ნამდვილ საშინელებას, ამაზრზენ მონსტრებსა და ადამიანების მაფრთხობელა სულებს, იქითა სამყაროს ქმნილებებს, რომელთა ხილვაც ძარღვებში სისხლს უყინავს მიწიერ ქმნილებებს. ოღონდ, რაოდენ საოცრად და დაუჯერებლად არ უნდა მოგვეჩვენოს ესა, თუ ის ისტორია, ჩვენ მაინც მეცნიერულ და ტექნიკური პროგრესის ეპოქაში ვცხოვრობთ და მეცნიერებმა დიდი ხანია იპოვეს პასუხი ამა თუ იმ კითხვაზე. ასე რომ, რასაც თქვენ ეკრანიდან იხილავთ, ყველაფერი ახსნილი იქნება მეცნიერული მსოფლმხედველობიდან. ამ დოკუმენტური სერიალის ავტორები ცდილობენ მზის სინათლეზე გამოიტანონ ბევრი "ბნელი" ისტორია, რომელიც მრავალი ათწლეულისა და ასწლეულის მანძილზე კაცობრიობას...
ჩართვა
ხეების პლანეტა / Planete des Arbres (2010)
ხეების პლანეტა / Planete des Arbres (2010)
ნაყურებია 2 106
ქვეყანა: საფრანგეთი
წელი: 2010
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი:
როლებში:

მოკლე აღწერა: მსოფლიოში ხეების 100 000 სახეობას ითვლიან. ბევრი მათგანის შესახებ ჩვენ ბავშვობიდანვე ვიცით. მუხის ფოთოლი, ცაცხვის ან ნაძვის ტოტი ყველა ჩვენთაგანს უნახავს. მაგრამ ყველასთვის როდი არის ცნობილი ის საოცარი ფაქტები, რომლებიც ამ დოკუმენტურ სერიალშია მოცებული. კერძოდ, ადამიანისთვის ყველაზე ლამაზი და სასარგებლო ევროპისა ტროპიკული სარტყელის ხეები...
ჩართვა
თქვენ უკვე გაგაფრთხილეს! / You Have Been Warned! (2013)
თქვენ უკვე გაგაფრთხილეს! / You Have Been Warned! (2013)
ნაყურებია 1 861
რუსულად
სერიალი
ქვეყანა: აშშ
წელი: 2013
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: Discovery Channel
როლებში:

მოკლე აღწერა: პროგრამაში გვანახებენ 20 საუკეთესო რგოლს, სადაც ასახულია სამეცნიერო ექსპერიმენტები, რომელიც სახლის პირობებშია ჩატარებული. ყოველ სერიაში გვთავაზობენ გონივრულ, სასაცილო და უბრალოდ უცნაურ ვიდეო სიუჟეტებს, შემდეგ კი - მეცნიერები არჩევენ მას და გვიხსნიან მის არსს. ამასთან ერთად, თქვენ იხილავთ ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის რიგ აღმოჩენებს, რასაც ეს ცდები ეფუძვნება...
ჩართვა
მაგიის მეცნიერება / Science magic (2013)
მაგიის მეცნიერება / Science magic (2013)
ნაყურებია 2 540
რუსულად
სერიალი
ქვეყანა: აშშ
წელი: 2013
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: Discovery Channel
როლებში:

მოკლე აღწერა: სხვადასხვა ქვეყნის ოთხი პროფესიონალი ილუზიონისტი მეცნიერებას მაგიის შესაქმნელად იყენებს. ისინი მოგვითხრობენ, თუ როგორ ეხმარება მათ ფიზიკა, მათემატიკა და ქიმია ხალხის განცვიფრებაში. ეს მთლიანად შეცვლის თქვენს წარმოდგენას სამყაროზე. თქვენ ნახავთ ჯადოქრობას ქუჩებში, ფოკუსებს ფარულ კამერასთან და ილუზიებს. თქვენი გაკვირვების შემდეგ, ისინი აგიხსნიან იმ მეცნიერულ პრინციპებს, რისი შემწეობითაც მოახერხეს ჯადოსნობის ჩატარება. შეიძლება სასწაულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მეცნიერებაა! გაიგებთ ყველა მათ საიდუმლოს! ფილმის ნახვისას აუცილებლად დაგებადებათ კითხვა: ეს მაგიაა? თუ მეცნიერებაა? უმჯობესია ერთხელ ნახოთ...
ჩართვა
ტკბილი საფრანგეთი / Douces Frances (2011)
ტკბილი საფრანგეთი / Douces Frances (2011)
ნაყურებია 2 300
რუსულად
სერიალი, დოკუმენტური
ქვეყანა: საფრანგეთი
წელი: 2011
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: კსავე ლეფებრე
როლებში:

მოკლე აღწერა: საფრანგეთში აქაური თავისუფლებისა და სიხალვათის ატმოსფერო გიზიდავთ. აქ ჩვენ შეგვიძლია, ფრანგებს იმ ფონზე, როცა ის უშურველად გვიზიარებს თავის გასაოცარ მომხიბვლელობასა და მხიარულებას, ადვილად ვაპატიოთ: მცირე ხარვეზები, ბუზღუნისა და ნებისმიერი მიზეზით გაფიცვების მოწყობის ჩვევები. კარგი ღვინო, უგემრიელესი სამზარეულო და დახვეწილობა - ესაა მთელი საფრანვგეთი. ამ მხრივ, მსოფლიოში ის ყველაზე მიმზიდველ ქვეგყანად რჩება. მისი ასეთი წარმატება ობიექტური მიზეზებით არის განპირობებული, უპირველესად, მისი გეოგრაფიული მდებარეობით. საფრანგეთი ევროპის ცენტრში მდებარეობს, ფლობს საუკეთესი სატრანსპორტო ქსელს, რომელიც ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში სწრაფად გადაადგილების საშუალებას იძლევა. ამას გარდა, იმის გამო, რომ იგი მოსახლეობის დაბალი სიმჭიდროვით გამოირჩევა, სხვადასხვა ბუნებრივ ზონებში, აქ დღემდეა შემონახული ნაკრძალები და დაუსახლებელი მიწები. ჩვენ ვიმოგზაურებთ ევროპის ამ უმშვენიერესი ქვეყნის...
ჩართვა
დიდი საიდუმლო / Greatest Mysteries (2013)
დიდი საიდუმლო / Greatest Mysteries (2013)
ნაყურებია 1 861
რუსულად
სერიალი
ქვეყანა: აშშ
წელი: 2013
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ვირჯინია სომა
როლებში: დონ ვაილდმანი
IMDB:

მოკლე აღწერა: თქვენ გჯერათ მკითხავთა და მჩხიბავთა წინასწარმეტყველებისა და სიბრძნისა? რას ფიქრობთ და როგორ აღიქვამთ მოჩვენებებსა და სულთა წყევლაზე მონათხრობებს? მე არ ვიცი, თქვენ სკეპტიკოსი ხართ, თუ განუხრელი მისტიკოსი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ეს მოვლენები უკვე 21- ს-ის ადამიანის თანამდევი პროცესი გახლავთ. მისით ძლიერ არიან დაინტერესებულნი საქართველოს მოსახლეობის არა მხოლოდ პლებეური ფენები, არამედ მაღალი არისტოკრატიაც და მისი "უდიდებულესობა პოლიტიკოს-ჟურნალისტებიც"... ცხარე დებატები იმართება სიზმრის ფენომენის ირგვლივაც. საუკუნეთა სიღრმიდან ჩვენამდე მოღწეული ლეგენდები და თქმულებები, გასაოცარ ისტორიებს მოგვითხრობენ წინასწარმეტყველურ სიზმრებზე. როგორც ცნობილია, ფატალურ კატაკლიზმებში დარწმუნებული მეფე სოლომონი და ბუდა, იულიუს ცეზარი და ალექსანდრე მაკედონელი, ნახულობდნენ წინასწარმეტყველურ სიზმრებს.
1307 წლის 13 ოქტომბერის, პარასკევის მოვლენების წინა დღით, (რის გამოც, მას შემდეგ 13 რიცხვის პარასკევი ყველაზე საშინელ და უბედურ დღედ არის მიჩნეული), ტამპლიერთა ორდენის დიდმა მაგისტრმა, ჟაკ მოლემ, სიზმარი ნახა, რომელიც სინამდვილეს სრულად შეეფერებოდა. მაგისტრმა სისხლის მდინარეები და მკვდარი მეგობრები იხილა. ზუსტად, აღნიშნული თარიღი გახლდათ ორდენის სრულად განადგურების ათვლის წერტილი. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ ვიყბედო და გავახურო , ნახეთ დოკუმენტური ფილმი აღნიშნულ თემაზე და დანარჩენს იქ შეიტყობთ...
ჩართვა
აზიის სამოთხე / Paradise Asia (2008)
აზიის სამოთხე / Paradise Asia (2008)
ნაყურებია 2 042
რუსულად
სერიალი
ქვეყანა: სინგაპური
წელი: 2008
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: იინ ფუა, სანია რევი
როლებში:

მოკლე აღწერა: აზიის ვრცელ ვაკეზე თქვენ გელოდებათ საუცხოო თავშესაფარი. აქ არსებული არქიტექტურა აზიური სამოთხის ისტორიასა და კულტურაზე მოგვითხრობს. ულამაზესი ადგილები, საუცხოო პლაჟების ნათელი წყლები, ყველაფერი ეს აზიის კონტინენტზეა განთვსებული... იგი სხვადსხვა კულტურის სიმდიდრეებით გამოირჩევა და ნებისმიერ მათგანს თავისი თვითმყოფადი ისტორია გააჩნია. კონტინენტზე მოგზაურობისას, თქვენ იხილავთ ყველაზე გასაოცარ ადგილებსა და ლანდშაფტებს, რომელიც სულის დამაპყრობელია. ვფიქრობთ, რომ სერიალის ხილვა თქვენში დიდ კმაყოფილებას გამოიწვევს...
ჩართვა
შეიძლება გადავურჩეთ მეგა-ცუნამს? / Could We Survive a Mega-Tsunami? (2013)
შეიძლება გადავურჩეთ მეგა-ცუნამს? / Could We Survive a Mega-Tsunami? (2013)
ნაყურებია 4 703
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2013
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: მარტინ პუპი
როლებში:

მოკლე აღწერა: ერთხელაც, უზარმაზარმა ტალღამ შეიძლება მლიანად გაანადგუროს სიდნეის ჰავანა, წაშალოს კალიფორნიის პლაჟები და ჩრდილო შოტლანდიის მდელოები. სამწუხაროდ, მეგაცუნამები იმაზე უფრო მეტად ხშირად წარმოიშობა, ვიდრე ეს სურს დაიჯეროს თანამედროვე მეცნიერებამ და ამის გამო, ვერც ერთი სანაპირო ვერ იგრძნობს თავს უდაფრთხოდ. მარტო წყნარი ოკეანის რეგიონში, გასული 2000 წლის ცუნამის შედეგად, 462 597 ადამიანი დაიღუპა...
ჩართვა
მებრძოლთა კლუბის ძალადობის ისტორია / Fight Club: A History of Violence (2012)
მებრძოლთა კლუბის ძალადობის ისტორია / Fight Club: A History of Violence (2012)
ნაყურებია 2 144
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2012
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ჯერემი ფრისტონი
როლებში:

მოკლე აღწერა: სხვადასხვა ეპოქის მებრძოლთათვის ხელჩართული ბრძოლა კარგად იყო ცნობილი. შემდეგში ის სასტიკ სპორტულ გასართობად გადაიქცა. ყველაზე მამაცნი, რაუნდიდან რაუნდამდე, ძალ-ღონეს არ იშურებდნენ მოწინააღმდეგის დასამარცსებლად და აიძულებდნენ მათ შეშინებულები დანებებოდნენ. ორთაბრძოლების მაყურებლები დიდ ფსონებს ჩამოდიოდნენ და გამარჯვების შემთხვევაში, გართობასთან ერთად, კარგ თანხებსაც იჯიბავდნენ. ამ სერიალის ავტორები მოგვითხრობენ ვიქტორიანული და გეორგიანული მმართველობის დროინდელი ქალებისა და მამაკაცების სასტიკი ორთაბრძოლების შესახებ...
ჩართვა
ზღაპრული ციხესიმაგრეები და მეფეები / A Tale of Castles and Kings (2006)
ზღაპრული ციხესიმაგრეები და მეფეები / A Tale of Castles and Kings (2006)
ნაყურებია 1 851
ქვეყანა: იაპონია
წელი: 2006
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ტაკეში სანო
როლებში:

მოკლე აღწერა: სამეფო დინასტიების ისტორია სავსეა ტრაგედიებითა და ბრწყინვალებით. მდიდართა ფუფუნებით და უბრალო ხალხის სიღარიბითა და ტანჯვით. ყველაფერი ერთად კი -ქმნიდა დიდებულ სახელმწიფოთა საინტერესო ისტორიას. ისტორიას, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამეფო რეზიდენციებსა და ციხე-სიმაგრეებს. იაპონელმა დოკუმენტალისტებმა, 8 ცნობილი მონარქიული რეზიდენციის საინტერესო ციკლი შექმნეს, რომელიც ევროპის სხვადასხვა მხარეში იმყოფება. თქვენ იხილავთ: საფრანგეთის, გერმანიის, შვეციის, ესპანეთის, შოტლანდიისა და უნგრეთის წარმოუდგენელ სამყაროს. მოისმენთ ლეგენდებს: დრაკულას, ედინბურგის, ალჰამბრის ციხე-სიმაგრეებთან, სან-სუის სასახლის, ასევე, შამბორეს, მეისენესა და ლოვიონეს სამეფო რეზიდენციებთან დაკავშირებით. ისტორიისა და არქიტექტურის ეს ძეგლები, ისე როგორც მატეანეები, თავისთავში მრავალ ღირებულ ინფორმაციას ინახავს იმ ეპოქათა...
ჩართვა
უძველესი მეგასტრუქტურები / Ancient Megastructures (2007)
უძველესი მეგასტრუქტურები / Ancient Megastructures (2007)
ნაყურებია 2 101
რუსულად
სერიალი
ქვეყანა: აშშ
წელი: 2007
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: National Geographic
როლებში:
IMDB: 8.0

მოკლე აღწერა: ამერიკულ-ინგლისური ტელევიზიების BBC-ისა და National Geographic-ის ჯგუფმა, ერთობლივად მოამზადა შემეცნებითი დოკუმენტური ციკლი, რომელშიც უძველესი ეპოქის არქიტექტურის ბრწყინვალე და მონუმენტური შედევრების შექმნის პროცესია ახსნილი და წარმოჩენილი. ადამიანები, უძველეს დროში თანამედროვე ძლიერი მანქანების გარეშე აგებდნენ გრანდიოზულ ნაგებობებს, რომლებიც აღფრთოვანებას იწვევს მნახველში თავისი ძალით, მასშტაბითა და სილამაზით. კრებულში შესულია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ისეთი ცნობილი ობიექტები, როგორიცაა: რომის კოლიზიუმი, ეგვიპტის პირამიდები, წმინდა პავლეს ტაძარი, შარტრის ტაძარი, აია-სოფიას ეკლესია, ქალაქი პეტრა, ქალაქი მაჩუ-პიკჩუ, ალჰამბრის ციხესიმაგრე...
ჩართვა
ვეფხვების კუნძული / Tiger Island (2007)
ვეფხვების კუნძული / Tiger Island (2007)
ნაყურებია 1 959
ქვეყანა: აშშ
წელი: 2007
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: -
როლებში: -

მოკლე აღწერა: ამ სერიალის მთავარი გმირებია ვეფხვები, რომელებიც სამხრეთ ინგლისის კუნძულ უაითზე ბინადრობენ. აქ კერძო ზოოპარკია, რომელიც 1970 წელს ჯეკ ქორნიმ დაარსა და ახლა მას მისი ქალიშვილი შარლოტა ხელმძღვანელობს, რომლის მიზანიც არის გადაშენების პირს მისულ სახეობათა გადარჩენა. ამ კუნძულზე ბინადრობს 29 დიდი კატა. მათგან 18 ვეფხვია, მათ შორის ერთი კი - თეთრი. ეს ერთ-ერთი მსხვილი კოლექციაა ევროპაში...
ჩართვა
ყველაზე ველური ინდოჩინეთი / Wildest Indochina (2014)
ყველაზე ველური ინდოჩინეთი / Wildest Indochina (2014)
ნაყურებია 2 165
ქვეყანა: აშშ
წელი: 2014
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ჯეიმს ჰემინგი
როლებში: -

მოკლე აღწერა: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ინდოჩინეთში, სადაც ცხოვრება საოცარი და ლამაზია, სადაც მწერები სიბნელეში ანათებენ, ხოლო, ცხოველებმა ევოლუცია ისე განიცადეს, რომ ძნელი წარმოსადგენია: როგორ დადიან თევზები ხმელეთზე, მცენარეები კი, საოცრად ჭკვიანები და ეშმაკები არიან. გაისეირნეთ იმ ტყეებში, სადაც რამდენიმე ადამიანი თუ გაბედავს შესვლას, სადაც ყველაფერი საოცრად ნორმალურადაა, სადაც ისეთი 100 სახეობა არსებობს, რომლებსაც დედამიწაზე ვერსად შეხვდებით და სადაც მახინჯიც კი ლამაზია! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ყველაზე ველურ ინდოჩინეთში!
ჩართვა
მარტო ველურ ბუნებასთან / Alone in the Wild (2009)
მარტო ველურ ბუნებასთან / Alone in the Wild (2009)
ნაყურებია 3 187
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2009
ჟანრი: დოკუმენტური, სათავგადასავლო
რეჟისორი: ედ უორდლი
როლებში: ედ უორდლი

მოკლე აღწერა: კინოოპერატორ ედ უორდლის, ექსპერიმენტების ჩატარება უყვარს, რომლის მთავარი მოქმედი გმირი თავადვე არის. ამჯერად, ის იუკონში, კანადის ჩრდილოეთით გაემგზავრება. მას მხოლოდ გადასაღები კამერა ექნება და მცირეოდენი საკვები. სამი თვე, ედ უორდლის, მარტოს მოუწევს ცხოვრება და ამდროის მანძილზე, საკვები თავად უნდა მოიპოვოს და ამასთან ერთად, გადაიღოს ყველაფერი და მტაცებელთაგან თავადვე უნდა უზრუნველყოს თავდაცვა. მას არანაირი კავშირის საშუალება არ ექნება. ის სრულიად იზოლირებული იქნება ხალხისაგან. იქნება მხოლოდ ის და მისი გარემომცველი ველური ბუნება. შეძლებს კი ის ასეთ პირობებში გადარჩენას?..
ჩართვა
ველური ბრაზილია / Wild Untamed Brazil (2014)
ველური ბრაზილია / Wild Untamed Brazil (2014)
ნაყურებია 2 478
ქვეყანა: აშშ
წელი: 2014
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: პოლ რედიში
როლებში:

მოკლე აღწერა: ეს ტყე, მდინარე ამაზონზე უძველესია. ევროპელებმა ის მრავალი საუკუნის უკან აღმოაჩინეს. ის მრავალ საიდუმლოს ინახავს. ცხოველთა სახეობის უმეტესობა მხოლოდ აქ ბინადრობს, მაგრამ მათი ცხოვრების დიდი ნაწილი ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია... მწვანე საფარით შემოსილი ტყის ბინადართა არსებობა, სამყაროს ერთერთ საოცრებას წარმოადგენს...
ჩართვა
თქვენი შიდა თევზი / Your Inner Fish (2014)
თქვენი შიდა თევზი / Your Inner Fish (2014)
ნაყურებია 1 787
ქვეყანა: აშშ
წელი: 2014
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: დევიდ დუგანი, ალექს თეიტი, ტომ კუკი
როლებში: ნილ შუბინი

მოკლე აღწერა: ადამიანის სხეული ყველაზე რთული და უნიკალური მექანიზმია პლანეტაზე, მაგრამ როგორ მოხდა მისი ასე ჩამოყალიბება? ამ დოკუმენტური სერიალის შემქმნელები შეეცადნენპასუხი გაეცათ ამ კითხვაზე, რის გამოც გადწყვიტეს რამდენიმე მილიონი წლით უკან დაბრუნებულიყვნენ. ამ ვიდეომასალას საფუძვლად დაედო ფართოდ ცნობილი პროფესორ პალეონთოლოგ ნილ შუბინის ბესტსელერი. ის მზად არის გახსნასადამიანის სხეულის ყველა საიდუმლო და უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რაც კი შეიძლება დაგებადოთ თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ადამიანის სხეულში შესაძლოა მრავალ ცხოველთა ნიშნები აღმოვაჩინოთ... თუკი, თქვენ გსურთ გაერკვეთ რატომ არის ჩვენი სხეული შექმნილი ამგვარად და არა სხვაგვარად, მაშინ გაეცანით ამ უნიკალურ ინფორმაციას პალეონთოლოგიის, გენეტიკისა და ემბრიოლოგიის შესახებ, რადგანაც სახელდობრ ამ მეცნიერებებს შეუძლია პასუხის გაცემა არსებულ კითხვაზე.
ჩართვა
ჩინეთის ისტორია / China's Origins (2013)
ჩინეთის ისტორია / China's Origins (2013)
ნაყურებია 2 646
ქვეყანა: საფრანგეთი
წელი: 2013
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: სერგე ტიგნერესი
როლებში:

მოკლე აღწერა: ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ქრისტიანული ეპოქის გარიჟრაჟზე, ჩინური ცივილიზაცია უკვე მაღალგანვითარებული იყო. ეს უნიკალური პროგრამა ჩვენ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ პლანეტის ყველაზე საოცარი ქვეყნის ისტორიული განვითარების შუაგულში მოვხვდეთ. ჩვენ გავხდებით ჩინური ცივილიზაციის ევოლუციის მოწმენი, ასევე ვიხილავთ ჩინეთის პირველი იმპერატორის ცინ შიხუან-დის მავზოლეუმს და სხვა მრავალს...
ჩართვა
საუკეთესო ცათამბჯენი / Super skyscrapers (2014)
საუკეთესო ცათამბჯენი / Super skyscrapers (2014)
ნაყურებია 1 967
რუსულად
დოკუმენტური
ქვეყანა: აშშ
წელი: 2014
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: Discovery
როლებში:

მოკლე აღწერა: თავისუფალი სივრცე ქალაქში თანდათანობით მცირდება, ამიტომაც ისინი რაც შეიძლება სწრაფად აშენებენ მაღალ ცათამბჯენებს. საინჟინრო და დიზაინური უახლესი ტექნოლოგიები, მათ ეკოლოგიურ, სტაბილურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ...
ჩართვა
საუკეთესო პორნომოდელების გულახდილობა / Aroused (2013)
საუკეთესო პორნომოდელების გულახდილობა / Aroused (2013)
ნაყურებია 2 820
რუსულად +18 (ბავშვებმა არ უყუროთ!!!)
ქვეყანა: აშშ
წელი: 2013
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: დებორა ანდერსონი
როლებში: ლიზა ენი, ჯესი ჯეინი, ალეკსის ტეკსასი, ელი ხეიზი, ბრუკლინ ლი, ეიპრილ ო’ნილი, ნოლი, ფრანჩესკა ლი, ასფიკსია ნუარი, მისტი სტოუნი, ეშ ჰალივუდი, ტიგანი, კეიდენ კროსი, ბელადონა, კაცუმი, ტანია ტეიტი
IMDB: 5,3

მოკლე აღწერა: ექსკლუზიური შესაძლებლობა გაიცნოთ უფრო ახლოს 16 ყველაზე წარმატებული ქალი პორნო კინოინდუსტრიიდან. გაეცნობით მათი ცხოვრების ისტორიებს და როგორ მოხვდნენ ამ ბიზნესში…
ჩართვა
ფანტომ უორკსი / Fantom Works (2013)
ფანტომ უორკსი / Fantom Works (2013)
ნაყურებია 1 995
ქვეყანა: აშშ
წელი: 2013
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ოზანა ჰეილიკი, ბრაიან კრეგი
როლებში: დენიელ შოტი

მოკლე აღწერა: დენიელ შოტს, ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკში, მანქანების აღსადგენი შესანიშანავი საამქრო აქვს. მაგრამ არ არსებობს სრულყოფილებისთვის საზღვარი და დენიელსაც ამბიცია გაუჩნდა ყველაზე საუკეთესო საამქრო ჰქონდეს შტატებში. ამისთვის მას ყველაფერი გააჩნია: კარგი ტექნიკური ბზა, კლიენტთა დიდი ნაკადი, ენთუზიაზმი და პროფესოინალიზმი. მაგრამ საკმარისი იქნება ეს იმისთვის, რომ ღირსეული კონკურენცია გაუწიო მსოფლიოში აღიარებულ ექსპერტებს? ეს რომ არა, მითუმეტეს, ამ სამუშაოს გარკვეული სირთულეებიც ახლავს. იმდენი დრო, ავტომობილის რეცტავრაციას არ სჭირდება, რამდენიც კლიენტთანას დამოკიდებულებას, ურთიერთგაგაებასა და შეთანხმებას. იგი, მასთან მოსულ კლიენტთა მხოლოდ მეოხედისგან იღებს შეკვეთებს, ისიც იმ შემთხვევაში, როდესაც შემკვეთს დეტალურად აუხსნის ჩასატარებელი სამუშაოს არსს. საამქროში ყოველ მექანიზმს უზუსტესი დამუშავება ჭირდება, რაც დაძაბულ შრომასა და დროს მოითხოვს, მაგრამ დენიელისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან იყოს ძლიერი დიდოსტატი, ეს მისი მოწოდებაა...
ჩართვა
შეუსაბამო ცხოველები / Preposterous pets (2014)
შეუსაბამო ცხოველები / Preposterous pets (2014)
ნაყურებია 2 149
სერიალი
ქვეყანა: აშშ
წელი: 2014
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: Animal Planet
როლებში:

მოკლე აღწერა: იყოლიებდით სახლში თეთრ დათვს, ჟირაფს ან ალიგატორს? Animal Planet-ი გვთავაზობს ახლოს გავიცნოთ ექსტრავაგანტური ცხოველები და მათი პატრონები.
ჩართვა
ნიუ-იორკი: შიგნიდან და გარედან / NYC: Inside out (2009)
ნიუ-იორკი: შიგნიდან და გარედან / NYC: Inside out (2009)
ნაყურებია 2 020
ქვეყანა: აშშ
წელი: 2009
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: Discovery
როლებში: -

მოკლე აღწერა: მსიოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში ნიუ-იორკში, ცხოვრება ყოველთვის მჩქეფარედ მიედინება. აქ სულ 8 მილიონი მცხოვრებია და ასევე უთვალავი სტუმარი და ტურისტი, რომლებსაც მისი ცივილიზაციით თავისუფლად რომ ისარგებლონ, გარკვეული ძალისხმევა სჭირდებათ. ქალაქის ძირითადი დატვირთვა კომუნალურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო საშუალებებზე მოდის. ფილმის შემქმნელები გაგვაცნობენ ქალაქის საინჟინრო "არტერიის" ყოველდღიურ უწყვეტ მუშაობას: მეტრო და ავტომაგისტრალები, ენერგო მომარაგებისა და კავშირის სისტემები, წყალგამტარი კომუნიკაციები და დასუფთავების მექანიზმები. როგორ ახერხებს ქალაქის სამსახურები, ისე მწყობრად და გონივრულად მუშაობას ჩავარდნებისა და საავარიო შემთხვევების გარეშე, ამას სერიალის ნახვისას შეიტყობთ...
ჩართვა
ველური საფრანგეთი / La France sauvage (2012)
ველური საფრანგეთი / La France sauvage (2012)
ნაყურებია 2 103
ქვეყანა: საფრანგეთი
წელი: 2012
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ფრედერიკ ფებვრი, ავგუსტინ ვიატი
როლებში: სოფი მარსო, ზენტა ბერგერი
IMDB: 7.0

მოკლე აღწერა: ველურ საფრანგეთში მოგზაურობისას, ჩვენ დავაკვირდებით ევროპის ტიპიური ეკოსისტემის ცხოვრებას. ატლანტიკის ოკეანის სანაპიროებიდან ხმელთაშუა ზღვამდე; ველური მდინარეების სათავეებიდან ჭაობებამდე; მაღალი მთებიდან და ღრმა ტყეებიდან, გარეუბნებითა და მეურნეობებით შემოღობილ ადგილებამდე, გაეცნობით ამ ულამაზესი ქვეყნის ბუნებას. თქვენს თვალწინ გაიელვებს ცხოვრების ყოველი მომენტი, წვრილმანიდან დაწყებული მდიდრული პანორამებით დამთავრებული. თქვენ იხილავთ სხვადასხვა სახეობებს შორის დაუჯერებელი დიაპაზინის ურთიერთობას, მათ ყოველდღიურ ბრძოლას გადარჩენისათვის. და ყველაფერი ეს ნაჩვენები იქნება წლის ყველა სეზონის მიხედვით...
ჩართვა
ევროპის სასახლეები / Palais d'Europ (2004)
ევროპის სასახლეები / Palais d'Europ (2004)
ნაყურებია 2 354
ქვეყანა: საფრანგეთი
წელი: 2004
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: -
როლებში: -

მოკლე აღწერა: ეს დოკუმენტური სერიალი ფრანგებისა და იაპონელების ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს და მოგვითხრობს ევროპის ბრწყინვალე სასახლეებზე, რომლებიც ერთ დროს მეფეთა ან დიდებულთა კუთვნილება გახლდათ და მიხვდებით, რომ დიდებულები მეფეებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. თქვენს წინაშე მთელი ევროპა წარსდგება თავისი დამატყვევებელი დიდებულებით, რომელიც ადამიანური ფანტაზიისა და გამომგონებლობის უსაზღვრო შესაძლებლობებით გაოცებულს დაგტოვებთ...
ჩართვა
დაღუპული ცივილიზაციები / Le crepuscule des civilisations (2012)
დაღუპული ცივილიზაციები / Le crepuscule des civilisations (2012)
ნაყურებია 2 134
ქვეყანა: საფრანგეთი
წელი: 2012
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ფრედერიკ ვილნერი
როლებში:

მოკლე აღწერა: ეს ფრანგული მინი-სერიალი, ახალ მონაცემებზე დაყრდნობით გვთავაზობს, ორი მსოფლიო ცივილიზაციის დაცემის თავისებურ ვერსიას. უძველესი ეგვიპტის სამეფოსა და ქიმერთა დედაქალაქის ანგკორის დაღუპვიდან 15 ასწლეული გვაშორებს. ერთმანეთისგან შორი-შორ მყოფ ამ უძველეს სამყაროებს აერთიანებთ განვითარებისა და დაღუპვის ისტორიები...
ჩართვა
ოკეანეების სამეფოში / Kingdom of the Oceans (2012)
ოკეანეების სამეფოში / Kingdom of the Oceans (2012)
ნაყურებია 2 074
ქვეყანა: საფრანგეთი
წელი: 2012
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ჟაკ კლიუზო, ჟაკპერენი
როლებში: სტეფან დიურანი, ფრანსუა სარანო
IMDB: 8.0

მოკლე აღწერა: ეს სერიალი წყალქვეშა სამყაროს უსაზღვროებასა და თავისუფლებაზეა, ცოცხალ არსებათა იმ სამეფოზეა, რომელსაც ოკეანე ჰქვია. ის ჩვენი კოსმოსის კიდევ ერთი შესასწავლი, შესამეცნებადი ფურცელი გახლავთ...
ჩართვა
ჯვაროსნები / The Crusades (2012)
ჯვაროსნები / The Crusades (2012)
ნაყურებია 3 847
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2012
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: BBC
როლებში: ჯონ ფარენი

მოკლე აღწერა: 1095 წლის მიწურულს, რომის პაპმა ურბან II კლერმონში იქადაგა, რამაც ევროპის ბედი შეცვალა. ამ აფერისტი და ავანტურისტი პაპისგან რელიგიურად (ახლა რა არის და მაშინ რა იქნებოდა?) დაბოლებულმა ბრბომ თავმოყრა დაიწყო ევროპის ყველა მხრიდან, სადაც კი ამ სულელური ქადაგების ამბავი გავრცელდა. მალე პაპის გზავნილი მთელმა დასავლეთ ევროპამ აიტაცა და უსჯულოთაგან ქრისტეს საფლავის დახსნის მოტივით, სისხლისმსმელ ევროპელ უძღებ მეომართა კოლონები აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ. ჩემის აზრით, სინამდვილეში, პაპ ურბან II, აღმოსავლეთის განძი, ოქროულობა, ფული და ისტორიაში შესვლა სურდა, დანარჩენი კი ყველაფერი ეკიდა. ეს სამარცხვინო ისტორიაა ევროპელთა უმოწყალო, უმიზეზო ნადირობისა აღმოსავლეთის ხალხებზე...
ჩართვა
ქვების თამაში / Games of stones (2013)
ქვების თამაში / Games of stones (2013)
ნაყურებია 1 992
ქვეყანა: აშშ
წელი: 2013
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: Discovery Channel
როლებში:

მოკლე აღწერა: დონ კოგენი, მსოფლიოში ძვირფასი ქვებით მოვაჭრე ერთ-ერთი მსხვილი ვაჭარია. იგი მოგზაურობს მსოფლიოს ირგვლივ, იკვლევს, ეძებს და ყიდულობს მათ, შემდეგ კი სარფიანად ჰყიდის, მილიონები რომ გამოიმუშაოს...
ჩართვა
ამერიკული იარაღი / American Guns (2011)
ამერიკული იარაღი / American Guns (2011)
ნაყურებია 2 405
ქვეყანა: აშშ
წელი: 2011
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ბრეტ პ. ჯენკინსი, ჯონათან ჰაუგი
როლებში: Rich Wyatt, Paige Wyatt, Kurt Wyatt, Renee Wyatt
IMDB: 6.5

მოკლე აღწერა: ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქრო, რომ უაიტები — კლასიკური ამრიკული ოჯახია, თუმცა მათ ჩვეულებრივ ოჯახს ვერ უწოდებთ, რადგან ისინი, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი იარაღის გამყიდველი მაღაზიის — Gunsmoke-ის მფლობელები არიან ! მაღაზიაში, რომელიც რიკ და რენე უაიტებს ეკუთვნის, ნებისმიერი გემოვნების იარაღი შეგიძლიათ შეარჩიოთ: ჯიბის პისტოლეტიდან დაწყებული, ძლიერ ვაზნიანი მონადირის თოფით დამთავრებული და, თუ Gunsmoke-ში არ არის ის, რასაც თქვენ ეძებთ, გამომგონებელი ოჯახი დაგიმზადებთ თქვენი ოცნების იარაღს მეტალი პატარა ნაჭრიდანაც კი. უაიტები ყველაზე გამოცდილი მეიარაღეები არიან შტატებში, რომლებსაც არამარტო იარაღის დამზადება უყვართ, არამედ მათი პრაქტიკულად გამოცდაც. არც ერთი იარაღი არ გაიყიდება მანამ, სანამ მას ოჯახის ყველა წევრი არ გამოცდის...
ჩართვა
მსოფლიოს მწვერვალები / Les Montagnes du Monde (2010)
მსოფლიოს მწვერვალები / Les Montagnes du Monde (2010)
ნაყურებია 1 873
რუსულად
სერიალი
ქვეყანა: საფრანგეთი
წელი: 2010
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ემანუელ დეკომბი
როლებში: -

მოკლე აღწერა: ფილმში საუბარია მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალებზე. ამ რეგიონში მცხოვრებ ხალხთა წეს-ჩვეულებებსა და ცხოვრებაზე...
ჩართვა
აპოკალიპსი - ჰიტლერი / Apocalypse - Hitler (2011)
აპოკალიპსი - ჰიტლერი / Apocalypse - Hitler (2011)
ნაყურებია 4 069
ქვეყანა: საფრანგეთი
წელი: 2011
ჟანრი: დოკუმენტური, ისტორიული
რეჟისორი: იზაბელ კლარკი, Daniel Costelle
როლებში: მატიე კასოვიცი, იოზეფ გებელსი, ჰერმან გერინგი, ადოლფ ჰიტლერი, ერიჰ ლიუდენდორფი, ბენიტო მუსოლინი, პაულ ფონ ჰინდენბურგი, ჰანს ბაური, ალფრედ ჰუგენბერგი, ერნსტ რიომი.
IMDB: 7.8

მოკლე აღწერა: პირველი მსოფლიო ომის დროს ( 1914 - 1918 წწ. ) შეუმდგარი მხატვარი უცებ გააცნობიერებს, რომ მისი დანიშნულება გერმანიის გადარჩენაა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჰიტლერი გერმანიის დიქტატორი და მისი ფიურერი გახდებოდა. ადოლფისთვის გარდამტეხი მომენტი შეიქნა 1929 წლის ეკონომიკური კრიზისი. ნაცისტურმა დიქტატურამ თავის ჩრდილქვეშ მოაქცია მთელი გერმანია. ჰიტლერმა განაცხადა, რომ მას მშვიდობა სურს, მაგრამ ამ მომენტში ის უკვე მზად იყო ომისთვის, რომელსაც აპოკალიფსი ერქვა...
ჩართვა
უცნაური სხეული / Body Bizarre (2013)
უცნაური სხეული / Body Bizarre (2013)
ნაყურებია 2 183
რუსულად
ქვეყანა: აშშ
წელი: 2013
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: Discovery Channel
როლებში: -

მოკლე აღწერა: ამ დოკუმენტური სერიალის შემქმნელები, მსოფლიოში მოგზაურობენ და ჩვენ საგანგებო ისტორიებს გვაცნობენ. გველების მომთვინიერებელი ინდოელი ბავშვებიდან დაწყებული, მსოფლიოში ყველაზე ხშირთმიანი გოგონათი დამთავრებული. მოცემული სერიალი მოგვითხრობს იმ ადამიანთა ნამდვილი ცხოვრებისეული ისტორიების შესახებ, რომელთა ამბებიც ჩვეულებრივ საგაზეთო სენსაციებს სცილდება... თქვენ იხილავთ დეტალურ პირად ინტერვიუებს და ყველაზე უჩვეულო ყოველდღიურ სირთულეებს, რაც დიდი შთაბეჭდილების გარეშე არ დაგტოვებთ...
ჩართვა
როგორ მუშაობს ბუნება / How Nature Works (2013)
როგორ მუშაობს ბუნება / How Nature Works (2013)
ნაყურებია 2 152
რუსულად
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2013
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: BBC
როლებში: -

მოკლე აღწერა: პლანეტა დედამიწაზე, ათ მილიონზე მეტი ბიოლოგიური სახეობა არსებობს. მაგრამ, მარტო, ისინი ვერ შეძლებენ გადარჩენას. ყველაფერი ცხოვრებაში ურთიერთკავშირშია...
ჩართვა
დედამიწის აპარატი / Earth Machine (2011)
დედამიწის აპარატი / Earth Machine (2011)
ნაყურებია 2 005
რუსულად
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2011
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ნიკ შულინჯინ-ჯორდანი, მაიკლ სლი
როლებში: -

მოკლე აღწერა: ჩვენი პლანეტის ზედაპირი შესაძლოა სტატიკურად მოგვეჩვენოს, მაგრამ მის გულში მიმდინარე მექანიზმები, სრულიად განსხვავებულ სურათს გვიხატავს. ყოველდღე, დედამიწაზე დაახლოებით, 50 ნიშანდობლივი მიწისძვრა და საშუალოდ, 12 ძლიერი ვულკანური ამოფრქვევა ხდება. ჩვენს ფეხქვეშ, დედამიწა ყოველ წამს მოძრაობს და ცვლილებას განიცდის. დედამიწის შუაგულში მოგზაურობით, ფილმის ავტორები ცდილობენ დაგვანახონ, თუ რა ზეგავლენას ახდენენ ჩვენზე და ოკეანეთა დაშრობაზე, პლანეტის შუა გულში მიმდინარე გეოლოგიური პროცესები...
ჩართვა
გერმანიის ხელოვნება / Art of Germany (2010)
გერმანიის ხელოვნება / Art of Germany (2010)
ნაყურებია 2 152
რუსულად
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2010
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: კარენ მაქგანი
როლებში: ანდრიუ გრემ დიქსონი

მოკლე აღწერა: პოეტ ფრიდრიჰ შილერისთვის არ არსებობს ქვეყანა გერმანია. არსბობს მხოლოდ კითხვა: "გერმანია, სად არის ის?" თავისი ისტორიის დიდი ხნის მანძილზე, გერმანია არ ყოფილა ერთიანი. ის რამდენიმე ცალკეულ მიწებად იყო დაყოფილი და სახელმწიფოს არ წარმოადგენდა, რომლის წარმოშობის პროცესიც ნელ-ნელა ვითარდებოდა. საუკუნეთა მანძილზე გერმანია, როგორც სახელმწიფო, მხოლოდ ფანტაზიაში არსებობდა. ისეთი ადამიანების ფანტაზიაში, როგორებიც იყვნენ: მწერლები, მხატვრები და წინასწარმეტყველები... და ამიტომ, ხელოვნება ყოველთვის იყო გერმანიის ღეძი. გერმანულ კულტურაში, როგორც სარკეში - სხვადასხვა წყაროებით, ისეა ასახული: წარმავლობის, ვნებისა და ანგარიშიანობის, ხელოვნების სინატიფე, მოულოდნელი ჟესტები, ბუნების სიყვარული და ტექნიკისადმი მიდრეკილება, მარტოობის განცდა და კონტროლის სურვილი. თუ გინდა გაიგო ნამდვილი გერმანული ხასიათი, მაშინ გაეცანი მის კულტურას...
ჩართვა
ამსტრონის სიცრუე / The Armstrong Lie (2013)
ამსტრონის სიცრუე / The Armstrong Lie (2013)
ნაყურებია 2 186
რუსულად
ქვეყანა: აშშ, პორტუგალია
წელი: 2013
ჟანრი: დოკუმენტალური
რეჟისორი: ალექს გიბნი
როლებში: რიდ ალბერგოტი, ბეტსი ანდრე, ფრენკი ანდრე, ლენს ამსტრონგი, ჯოჰან ბრუენილი, დანიელ კილი, მიკაელ ფერარი, ჯორჯ ჰინკაპი, ფილ ლიგეტი, სტივ მადენი
IMDB: 7.1

მოკლე აღწერა: ფილმი “ამსტრონის სიცრუე” უნდა გამოსულიყო ეკრანებზე ჯერ კიდევ 2009 წელს. როცა მიმდენარეობდა სასამართლო პროცესები ველოსპორტის ფედერაციასთან სპორტმენების დოპინგის მიღების ფაქტზე. დიდი აჟიოტაჟის შემდეგ ფილმი გამოვიდა 2013 წელს და მოგვიყვება უდიდეს თაღლითობაზე ველოსპორტის ისტორიაში…
ჩართვა
როგორ შეგვქმნა დედამიწამ ჩვენ / How Earth Made Us (2010)
როგორ შეგვქმნა დედამიწამ ჩვენ / How Earth Made Us (2010)
ნაყურებია 1 885
რუსულად
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2010
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ჩარლზ კოლვილი, მეთიუ დიასი, ანაბელ გილინგსი
როლებში: იენ სტიუარტი, Ali Haleyalur
IMDB: 8.2

მოკლე აღწერა: როცა კაცობრიობის ისტორიაზე საუბრობენ, მაშინვე თავში მხოლოდ ერთი აზრი გაუელვებთ, რაც ადამიანის, როგორც ასეთის, მიღწევებზე მიუთითებს. ის კი არ ახსენდებათ, რომ არსებობს ისეთი ძალები, რომლებმაც ადამიანებზე უფრო მეტად სერიოზული ზეგავლენა მოახდინა მოვლენათა განვითარებაზე. თქვენს წინაშე თავისი სილამაზით განსაცვიფრებელი და წარმოუდგენელი ოთხი სტიქიონია: მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ადამიანთა ცივილიზაციის ფორმირებას...
ჩართვა
დიდი ბრიტანეთის წელიწადი / The Great British Year (2014)
დიდი ბრიტანეთის წელიწადი / The Great British Year (2014)
ნაყურებია 1 932
რუსულად
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2014
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: სტეფან მოსი
როლებში: -

მოკლე აღწერა: დიდი ბრიტანეთი - ქვეყანა, რომელიც გარშემორტყმულია კუნძულებით, ზღვებითა და მთელი წლის მანძილზე მქროლავი ქარებით. მსოფლიოს არცერთ მხარეში არ არის ისეთი ცვალებადი ამინდი, როგორიც აქაა. დოკუმენტური სერიალებით განთქმული BBC- ი, ახალ პროექტს გვთავაზობს, რომელიც ბრიტანეთის ფლორასა და ფაუნაზე წელიწადის დროთა ზეგავლენას გვიჩვენებს. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია ისეთი უნიკალური კადრები ვიხილოთ, როგორიც ადრე, მნახველისთვის მიუწვდომელი გახლდათ. ყოველი სერია მოიცავს "ფილმს ფილმში", სადაც მოთხრობილია, თუ როგორ გადაიღეს ესა თუ ის ეპიზოდი...
ჩართვა
სრულიად საიდუმლო. მსოფლიო სპეცსამსახურების საიდუმლოებანი / Secrets Of. Foreign Special OPS
სრულიად საიდუმლო. მსოფლიო სპეცსამსახურების საიდუმლოებანი / Secrets Of. Foreign Special OPS
ნაყურებია 2 390
რუსულად
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2012
ჟანრი: დიკომენტური
რეჟისორი: Discovery
როლებში: -

მოკლე აღწერა: სპეციალური დანიშნულების სამხედრო შენაერთები, ძლიერ იარაღს წარმოადგენს ყოველი ქვეყნისთვის. ბრიტანული SAS, ამერიკული "დელტა", ისრაელის "კომანდოსი", რუსული "спецназ"-ი... ყველა ქვეყანას თავისი ელიტარული ჯარი ჰყავს. ამ სერიალში, სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები, მოგვითხრობენ მათი იდუმალებით მოცული სამყაროს, რამდენიმე საიდუმლო დეტალეის შესახებ...
ჩართვა
უიმბლდონის ჩემპიონატის ისტორია / Wimbledon A History the Championships (2001)
უიმბლდონის ჩემპიონატის ისტორია / Wimbledon A History the Championships (2001)
ნაყურებია 2 011
რუსულად
სერიალი, დოკუმენტური
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2001
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: რობერტ ლინდსეი
როლებში:

მოკლე აღწერა: დოკუმენტური სერიალი დააინტერესებს ჩოგბურთის მოყვარულებს. პირველი უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირი ჩატარდა 1877 წელს. ის მაშინ, ისეთ გრანდიოზულ სპორტულ მოვლენას არ წარმოადგენდა, როგორიც დღესაა. მაშინ მას, მხოლოდ მამაკაცები თამაშობდნენ და ისიც, ერთეულ ორთაბრძოლაში. სულ 22 მოთამაშე იყო. ეს იყო მსოფლიოში ჩოგბურთის პირველი ორგანიზებული ტურნირი. მოცემულ ფილმში, რომელიც თავად უიმბლდონის ოფიციალური ფილმი გახლავთ, თქვენ გაეცნობით სპორტის ამ სახეობის, ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს, ნახავთ უნიკალური ქრონიკის კადრებს და გაიგებთ ყველაზე არისტოკრატული თამაშის ტრადიციებს...
ჩართვა
მსოფლიოს ისტორია / History of the World (2012)
მსოფლიოს ისტორია / History of the World (2012)
ნაყურებია 2 146
სერიალი, დოკუმენტური
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2012
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ნილ როულზი
როლებში: -

მოკლე აღწერა: ენდრიუ მარი ( Andrew Marr) ადამიანის 70 000 წლოვანი წარმოუდგენელი ისტორიის გამოკვლევისთვის მიემგზავრება. მთელი ამ ხნის მანძილზე, მოვლენათა რეკონსტრუქციისათვის, ის კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით დოკუმენტურ კადრებს გამოიყენებს. ენდრიუ ამოხსნის იმ გადამწყვეტ კრიტიკულ მომენტებს, რომლებმაც გავლენა მოახდინა კაცობრიობის ისტორიაზე და რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ...
ჩართვა
პირველი სიცოცხლე / First Life (2010)
პირველი სიცოცხლე / First Life (2010)
ნაყურებია 2 151
რუსულად
სერიალი, დოკუმენტური
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2010
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: მარტინ უილიამსი
როლებში: დევიდ ატენბორო, ჰეიზელ ბარტონი, ბერნარდ დენიანი, ფილიპ დონოჰიუ, მარი დროსერი, ჯიმ გეჰლინგი, გაი ნარბონე, ჟან-ბერნარკარონი, რიჩარდ ფორტეი, ჯასტინ მარშალი...
IMDB: 8.3

მოკლე აღწერა: სერ დევიდ ატენბრო 50 წელია, რაც ტელევიზიაში მუშაობს. მან დედამიწა თითქმის მთლიანად შემოიარა და ჩვენ დაგვანახა ცოცხალი სამყარო მთელი თავისი მშვენიერებით. ახლა მას სურს, გაემგზავროს წარსულში, რათ ჩსაწვდეს სიცოცხლის ხის ფესვებს, სადაც შესაძლებელი იქნება ყველაზე პირველი არსების პოვნა, რომელიც ჩვენს პლანეტაზე გაჩნდა. სერ დევიდი, შეეცდება აგვიხსნას სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარების უდიდესი საიდუმლო ...
ჩართვა
გაიცანი რომაელები / Meet the Romans (2012)
გაიცანი რომაელები / Meet the Romans (2012)
ნაყურებია 2 300
რუსულად
სერიალი, დოკუმენტური
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
წელი: 2012
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: BBC
როლებში: -

მოკლე აღწერა: სერიალში მერი ბრედი წარმოგვიდგენს რომისა და მისი მაცხოვრებლების საინტერესო ოსტორიას. მას არ აინტერესებს იმპერატორები და ომები. ბოლო დროს მოპოვებული არქეოლოგიური მასალების და ისტორიული ანალიზის მეთოდის გამოყენებით, ის ცდილობს შეაღწიოს ძველი რომის მაცხოვრებელთა მატერიალურ და სულიერ სამყაროში. როგორი იყო საშუალო ობივატელის ცხოვრება? რა განსხვავება იყო მდიდარსა და ღარიბს შორის? როგორ იქცეოდნენ რომაელები სახლში და საზოგადოებაში? რას მიირთმევდნენ? რაზე ეძინათ და ვისთან ეძინათ? რაზე იცინოდნენ? რას წარმოადგენდა მათთვის რელიგია? და რა სიდიდის ეჩვენებოდათ მათ გარემომცველი სამყარო?.. მერი ბრედის მთავარ ამოცანას წარმოადგენს გვიჩვენოს ის, რომ მიუხედავად ძველ რომში არსებული სიმკაცრისა და პოლიტიკური არასტაბილურობისა, ეს ქალაქი მულტინაციონალური გახლდათ, რომელიც თავისთავში მრავალ ენას, რელიგიასა და კულტურას მოიცავდა, სადაც ადამიანები აზიიდან, აფრიკიდან და ევროპიდან თანაბრად მეზობლობდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან... ჩვენ დღემდე ვცხოვრობთ ძველი რომის ჩრდილქვეშ, სადაც ძველი იმპერიის გული ძგერს, იმპერიისა, რომელიც შოტლანდიიდან ავღანეთამდე იყო გადაჭიმული. იმპერიისა, რომელიც 700 წელზე მეტ ხანს ბატონობდა დასავლეთ მსოფლიოს სამყაროზე...