ზუჰრა (ქართულად) / Çoban Yıldızı / zuhra (qartulad)


შეფასება:
ქართულად
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2017
ჟანრი: სერიალი
რეჟისორი: გიულ ოღუზი
როლებში:შუქრუ ოზილდიზი, სელიმ ბაირაქთარი, მენდერეს სამანჯილარი, არიფ ერქინ გუზელბეიოღლუ, სერჰათ სუჰაოზჯანი, აისუნ მეთინერი, ფეიზა იშიქი, საჰრა შაში, თაიგუნ სუნგარი
IMDB:7.9

მოკლე აღწერა:ზუჰრა, ლამაზი, თავნება და ძალიან თავისუფლებისმოყვარე კაბადოკიელი გოგონაა. ერთხელაც, ის თვალში მოხვდა ფიქრეთ ქარაქაიას, საშუალო ასაკის ძალაუფლების მოყვარე კაცს, მდიდარსა და გავლენიან მიწების მესაკუთრეს... და გადაწყვიტა ფიქრეთმა - უთუოდ ჩემი უნდა გახდესო ეს ლამაზმანი... არც არაფერი დაკითხვია გოგონას, ისე იგდო ხელთ. ზუჰრა ქორწინების პირველსავე ღამეს გაექცა მოძალადე ქმარს. ავარდა ფიქრეთი - აქაოდა, როგორ შეურაცხჰყო ჩემი ღირსება ჭკუასუსტმა ქალმა!.. ზუჰრას კარგად ესმის, რომ მაინც იპოვნიან და დააბრუნებენ არასასურველ კაცთან. ძალიან შეშინებულია, მაგრამ საკუთარ პრინციპს არ ღალატობს. მოულოდნელად მას სეითი ეხმარება, ადგილობრივი ქვისმთლელი. იგი შეიფარებს გოგონას, შემდეგ კი - შეუყვარდება. წყვილი გადაწყვეტს გაეცალოს იქაურობას, რადგან დიდი საფრთხე მოელით. მალე სერიალში ახალი პერსონაჟი გამოჩნდება, ზექარი. ეს ყმაწვილი ფიქრეთის ვაჟი გახლავთ, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა იმაზე, თუ მამამისი დაისაკუთრებდა გოგონას, რომელზეც თავადაც ყოფილა თურმე შეყვარებული... სეითსა და ზუჰრას მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდათ და არავინ იცის რით დამთავდება ეს ისტორია..

loading...

რეკლამის ადგილი


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი ფილმი სოციალურ ქსელებში..
დაამატე კომენტარი