ფლეიერი 2
5 694

უცებ სახეზე გაშავდა და ბეტონზე დაეცა, ზაზა სარალიძე სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს მისი მგომარეობა....

5 694
გახმოვანება:
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, შეუძლოდ გახდა. ზაზა სარალიძე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, მეექვსე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მიუხედავად იმისა, რომ ზაზა სარალაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, პარლამენტთან აქცია დღეს, 19:00 საათზე მაინც გაიმართება.

როგორც ჟურნალისტებს სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, სარალიძე აქცია გამოჯანმრთელებისთანავე შეუერთდება.

„ზაზა შიმშილობს, ამის გამო შეუძლოდ გახდა. გამოჯანმრთელდება და უკან დაგვიბრუნდება. არც სამინისტრო გვყავს და არც ხელისუფალი", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

რამდენიმე წუთის წინ, ზაზა სარალიძე რომელიც 6 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა და ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.