"შვილის მკვლელი ხარ" - ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის ქალის დედასა და მკვლელობაში ბრალდებულის შვილს შორის ინციდენტი მოხდა


შეფასება:
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედასა და მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის შვილს შორის სასამართლოს ფოიეში მცირე ინციდენტი მოხდა.

ნათია გაბოძე ლიკა ბაქრაძეს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ბრალდებულის შვილმა გამრეკელაშვილის სიკვდილში ნათია გაბოძეც დაადანაშაულა. ინციდენტი მას შემდეგ ამოიწურა, რაც მანდატურებმა მოკლულის დედა სასამართლოს ფოიედან გაიყვანეს.

"მე უბრალოდ ის ვუთხარი, მეც მომკალით თაკოსთან ერთად-მეთქი. შვილის მკვლელია ეგ. მისი ბრალი რომ არის ეს ყველაფერი, ვერ ხვდება? ცოლს რატომ უწოდებს თავის თავს? ცოლი იმიტომ გახდა, რომ თვითონ უნდოდა და თავისი სურვილი იყო", - განუცხადა ჟურნალისტებს ლიკა ბაქრაძემ.

რეკლამის ადგილი

loading...

რეკლამის ადგილი


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი ფილმი სოციალურ ქსელებში..
დაამატე კომენტარი