შტამი ყველა სეზონი (ქართულად) / The Strain All Season


შეფასება:
რუსულად
სერიალი
ქვეყანა: აშშ
წელი: 2014
ჟანრი: საშინელება, ფანტასტიკა, დრამა
რეჟისორი: გილერმო დელ ტორო, დევიდ სემელი, კიტ გორდონი
როლებში: დევიდ ბერდლი, ენ ბეტანკორტი, ნიკოლაი ვიჩი, პედრო მიგელ არსე, დრიუ ნელსონი, ჯო ვერკილო, ჯიმ უოთსონი, ალექს პექსტონი, ჯონათან პოთსი, რიჰარდ ზამელი...
IMDB: 8.6

მოკლე აღწერა: ამ შეშლილ ამერიკელთა აბსურდის ფილოსოფიურ კინოთემატიკაში ფანტაზიების ისეთი ციკლი, როგორიცაა ცოცხალი ზომბები, სასიკვდილო ინფექციები დ ათასი უბედურება მათ თავს, ალბათ არასოდეს ამოიწურება. ყველა ქართველი თინეიჯერი და ჭკუით თინეიჯერად დარჩენილი ზრდასრული და მხცოვანიც, გაიხარებთ ამ ახალი სერიალით... ცოცხალმკვდრების კინოთემატიკა 21-ე საუკუნის უნკურნებელი სენია. ადამიანი კარგად გრძნობს მარადიული არსება, რომ არ არის. მას რაღაცნაირად არსებობა სურს და მონახა ოქროს შუალედი - მდგომარეობა ცოცხალსა და მკვდარს შორის! ზომბობა! მიაწექით, მომავალი თქვენია!..
ახლა, რაც შეეხება სერიალს! აქ აღწერილი ყველა დრამატული, შემაშფოთებელი, აღმაშფოთებელი და დამაშფოთებელი საშინელება, ნიუ-იორკის აეროპორტში ხდება, სადაც საგანგებო, ავარიულ დაშვებას განახორციელებს გიგანტური ავიალაინერი. ვინაიდან, ეს დაშვება მოულოდნელი იყო და თანაც საფრთხის განცდის შემცველი, ამიტომ აეროპორტის თანამშეომლებმა განგაში გამოაცხადეს. ამის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ავიალაინერის ყველა მგზავრი მკვდარია! საკითხი ასე დგას: რა გახდა ამ "მკვდარი რეისის" მაინცდამაინც ნიუ-იორკის აეროდრომზე გამოჩენის მიზეზი? დაფრენილიყო მოსკოვში, წითელ მოედანზე, ვალოდია ლენინთან... ნუ გეშინიათ! როგორც ჩვევიათ საშინელებათა ჟანრის ამერიკულ ტრადიციებს, თვითმფრინავის ყველა მგზავრი თანდათან გაცოცხლდება... ასე იწყება არ დავიწყება! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში!.

loading...

რეკლამის ადგილი


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი ფილმი სოციალურ ქსელებში..
დაამატე კომენტარი