2 209

სავსე სახლი / Pool hawooseu (2004)

2 209
ჟანრი: სერიალი
გახმოვანება:
რუსულად
სერიალი
ქვეყანა: სამხრეთ კორეა
წელი: 2004
ჟანრი: მელოდრამა, კომედია
რეჟისორი: მინ-სუ პე
როლებში: სონ ხიო გიუ, რეინი, ხან ინ ჩონი, კიმ სონ სუ, დო ან, ჩან იონი, იმ ხე ჩჟინი, ჩჟი-ენ კიმი, იუნ ინ ლი, ენ-სუკ სუნვო.
IMDB: 7.9

მოკლე აღწერა: ხან ჩინი ინტერნეტ ნოველისტი გოგონაა, რომელიც შეძლებულად ცხოვრობს მამის მიერ აშენებულ სახლში მას შემდეგ, რაც მშობლები ავტოკატასტროფაში დაეღუპა. მას, ორი ბავშვობის მეგობარი იან ხეჩინი და სინ დონვუკი ატყუებს, რომ დონვუკის ბებია სიცოცხლეში მათი ნათესავი იყო და ჩინის მშობლები როცა გარდაიცვალნენ, მათ დაიტირეს. რა მზაკვრობაა ჩაფიქრებული?..
ლი იონჩე ცნობილი მსახიობია. ის თვითდაჯერებული და ამპარტავანია, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ უიმედოდაა შეყვარებული თავის ბავშვობის მეგობარ კან ხევონზე, რომელიც ცნობილი დიზაინერია და იმავდროულად მისი სტილისტია. ლის არ ყოფნის გამბედაობა სიყვარულში გამოუტყდეს კანს, რადგანაც იცის, რომ მას, მათი ბავშვობის მეგობარი იუ მინხიუკა უყვარს.
იონჩე და ჩინი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან და იქიდან გამოსავალს ვერ ხედავენ. დარხეული ხმების გამო, რამაც შესაძლოა იონჩეს იმიჯზე უარყოფითად იმოქმედოს, ის „კონტრაქტით ქორწინების“გარიგებას შესთავაზებს ჩინს, ნახევარი წლის შემდეგ კი, ერთმანეთს გაეყრებიან...