ფლეიერი 2
3 297

(ნახეთ ვიდეო) სასწრაფოდ ამწუთებში, იემენში ბომბმა 50 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა :O

3 297
გახმოვანება:
იე­მე­ნის ჩრდი­ლო­ე­თით მცხოვ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე ბიჭი გა­სულ კვი­რას, ხუთ­შა­ბათს სა­ზა­ფხუ­ლო რე­ლი­გი­უ­რი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის სა­ზე­ი­მოდ აღ­ნიშნ­ვას გეგ­მავ­და. ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა გა­და­ი­ღო, ჩანს, რო­გორ მხი­ა­რუ­ლო­ბენ ბავ­შვე­ბი ავ­ტო­ბუს­ში, მშობ­ლე­ბი კი დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას ხელს უქ­ნე­ვენ ბი­ჭებს.

CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ ბიჭი, რო­მელ­მაც ვი­დეო გა­და­ი­ღო, თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან ერ­თად გარ­და­იც­ვა­ლა - ბავ­შვე­ბი სა­უ­დის არა­ბე­თის კო­ა­ლი­ცი­ის დარ­ტყმამ იმ­სხვერ­პლა.

სა­უ­დის არა­ბე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კო­ა­ლი­ცი­ამ - ჰუს­ტი ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა 2015 წლი­დან და­ი­წყო. გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რომ ბავ­შვე­ბი ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის სა­საფ­ლა­ო­ზე თა­მა­შო­ბენ.

ნა­ხეთ ვი­დეო : რო­გორ მხი­ა­რუ­ლო­ბენ ბავ­შვე­ბი ავ­ტო­ბუს­ში - რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ ბიჭი, რო­მელ­მაც ვი­დეო გა­და­ი­ღო, თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან ერ­თად გარ­და­იც­ვა­ლა

„ომის გამო პარ­კე­ბი­სა და ბა­ღე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ად­გი­ლე­ბი ახლა მო­ნას­ტრე­ბი და მე­ჩე­თე­ბია,“ - ამ­ბობს ბი­ჭე­ბის 40 წლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ია­ჰია ჰუ­სე­ი­ნი.

მი­სი­ვე თქმით, ბი­ჭე­ბი და­გეგ­მი­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბით აღ­ტა­ცე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თმა მოს­წავ­ლემ, ოსა­მა ზეიდ ალ ჰომ­რან­მა გა­და­ი­ღო, ასე­ვე ჩანს, რომ ბი­ჭე­ბი მე­ჩეთ­ში ყუ­რა­ნი­დან ცი­ტა­ტებს კი­თხუ­ლო­ბენ. შემ­დეგ კი გაკ­ვე­თი­ლი სრულ­დე­ბა და ბავ­შვე­ბი სა­თა­მა­შოდ ეზო­ში მდე­ბა­რე სა­საფ­ლა­ო­ზე გარ­ბი­ან.

კად­რებ­ში ის­მის ზე­ი­დის ხმა:

„გა­ჩერ­დით, მოდი, სუ­რა­თი გა­და­ვი­ღოთ!“

ტრა­გე­დია იმა­ვე დღეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და, რო­დე­საც ბავ­შვე­ბი სკო­ლის ავ­ტო­ბუს­ში დაბ­რუნ­დნენ. ჰუ­სე­ი­ნი ავ­ტო­ბუ­სის­გან მო­შო­რე­ბით იდგა.

ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ვი­გე, გარ­შე­მო მხო­ლოდ მტვე­რი და ბოლი იყო. ამ სცე­ნის აღ­წე­რა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვხე­დავ­დი სის­ხლს და სხე­უ­ლის ნა­წი­ლებს. ისი­ნი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც იცი­ნოდ­ნენ, თა­მა­შობ­დნენ, გამ­გზავ­რე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. ახლა კი მათ­გან მხო­ლოდ და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი გვა­მე­ბი დარ­ჩა. ერთ ად­გი­ლას გავ­შეშ­დი, ხმა­მაღ­ლა ვყვი­რო­დი - „ხალ­ხო, ისი­ნი მხო­ლოდ ბავ­შვე­ბი არი­ან!

51 ადა­მი­ა­ნი­დან, რო­მე­ლიც სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის დროს გარ­და­იც­ვა­ლა, 40 ბავ­შვი იყო. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 79 დაჭ­რილს შო­რის 56 ბავ­შვია.

ჰუ­სი­ტუ­რი მე­დია აფეთ­ქე­ბულ ავ­ტო­ბუს­თან ბავ­შვე­ბის ცხედ­რე­ბის კად­რებს ავ­რცე­ლებს. აფეთ­ქე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ად­გილ­ზე სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი მი­ვიდ­ნენ. ერთ-ერ­თმა ექიმ­მა, ჰუ­სე­ინ ჰუ­სე­ინ ტა­ი­ებ­მა ცხედ­რებს შო­რის სა­კუ­თა­რი გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლი და­ი­ნა­ხა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ექიმ­მა მე­დი­ას­თან ტრა­გე­დი­ა­ზე თა­ვად ისა­უბ­რა.

ვცდი­ლობ­დით, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გაგ­ვეყ­ვა­ნა დაჭ­რი­ლე­ბი ად­გი­ლი­დან, რად­გან ქა­ო­სი იყო, ხალ­ხი ცხედ­რებ­ზე გა­დარ­ბო­და, ყვი­როდ­ნენ... ერთ-ერთი ცხე­და­რი გად­მო­ვაბ­რუ­ნე და აჰ­მე­დის სახე და­ვი­ნა­ხე. ხელ­ში ავიყ­ვა­ნე და ჩა­ვი­ხუ­ტე. ის ჩემი შვი­ლი იყო.

გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, იე­მენ­ში ომის შე­დე­გად 22 მი­ლი­ონ­ზე მეტ ადა­მი­ანს სას­წრა­ფოდ ესა­ჭი­რო­ე­ბა დახ­მა­რე­ბა და დაც­ვა. ომის შე­დე­გად 10 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 40 ათას­ზე მეტი და­იჭ­რა. საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­მა 15 მი­ლი­ონ­ზე მეტი იე­მე­ნე­ლი სუფ­თა სას­მე­ლი წყლის გა­რე­შე და­ტო­ვა.