მოქალაქე, ქალბატონი ბოსი / Гражданка начальница (2012)


შეფასება:
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2012
ჟანრი: დრამა, კრიმინალი
რეჟისორი: სერგეი ვინოგრადოვი
როლებში: ალისა ტარასენკო, ირინა ნიზინა, ვიაჩესლავ რაზბეგაევი, დარია მიხაილოვა, მარია ზვონარევა, ლიუდმილა ნილსკაია, ალიონა კუზნეცოვა, იულია ალეკსანდროვა, ალეკსანდრ სირინი, იაროსლავ ბოიკო...

მოკლე აღწერა: სერიალს საფუძვლად დაედო მილიციის უმაღლესი სკოლის ლექტორის, ირინა სემიონოვას ისტორია. მისი შეყვარებული, წარმატებული ბიზნესმენი იგორი, თაღლითობის მუხლით დააკავეს და 8 წლით ციხეში ჩასვეს. სასოწარკვეთილმა ირინამ ყველაფერი მიატოვა და შეყვარებულს სასჯელის მოხდის ადგილს თან გაჰყვა. აქ, ჩასახლების ქალთა კოლონიის აღმზრდელ ოფიცრად დაიწყო მუშაობა. მაგრამ მალე იგორმა მის გრძნობებზე უარი თქვა. ქალი რთული ამოცანის წინაშე დადგა - დაბრუნებულიყო უკან მოსკოვში და გაეგრძელებინა ძველი სამსახური, თუ აქ დარჩენილიყო ციმბირის პროვინციაში და ახალი ცხოვრება დაეწყო. ძლიერმა და გაბედულმა ირინამ დარჩენა გადაწყვიტა... აქ შექმნილი მძიმე სამუშაო პირობებიდან გამომდინარე, გოგონას რთული გამოცდა ელოდა, მაგრამ რას იზამ?.. მკვლელი, ყაჩაღი, თაღლითი და ბოზვანდარა ქალბატონებიც ხომ ადამიანები არიან. ისინი ცხოვრებისგან გაუბედურებული ქალებია, რომლებსაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ჩვეულებრივი მოქალაქეებივით საკუთარი ტკივილი და იმედები ჰქონდათ... შეძლებს კი "მოქალაქე ქალბატონი ბოსი" ჭეშმარიტი ნდობისა და პატივისცემის მოპოვებას თავის ქვეშევრდომებთან? და როგორ წარიმართება მისი პირადი ცხოვრება ციმბირის მიყრუებულ ტრამალებში?..


loading...

რეკლამის ადგილი


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი ფილმი სოციალურ ქსელებში..
დაამატე კომენტარი