3 234

მოჭადრაკეს სინდრომი / კანონგარეშე / Синдром Шахматиста / Вне Закона (2014)

3 234
გახმოვანება:
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: ბოევიკი
რეჟისორი: კარენ ადამიანი
როლებში: იური კორმუშინი, მარინა ვაინბრანდი, ვლად კანოპკა, ანასტასიასმეტანინა, ოლეგ შკლოვსკი, პაველ კუზმინი, ვიაჩესლავ კუპაკოვი, მიხაილ ხმუროვი, ლეონიდ ებტიფევი, ბლადიმიპ სტეკლოვი.

მოკლე აღწერა:ტორბინსკში რამდენიმე საშინელი მკვლელობა მოხდა. დიდი რაოდენობის დაჯგუფებათა ლიდერი მოკლეს. კრიმინალური სამყარო და საგამოძიებო კომიტეტი ფიქრობს, რომ ეს საქმე ერთი უცნობის გაკეთებულია, რომელიც "მოჭადრაკე"-ს სახელითაა ცნობილი. მას სურს ხელში ჩაიგდოს ნარკოტიკული ბაზარი თავისი ახალი პროდუქციის გასასაღებლად.
ამ უცნობი ადამიანის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, ამიტომაც მისი პოვნა რთულია. კრიმინალურმა სამყარომ და პოლიციამ მხოლოდ ერთ რამ იცის მის შესახებ - დანაშაულობები ჩადენილია აღმოსავლური საბრძოლო მეთოდებით. ამ მოვლენების განვითარებასთან ერთად, ქალაქში ბრუნდება ვლად არტემიევი, რომელიც არამარტო აღმოსავლური ორთაბრძოლების მცოდნეა, არამედ კარგად იცის მათი კულტურაც. სამშობლოში ვლადი, ძველ ნაცნობებს შეხვდება და მათ შორის თავის მასწავლებელსაც, რომლთანაც ერთად ჩინეთში მუშაობდა და იგი მშობლების დაკარგვის შემდეგ კარგა ხანია არც უნახავს. ისე გამოვიდა, რომ ვლადს მიიჩნევენ მთავარ დამნაშავედ და მის წინააღმდეგ მოქმედებს, როგორც პოლიცია, ისე მაფია. მდგომარეობის გამოსასწორებლად ვლადი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თავად მოძებნოს ნამდვილი დამნაშავე...