ფლეიერი 2
3 451

მიხეილ კალანდიას ე.წ. ტარი ეჭირა, რომელსაც დავით სარალიძეს ურტყამდა - სკანდალური ვიდეო მოზარდების მკვლელობის საქმეში

3 451
გახმოვანება:
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველადი დასკვნის თანახმად, საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს მიხეილ კალანდიას გარკვეული საგანი, ე.წ. ტარი ეჭირა, რომელსაც დავით სარალიძეს ურტყამდა.
დასკვნის თანახმად, საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეო-მტკიცებულება, როგორ აჩვენებს კალანდია მეგობრებს აღნიშნულ ნივთს.

კომისიის დასკვნის თანახმად, სარალიძე ჯგუფურად არის მოკლული.

კომისიად დაასკვნა, რომ ხორავას 4 ნომერში დავით სარალიძეს შებოჭილ მდგომარეობაში შეყავს გ.ჯ. ფარდულში, როდესაც გ.ჯ. იღებს დანას და ჭრილობებს აყენებს სარალიძეს გულ-მკერდისა და მუცლის ღრუს არეში.

დასკვნის თანახმად, ამ დროს ფარდულში იმყოფება მიხეილ კალანდიაც, რომელსაც უჭირავს ე.წ. ტარი, რითაც ჭრილობებს აყენებს დავით სარალიძეს, რის შემდეგადაც აღნიშნულ ნივთს ის ტანსაცმლის სახელურში ინახავს. გ.ჯ-ს კი დანა შემთხვევის ადგილზე დაუვარდა.

მკვლელობის შემდეგ გ.ჯ. და მათ შორის მიხეილ კალანდია, მიდიან ხორავას 26 ნომერში და ონკანთან იწესრიგებენ თავს. სწორედ აქ გარეცხეს მათ მკვლელობის იარაღები და მოიშორეს მოზარდის სისხლი.

მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ვიდეო, სადაც კალანდია ე.წ. ტარს აჩვენებს მოზარდებს, დაახლოებით თვენახევრის წინ, საგამოძიებო ორგანოში აჩვენეს. მისი თქმით, კალანდიას ვერცხლისფერი ტარი, სავარაუდოდ ხელნაკეთი იარაღი უჭირავს.

სარალიძის თქმით, მის შვილს ჭრილობების უმეტესობა სწორედ ამ ხელნაკეთი იარაღით აქვს მიყენებული.

"ეს იარაღი იყო გამოყენებული ჩემი შვილის მკვლელობისთვის. მმართველი გუნდი ისევ და ისევ ცდილობს ხელი დააფაროს ჩემი შვილის მკვლელებს, საქმის გამყალბებლებს. უმრავლესობა ცდილობს პოლიტიკური ელფერი შესძინოს კომისიას. რა შუაშია მიშა სააკაშვილი ან გიორგი მარგველაშვილი. აქ არის ჩემი შვილის მკვლელობა გამოსაძიებელი"- აღნიშნავს ზაზა სარალიძე.