ქრისტეს ვნებანი / The Passion of the Christ (2004)


შეფასება:
რუსულად
ქვეყანა: აშშ
წელი: 2004
ჟანრი: დრამა. ისტორიული
რეჟისორი: მელ გიბსონი
როლებში: ჯეიმს კევიზელი, მაია მორგენშტერნი, ქრისტო ჟივკოვი, ფრანჩესკო დე ვიტო, მონიკა ბელუჩი, მატია სბრაჯა, ტონი ბერტორელი, ლუკა ლიონელო, ქრისტო შოპოვი, კლაუდია ჯერინი, ფაბიო სარტორი, ჯაჩინტო ფერო დასხვ.
IMDB: 7.1

მოკლე აღწერა: ფილმში ასახულია ქრისტეს ჯვარცმამდე 12 საათის მანძილზე განვითარებული მოვლენები. მოქმედებები იწყება გეთსიმანიის ბაღში, სადაც იესო სალოცავად საიდუმლო სერობის შემდეგ წავიდა. იესო ებრძვის სატანის მიერ მიყენებულ ვნებებს. გასცემს, რა მას იუდა ისკარიოტელი, დააპატიმრებენ და უკან იერუსალიმში წაიყვანენ, სადაც ფარისეველთა სექტის ლიდერები ღვთის გმობაში ადანაშაულებენ და მისი სიკვდილით დასჯას მოითხოვენ. იესოს პროკურატორ პილატესთან მიიყვანენ, რომელიც მოუსმენს ფარისეველთა ბრალდებას. პილატე გაარკვევს რა, რომ კონფლიქტი პოლიტიკურ ნიადაგზეა წარმოქმნილი, ამ საქმეს,მეფე იროდს გადასცემს. მან ვერაფერი გაიგო და გაროზგვის შემდეგ, იგი ისევ პილატესთან დააბრუნა. რომის კანონების მიხედვით, ციხიდან გამოჰყავდათ სამი სიკვდილმისჯილი დამნაშავე და მათგან ერთისთვის სიცოცხლე უნდა შეენარჩუნებინათ. რადგან იესო, პილატეს აზრით, უდანაშაულო იყო, მან გამძვინვარებულ ბრბოს არჩევანი შესთავაზა: აირჩიეთ ამ ორიდან, რომელს მისცემთ თავისუფლებას - ავაზაკ, ბარბარას, რომლის კისერზეც მრავალი საშინელი დანაშაულია, თუ იესოს, რომლის დანაშაულიც მხოლოდ ებრაულ სექტათა შორის წარმოშობილ უთანხმოებაშიაო. ცხადია, ბრბომ რაც თავად იყო, ის გადაწყვეტილება მიიღო და თავისუფლება ბარბარას არგუნა, იესოს კი ჯვარცმა… მეფე იროდიდან წამოყვანილი, შეურაცხყოფილი და დამახინჯებამდე ნაცემი იესო, ისევ პილატესთან მიჰყავთ. პილატე, მას ბრბოს უჩვენებს და ამბობს: „განა ეს საკმარისი არ არის?“ ბრბოსთვის არ აღმოჩნდა საკმარისი! მათ სეირის ხილვა უნდოდათ! გაგიჟებამდე გაჰკიოდნენ - „ჯვარს აცვით ეგე!“... მაშინ პილატემ ხელები გადაიბანა და ბრძანა, აღესრულოს ბრბოს ნება!... იესოს ჯვარს აჰკიდებენ და იერუსალიმის ქუჩების გავლით, აიძულებენ გოლგოთამდე მისვლას...აქ მას ჯვარს აცვამენ, რომლის დროსაც იესო ეშმაკისეულის ბოლო ცთუნებას გადის, როცა შეეჭვდება, რომ მამამ მიატოვა. იგი დაძლევს ამ ეჭვსა და შიშს, შეხედავს დედას და წარმოსთქვამს სიტყვას - „ესე აღესრულა“...რომლის ჭეშმარიტი არსიც ბოლომდე, მხოლოდ ღვთისმშობელმა იცოდა.

რეკლამის ადგილი

loading...

რეკლამის ადგილი


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი ფილმი სოციალურ ქსელებში..
დაამატე კომენტარი