3 260

ხუთი პატარძალი / Пять невест (2011)

3 260
გახმოვანება:
სერიალი
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2011
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: კარენ ოგანესიანი
როლებში: დანილა კოზლოვსკი, ელიზავეტა ბოიარსკაია, არტურ სმოლიანინოვი, სვეტლანა ხოდჩენკოვა, ვლადიმირ იაგლიჩი, იულია პერესილდი, ალეკსანდრ ლოიე, კსენია რომენკოვა, ხორენ ლევონიანი, ირინა პეგოვა.

მოკლე აღწერა: სერიალს მაყურებელი გადაჰყავს 1945 წლის მაისში, როცა მთელი ქვეყანა დღესასწაულობს და გახარებულია, ცეკვავს და მღერის, დიდის ამბით აღნიშნავს გერმანულ ფაშიზმზე ასე ნანატრ გამარჯვებას. ყველა ეთუზიაზმით არის აღსავსე და ხვალინდელ დღეზე ფიქრობს. ფიქრობს, თუ როგორი იქნება ომის შემდგომი ცხოვრება. ბერლინამდე ჩასული, მედლებითა და ორდენებით მკერდ დამშვენებული ჯარისკაცები, სახლში დაბრუნებაზე ოცნებობენ. მათ შორისაა მოიერიშე მფრინავი ბიჭები: მიშა, ვანია, გარიკი, ლიოშა და ვადიკი. ახალგაზრდები განაწყენებულნი არიან - სახლში დროულად რომ არ უშვებენ, რადგან მათ იქ ლამაზი გოგონები ელოდებათ და ვინ იცის, იქნებ ვინმე სულსწრაფებმა დაასწრონ და წაიყვანონ. აი, ლიოშას კი ნამდვილად გაუმართლა. ხელმძღვანელობა, მას მივლინებით გზავნის სამშობლოში და ბიჭები ცდილობენ ეს შემთხვევა ხელიდან არ გაუშვან. მათ ეშმაკური გეგმა შეადგინეს, რომლის თანახმადაც, ლიოშამ ბიჭებს, მათ დაუსწრებლად, 5 საცოლე უნდა მოუძებნოს და ისინი გოგონებზე დააქორწინოს, თან თავადაც დაქორწინდეს. 5 პატარძალი! ვნახოთ სერიალი და გავიგებთ ამუშავდება, თუ არა ეს გეგმა...