ფლეიერი 2
1 560

(კადრები) ვინ იმსხვერპლა დიღომში მომხდარმა აფეთქებამ :(

1 560
გახმოვანება:
დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაცვალა. მათ შორის არიან 4 წლის ბავშვი და მისი დედა ნათია ციცვიძე. 4 წლის ბავშვი აფეთქების შედეგად მიყენებული სხეულის დაზიანებებით გუშინ "იმედის" კლინიკაში გარდაიცვალა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ნათია სამი შვილის დედა იყო. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი ქართულ- ამერიკულ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა. ასევე ცნობილია, რომ გარდაიცვალა ნათია ციცვიძის და, რომელიც აფეთქების მომენტისთვის სტუმრად იმყოფებოდა.

გარდაცვლილია კიდევ ერთი 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც იმ შენობაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, ასევე სტუმრად იყო მისული. როგორც ცნობილია, აფეთქებით გამოწვეულმა ძლიერმა წნევამ ის გარეთ გადმოაგდო. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.