ფლეიერი 2
31 899

კადრები - უბედურ შემთხვევის რომელსაც დემურ ბერიძე და მარიამ გოგიტიძე ემსხვერპლა :(

31 899
გახმოვანება:
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების განცხადებით, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმა ჰქონდა.
გარდაცვლილები 20 წლის ახალგაზრდები - დემურ ბერიძე და მარიამ გოგიტიძე, კლასელები იყვნენ და მეგობრის ქორწილში იმყოფებოდნენ.
ასევე იხილეთ: ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ბათუმში მომხდარ საზარელ ავარიას შეეწირნენ - მეგობრებმა მათ ხსოვნას ვიდეო მიუძღვნეს