ფლეიერი 2
5 154

(კადრები) დაკარგული 12 წლის გოგონას პირველი კადრები საპატრულოდან

5 154
გახმოვანება:
12 წლის ელენე გიორბელიძე, რომელსაც რამდენიმე საათია სამართალდამცველები და ახლობლები ეძებდნენ, ნაპოვნია. მოზარდი სახლიდან დილით გავიდა, შემდეგ კი არავის უნახავს. ოჯახის ახლობლის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ პოლიციას დროულად შეატყობინეს. მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე ამჟამად უკვე სახლშია. ბავშვი ერთ-ერთმა მოქალაქემ იპოვა და სამართალდამცველებს შეატყობინა. მანამდე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ გაუჩინარებული ბავშვის ოჯახის წევრები. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაციაც, რომ ბავშვმა დედას წერილიც დაუწერა, სადაც ის მშობლებს ემშვიდობება.