ფლეიერი 2
4 070

(კადრები) ამწუთებში შემზარავი ავარია რუსთავში :( ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა გარდაცვლილია...

4 070
გახმოვანება:
ჩქაროსნულ მაგისტრალზე ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა, მათ შორის არის სამგზავრო მიკროავტობუსი.

როგორც "ინფო რუსთავთან" მირკროავტობუსის მძღოლი აცხადებს, "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილმა გადაასწრო, გადავიდა გზის საპირისპირო მიმართულებაზე და ტაქსს, "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილს დაეჯახა. "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილში იმყოფებოდა მგზავრი, 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 63 წლის მამაკაცი დაშავდა და მისი გადაყვანა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" მოახერხა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ავტობანზე მოძრაობა შეზღუდულია.