ფლეიერი 2
4 431

ღმერთო ეს რას შევეცწარი სისხლის გუბეში იწვა ბავშვი :( გოგონას პულსი არ ესინჯებოდა,.დედა სამეზობლოში იყო გასული

4 431
გახმოვანება:
ნახეთ ვიდეო თუ როგორ გამოიყურება 16 წლის თეონა თაკიძე
სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ ბიჭს, რომელმაც არსებული ინფორმაციით, 16 წლის და, შემთხვევითი გასროლის შედეგად მოკლა. ბიჭიც არასრულწლოვანია, ამიტომ პოლიციას ის არ დაუკავებია.
გუშინ გავრცელდა საზარელი ინფორმაცია, რომ 16 წლის თეონა ტაკიძე ძმის მიერ შემთხვევით, სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. სოფელში მუსირებს მეორე ვერსიაც, რომ გოგონას ცეცხლსასროლი იარაღი თაროდან ჩამოუვარდა და ტყვია გავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

როგორც ირკვევა, შემთხვევის დროს არასრულწლოვნები სახლში მარტო იმყოფებოდნენ. სანადირო თოფი კი გარდაცვლილის მამას ეკუთვნოდა.

"რომ ავედი გოგონას პულსი არ ესინჯებოდა. ბავშვები მარტო იყვნენ, დედა სამეზობლოში იყო გასული. მამაც არ იყო სახლში. გავიგე რომ ძმა გუშინ გადაიყვანეს პოლიციაში"- ამბობს მეზობელი. ნახეთ ვიდეო თუ როგორ გამოიყურება 16 წლის თეონა თაკიძე