ფლეიერი 2
4 709

დღეს კობაურმა ადვოკატს უთხრა: სას­წრა­ფოდ ჩა­მი­ტა­რონ ექ­სპერ­ტი­ზა, ვი­ნა­ი­დან მე არ შე­მიძ­ლია...

4 709
გახმოვანება:
სმი­ტე­ბის ოჯა­ხის სამი წევ­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, მალ­ხაზ კო­ბა­უ­რის ად­ვო­კა­ტი მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მიერ ლორა სმი­ტის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას გა­მო­რი­ცხავს.

რო­გორც კო­ბა­უ­რის ად­ვო­კატ­მა ლექ­სო კო­ბა­ი­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ლორა სმიტს არა­ვი­თა­რი ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა გარ­დაც­ვლი­ლის სხე­ულ­ზე. ამას­თან, კო­ბა­ი­ძის თქმით, კო­ბა­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას ითხოვს იმის და­სამ­ტკი­ცე­ბა­ლად, რომ მას სმიტ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი არ ჰქო­ნია.

„სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა არ დას­ტურ­დე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით. თა­ვად კო­ბა­უ­რი ჩვენ გვე­უბ­ნე­ბა, რომ სას­წრა­ფოდ ჩა­მი­ტა­რეთ ექ­სპერ­ტი­ზა, ვი­ნა­ი­დან მე არ შე­მიძ­ლია სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის დამ­ყა­რე­ბაო. ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ არ­სე­ბობს საქ­მე­ში და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­დეს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა იყოს ამო­ღე­ბუ­ლი. ფაქ­ტია, რომ მას არა­ნა­ი­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი აქტი არ და­უმ­ყა­რე­ბია აწ გარ­დაც­ვლილ ლორა სმიტ­თან“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ი­ძემ და აქვე დას­ძი­ნა, რომ დაც­ვის მხა­რე აქამ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნებს არ ენ­დო­ბა.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის თქმით, ბრალ­დე­ბულს უკვე ჩა­უ­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა, რომ­ლი­თაც მისი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­მოწ­მდა. კო­ბა­ი­ძე აცხა­დებს, რომ კო­ბა­უ­რი სრუ­ლად შე­რა­ცხა­დია, რაც ასე­ვე გა­მო­რი­ცხავს, მის მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას.

„ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით კო­ბა­უ­რი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლია. მის ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ აქვს და ის სრუ­ლი­ად შე­რა­ცხა­დია. ეს კი­დევ უფრო ნათ­ლად ადას­ტუ­რებს იმას, რომ შე­რა­ცხა­დი ადა­მი­ა­ნი ვერ ჩა­ი­დენ­და აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულს“, - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლექ­სო კო­ბა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაც­ვის მხა­რე ასე­ვე ელო­დე­ბა ერთ-ერთი ექ­სპერ­ტი­ზის დას­რუ­ლე­ბას, რომ­ლი­თაც სა­ტე­ლე­ფო­ნო ან­ძე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის ამო­ღე­ბა მოხ­დე­ბა. ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, რომ ამ ჩა­ნა­წე­რე­ბით დად­გინ­დე­ბა, თუ რამ­დე­ნი მო­ბი­ლუ­რის ტე­ლე­ფო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა ფიქ­სირ­დე­ბო­და და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მალ­ხაზ კო­ბა­ურს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის „გ“, მე-2 ნა­წი­ლის „ბ“, მე-3 ნა­წი­ლის „ა“ და „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის და ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი.