ფლეიერი 2
6 110

ამწუთებში ტაიფურის შედეგად იაპონიაში ავტომობილების ბაზრობა ცეცხლშია გახვეული :O ათასობით მაქნა იწვის

6 110
გახმოვანება:
იაპონიაში, ერთ-ერთ აუქციონზე ათობით ავტომობილი ცეცხლში გაეხვა. იმავდროულად, ქვეყანა ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაიფუნ „ჯების“ ებრძვის.

უცნობია, რატომ აალდა მანქანები. მომხდარის გამომწვევ მიზეზს პოლიცია სწავლობს. ვიდეო ადგილობრივმა მედიამ გადაიღო.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში ტაიფუნს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა.

სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი ოსაკის პრეფექტურას მიაყენა. დატბორილია ქალაქის დასახლებული რაიონები და საერთაშორისო აეროპორტი.

უამინდობის გამო 700-ზე მეტი ავიარეისია გადადებული. სტიქიური უბედურების ზონიდან მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.