ფლეიერი 2
10 401

ამწუთებში ყველაზე მძლავრი ტაიფური რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში იაპონიას ასეთი არ ახსოვს :O

10 401
გახმოვანება:
იაპონიას ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი ტაიფუნი, "ჯები" დაატყდა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური საინფორმაციო სააგენტო "კიოდო" ავრცელებს.

ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ტაიფუნის შედეგად ქალაქ ოსაკას საერთაშორისო აეროპორტი დაიტბორა.

ტაიფუნი "ჯების" გამო იაპონიის დასავლეთ ნაწილში ასობით რეისი გაუქმდა, გაჩერებულია მატარებლების მოძრაობაც.

იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტაიფუინი საათში 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს.