რაიან და ლორა სმიტების საჩუქარი… – წარწერა, რომელიც გულს აგიჩუყებთ


შეფასება:
ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც ღუდუშაურის კლინიკაშია გადაღებული. ფოტოების ავტორის თქმით, ამ სავარძლით ქალბატონი კლინიკაში მიიყვანეს და მასზე გაკეთებული წარწერა შეამჩნია.

ლევან თაქთაქიშვილი წერს:

...„ღუდუშაურის კლინიკაში ვიყავი და რენტგენზე ფეხი გადავიღე. რომ გამოვდიოდი, ამ სავარძლით ქალი შემოიყვანეს. ნახეთ სავარძელს რა ეწერა…“

წარწერა კი შემდეგნაირია:

„რაიან და ლორა სმიტების საჩუქარი სამეანო განყოფილებას…“

შეგახსენებთ, რომ ეს ამერიკელი ცოლ-ქმარია, რომელიც შვილთან ერთად ხადას ხეობაში მოკლეს… საზარელი მკვლელობისთვის ქართველი მწყემსი, მალხაზ კობაურია ბრალდებული.

რეკლამის ადგილი

loading...

რეკლამის ადგილი


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი ფილმი სოციალურ ქსელებში..
დაამატე კომენტარი