16 წლის გარდაცვლილი გოგოს დედა ფეისბუქზე შვილის შესახებ წერს ბავშვი იყო გამოუცდელი და...


შეფასება:
ქალი, რომ­ლის 16 წლის შვილ­მა შან­ტა­ჟის გამო თავი მო­იკ­ლა, "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, რომ გო­გო­ნას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხალ­ხის აზ­რის შე­ე­შინ­და, რად­გან ოჯახს არა­სო­დეს უმა­ლავ­და რა­მეს.

"ნა­ტას უბე­დუ­რი დედა გპა­სუ­ხობთ ხალ­ხო... მე არც გული, არც ენერ­გია მაქვს ყვე­ლას გი­პა­სუ­ხოთ, მაგ­რამ ყვე­ლა თქვენ­თა­გა­ნის კო­მენ­ტარს ვკი­თხუ­ლობ მა­შინ, როცა ყვე­ლას ტკბი­ლი ძი­ლით გძი­ნავთ! დიდი მად­ლო­ბა მათ, ვინც ჩემი უსა­ზღვრო ტკი­ვი­ლი გა­ი­ზი­ა­რა, ასე­თი ძა­ლი­ან ბევ­რი ხართ. არ გა­ბე­დოთ ვინ­მემ და ნა­ტას სული მცდა­რი აზ­რე­ბით არ შე­ა­წუ­ხოთ, ის უკი­დუ­რე­სად სუფ­თა სუ­ლის ბავ­შვი იყო, ბავ­შვი იყო გა­მო­უც­დე­ლი და კა­ცი­ჭა­მია, სის­ხლის­მსმელ­მა ვამ­პირ­მა შე­ა­ში­ნა... არ ვიცი რა­ტომ არ გა­მენ­დო მე მის დე­დას, მე მის მე­გო­ბარს, მე მის სა­თაყ­ვა­ნოს... რა­ტომ არ უთხრა მისი გა­სა­ჭი­რი მის უბე­დურ მა­მას, რო­მელ­საც არა­ფერს უმა­ლავ­და არა­სო­დეს.... მას ხალ­ხის აზ­რის შე­ე­შინ­და ალ­ბათ თო­რემ, არ არ­სე­ბობ­და საქ­ცი­ე­ლი, რო­მელ­საც მისი ოჯა­ხი ვერ გა­უ­გებ­და... ის ჩემი სი­ცო­ცხლე, ჩემი სუნ­თქვა და ჩემი ცხოვ­რე­ბის აზრი იყო და ეს კარ­გად იცო­და... ნუ ილა­პა­რა­კებთ ჩვენს დე­დაშ­ვი­ლო­ბა­ზე, თუკი არ გვიც­ნობთ! მე თქვენ­თან ბრძო­ლის თავი არ მაქვს, ვი­საც შეგ­წევთ ძალა და­მეხ­მა­რეთ და ნა­ტას სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ლოც­ვა­ში და­მეხ­მა­რეთ. ის ჩემი ან­გე­ლო­ზი იყო და იცო­დეთ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იხ­სნა მსგავ­სი გა­სა­ჭი­რი­დან..." - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­მუ­ნა ძნე­ლა­ძე.

რეკლამის ადგილი

loading...

რეკლამის ადგილი


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი ფილმი სოციალურ ქსელებში..
დაამატე კომენტარი