ღვეზელი "ისიამოვნე ხაჭოთი"

ინგრედიენტები :
ნამცხვარი 400 გრ

კარაქი 150 გრ

კვერცხი 1 ც

მარწყვი გემოვნებით

პიტნა გემოვნებით

 

 



შიგთავსის მომზადება :
ხაჭო 200 გრ

კვერცხი 3 ცალი

მანის ფქვილი 2 მაგიდის კოვზი

შაქარი 100 გრამი

ვანილი გემოვნებით


მომზადების წესი: დავაქუცმაცოთ ნამცხვარი. გავადნოთ კარაქი. ჩავყაროთ დაქუცმაცებული ნამცხვარი მდნარ კარაქში და სანამ ის ცხელია მოვურიოთ. დავუმატოთ კვერცხი და მოვურიოთ. ამით ღვეზელის ძირი მზად არის. ის უნდა გაიშალოს 23 სმ-ზე. მას უნდა ამოვუყვანოთ მომრგვალებული გვერდები. შემდეგ, კვერცხი ავთქვლიფოთ შაქარში. ღვეზელს დავამატოთ კვერცხის მასა, ვანილი და ავურიოთ საფუძვლიანად. დავამატოთ მანი და კიდევ ავურიოთ. ღვეზელის სატენი შიგთავსი მზად არის. შემდეგ სატენი შიგთავსი ჩავასხათ ღვეზელის ძირში და გავაბრტყელოთ კოვზით. შიგთავსი თანდათან შეებჯინება ღვეზელის ძირს. ზემოდან მოვაწყოთ მარწყვი ან კენკრა. მოვათავსოთ ღუმელში 180 გრადუსზე და ვაცხოთ 40-50 წუთის განმავლობაში. როცა ღვეზელი გამოცხვება, დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად.

გენრიელად მიირთვით!

კომენტარი: 0 | ნანახია: 284

გაუზიარე მეგობრებს სოციალურ ქსელებში..
დაამატე კომენტარი

avatar