ბანანის ცომისგან მომზადებული მაფინები

ინგრედიენტები:


ბანანი 3 ცალი

კარაქი 100 გრამი

ფქვილი 150 გრამი

შაქარი 100 გრამი

გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი

ვანილი, ან ვანილის შაქარი, ან დარიჩინი 1 ჩაის კოვზი

 


 მომზადება:
ავიღოთ ორი ცალი ბანანი და დავჭრათ. შემდეგ, შევზილოთ მთლიან მასად და თან დავამატოთ შაქარი და კარაქი.
 

 

 

 

შემდეგ, შევურიოთ ფქვილი ვანილთან, ვანილის შაქართან, ან დარიჩინთან ერთად.
 

 

 

 

ნელ-ნელა ვამატებთ ფქვილს ბანანის მასას და დავამიქსერებთ. ამ პროცედურას ვასრულებთ ერთგვარი მასის მიღებამდე.
 

 

 

 

მიღებული მასა ფორმებზე მოვათავსოთ და შევდგათ ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე 20-25 წუთის მანძილზე. ცხობის დრო, დამოკიდებულია ფორმების სისქეზე.
 

 

 

 

შემდეგ, ვიღებთ სკამს და დარჩენილ ბანანს. ვჯდებით ღუმელის საპირისპიროდ, ვფცქვნით ბანანს და ნელა მივირთმევთ მას, თან ვუყურებთ ცხობის პროცესს. ყურადღება!! ეს აუცილებელად უნდა გააკეთოთ.


გამოცხობის შემდეგ, გამოვიღებთ ღუმელიდან მაფინებს და ისინი გამოვა ფუმფულა და გემრიელი, ან ძალიან ფუმფულა და გემრიელი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეასრულეთ ზემოთ აღნიშნული მოთხოვნა.
 

 

 

შემდეგ, მაფინებს შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრე ან სხავა რამ, თქვენი გემოვნებით. მაფინები უკვე მზად არის.

 

 

 

 

 გემრიელად მიირთვით!

კომენტარი: 0 | ნანახია: 265

გაუზიარე მეგობრებს სოციალურ ქსელებში..
დაამატე კომენტარი

avatar