კოქტეილი "მარწყვის ცდუნება"

ინგრედიენტები:
200 გ მარწყვი,

100 მლ ვაშლის წვენი,

2 მაგიდის კოვზი ლიმონის წვენი,

2 მაგიდის კოვზი შაქარი

2 ტოტი პიტნა.

ეს კოქტეილის ძალიან გამაგრილებელი და მატონიზირებელია ზაფხულში.

 


მომზადების წესი: მარწყვი კარგად გავასუფთავოთ და გავრეცხოთ. კვების პროცესორში ერთად მოვათავსოთ მარწყვი და შაქარი, დავასხათ ვაშლის წვენი (სასურველია ახლად გამოწურული), გამოწურული ლიმონის წვენი, ყველაფერს ერთად დავაქუცმაცებთ და ავურევთ. მზა კოქტეილს ჩავაცივებთ და მოვრთავთ პიტნის ფურცლებით.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი: 0 | ნანახია: 161

გაუზიარე მეგობრებს სოციალურ ქსელებში..
დაამატე კომენტარი

avatar