ქართულად
ჩართვა
ჩემი ბრალია / Culpa mía
ჩემი ბრალია / Culpa mía
ნაყურებია 1 595
წელი: 2023
რეჟისორი: დომინგო გონსალესი
მსახიობები: ფრენ ბერენგერი, ნოე კასასი, გაბრიელ გევარა, მარტა ჰაზასი, ივან მასაგე, ხოსე პალასიოსი, პაბლო რიგერო, ევა რუისი, ანასტასია აჩიხმინა

მოკლე აღწერა:
ნოიმ უნდა დატოვოს თავისი ქალაქი, მეგობარი ბიჭი და მეგობრები, რათა გადავიდეს მისი დედის ახალი და მდიდარი ქმარის, უილიამ ლეისტერის სასახლეში. მეორეს მხრივ, 17 წლის ასაკში, ამაყი და დამოუკიდებელი, ნოი ეწინააღმდეგება ფუფუნებით გარშემორტყმულ სასახლეში ცხოვრებას, სადც ის ხვდება მის ახალ ნახევარ ძმას ნიკს, რომელთა შორის ერთმანეთის მიმართ მიზიდულობა და ფარული ლტოლვა იწყება პირველივე წუთიდან.
რუსულად
ჩართვა
თოვლი და დათვი / Snow and the Bear (Kar ve Ayi)
თოვლი და დათვი / Snow and the Bear (Kar ve Ayi)
ნაყურებია 235
წელი: 2022
რეჟისორი: სელცენ ერგუნი
მსახიობები: დერია პინარ აკ, ერქან ბექთაში, ასიე დინჩსოი, მერვე დიზდარი, ონურ გურჩაი, მეჰმედ კუჩუკი, მუთალიპ მუჯდეჩი, ჰამიტ სერდარ ორს

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა მედდა იწყებს ახალი დავალების შესრულებას, ზამთრის თოვლიან კურორტზე როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი გაუჩინარდება.
ჟანრი: 
დრამა
ქართულად
ჩართვა
ერთხელ ცისფერ მთვარეზე / Once in a Blue Moon
ერთხელ ცისფერ მთვარეზე / Once in a Blue Moon
ნაყურებია 217
წელი: 2011
რეჟისორი: ვალერია სვიტი
მსახიობები: ვალერია სვიტი, ფილიპ ანდრე ბოტელიო, არია სონგი, დომინიკ ოლივერი, შენნა ბაუტისტა, დაიან ნირენბერგი, სემი ტოდი, თეო ფრანკოჩი

მოკლე აღწერა:
ორი ახალგაზრდა ჰოლივუდის ვარსკვლავის პანდემიის ფონზე განვითარებული რომანი, სამუდამოდ ცვლის მათ ცხოვრებას.
ქართულად
ჩართვა
ადამიანი-ობობა: სამყაროს მიღმა 2 / Spider-Man: Across the Spider-Verse
ადამიანი-ობობა: სამყაროს მიღმა 2 / Spider-Man: Across the Spider-Verse
ნაყურებია 1 142
წელი: 2023
რეჟისორი: ხოაკიმ დოს სანტოსი, კემპ პაუერსი, ჯასტინ კ. ტომპსონი
მსახიობები: შამეიკ მური, ხეილი სტაინფელდი, ისა რაე, ოსკარ აიზეკი

მოკლე აღწერა:
2018 წლის ანიმაციური ფილმის “ადამიანი-ობობა: სამყაროს მიღმა“ სიქველი, ნიუ-იორკში მცხოვრები შავკანიანი მოზარდის მაილზ მორალესის შესახებ, რომელიც შემთხვევით მუტირებული ობობას მიერ დაკბენის შემდეგ ზეშესაძლებლობებს შეიძენს და კრიმინალის წინააღმდეგ მებრძოლი სუპერ გმირი – ადამიანი-ობობა გახდება. ახლა ბრუკლინელი მაილზ მორალესი ახალგაზრდა ქალ-ობობასთან, გვენ სტეისთან და ადამიანი-ობობების ახალ გუნდთან ერთად ეპიკური თავგადასავალებით სავსე მოგზაურობაში მიდის მულტისამყაროში, სადაც ყველაზე ძლიერ ბოროტმოქმედთან დაპირისპირება მოუწევთ.
ქართულად
ჩართვა
სასოწარკვეთილი ფრიკები / Freaks Out
სასოწარკვეთილი ფრიკები / Freaks Out
ნაყურებია 317
წელი: 2021
რეჟისორი: გაბრიელე მაინეტი
მსახიობები: კლაუდიო სანტამარია, ავრორა ჯოვინაცო, პიეტრო კასტელიტო, ჯანკარლო მარტინი, ჯორჯო ტირაბასი, მაქს მაცოტა, ფრანც როგოვსკი

მოკლე აღწერა:
მოვლენები 1943 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს, რომში ვითარდება, სადაც ახალგაზრდა მოცეკვავე მატილდა, ალბინოსი და ილუზიონისტი ჩესინი, ადამიანი-მგელი ფულვიო და ჯუჯა მარიო მათი სავარაუდო მამის, ისრაელის ცირკში მუშაობენ და ერთი ოჯახივით ცხოვრობენ. ამ ოთხ “ცირკის ფრიკის” ერთმანეთი და-ძმასავით უყვართ. მაგრამ ერთ დღეს ისრაელი გმირების საზღვარგარეთ გაქცევის გზის ძიებაში უკვალოდ ქრება. გაურკვეველია, ისრაელი გერმანული ვერმახტის მიერ ოკუპირებული ქალაქიდან გაიცა თუ თავად ნაცისტებმა დაატყვევს. შედეგად, მატილდა, ჩესინი, ფულვიო და მარიო სახლს კარგავენ და რომში მარტო რჩებიან, რომლებიც ყოველგვარი ზრუნვის, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ცირკის გარეშე აღმოჩენილები, სოციალურ პოზიციას კარგავენ და თავს მხოლოდ მეორეხარისხოვან ატრაქციონად გრძნობენ. ამავდროულად, მათ თვალყურს ადევნებს ის, ვისაც საკუთარი გეგმები აქვს სასოწარკვეთილ გმირებზე, რამაც შეიძლება სერიოზულად შეცვალოს მათი ბედი და ისტორიის მიმდინარეობა.
ქართულად
ჩართვა
დინოზავრი დანა / Dino Dana: The Movie
დინოზავრი დანა / Dino Dana: The Movie
ნაყურებია 229
წელი: 2020
რეჟისორი: ჯ.ჯ. ჯონსონი
მსახიობები: მიკელა ლიუსი, დონალდ ჰენდერსონი, მილი დევისი, ნიკოლა კორეია-დამუდი, სარა ჩოდრი, ემიშ პატელი

მოკლე აღწერა:
ფილმი მოგვითხრობს 10 წლის დანას ისტორიას , რომელიც რეალურ სამყაროში დინოზავრებს ხედავს და აინტერესებს თუ სად არიან დინოზავრის შვილები. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დანა და მისი უფროსი და სარა თავიანთ ახალ მეზობლებთან მატეოსთან და ჯედიელთან ერთად მოგზაურობას დაიწყებენ.
ქართულად
ჩართვა
რამდენადაც ბედი გაგვიღიმებს / As Luck Would Have It
რამდენადაც ბედი გაგვიღიმებს / As Luck Would Have It
ნაყურებია 242
წელი: 2021
რეჟისორი: კლერ ნიდერპრიუემი
მსახიობები: ჯოანა გარსია სუიშერი, ალენ ლიჩი, ნიალ ბაგი, ნიკ დანინგი, სტეფანი დუფრინსი, როზმარი ჰენდერსონი

მოკლე აღწერა:
ლინდსი ჯონსონი უკვე დიდი ხანია მანჰეტენში კრისპენ გრუფის მენეჯერად მუშაობს. მისი მოვალეობაა კომპანიის მნიშვნელოვანი გარიგებების დადება. ის ქალაქ კილებიში ტერიტორიას შეისყიდის , თუმცა პრობლემები იჩენს თავს , რადგან იქ , სადაც მას ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება უნდა , ისტორიული სასახლე მდებარეობს , ასე რომ მისი დანგრევა უწევთ ხალხი კი ამ ყველაფრის წინააღმდეგია.
ინგლისურად
ჩართვა
97 წუთი / 97 Minutes
97 წუთი / 97 Minutes
ნაყურებია 370
წელი: 2023
რეჟისორი: ტიმო ვუორენსოლა
მსახიობები: ჯონატან რიზი, ალეკ ბოლდუინი, მიანა ბერნინგი, ჯო მარტინი, მაიკლ სიროუ, პავან გროუვერი, ანჟულ ნიგამი, დავორ ტომიჩი, სლავკო სობინი

მოკლე აღწერა:
გატაცებული 767 დაეჯახა მხოლოდ 97 წუთში, როდესაც მისი საწვავი ამოიწურება. NSA-ს მოადგილის ტოინის ძლიერი ნების საწინააღმდეგოდ, NSA-ს დირექტორი ჰოკინსი ემზადება თვითმფრინავის ჩამოგდებამდე, სანამ ის ადგილზე რაიმე კატასტროფულ ზიანს მიაყენებს და უდანაშაულო მგზავრების ბედს ალექსის ხელში დატოვებს, ინტერპოლის საიდუმლო აგენტს, რომელიც ჩაშენებულია. ტერორისტულ საკანში.
ჟანრი: 
თრილერი
ქართულად
ჩართვა
პირველი და უკანასკნელი / First and Last (Ilk Ve Son)
პირველი და უკანასკნელი / First and Last (Ilk Ve Son)
ნაყურებია 943
წელი: 2021
რეჟისორი: ჯემ ქარჯი
მსახიობები: ოზგე ოზპირინჩჯი, სალიჰ ბადემჯი, გულჩინ კულთურ საჰინი, სერქან ერჯანი, საჯიდე თასანერი, სერიფ ეროლი

მოკლე აღწერა:
ისტორია დენიზის და ბარისის ურთიერთობის 10 წელს აღწერს. ესაა ჯორწინების, დაშორების, ტკივილისა და ბედნიერების დაუჯერებელი ამბები სიყვარულის შესახებ
ქართულად
ჩართვა
ჯორჯია ოკიფი / Georgia O'Keeffe
ჯორჯია ოკიფი / Georgia O'Keeffe
ნაყურებია 241
წელი: 2009
რეჟისორი: ბობ ბალაბანი
მსახიობები: ჯოან ალენი, ჯერემი აირონსი, ედ ბეგლი უმც., კეტლინ ჩელფანტი, ლინდა ემონდი, გენრი სიმონსი

მოკლე აღწერა:
ამერიკელი მხატვრის ჯორჯია ო'კიფის და მისი მეუღლის, ფოტოგრაფი ალფრედ შტიგლიცის ბიოგრაფიული ფილმი
რუსულად
ჩართვა
ფუბარი / FUBAR
ფუბარი / FUBAR
ნაყურებია 434
წელი: 2023
რეჟისორი: ფილ აბრაჰამი, სტივენ ა. ედელსონი, ჰოლი დეილი
მსახიობები: არნოლდ შვარცენეგერი, მონიკა ბარბარო, მილან კარტერი, გებრიელ ლუნა, ფორჩუნ ფეიმსტერი, ტრევის ვან ვინკლი, ფაბიანა უდენიო

მოკლე აღწერა:
1994 წლის ჯაშუშურ კომედიაზე “მართალი ტყუილები” დაფუძნებული ექშენ-სერიალი, ლიუკ ბრუნერის და მისი ახალგაზრდა ქალიშილის ემას შესახებ, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ CIA-ს სპეციალურ ოპერმუშაკებად, მაგრამ ერთმანეთს უმალავენ თავინთ საქმიანობას CIA-ში, რის შედეგადაც მათი მთელი ურთიერთობა ტყუილია. თუმცა, როდესაც ორივე გაიგებს სიმართლეს, გმირები იძულებულნი არიან გაერთაინდნენ და იმუშაონ ერთად, როგორც პარტნიორები, და ფეთქებადი მისიებისა და ჯაშუშობის ფონზე გაარკვიონ ვინ არიან სინამდვილეში, რომლის დროსაც ხვდებიან, რომ ერთმანეთის შესახებ არაფერი იციან.
ქართულად
ჩართვა
ლითონის ჭრაჭუნი (დაგრეხილი მეტალი) / Twisted Metal
ლითონის ჭრაჭუნი (დაგრეხილი მეტალი) / Twisted Metal
ნაყურებია 658
წელი: 2023
რეჟისორი: კიტაო საკურაი, ბილ ბენცი, ჯუდ ვენი
მსახიობები: ენტონი მაკი, ტაი ვაუგანსი, სტეფანი ბეატრიზი, შელ რამოსი, მაიკლ კაროლო, ჯარედ ბანკენსი

მოკლე აღწერა:
ამავე სახელწოდების კლასიკური ვიდეო თამაშების სერიებზე დაფუძნებული კომედიური ფანტასტიკა, რომელშიც მოვლენები ვითარდება პოსტ-აპოკალიფსური უდაბნოში და მოგვითხრობს ჯონ დოუს შესახებ, რომელსაც უკეთესი ცხოვრების შანსი მიეცემა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარმატებით შეძლებს იდუმალი პაკეტი მიწოდებას პოსტ-აპოკალიფსური უდაბნოში. ახლა მანქანების ნაჯახიანი ქურდის დახმარებით, დოუ უპირისპირდება ველურ და დაუნდობელ მაროდიორებს, რომლებიც მართავენ სასიკვდილო და გამანადგურებელ მანქანებს, და სხვა საფრთხეებს ღია გზაზე, მათ შორის შეშლილ ჯამბაზს, რომელიც მართავს ნაყინის მანქანას.
ქართულად
ჩართვა
ლა ბრეა / La Brea
ლა ბრეა / La Brea
ნაყურებია 1 008
წელი: 2021
რეჟისორი: ტორ ფროიდენტალი, ადამ დევიდსონი, გრეგ მაკლინი
მსახიობები: ნატალი ზია, ჩიკე ოკონკვო, კარინა ლოგი, ზირა გორეცკი, ვერონიკა სტ. კლერი, ოუენ მეკენი, ჯონ სედა, ჯეკ მარტინი, როჰან მირჩდანეი

მოკლე აღწერა:
უზარმაზარი ღრმული ჩნდება ლოს-ანჯელესის ცენტრში, რომელიც ასობით ადამიანს და შენობას ითრევს თავის სიღრმეში. ისინი, ვინც იქ მოხვდნენ, იდუმალ და სახიფათო პირველყოფილ სამყაროში აღმოჩნდებიან, სადაც მათ სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ გაერთიანდნენ გადარჩენის მიზნით. იმავდროულად, დანარჩენი მსოფლიო სასოწარკვეთილი ცდილობს გაიგოს რა მოხდა. პასუხების ძიებაში, კატასტროფის შედეგად დაშლილ ერთ ოჯახს მოუწევს ამ აუხსნელი მოვლენის საიდუმლოებების გამოვლენა, რათა ერთმანეთისკენ მიმავალი გზა იპოვოს.
ქართულად
ჩართვა
სიყვარული და სიკვდილი / Love & Death
სიყვარული და სიკვდილი / Love & Death
ნაყურებია 316
წელი: 2023
რეჟისორი: ლესლი ლინკა გლატერი
მსახიობები: ელიზაბეტ ოლსენი, ოლივია გრეის ეპლგეიტი, ჯესი პლემონსი, ფაბიოლა ანდუჯარი, პატრიკ ფიუჯიტი, კირა პოზელი, კრისტოფერ კორსონი, ჰარპერ ჰიტი, რაიან მერფი

მოკლე აღწერა:
ეკლესიაში მიმავალი ორი წყვილი ტკბება პატარა ქალაქში მყუდრო, ოჯახური ცხოვრებით, სანამ ვიღაცის ხელში ნაჯახი არ აღმოჩნდება.

ქართულად
ჩართვა
შავი თოვლი / Black Snow
შავი თოვლი / Black Snow
ნაყურებია 317
წელი: 2022
რეჟისორი: სიან დევისი, მეთიუ სავილი
მსახიობები: ტრევის ფიმელი, ჯემასონ პაუერი, ედენ ქასედი, სეინი უილეტი, გულივერ მაკგრატი

მოკლე აღწერა:
სიუჟეტის ცენტრში არის იზაბელ ბეიკერის სიკვდილი. იგი სასტიკად მოკლეს, რის გამოც ქალაქი ეშფორდი დაძაბულობის პიკშია
ქართულად რუსულად
ჩართვა
იქ, სადაც უყვართ / Caminho das Índias
იქ, სადაც უყვართ / Caminho das Índias
ნაყურებია 724
წელი: 2009
ქვეყანა: ბრაზილია
მსახიობები: კრისტიანე ტორლონი, ლაურა კარდოსო, დებორა ბლოკი, ტონი რამოსი, ბრუნო გალიასუ, ჯულიანა პაესი, ჰუმბერტო მარტინსი, ფლავიო მილიაჩო, ელიანე ჯარდინი, როდრიგო ლომბარდი

მოკლე აღწერა:
ძალიან ტრადიციული და მდიდარი ინდური ოჯახის ქალიშვილს შეუყვარდება დალიტი, "ხელშეუხებელი" მამაკაცი.
ქართულად
ჩართვა
ბუნკერი / Silo
ბუნკერი / Silo
ნაყურებია 667
წელი: 2023
რეჟისორი: დევიდ სემელი, მორტენ ტილდუმი
მსახიობები: რებეკა ფერგიუსონი, იენ გლენი, ტიმ რობინსი, უილ პეტონი, ფერდინანდ კინგსლი, კეიტლინ ზოზი

მოკლე აღწერა:
მოვლენები ვითარდება განადგურებულ და ტოქსიკურ, ანტიუტოპიურ მომავალში, სადაც გადარჩენილი ადამიანები, გიგანტურ მიწისქვეშა ბუნკერში ცხოვრობენ და მიჰყვებიან მკაცრ რეგულაციებს, რომლებიც მათ დასაცავად გონიათ შექმნილი. თუმცა, არავინ იცის როდის და რატომ აშენდა ბუნკერი და ვინც შეეცდება ამის გარკვევას, საბედისწერო პრობლემები შეექმნება. ახალგაზრდა ინჟინერი, სახელად ჯულიეტა ეძებს პასუხებს საყვარელი ადამიანის მკვლელობაზე და აწყდება საიდუმლოს, რომელიც ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე წარმოიდგენდა, რასაც მთავარი გმირი მიჰყავს იმის გააზრებამდე, რომ სიცრუე და სიმართლე ერთნაირად სასიკვდილოა.
ქართულად
ჩართვა
მაფიის დედა (ნათლიდედა) / Mafia Mamma
მაფიის დედა (ნათლიდედა) / Mafia Mamma
ნაყურებია 745
წელი: 2023
რეჟისორი: კეტრინ ჰარდვიკი
მსახიობები:  მონიკა ბელუჩი, ალესანდრო ბრესანელო, ედუარდო სკარპეტა, ტონი კოლეტი, ტომი როჯერი, ტიმ დეიში, ჯეი ნატელი, იონვ ჯოზეფი, მიჩ სალმი

მოკლე აღწერა:
კრისტინი არაფრით გამორჩეული ამერიკელი დედაა, რომელსაც თინეიჯერი შვილი და მოღალატე ქმარი ჰყავს. მოულოდნელად ის ბაბუის გარდაცვალების ცნობას მიიღებს და ასევე წინადადებას, რომელზე უარის თქმაც არ შეუძლია: ბაბუის მრჩეველი მას მაფიის მიერ კონტროლირებადი ბიზნესის ხელმძღვანელობას სთავაზობს. მას შიში იპყრობს, როდესაც იტალიაში ჩასული აცნობიერებს რომ მაფიის ბოსია და მთელი ძალებით ცდილობს იმპერიის ღირსეულად მართვას. კრისტინი მოულოდნელი ქცევებით უნდობლობას იწვევს, თუმცა მალე აშკარა ხდება, რომ მისი მეთოდები ამართლებს.
ქართულად
ჩართვა
ფორსაჟი 10 / Fast X
ფორსაჟი 10 / Fast X
ნაყურებია 738
წელი: 2023
რეჟისორი: ლუი ლეტერიე
მსახიობები: ვინ დიზელი, ჯორდანა ბრიუსტერი, ტაირიზ გიბსონი, მიშელ როდრიგესი, ლუდაკრისი, ჯეისონ მომოა, ჯონ სინა, ჯეისონ სტეტჰემი, რიტა მორენო, ჰელენ მირენი 

მოკლე აღწერა:
2011 წელს დომინიკი და მისი გუნდი დაუპირისპირდა ბრაზილიელ ნარკობარონს, რომლებიც გაანადგურებენ მის იმპერიას, მაგრამ რაც მათ არ იცოდნენ ის იყო, რომ რეიესის ვაჟი, დანტე ამ ყველაფრის მოწმე გახდა და ბოლო 12 წელი გაატარა გეგმის შემუშავებაში, რათა აიძულოს ტორეტო გადაიხადოს ყველაზე მაღალი ფასი
ქართულად
ჩართვა
უკანმოუხედავად / No Looking Back
უკანმოუხედავად / No Looking Back
ნაყურებია 343
წელი: 1998
რეჟისორი: ედვარდ ბიორნსი
მსახიობები: ლორენ ჰოლი, ედვარდ ბიორნსი, ჯონ ბონ ჯოვი, კევინ ჰეფერნანი, მარკ შულტე

მოკლე აღწერა:
კლაუდიას ყოფილი სიყვარული ჩარლი ბრუნდება ქალაქში და ყველაფერი იცვლება, მას სურს ძველი სიყვარული დაიბრუნოს თუმცა ყველაფერი ისე აღარ არის როგორც ადრე იყო
ქართულად
ჩართვა
სისუ / Sisu
სისუ / Sisu
ნაყურებია 772
წელი: 2022
რეჟისორი: იალმარი ჰელანდერი
მსახიობები: იორმა ტომილა, აკსელ ჰენი, ჯეკ დულანი, მიმოსა ვილამო, ონი ტომილა

მოკლე აღწერა:
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, მარტოხელა ოქროს მაძიებელი ნაცისტების გზას კვეთს ჩრდილოეთ ფინეთში მდებარე თავის გადამწვარ მიწის სამალავში. როდესაც ნაცისტები იპარავენ მის ოქროს, ისინი სწრაფად აღმოაჩენენ, რომ ახლახან უჩვეულო მეშახტეს გადაეყარნენ. ლეგენდარული ყოფილი კომანდო წარმოუდგენელი სიმტკიცეს ავლენს და ერთი კაცი უპირისპირდება სიკვდილის რაზმს. მთავარი გმირი ყველაფერზე წავა ოქროს დასაბრუნებლად.
ქართულად
ჩართვა
ეარი / Air
ეარი / Air
ნაყურებია 230
წელი: 2023
რეჟისორი: ბენ აფლეკი
მსახიობები: ბენ აფლეკი, მეთ დეიმონი, ჯეისონ ბეიტმანი, კრის მესინა, ვიოლა დევისი, ჯულიუს ტენონი

მოკლე აღწერა:
მოვლენები ვითარდება 1980-იან წლებში და მოგვითხრობს ბილ ბოუერმანის და ფილ ნაიტის მიერ დაარსებული მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სპორტული ტანსაცმელის, ფეხსაცმელისა და სხვადასხვა ინვენტარის მწარმოებელი კომპანიის Nike-ის სპორტული მარკეტინგის მენეჯერის, სონი ვაკაროს შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მთელი ძალებით ცდილობდა ფილ ნაიტთან ერთად გაეფორმებინა ექსკლუზიური კონტრაქტი პერსპექტიულ კალათბურთის ვარსკვლავ მაიკლ ჯორდანთან. ეს შეუძლებლი ჩანდა იმ დროში, მაგრამ საბოლოოდ ჩამოყალიბდება ყველაზე მნიშვნელოვან თანამშრომლობად სპორტულ ბრენდსა და სპორტსმენს შორის და გახდება ფეხსაცმლის მრავალმილიარდ დოლარიანი გლობალური ინდუსტრიის დასაწყისი.

ჟანრი: 
დრამა
ქართულად
ჩართვა
არასწორი მამა / Today We Fix the World (Hoy se arregla el mundo)
არასწორი მამა / Today We Fix the World (Hoy se arregla el mundo)
ნაყურებია 814
წელი: 2022
რეჟისორი: არიელ ვინოგრადი
მსახიობები: ლეონარდო სბარალია, ნატალია ორიერო, ბენჯამინ ოტერო, ლუის ლუკე, ჩარო ლოპესი, მარტინ პიროიანსკი

მოკლე აღწერა:
დევიდ სამარასი, პოპულარული თოქ-შოუს სახელწოდებით “Hoy se arregla el mundo” გენერალური პროდიუსერია, რომელიც დახურვის პირას იმყოფება მცირე აუდიტორიის გამო. თუმცა, მთავარი გმირი ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, როდესაც მისი ყოფილი ცოლი სილვინა კამათის დროს გაამჟაღავნებს, რომ ის მისი 9 წლის შვილის ბენიტოს ნამდვილი მამა არ არის. ამის შემდეგ სილვინა მალევე შემთხვევით კვდება და საიდუმლოს საფლავშიც თან წაიღებს. შედეგად, დევიდი ბენიტოს თხოვნით, ბიოლოგიური მამის საძებნელად მიდის.

ჟანრი: 
დრამა / კომედია
ქართულად რუსულად
ჩართვა
გრძელი ღამე |  Gecenin Ucunda
გრძელი ღამე | Gecenin Ucunda
ნაყურებია 7 434
წელი: 2022
ქვეყანა: თურქეთი
მსახიობები: ნესლიჰან ათაგული, ბესტემსუ ოზდემირი, კადირ დოგულუ, სარფ ლევენდოღლუ, კაან ტაშანერი, ოზგე ოზდერი, ჰაზალ შენელი, ზუჰალ ოლჯაი, ტუბა უნსალი

მოკლე აღწერა:
ულამაზესი გოგონა, რომელიც უსამართლობას შეესწრო, იძულებული ხდება გამოსავალი თავადვე ეძებოს, მაგრამ ეს ყველაფერი მისთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდება.
ქართულად
ჩართვა
ორობოროსი: 1937 / oroborosi: 1937
ორობოროსი: 1937 / oroborosi: 1937
ნაყურებია 518
წელი: 2023
ქვეყანა: საქართველო
რეჟისორი: გიგიშა აბაშიძე, ლევან კვარაცხელია
მსახიობები: ივა ქიმერიძე, პაატა ინაური, ლილიასკურავა, სოფიო ზერაგია, გიორგი გრძელიძე, თაკი მუმლაძე

მოკლე აღწერა:
ერთი სახლი. ორი დრო. ორი ამბავი. არ გამოტოვო უახლესი ქართული სერიალი.

ქართულად
ჩართვა
თარჯიმანი, შეთანხმება / The Covenant (Interpreters Wanted, The Interpreter)
თარჯიმანი, შეთანხმება / The Covenant (Interpreters Wanted, The Interpreter)
ნაყურებია 466
წელი: 2023
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი
რეჟისორი: გაი რიჩი
მსახიობები: ჯეიკ ჯილენჰოლი, დალ სალიმი, შონ საგარი, ჯეისონ ვონგი, რის იეტესი, კრისტიან ოჩოა

მოკლე აღწერა:
ჯონ კინლი – აშშ-ს არმიის სერჟანტია, რომლის სამსახური ავღანეთში დასასრულს უახლოვდება, ადგილობრივ თარჯიმანთან, აჰმედთან ერთად იკვლევს რეგიონს. როდესაც მათი ქვედანაყოფი პატრულირებისას ჩასაფრებაში მოხვდება, მხოლოდ დაჭრილი კინლი და აჰმედი ახერხებენ გადარჩენას, ხოლო მტრის მებრძოლები იწყებენ აჰმედის დევნას, რომელიც ახლა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, რათა დაჭრილი კინლი დამღლელი რელიეფის გავლით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანოს. აშშ-ს მიწაზე დაბრუნებული კინლი გაიგებს, რომ აჰმედს და მის ოჯახს არ მიეცათ ამერიკაში შესვლის უფლება, როგორც დაპირდნენ. შედეგად, თავისი მეგობარის დაცვისა და მისი ვალის გადახდის გადაწყვეტილებით, მთავარი გმირი ბრუნდება ომის ზონაში, რათა თან წაიყვანოს აჰმედი და მისი ოჯახი, სანამ ადგილობრივი თალიბები მათთან მივლენ.

რუსულად
ჩართვა
ანგელოზის საიდუმლოებები / Secrets of an Angel (Yürek Çikmazi)
ანგელოზის საიდუმლოებები / Secrets of an Angel (Yürek Çikmazi)
ნაყურებია 1 109
წელი: 2022
ქვეყანა: თურქეთი
რეჟისორი: ბაჰადირ ინჯე, სერდარ გოზელექლი
მსახიობები: აიჩა ბინგოლი, ალპ ნავრუზი, მესუთ აქუსთა, ირემ ჰელვაჯიოღლუ, დილარა აქსიუიექი

მოკლე აღწერა:
სენეტი, რომელზეც ქმარი წლების განმავლობაში ძალადობდა, ზეინეპს, ადვოკატს ურეკავს, რომლის აბრასაც საავადმყოფოს ოთახის ფანჯრიდან ხედავს. ზეინეპი წერილს მისცემს, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ უნდა გაიხსნას. ეს წერილი ზეინეპის ანდერძია; ეს ფაქტიურად სისხლის სამართლის საჩივარია. ამ დღის შემდეგ ილმაზის, სენეტის მეუღლის, და მისი შვილების, ბირსენის, ჰალილის და ფერიდეს ცხოვრება სრულიად შეიცვლება.

ქართულად
ჩართვა
ყალბი ქალაქი / Fabricated City (Jojakdoen dosi)
ყალბი ქალაქი / Fabricated City (Jojakdoen dosi)
ნაყურებია 426
წელი: 2017
ქვეყანა: სამხრეთ კორეა
რეჟისორი: პაკ პე-ჯონი
მსახიობები: ჩი ჩჰან-უკი, შიმ ინ-გიონი, ო ჯონ-ოე, კიმ სან-ჰო, კიმ გი-ჩჰონი, ან ჯჰე-ჰონი

მოკლე აღწერა:
რეალურ ცხოვრებაში კვონ იუ უმუშევარია, მაგრამ ვირთუალურ თამაშში ის საუკეთესო ლიდერია. ერთხელ მან ტელეფონი იპოვა და მის მფლობელს დაუბრუნა. მეორე დღეს კი მას პოლიცია იჭერს. მობილურს პატრონი გაუპატიურებული და მოკლული იპოვეს. მკვლელობაში კვონი იუს ადანაშაულებენ.

ქართულად
ჩართვა
ამადორი / Amador
ამადორი / Amador
ნაყურებია 293
წელი: 2010
რეჟისორი: ფერნანდო ლეონ დე არანოა
მსახიობები: მაგალი სოლერი, სელსო ბუგალო, პეტრო სიბილიე, სონია ლამარჩა, ფანი დე კასტრო

მოკლე აღწერა:
დრამა გვიამბობს აქხალგაზრდა ქალის შესახებ რომელმაც სამსახური უხეშ მოხუც კაცთან დაიწყო. მაგრამ მალე ისინი თავიანთ საიდუმლოებებს გაუზიარებენ ერთმანეთს.
ჟანრი: 
დრამა
ქართულად
ჩართვა
ჯილდა / I'm Gilda (Gilda, no me arrepiento de este amor)
ჯილდა / I'm Gilda (Gilda, no me arrepiento de este amor)
ნაყურებია 266
წელი: 2016
რეჟისორი: ლორენა მუნოზი
მსახიობები: ნატალია ორიერო, ლაუტარო დელგადო, ხავიერ დროლასი, ანჯელა კაჩა ტორესი, დანიელ მელინგო

მოკლე აღწერა:
90-იანი წლების პოპულარული არგენტინელი მომღერალი ჯილდა ტრაგიკულად გარდაიცვალა 36 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში, კარიერის მწვერვალზე. ჯილდას ერქვა მირიამ ალეხანდრა ბიანჩი. 30 წლის ასაკში მან 6 წელიწადში მიაღწია იმას, რაც მუსიკოსების უმეტესობას მთელი ცხოვრება სჭირდება, მაგრამ იქამდე მისვლა ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე ყველას ჰგონია
ქართულად
ჩართვა
ბიძაშვილები / Cousinhood (Primos)
ბიძაშვილები / Cousinhood (Primos)
ნაყურებია 355
წელი: 2011
რეჟისორი: დანიელ სანჩეზ ალვარო
მსახიობები: ქუიმ გუტიერესი, ანტონიო დე ლა ტორე, რაულ არევალო, კლარა ლაგო, ინმა ქუესტა, ადრიან ლასტრა

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა დიეგოს ქორწილის წინ მიატოვებს საცოლე. ის მოიფიქრებს გეგმას, რომლითაც შეძლებს პატარძლის დაკარგვის ამბის დამალვას. ქორწილის დღეს მთვრალი დიეგო მივა ეკლესიაში, გამოვა სიტყვით, ისევ შეიყვარებს თავის პირველ მეგობარ ქალს და . დაიბრუნებს საცოლეს.
ქართულად
ჩართვა
ველური მდინარე / Savage River
ველური მდინარე / Savage River
ნაყურებია 513
წელი: 2022
რეჟისორი: ჯოსლინ მურჰაუსი
მსახიობები: კეტრინ ლენგფორდი, ჟაკლინ მაკენზი, კუპერ ვან გრუტელი, ნადინ გარნერი, მარკ კოულზ სმიტი, ბერნარდ კერი, ჯეიმს მაკეი, დენიელ ჰენშელი, ვირჯინია გეი, ლეა ვანდენბერგი

მოკლე აღწერა:
სერიალის მოვლენები იწყება იმ მომენტში, როდესაც მიკი ანდერსონი იღებს რთულ გადაწყვეტილებას, დაბრუნდეს მშობლიურ მიწაზე. ერთხელ მას კარგი ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ შემდეგ რაღაც აირია. მთელი რიგი სასტიკი გარემოებები აიძულა იგი აღმოჩენილიყო ბრალდებულის სკამზე, სადაც მას მიესაჯა ხანგრძლივი პატიმრობა…
ქართულად
ჩართვა
ასტერიქსი და ობელიქსი: შუა სამეფო / Asterix & Obelix: The Middle Kingdom (Astérix & Obélix: L'Empire du Milieu)
ასტერიქსი და ობელიქსი: შუა სამეფო / Asterix & Obelix: The Middle Kingdom (Astérix & Obélix: L'Empire du Milieu)
ნაყურებია 351
წელი: 2023
რეჟისორი: გიომ კანე
მსახიობები: გიომ კანე, ჟილ ლელუში, ვენსან კასელი, ჯონატან კოენი, მარიონ კოტიარი, ჯული ჩენი, ლეანა ჩია, ხოსე გარსია, ზლატან იბრაჰიმოვიჩი

მოკლე აღწერა:
მოვლენები ვითარდება ძვ. წ. 50 წელში, როდესაც მოღალატე პრინცის მიერ განხორციელებული გადატრიალების შემდეგ, ჩინეთის იმპერატორი აღმოჩნდება ციხეში. მაგრამ ფინიკიელი ვაჭრისა და მისი ერთგული მეომრის დახმარებით, იმპერატორის ერთადერთი ქალიშვილი გალიაში გარბის, რათა დახმარება სთხოვოს ორ მამაც მეომარს, ასტერიქს და ობელიქს, რომლებიც მათი მაგიის მეშვეობით დაჯილდოებულები არიან ზეადამიანური ძალით. ჩვენი ორი განუყოფელი გალი, რა თქმა უნდა, თანახმაა დაეხმარონ პრინცესას დედის გადარჩენაში და ქვეყნის განთავისუფლებაში. ასე რომ, ისინი მიდიან დიდ თავგადასავალში, ჩინეთში. თუმცა, კეისარი და მისი ძლევამოსილი არმია, ასევე ჩინეთის იმპერიის დაპყრობას აპირებენ.
ქართულად
ჩართვა
უკანასკნელი სამეფო: შვიდი მეფე უნდა მოკვდეს / The Last Kingdom: Seven Kings Must Die
უკანასკნელი სამეფო: შვიდი მეფე უნდა მოკვდეს / The Last Kingdom: Seven Kings Must Die
ნაყურებია 556
წელი: 2023
რეჟისორი: ედვარდ ბეზელგეტტი
მსახიობები: ლექსანდრ დოუჩი, ილეინ კესიდი, მარკ როული, არნას ფედარავიჩუსი, ინგრიდ გარსია ჯონსონი, ჰარი გილბი, როდ ჰალეტი, როს ანდერსონი

მოკლე აღწერა:
2015-2022 წლების ისტორიული სერიალის “უკანასკნელი სამეფო” სპინ-ოფი, რომელშიც მოვლენები ვითარდება ადრეული შუა საუკუნეების ინგლისში და მოგვითხრობს ნორვეგიელი იარლების მიერ გაზრდილი, კეთილშობილი საქსონის, უტრედ ბებანბურგელის შესახებ. მეფე ედუარდის გარდაცვალების შემდეგ, იწყება დაუნდობელი დაპირისპირება გვირგვინისთვის, რადგან მეტოქე მემკვიდრეები და დამპყრობლები მთელი ძალებით იბრძვიან ძალაუფლებისთვის. და როცა ჩნდება ალიანსი, მთავარი გმირი დგება რთული არჩევანის წინაშე მისთვის ყველაზე მეტად ძვირფასი ადამიანის და ერთიანი ინგლისის შექმნის ოცნებას შორის.
ქართულად
ჩართვა
დედოფალი შარლოტა: ბრიჯერტონის ამბავი / Queen Charlotte: A Bridgerton Story
დედოფალი შარლოტა: ბრიჯერტონის ამბავი / Queen Charlotte: A Bridgerton Story
ნაყურებია 629
წელი: 2023
რეჟისორი: ტომ ვერიკა
მსახიობები: მიშელ ფეირლი, რუთ გემელი, ადჯოა ანდო, ინდია ამარტეიფო, კეტი ბრეიბენი, თანჯი კასიმი

მოკლე აღწერა:
2020 წლის სერიალის “ბრიჯერტონი“ პრიკველი, ახალგაზრდა დედოფალის, შარლოტას დიდებისკენ და ძალაუფლებისკენ მიმავალ გზას ასახავს. სიუჟეტი შარლოტასა და მეფე ჯორჯ III-ის დიდ სასიყვარულო ისტორიაზე და იმაზე, თუ როგორ გამოიწვია მან სოციალური ცვლილება მაღალი საზოგადოების სამყაროს შექმნით, რომელიც ბრიჯერტონის გმირებმა მემკვიდრეობით მიიღეს…
ქართულად
ჩართვა
ვატიკანის ეგზორცისტი / The Pope's Exorcist
ვატიკანის ეგზორცისტი / The Pope's Exorcist
ნაყურებია 918
წელი: 2023
რეჟისორი: ჯულიუს ეივერი
მსახიობები: რასელ ქროუ, რალფ აინესონი, ფრანკო ნერო, ალექსანდრა ესოუ

მოკლე აღწერა:
რეალურ ისტორია იტალიელი მღვდელის, მამა გაბრიელ ამორსის შესახებ, რომელიც ვატიკანის მთავარი ეგზორცისტი იყო. მან სიცოცხლის განმავლობაში 100000-ზე მეტი ეგზორციზმი ჩაატარა. ( გარდაიცვალა 2016 წელს, 91 წლის ასაკში.) ამორსიმ დაწერა ორი მემუარი, სადაც დეტალურად აღწერს სატანასთან და დემონებთან ბრძოლის გამოცდილებას, რომლებმაც დაიპყრეს ადამიანები. ამიტომ ეგზორციზმის რიტუალს ჩვეულებრივი მღვდელი არ ატარებს. ეგზორცისტი საჭიროებს სპეციალურ მომზადებას და უნდა იყოს ხელშეუხებელი. ხოლო მისი ლოცვები ხშირად იწვევს ძალადობრივ რეაქციებს, როდესაც ის მთელი ძალებით ცდილობს სინათლის სხივით გაანათოს სიბნელე.
ქართულად
ჩართვა
უმოწყალო შტორმი / The Final Storm
უმოწყალო შტორმი / The Final Storm
ნაყურებია 483
წელი: 2010
რეჟისორი: უვე ბოლი
მსახიობები: სტივ ბაჩიჩი, ლორენ ჰოლი, ლიუკ პერი, კოულ ჰეპელი, ბლუ მანკუმა

მოკლე აღწერა:
ფილმში მოქმედება ხდება შტორმის დროს, როცა ტომისა და ჯილიანის ფერმაზე გამოჩნდება უცნობი სილასი და შეფარებას სთხოვს. სილასი ერთადერთი აღმოჩნდება, ვისაც შეუძლია გადაარჩინოს მათი ოჯახი შტორმის დროს, მაგრამ სანამ ოჯახი სტიქიის მასშტაბებს აფასებს, მათ უსაფრთხოებას იმაზე უფრო მეტად საშიში რამ ემუქრება, ვიდრე ბუნების ძალაა.
ქართულად
ჩართვა
რენფილდი / Renfield
რენფილდი / Renfield
ნაყურებია 423
წელი: 2023
რეჟისორი: კრის მაკეი
მსახიობები: ნიკოლას ჰოლტი, ნიკოლას ქეიჯი, აქვაფინა, ბენ შვარცი, შოჰრე აგდაშლუ, ბრენდონ სკოტ ჯონსი

მოკლე აღწერა:
ბრემ სტოკერის ცნობილ რომანზე “დრაკულა” დაფუძნებული ფენტეზური ჰორორ-კომედია, ისტორიაში ყველაზე ნარცისული ბოსის, გრაფ დრაკულას ერთგული, მაგრამ დატანჯული ლაქიის, რენფილდის შესახებ, რომელიც იძულებულია ინადიროს თავისი ბატონის მსხვერპლზე და შეასრულოს მისი ყველა დავალება, როგორი დამამცირებელიც არ უნდა იყოს ისინი. თუმცა, მრავალსაუკუნოვანი მონობის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება, როდესაც რენფილდს მოხერხებული საგზაო პოლიციელი რებეკა კუნისი შეუყვარდება და ახალი ცხოვრების დაწყებას გადაწყვეტს.
ქართულად
ჩართვა
თეთრი სახლის სანტექნიკოსები / White House Plumbers
თეთრი სახლის სანტექნიკოსები / White House Plumbers
ნაყურებია 256
წელი: 2023
რეჟისორი: დევიდ მენდელი
მსახიობები: ვუდი ჰარელსონი, ჯასტინ ტერუ, ლინა ჰიდი, კიმ კოუტსი, ტობი ჰასი

მოკლე აღწერა:
პოლიტიკური დრამა, რომელშიც მოვლენები 1971 წელს ვითარდება და ეგილ “ბადი” კროგის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის მთავარი რწმუნებული და მისი მენტორი ჯონ ერლიჰმანი გამოიძახებენ დახურულ შეხვედრაზე თეთრი სახლის დასავლეთით მდებარე განცალკევებულ ოფისში. კროგი ფიქრობდა, რომ მიდიოდა შეხვედრაზე, რათა განეხილათ ნარკოტიკების კონტროლის პროგრამა, რომელიც დაიწყო მისი ბოლო მოგზაურობის დროს სამხრეთ ვიეტნამში. მაგრამ ამის მაგივრად, მას გადაეცემა საქმე და პასუხისმგებლობა სპეციალურ საგამოძიებო განყოფილებაზე, SIU-ზე, რომელიც მოგვიანებით გახდა ცნობილი როგორც “სანტექნიკოსები”. განყოფილებას უნდა ეწარმოებინა გამოძიება ზესაიდუმლო სამთავრობო დოკუმენტების და მათი გაჟონვის გარშემო, რასაც პრეზიდენტი თვლიდა გადამწყვეტად ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
ქართულად
ჩართვა
მკერავის საიდუმლო / The Tailor (Terzi)
მკერავის საიდუმლო / The Tailor (Terzi)
ნაყურებია 2 131
წელი: 2023
რეჟისორი: ჯემ ქარჯი
მსახიობები: ჩაღათაი ულუსოი, სიფანურ გული, ოლგუნ სიმსექი, სალიჰ ბადემჯი, ბარაქ თუზუნათაჩი

მოკლე აღწერა:
პეიამი, ახალგაზრდა და ცნობილი მკერავია, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ნიჭი და წარმატებული ბიზნესი ბაბუისგან, რომლის გარდაცვალებასთან ერთად პეიამი თავისი ფსიქიკურად დაავადებული მამის უდიდეს საიდუმლოს იგებს და ახლა სიმართლის დამალვაზე უნდა იზრუნოს. ის თავისი საუკეთესო მეგობრის პატარძლის საქორწინო კაბის კერვას იწყებს, თუმცა სამივე მათგანს აქვს ბნელი საიდუმლოებები, რომლებიც მალე თავდაყირა დააყენებს მათ ცხოვრებას.
ქართულად
ჩართვა
დილეგები და დრაკონები: პატივი ქურდებს შორის / Dungeons & Dragons: Honor Among Thieves
დილეგები და დრაკონები: პატივი ქურდებს შორის / Dungeons & Dragons: Honor Among Thieves
ნაყურებია 574
წელი: 2023
რეჟისორი: ჯონ ფრენსის დეილი, ჯონათან მ. გოლდსთეინი
მსახიობები: მიშელ როდრიგესი, კრის პაინი, სოფია ლილისი, რეჟე-ჟან პეიჯი, ჯასტიქ სმიტი, ჰიუ გრანტი, ქლოე კოულმენი, დეიზი ჰედი, ჯეისონ ვონგი

მოკლე აღწერა:
ამავე სახელწოდების ლეგენდარული ფენტეზური სამაგიდო როლური თამაშის ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები გამოგონილ ზღაპრულ-სამყაროში ვითარდება, სადაც დრაკონები და ორკები, გნომები და ელფები, ჯადოქრები და რაინდები ერთად ცხოვრობენ. მათ ფანტასტიკური თავგადასავლები ელოდებათ, სადაც დაკარგული რელიქვიის საპოვნელად, მომხიბვლელი ქურდი და მისი ავანტიურისტთა ჯგუფი ეპიკურ ძარცვას გეგმავენ, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დგება, როდესაც ისინი ბოროტ ადამიანებს წააწყდებიან.
ქართულად
ჩართვა
მისის დევისი / Mrs. Davis
მისის დევისი / Mrs. Davis
ნაყურებია 344
წელი: 2023
რეჟისორი: ოუენ ჰარისი, ალეტეა ჯონსი, ფრედ ტუა
მსახიობები: ბეტი გილპინი, ჯეიკ მაკდორმანი, ენდი მაკუინი, კრის დიამანტოპოლოსი, ელი გენრი

მოკლე აღწერა:
რწმენა და ტექნოლოგია ერთმანეთს ეჯახება, როდესაც მონაზონი ხელოვნური ინტელექტის საშიშ ძალას უპირისპირდება. სიმონე – ჩვეულებრივი მონაზონია, რომელიც იწყებს უკომპრომისო ბრძოლას ყველაზე ძლიერ ულტრათანამედროვე ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ, სახელად მისის დევისი, რომელსაც კაცობრიობის დამონება სურს. ამ ომში მას ეხმარება მისი ყოფილი მეგობარი ბიჭი, რომელსაც აქვს საკუთარი მიზეზები, გაანადგუროს მისის დევისი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გმირები ღვთისმოსაწონ საქმეს ასრულებენ, საერთო წარსული მათ ყოფილ გრძნობებს აღვიძებს, რაც და სიმონეს ცოდვისკენ უბიძგებს.
ქართულად
ჩართვა
ტკბილი სახლი / Sweet Home
ტკბილი სახლი / Sweet Home
ნაყურებია 524
წელი: 2020
რეჟისორი: ლი ინ-ბოკი, ჩან იონ-უ, პაკ სო-ჰიონი
მსახიობები: სონ განი, ლი ჯინ-უკი, ლი ში-იონი, ლი დო-ჰიონი, კიმ მინ-ში, პაკ კიუ-იონი

მოკლე აღწერა:
როდესაც ადამიანები ველურ ურჩხულებად იქცევიან და ცდილობენ მთელი კაცობრიობის განადგურებას, პრობლემური მოზარდი ჰიუნი იბრძვის, რათა გადაარჩინოს ის, რაც დარჩა კაცობრიობისგან, სანამ გვიან არ არის.
ქართულად
ჩართვა
კივილი 6 / Scream VI
კივილი 6 / Scream VI
ნაყურებია 956
წელი: 2023
რეჟისორი: მეთიუ ბეტინელი, ტაილერ ჯილეტი
მსახიობები: მელისა ბარერა, კორტნი კოკსი, ჯენა ორტეგა, მეისონ გუდინგი, ჯასტინ სავოი ბრაუნი, როჯერ ლ. ჯეკსონი

მოკლე აღწერა:
განახლებული საკულტო საშინელებათა ფრენჩაიზის მეექვსე ნაწილი დაუნდობელი ნიღბიანი მკვლელი-მანიაკის შესახებ, რომელიც 2022 წლის ფილმში “კივილი 5“ ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი ახალგაზრდა გმირების, დები სამანტა და ტარა კარპენტერების და ტყუპები ჩადი და მინდი მიკსების ისტორიას აგრძელებს. ისინი ნიღბიანი მკვლელის სიკვდილის შემდეგ, მშობლიურ ქალაქ ვუდსბორს ტოვებენ და ნიუ-იორკში მიდიან, რათა ყველაფერი თავიდან დაიწყონ, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე?
ჟანრი: 
საშინელება
ქართულად
ჩართვა
ბოროტი მკვდრების აღზევება / Evil Dead Rise
ბოროტი მკვდრების აღზევება / Evil Dead Rise
ნაყურებია 492
წელი: 2023
რეჟისორი: ლი კრონინი
მსახიობები: მირაბაი პიზი, რიჩარდ კრაუჩლი, ანა-მარი ტომასი, ლილი სალივანი, ნოი პოლი

მოკლე აღწერა:
გზაზე გრძელი მოგზაურობის შემდეგ, ბეტი სტუმრობს თავის უფროს დას ელის, რომელიც ლოს-ანჯელესის პატარა ბინაში სამ შვილის მარტო ზრდის. ერთხელაც შენობის სიღრმეში დამალულ უცნაურ წიგნს იპოვიან, რომელიც საშინელ დემონებს ათავისუფლებს.
ჟანრი: 
საშინელება
ქართულად
ჩართვა
ფრთხილად იყავით გასვლისას / Attention au départ !
ფრთხილად იყავით გასვლისას / Attention au départ !
ნაყურებია 337
წელი: 2021
რეჟისორი: ბენჟამინ ევრარდი
მსახიობები: ანდრე დიუსოლიე, ჟერომ კომანდიორი, ჯონათან ლამბერი, ნილს ოტენენ-ჟერარი, ლეკლერ ფერდინანდი, მარი-ჟიული ბო, შარლი დე ვიტი, სელესტა ევაგორა, ემილი პარვილერი, ტომ დ’ორნანო

მოკლე აღწერა:
ბოლოს და ბოლოს, არდადეგები მოვიდა! ვლადი და მისი მეგობრები ძალიან აღელვებულები არიან! ჟერომი, ვლადის მამა, ორგანიზებას უკეთებს მგზავრობას. ანდრე, ჟანას და ბაზილის ბაბუა, ასევე მზად არის დასახმარებლად. ექვსი ბავშვი, ორი ზრდასრული და წინ რვა საათიანი მოგზაურობაა მატარებლით. ყველაფერი გაწერილია, თუმცა ჟერომს და ანდრეს მატარებელზე აგვიანდებათ და სწორედ აქ იწყება მათთვის გიჟური თავგადასავლებით სავსე რბოლა.
ჟანრი: 
კომედია
ქართულად
ჩართვა
თვალი თვალის წილ / Eye for an Eye
თვალი თვალის წილ / Eye for an Eye
ნაყურებია 579
წელი: 1996
რეჟისორი: ჯონ შლეზინგერი
მსახიობები: სალი ფილდი, ედ ჰარისი, ოლივია ბერნეტი, ალეკსანდრა კაილი, კიფერ საზერლენდი, ჯო მანტენია

მოკლე აღწერა:
კარენ მაკენს საშინელი ტრაგედია დაუტრიალდა ოჯახში: ნაძირალა დამნაშავე სახლში შეიჭრა და მოკლა მისი ჩვიდმეტი წლის ქალიშვილი ჯული. დამნაშავე დააკავეს, მაგრამ კარენი ახალ კოშმარს ელოდა...
ქართულად
ჩართვა
სნაიპერი: თეთრი ყორანი / Sniper: The White Raven
სნაიპერი: თეთრი ყორანი / Sniper: The White Raven
ნაყურებია 2 579
წელი: 2022
რეჟისორი: მარიან ბუშანი
მსახიობები: მერინა კოშკინა, ანდრეი მოსტრენკო, პაველ ალდოშინი, რომან სემისალი, ზახარ შადრინი

მოკლე აღწერა:
მიკოლა – ექსცენტრიული პაციფისტია, რომელსაც სურს კაცობრიობისთვის სასარგებლო იყოს. მაგრამ როდესაც დონბასში ომი იწყება, მიკოლას გულუბრყვილო სამყარო ინგრევა, რადგან მტრები მის ორსულ ცოლს კლავენ და სახლს უწვავენ. გამოჯანმრთელების შემდეგ ის იღებს კარდინალურ გადაწყვეტილებას და ირიცხება სნაიპერების დანაყოფში. როცა მთავარი გმირი ცოლის მკვლელებს შეხვდება ის ემოციურად ნადგურდება და მტერს “სნაიპერულ ტერორს” უწყობს. მიკოლას უაზრო სიკვდილისგან მისი სასიკვდილოდ დაჭრილი ინსტრუქტორი იხსნის. შედეგად, მეგობრის სიკვდილი მასში დიდ “შრამს ტოვებს და ახლა მზადაა სიცოცხლე გასწიროს.
ჟანრი: 
დრამა