სევდა ერგინჯი / Sevda Erginci


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: სევდა ერგინჯი / Sevda Erginci
დაიბადების თარიღი: 1993 წელი 3 ოქტომბერი
დაბადების ადგილი: თურქეთი, (ქალაქი უცნობია)
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2008 წლიდან - დღემდე...

ბიოგრაფია: სევდა ერგინჯი დაიბადა 1993წლის 3 ოქტომბერს, თურქეთში. ოთხი წლის იყო, როცა მისი მშობლები გაიყარნენ. მას შემდეგ, ის მამასთან ცხოვრობს, რომელიც მას ხელს უწყობს ყველანაირად და ეხმარება მსახიობად ჩამოყალიბებაში. დაწყებით სკოლაში სწავლისას საბავშვო თეატრში მონაწილეობდა, ხოლო 14 წლიდან თეატრალურ დასში. ერთ-ერთ სპექტაკლში გამოსვლისას სევდა შენიშნა გამოჩენილმა თურქმა მსახიობმა ნიზან გიუვენმა, რომელსაც გოგონა ძალიან მოეწონა და მხატვრულ ფილმში მონაწილეობა შესთავაზა. ისიც დათანხმდა. აქ მან შეასრულა ავადმყოფი გოგონა აიშეს როლი. როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის ძალან დაძაბული შრომა იყო, რადგანაც მთელი ფილმის გადაღების მანძილზე დროის უმეტესი ნაწილის გატარება რეალურ საავადმყოფოში უწევდა. ამ დღიდან, მის ცხოვრებაში სამსახიობო და წარმატებული კარიერა დაიწყო. 2013 წელს მას შესთავაზეს ერთ-ერთი მთავარი, შეყვარებული გოგონა აიშეს როლი, ტელესერიალ "შავ ვარდში"- "Karagül", რასაც თავი ბრწყინვალედ გაართვა. (ამჟამად სევდა უნივერსიტეტში სწავლობს).

ითამაშა ფილმებსა და სერიალებში:
2012 წელი - "პატიება"
2012 წელი - "მეწამულის ფერი" - "Koyu Kırmızı"
2013 წელი - "შავი ვარდი" - "Karagül".





თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 1 | დაემატა: 9357
დაამატე კომენტარი
mari-gudadze  Mariam Gudadze | თარიღი: 03.09.2015, 13:03 | 0 Spam

Sen seviorum sevda ergench


avatar