სემ უითვერი / Sam Witwer


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: სემუელ სტიუარტ უითვერი / Samuel Stewart Witwer
დაიბადების თარიღი: 1977 წლის 20 ოქტომბერი
დაბადების ადგილი: გლენვიუ, ილინოისი, აშშ
პროფესია: მსახიობი, მომღერალი
მიმართულება: ფანტასტიკა, დრამა
კარიერა: 2001 წლიდან - დღემდე

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: სემი გლინვიევში აღიზარდა, ჩიკაგოს გარეუბანში, ილინოისის შტატში. იგი «Glenbrook South High» სკოლაში სწავლობდა, სადაც სხვადასხვა თეატრალურ დადგმებში ღებულობდა მონაწილეობას. სემი ძალიან გატაცებული იყო მუსიკითაც და ჯგუფ «Love Plumber» სოლისტიც იყო. ჯერ კიდევ ახალგაზრდა სემი, მშობლებთან ერთად სტუდია «Love Plumber»-ში მოხვდა, სადაც ის მსახიობ უილი უითონს შეხვდა. მან უბიძგა სემს მსახიობი რომ გამხდარიყო. უითვერი სამსახიობო ხელოვნების დასაუფლებლად კალიფორნიაში გადავიდა. მალე მსახიობი პოპულარულ სამედიცინო დრამაში „სასწრაფო დახმარება“ გადაიღეს. სემი სამეცნირო-ფანტასტიური სერიალების დიდი თაყვანისმცემელია. განსაკუთრებით მოსწონს „Star Trek“ და „Star Wars“. ამ ჟანრით, ის იმდენად არის გატაცებული, რომ სხვადასხვა სერიალებში ეპიზოდური როლების შესრულებაზეც კი მაშინვე თანხმდებოდა...
2004 წელს სემ უითვერმა უფრო მნიშვნელოვანი მეორე ხარისხოვანი როლი შეასრულა ტელესერიალ „ვარსკვლავური კრეისერი „გალაქტიკა“.“ ამის შემდეგ, მას სისტემატურად იღებენ სამეცნიერო-ფანტასტიურ სერიალებსა და ტელესერიალებში. 2010 წელს მან ტელესერიალ „მოსიარულე მკვდრების“ 1 სეზონის 1 სერიაში ტანკში მყოფი ზომბი ჯარისკაცის როლი ითამაშა. 2011-2014 წლებში ერთ-ერთ მთავარ ვამპირ ეიდანის როლს თამაშობს ტელესერიალში „იყო ადამიანი.“

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:
კინო:
2006 - „Crank „.
2007- „Girl Camp“, „Mist“.
2008 – „Pathology“, „Infamous“.
2009 - „Gamer „.
2010 – „Quinn-tuplets“, „The Return of Joe Rich“.
სერიალები:
2001 – „ER“.
2001-2003 – „JAG“.
2002 - „Dark Angel“, „She Spies“.
2003 - „Angel“.
2004 - „Cold Case“, „Navy NCIS“, „Star Trek: New Voyages“.
2004-2005 -„Battlestar Galactica“.
2006 - „Bones“, „Dexter“.
2007 - „It’s Always Sunny in Philadelphia“, „Shark“.
2007-2008 -„CSI: Crime Scene Investigation“.
2008-2009 -„Smallville“.
2010 - „The Walking Dead“.
2011 - „No God, No Master“.
2011-2013 –„Being Human“ , „Star Wars: The Clone Wars“.
2014 - „Grimm“.











თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 1969
დაამატე კომენტარი

avatar