სელენა გომეზი / Selena Gomez


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: სელენა მარი გომეზ
დაიბადა: 1992 წლის 22 ივლისი
დაბადების ადგილი: გრანდ-პრეირი, ტეხასის შტატი, აშშ
პროფესია: მსახიობი, კომედიანტი, მომღერალი, კომპოზიტორი, "იუნისეფის თავისუფალი ნების ელჩი", სიმღერების ავტორი, გიტარისტი, პიანისტი.
კარიერა: 2002 წლიდან დღემდე

ბიოგრაფია: სელენა დაიბადა 1992 წლის 22 ივლისს, მენდი კორნეტისა და რიკარდო გომეზის ოჯახში. მისი მამა მექსიკელია, დედა კი იტალი-ინგლისური წარმოშვებისაა. მას სელენა დაარქვეს იმ წლებში პოპულარული მომღერლის სელენის საპატივცემულოდ.
როცა სელენი 5 წლის გახდა, მისი მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ. დედა, თეატრის მსახიობი, მარტო ზრდიდა გოგონას. 2006 წელს ის ცოლად გაჰყვა ბრაიან ტიფის. ამ ქორწილის ნიადაგზე სელენას დაიკო გაუჩნდა- გრეისი ელიოტ ტიფი.
2010 წელს სელენამ აიღო დიპლომი ოჯახში საშუალო განათლების შესახებ. სელენა უმეტეს წილად ცნობილია შემდეგი ფილმებითა და სერიალებით: "ჯადოქრები ვეივერლი პლეისიდან", "კიდევ ერთი ისტორია ფიფქიაზე", "პრინცესების დაცვის პროგრამა", "ჰანნა მონტანა", "ჯაშუშის შვილები 3: თამაში დამრთავდა". დისნეის ფილმებში მან ითამაშა ერთ-ერთი საბავშვო როლი ტელეშოუში "ბარნი და მეგობრები".
2010 წელს ის თამაშობს მთავარ როლებს ფილმებში: "რამონა და ბიზუსი", "მონტე-კარლო". მიწვეული იყო, როგორც ვარსკვლავი სერიალ " მიეცით შანსი სალის" პირველი სეზონის გადაღებებში. 2012 წელს იგი მიიწვიეს მულტფილმ "მონსტერბი არდადეგებზე" გასახმოვანებლად. იმავე წელს გადაიღეს კინოფილმში "ბინძური არდადეგები". 2013 წელს გადაიღეს ფილმებში "გაქცევა", "ცუდი საქციელი" და "ჯადოქრების დაბრუნება".
ამერიკული ტრადიციის თანახმად 12 წლის ასაკში სელენამ თითზე წამოიცვა "ქალიშვილობის ბეჭედი", რომლის შემდეგაც დადო პირობა, რომ ქორწინებამდე ქალწულობას არ დაკარგავდა. 2011 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სელენაბ ბეჭედი მოიხსნა, როგორც ჩანს...
2012 წლის ნოემბერში სელენა გომეზი დასახელდა "წლის ქალბატონად" ჟურნალ "გლამურ"-ის ამერიკული ვერსიის მიერ




















თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 1 | დაემატა: 10730
დაამატე კომენტარი
 anuki | თარიღი: 24.06.2014, 19:04 | 0 Spam

vgizdebi selenazeeeeeeeeee
I love you selena... yes yes yes yes


avatar