სანაია ირანი / Sanaya Irani


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: სანაია ირანი / Sanaya Irani
დაიბადების თარიღი: 1983 წლის 17 სექტემბერი
დაბადების ადგილი: მუმბაი, ინდოეთი
პროფესია: მოდელი, მსახიობი
კარიერა: 2006 წლიდან - დღემდე
ზოდიაქო: ქალწული

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: სანაია ირანი მუმბაიში დაიბადა. განათლება უტში მიიღო. ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო მსახიობია. მისი ცნობადობა დღითიდღე იზრდება, რაც ტელეარხ „Star Plus“-ის რეიტინგულ სერიალში "Iss Pyaar Ko Kya Naam Doom?“ / „მოჯადოებილები", კჰუში კუმარი გუპტას როლის შესრულებითაა გამოწვეული.
2009 წელს სანაია მსახიობ მოჰიტ სეიგალს შეხვდა. მათი ურთიერთობები შოუში "Miley Jab Hum Tum" მონაწილეობისას მეგობრობით დაიწყო, რომელიც შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა. შეყვარებულებმა ქორწინება მოგვიანებით დაგეგმეს.
თავისი კარიერა სანაია ირანმა მოდელობით დაიწყო. ამაში მას დედამ დაუჭირა მხარი. მას ყოველთვის სურდა, რომ მისი გოგონა მსახიობი ან მოდელი გამხდარიყო. სანაია ამ დროს კომერციულ ფაკულტეტზე სწავლობდა მაგისტრატურაში, მაგრამ აკადემიური შესვენება აიღო და დედამისის კურთხევით სარეკლამო სამყაროში ამოჰყო თავი. სამოდელო ბიზნესში პირველი ნაბიჯების გადადგმაში მას მაშინ ფოტოგრაფი და ახლა მსახიობი - ბომან ირანი დაეხმარა. 4 წლის მანძილზე გოგონას რეკლამებსა და მუსიკალურ კლიპებში იღებდნენ. სანაიას ვერც კი წარმოედგინა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ტელევიზიაში დაიწყებდა მუშაობას. თუმცა, ის კარგად იცოდა, რომ თუ შესთავაზებდნენ ასეთ წინადადებას, მასზე უარს არასოდეს იტყოდა.
2006 წელს სანაიამ პატარა როლი შეასრულა მხატვრულ ფილმში „ბრმა სიყვარული“. ხოლო 2008 წელს ტელევიზიაში მისი პირველი დებიუტი შედგა სერიალში "Left Right Left". 2011 წელს გამოჩნდა პატარა როლით მხატვრულ ფილმში „ლედი რიკი ბაჰლას წინააღმდეგ“.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:
2006 – „Fanaa“ – „ბრმა სიყვარული“.
2011 – „edies vs. Ricky Bahl“ – „„ლედი რიკი ბაჰლას წინააღმდეგ“.

სერიალოგრაფია:
2008 – „eft Right Left“, „Radhaa Ki Betiyaan Kuch Kar Dikhayerdi“.
2008- 2010 – „Miley Jab Hum Tum“.
2010 – „Zara Nache Dikha - Season 2“, „Methi Chhori NO. 1“.
2011 – 2012 – „Iss Pyaar Ko Kya Naam Doom?“ - „მოჯადოებილები".
13-2014 – „Rang Rasiya“, „ვნების ფერები“.






















თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 2 | დაემატა: 21699
დაამატე კომენტარი
natiaramishvili0  Natia Ramishvili | თარიღი: 16.08.2015, 19:43 | 0 Spam

hello hello hello :hello:magari xar zaan sanaia yes yes yes

ninoguria  Nino Nino | თარიღი: 26.03.2015, 04:15 | 0 Spam

kushi magri xar cry


avatar