რობერტ დე ნირო / Robert De Niro (ბიოგრაფია)


შეაფასეთ:

ნამდვილი სახელი: რობერტ მარიო დე ნირო (Robert Mario De Niro)
დაბადების თარიღი: 17 აგვისტო 1943
დაბადების ადგილი: ნიუ იორკი აშშ
პროფესია: მსახიობი პროდიუმერი რეჟისორი
სიმაღლე: 1.77 მ
პირველი ფილმი: 1965
მეუღლე: დაიან ებოტტი (განქორწინება)

ბიოგრაფია: რობერტ დე ნირო დაიბადა 17 აგვისტოს 1943 წელს ნიუ-იორკში, ამერიკელი მხატვრების ოჯახში: მის მშობლებს რობერტ დენირო უფროსს და დედას ვირჯინია ედმირალს ნიუ–იორკის ბოგემის წრეში კარგად იცნობდნენ. დე ნიროს მამა იყო იტალიელ-ირლანდიელი კათოლიკე ემიგრანტების შთამომავალი, ხოლო დედამისი გერმანელ-ჰოლანდიელი პრესვიტერიანელი წინაპრების შთამომავალი, ათეისტი. დე ნიროს მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს ჰანს ჰოფმანის სამხატვრო სკოლაში. მათმა ქორწინებამ დიდ ხანს ვერ იარსება, დენირო ორი წლის იყო, როდესაც ისინი ერთმანეთს გაშორდნენ, თუმცა ყველასთვის და თვითნ დე ნიროსთვის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი უცნობი დარჩა.
დე ნირომ ბავშვობა ნიუ–იორკის იტალიურ უბანში გაატარა: ბიჭი ქუჩაში ბევრ დროს ატარებდა, მეგობრობდა ადგილობრივ მოზარდებთან, რომლებმაც მას სისუსტის და ფერმკრთალობის გამო მეტსახელი მისცეს 'ბობი მილკი'. ამავე დროს რობერტს პირველი გამოცდილებაჰქონდა თეატრში, ის სკოლის დადგმაში 'ოზის ქვეყნის ჯადოქარიში 'გამოვიდა მშიშარა ლომის როლში.
ვირჯინია განქორწინების მერე შვილს ყურადღებას თითქმის არ აქცევდა, მან თავისი საგამომცემლო ფირმა გახსნა და მთელ დროს საქმეებში ატარებდა, თუმცა შვილს უზრუნველყოფდა, და შესაძლოა, რომ მხოლოდ სამსახიობო ნიჭმა შეაჩერა ბობი კრიმინალური მომავლის არჩევისგან.
სცენა ბობის მუდამ იზიდავდა და 15–16 წლის ასაკიდან მან მონაწილეობა დაიწყო მრავალრიხოვან თეატრების დადგმებში და ამავე დროს სამსახიობო ხელოვნებას სწქავლობდა სტელა ადლერთან და ლი სტრასბერგთან.
20 წლის ასაკში, 1963 წელს, დე ნირომ ითამაშა თავისი პირველი როლი ბრაიან დე პალმასთან თანამშრომლობით, ფილმში 'ქორწილის წვეულება', თუმცა ფილმი არ გამოცემულა 1969 წლამდე. 1960-იან წლებში ის ძირითადად თეატრში მოღვაწეობდა. 1965 წლის ფრანგულ ფილმში 'Three Rooms in Manhattan', მან ითამაშა ძალიან პატარა მონაკვეთი, მყიდველის როლში სადილის სცენაში. ამის შემდეგ მას ქონდა დებიუტი ოფიციალურ ფილმებში ხელახლა გაერთიანებულ დე პალმასთან, ფილმში 'Greetings'(1968), შემდეგ კი ითამაშა ფილმში 'Hi, Mom!'(1970).
დე ნიროს პოპულარობის გაზრდა გამოიწვია 1973 წელს, გადაღებულმა ფილმმა Bang the Drum Slowly, სადაც მან დიდი ლიგის ბეიზბოლის ბოთამაშის როლი შეასრულა. ამავე წელს, მან დაიწყო თავისი ნაყოფიერი თანამშრომლობა მარტინ სკორსესესთან, როდესაც მან ითამაშა დასამახსოვრებელი როლი ჰერვი კეიტელთან ერთად, ფილმში 'Mean Streets'(1973). 1974 წელს, დე ნირომ ითამაშა დონ ვიტო კორლეონეს როლი ფრანცის კოპოლას ფილმში, ნათლიმამა II (The Godfather Part II). ამ როლით მან მიიღო თავისი პირველი ამერიკის კინოაკადემიის 'ოსკარი', ნომინაციაში 'საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი'. ის გახდა პირველი მსახიობი, ვინც მოიგო ოსკარი და ლაპარაკობდა მხოლოდ უცხოურ ენაზე.
1989 წლიდან დე ნირო ცხოვრობს ტრიბეკაში. მისი მთავარი წამოწყებები იყო ფილმების სტუდიის დაარსება"ტრიბეკა პროდუქცია", "ტრიბეკა ფილმის ფესტივალი" და "ნობუ".
დენიროს კარიერა წარმატებულად მიდიოდა წინ, რის თქმაც მის პირად ცხოვრებაზე არ შეიძლება. რობერტის ურთერთობა ქალებთან საკმაოდ რთლად იწყობოდა, ამის ერთერთი მიზეზი უამრავი კომლექსი იყო, რომელიც მსახიობს ბავშვობიდან მოყვა: დედის მრავალრიცხოვანი რომანები – ამან თავისებურად იმოქმედა პატა ბობის ფსიქიკაზე.
იმის მიუხედავად, რომ ფორმალურად მისი ქორწინება დიანა აბოტთან ათ წელიწადზე მეტს გრძელდებოდა(სინამდვილეში ისინი დიდი ხნით ადრე დაშორდნენ ერთმანეთს), მთელი ამ დროის განმავლობაში დენიროს პარალელურად ყავდა ქალები, მისი პირადი ცხოვრება საკმაოდ სკანდალური იყო, თვითნ მსახიობი კი ამის შესახებ არანაირ კომენტარს არ აკეთებდა. თუმა ყვითელ პრესას მსახიობის არც ერთი რომანი არ გაუშვია თვალიდან და მის არაჩვეულებრივ გემოვნებას იხილავდა – რობერტს სტრიპტიზის მოცეკვავეები, მოდელები მოსწონდა და თან ამ დროს უპირატესობას შავკანიან ქალებს ანიჭებდა.

ფილმოგრაფია:
1 ჩანთიანი ადამიანი (2014)
The Bag Man
2 დიდი ქორწილი (2013)
The Big Wedding
3 მკვლელობების სეზონი (2013)
Killing Season
4 ოჯახი(2013) (2013)
The Family
5 სასიკვდილო მატჩი (2013)
Grudge Match
6 უკანასკნელი ვეგასი (2013)
Last Vegas
7 იყო ფლინი (2012)
Being Flynn
8 პიესების ვერცხლისფერი კრებული (2012)
Silver Linings Playbook
9 ფრილანსერები (2012)
Freelancers
10 წითელი შუქები (2012)
Red Lights
11 ახალი წლის წინა დღე (2011)
New Year's Eve
12 პროფესიონალი(2011) (2011)
Killer Elite
13 სიყვარული:გამოყენების ინსტრუქცია (2011)
Manuale d'am3re
14 უსაზღვრო (2011)
Limitless
15 მაჩეტე (2010)
Machete
16 პატარა ფაკერები (2010)
Little Fockers
17 სთოუნი (2010)
Stone
18 ისინი კარგად არიან (2009)
Everybody's Fine
19 ერთხელ ჰოლივუდში (2008)
What Just Happened?
20 მკვლელობის უფლება (2008)
Righteous Kill
21 ცრუ ცდუნება (2007)
The Good Shepherd
22 დამალობანას თამაში (2005)
Hide and Seek
23 ლუდოვიქოს ხიდი (2004)
The Bridge of San Luis Rey
24 სხვა (2004)
Godsend
25 ფაკერების გაცნობა (2004)
Meet The Fockers
26 გაანალიზე ის (2002)
Analyze That
27 ლამარკის ბოლო საქმე (2002)
City by the Sea
28 შოუ იწყება (2002)
Showtime
29 ანგარიში (2001)
The Score
30 წარმატების 15 წუთი (2001)
15 Minutes
31 მშობლელის გაცნობა (2000)
Meet The Parents
32 როკისა და ბულვინკლის თავგადასავალი (2000)
The Adventures of Rocky & Bullwinkle
33 სამხედრო მყვინთავი (2000)
Men of Honor
34 გაანალიზე ეს (1999)
Analyze This
35 უნაკლო (1999)
Flawless(1999)
36 დიდი იმედები(1998) (1998)
Great Expectations(1998)
37 რონინი (1998)
Ronin
38 კუდის ქიცინი (1997)
Wag The Dog
39 პოლიციელები (1997)
Cop Land
40 მარვინის ოთახი (1996)
Marvin's Room
41 მძინარენი (1996)
Sleepers
42 ფანი(1996) (1996)
The Fan
43 სამორინე (1995)
Casino
44 შეტაკება(1995) (1995)
Heat
45 ფრანკენშტეინი (1994)
Mary Shelley's Frankenstein
46 ამ ბიჭის ცხოვრება (1993)
This Boy's Life
47 ბრონქსული ამბავი (1993)
A Bronx Tale
48 ცოფიანი ძაღლი და გლორი (1993)
Mad Dog and Glory
49 ეჭვმიტანილია დანაშაულში (1991)
Guilty by Suspicion
50 საპირისპირო წევა (1991)
Backdraft
51 შიშის კუნძული (1991)
Cape Fear
52 გამოღვიძება (1990) (1990)
Awakenings
53 კაი ბიჭები (1990)
Goodfellas
54 სთენლი და აირისი (1990)
Stanley & Iris
55 მახვილის გზა(1989) (1989)
Jacknife
56 ჩვენ ანგელოზები არ ვართ (1989)
We're No Angels
57 მოასწრო შუაღამემდე (1988)
Midnight Run
58 ანგელოზის გული (1987)
Angel Heart
59 შეუხებელნი (1987)
The Untouchables
60 მისია (1986)
The Mission
61 ბრაზილია (1985)
Brazil
62 ერთხელ ამერიკაში (1984)
Once Upon A Time In America
63 შეყვარებულები(1984) (1984)
Falling in Love
64 კომედიების მეფე (1983)
The King of Comedy
65 გააფთრებული ხარი (1980)
Raging Bull
66 ირმებზე მონადირე (1978)
The Deer Hunter
67 ნიუ–იორკი,ნიუ–იორკი(1977) (1977)
New York, New York
68 ტაქსის მძღოლი (1976)
Taxi Driver
69 უკანასკნელი მაგნატი (1976)
The Last Tycoon
70 ნათლიმამა 2 (1974)
The God Father- Part 2
71 ბოროტი ქუჩები (1973)
Mean Streets
72 დაარტყი დოლს ნელა (1973)
Bang the Drum Slowly
73 ბანდა,რომელმაც სროლა არ იცოდა (1971)
The Gang That Couldn't Shoot Straight
74 გამარჯობა,დედიკო! (1970)
Hi, Mom!
75 სისხლიანი დედა (1970)
Bloody Mama
76 მისალმებები (1968)
Greetings















თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 2927
დაამატე კომენტარი

avatar