ფარიდ მიურეი აბრაჰამი / F. Murray Abraham / Фа́рид Мю́ррей А́брахам


შეაფასეთ:

დაბადების სახელი: ფარიდ მიურეი აბრაჰამი / F. Murray Abraham / Фа́рид Мю́ррей А́брахам
დაიბადების თარიღი: 1939 წლის 24 ოქტომბერი
დაბადების ადგილი: აშშ, პენსილვანია
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 1971 დან - დღემდე

ბიოგრაფია: ამერიკული კინოს, თეატრისა და ტელევიზიის მსახიობი, ფარიდ აბრაჰამი 1939 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა პენსილვანიაში. ცნობილი გახდა 1980-იან წლებში შესრულებული კინოროლებით. ის მამით ასირიელია, დედით იტალიელი. რამდენიმე წლის მანძილზე ტელესერიალებში თამაშობდა. მონაწილეობას ღებულობდა სარეკლამო რგოლების გადღებებში, რის გამოც იგი ნაკლებად ცნობილია. გადაღებულია რამდენიმე ფილმში. 1983 წელს მილოშ ფორმანმა ის მიიწვია ისტორიულ ფილმში «ამადეუსი» ანტონიო სალიერის როლში, რისთვისაც ამერიკული კინოაკადემიის პრესტიჟული პრემია «ოსკარი» დაიმსახურა. 1985 წელს მიანიჭეს ჯილდო «ოქროს გლობუსი». მოულოდნელი შესვენებების შემდეგ, მან სალიერის მსგავსი ავკაცის როლები შეასრულა ფილმებში: «ვარდის სახელი» და «უკანასკნელი კინოგმირი».

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:
1983 წ. - "ნაიარევი სახე" - ომარ სუარესის როლი
1984 წ. - "ამადეუსი"- ანტონიო სალიერის როლი
1986 წ. "ვარდის სახელი" - ბერნარ გუის როლი
2000 წ. "დაბნელება" - ბრუნო რუბინის როლი
2012 წ. "ლამაზმანი და ურჩხული"- სირილის როლი
2013 წ. "ლუინ დევისის შიგნით" - ბად გროსმანის როლი
2013 წ. "ერთით ნაკლები" - გრეგორის როლი
2014 წ. "დანტე" - დანტეს როლი
2014 წ. "ცხოვრება თამაშია" - ნორმან უოლაჰის როლი


თუ გსურთ სხვა მსახიობების ბიოგრაფია და ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე მოგვწერეთ "თხოვნებში" და დავამატებთ


გაუზიარე მეგობრებს შენი საყვარელი მსახიობი სოციალურ ქსელებში..
კომენტარი: 0 | დაემატა: 2210
დაამატე კომენტარი

avatar